ვაცლავ ჰაველი ერთხელ ადამიანების პოლიტიკაში ჩართვის სამ მიზეზზე საუბრობდა: იდეოლოგია, იდეების გავლენა, თუ როგორ სჯობს სახელმწიფოს და საზოგადოების ორგანიზება. მეორე მიზეზად მან დაასახელა პრივილეგიათა ნუსხა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩნდება და როგორც წესი, ძნელად შესალევია ხოლმე და მესამე-ადამიანების ბუნებრივი ლტოლვა, სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ და პოლიტიკის როგორც იარაღის არჩევა გარემოზე გავლენის მოსახდენად. ჩემი დაკვირებით კი ქართველები მხოლოდ მეორე მიზეზის გამო მოდიან პოლიტიკაში (იშვიათი გამონაკლისის გარდა), რამეთუ აპრიორი მხოლოდ მერკანტილური, ჩარჩული ინტერესები ამოძრავებთ . ამიტომაც არის მათთვის პოლიტიკა ნარკოტიკივით. როგორც ნარკოტიკი ჩაგითრევს და მხოლოდ იმას გაკეთებინებს, რაც ნარკომანს შეეფერება, ასევეა მათთვის პოლიტიკა. პოლიტიკა ითრევს ქართველ არაკაცებს ჭაობში , რომლისაგან ხსნა აღარ ხერხდება, როგორც წამალი აკარგვინებს ადამიანს ღირსებას, ასევე უშვება პოლიტიკა ქართველს. მით უმეტეს , თუ გაძღა, თუ პოლიტიკით კეთილდღეობა მოიპოვა. ამ დროს , თუ კიდევ შერჩა ოდნავი სინდის-ნამუსი, იმასაც კარგავს და ბრმა "ისპალნიწელი" ხდება. მას პატიოსნების, კაცობის დაკარგვაზე მეტად სკამის დაკარგვა აშინებს და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია. ასეა ეს, სასწაულ მეტამორფოზას ახდენს ქართველზე პოლიტიკა. უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? და "ზაადნო" კიდევ ერთი კითხვა: რა გვჭირს?