Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ფროიდს აქვს კარგად ნათქვამი:სიზმარში თავისუფლებოი ვართ და ჩვენს ფარულ ოცნებებს იქ ვისრულებთო"
  2. სიზმრის სცენარს, ჩემო Goddess , ქვეცნობიერება სწერს და ეს განვლილი დროის ანარეკლია უბრალოდ ვნება დაცხრა და ტემპერატურა გახდა ნორმალური გავარტყი?
  3. საბოლოოდ ალასანიამ ოპოზიციას “კუკლა გაუკეთა” - პრაიმერისტები ნოღაიდელის დაფინანსების გარეშეც დარჩნენ? “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს დაუბრუნდა და მერობისთვის ბრძოლას კვლავ “ალიანსთან” ერთად აპირებს. მათ კი, ვისაც სურვილი აქვს მისი კანდიდატურის მხარდაჭერის, ყოველგვარი გამოკითხვებისა და პრაიმერის გარეშე თავის გუნდში ეპატიჟება. პრაიმერის მომხრეები, კი რომლებიც დათანხმდნენ “ალიანსის” იდეას - ლიდერი სოციოლოგიური გამოკითხვის გზით შეერჩიათ, ასევე ძველ გზას უბრუნდებიან და პრაიმერი კვლავ შედგება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ჭექა-ქუხილამდელი” სტატუს კვო აღდგა / ალასანია “ალიანსს” დაუბრუნდა, პრაიმერისტები ისევ პრაიმერზე ფიქრობენ. “განხეთქილების მიზეზი კი კვლავ ექსპრემიერი ზურაბ ნოღაიდელია. “ალიანსში” აცხადებენ, რომ ეს იყო ხაფანგი, რომელიც მათ ლიდერს დაუგეს და მიზანი “ალიანსის” დისკრედიტაცია იყო. ამ საქმეში მთავარი “ეჭვმიტანილი” ნოღაიდელია. “ალიანსის” წევრები ახლა ამაყად აცხადებენ, რომ მათი ლიდერი ამ ხაფანში არ გაება და დაინახა, რომ ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომელსაც პრაიმერი სურდა, ეს უბრალოდ ხრიკი იყო ალასანიას გასაბრიყვებლად და არა პრინციპული პოზიცია. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც პრაიმერს ემხრობა, ალასანიას მიერ უკან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს და აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ კანდიდატურას არჩევნებზე აუცილებლად წარადგენენ”, - აღნიშნავს გამოცემა. “პროცესები კი ასე განვითარდა - ალასანიას მიერ კვირას გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ის პრაიმერში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა გუშინ საგანგებო განცხადება გააკეთეს, უარი განაცხადას პრაიმერის ჩატარებაზე და დაეთანხმნენ წინადადებას, რომელიც მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას ეხებოდა. თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ახალმა მემარჯვენეებმა თავიანთ ვებ-გვერდზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი ალასანია ძველ პოზიციებს უბრუნდება და წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს, პრაიმერის ყოფილი მომხრეები სერიოზულად შეშფოთდნენ. “ახლების” განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ალასანია კვლავ “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერად რჩება და თბილისის მერის არჩევნებში კვლავ “ალიანსის” კანდიდატი იქნება”, დასძენს გამოცემა. “ალიანსი საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და ყველა ოპოზიციურ პარტიას უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება. ირაკლი ალასანიამ ერთობისკენ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი, თუმცა დარწმუნდა, რომ ნოღაიდელი და პოლიტიკური ჭექა-ქუხილის იდეა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გაახმოვანა, ერთობას ვერ შექმნის. ალასანიას ერთობისკენ გადადგმული ნაბიჯი ნოღაიდელს და აჯანყების იდეას არ გულისხმობდა”, - ნათქვამია “ახლების” განცხადება. აქვე აღნიშნულია, რომ ალასანია არც პრაიმერში და არც სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს. პრაიმერის მომხრე პარტიები კი ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგად წუხილს გამოთქვამენ ალასანიას ნაბიჯის გამო. კობა დავითაშვილი ალასანიას ბოლოდროინდელ ქმედებებს “სამწუხაროს” უწოდებს”, - წერს სტატიის ავტორი. “ბოლო 10 დღის განმავლობაში ირაკლი ალასანიას მცდელობა, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები ნოღაიდელის გარეშე მიემხრო, უშედეგოდ დასრულდა. ის პარტიები ნოღაიდელთან დარჩნენ,” - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, აპრილის შუა რიცხვებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენა დაგვიანებულია, არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი, უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი და ეს გონივრული მიდგომა არ არის. ლიდერი კი გამოკვეთილია - “ალიანსის” კანდიდატი ირაკლი ალასანია. “საქართველოს გზაში” “ალიანსის” გაცხადებას მიესალმებიან და ასევე მიიჩნევენ, რომ უკვე დიდი ხანია გამოვლენილია ოპოზიციის საერთო კანდიდატი ირაკლი ალასანია, რომელსაც პირველი დღიდანვე უჭერენ მხარს. სალომე ზურაბიშვილს პარტიაში ეთანხმებიან “ალიანსის” დებულებებს პრაიმერზე უარისა და ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან გამიჯვნის თაობაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი. “ირაკლი ალასანიას პოლიტიკური მიმოქცევა ერთგვარი ლაკმუსი აღმოჩნდა - ნოღაიდელის ნაწილი გაწითლდა. წითელი ფერი გუშინ ერთმა განცხადებამაც გაგვახსენა: “ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან” - ლენინის ნაღვაწის პლაგიატური ახსნა მოუძებნა ალასანიას “ალიანსში” დაბრუნებას “ხალხის პარტიის” მეთაურმა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილთან ერთად, მისი სხვა ამხანაგებიც დარჩნენ ნაწყენნი”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით “ჭექა-ბუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა. “გუშინდელმა დღემ გაარკვია, რომ ნოღაიდელის ფინანსებიც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ასე განაცხადა აშკარად ნირწამხდარმა ნოღაიდელმა: მე არჩევნებში არ ვმონაწილეობ და რატომ დავაფინანსებ წინასაარჩევნო ღონისძიებებსო. თუ გუწინწინ იმედგაცრუებული ჩანდნენ ალიანსელები, ახლა გაწბილებას ვერ ფარავდნენ “ჭადრაკის სასახლელები”. ალიანსის “ალიანსში” დაბრუნებისთვის გადამწყვეტი როლი საზოგადოებამ შეასრულა. სწორედ საზოგადოებამ დაიცვა მთავარი ღირებულება. თუმცა, არს “რესპუბლიკელებსა” და მემარჯვენეებს” უნდა დაუკარგოს კაცმა ღვაწლი - მატი მტკიცე პოზიცია და ბოლომდე ერთგულება ფორმულისა “ყველა მინუს ერთი” თავისი მნიშვნელობის მატარებელი იყო”, მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ალასაინამ კი, თავისი მერყეობით, საკუთარ თავთს დიდად ავნო - ახლო მომავალში მისი პოლიტიკური იმიჯის გამოსწორებას დიდი ჯაფა დასჭირდება. ამ სამდღიანი ოპოზიციური ოდისეის მთავარი შედეგი კი ისაა, რომ “ჭექა-ქუხილის” პოლიტგაერთიანება ვერ შედგა. კრემლს კი ცივი წყლის დალევა მოუწევს - ქართულ საზოგადოებაში მას დასაყარდენი არ აქვს”, - ასკვნის სტატიის ავტორი.
  4. მანანა მანჯგალაძე - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია 4-წლიანი პაუზის შემდეგ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განცახადა. მისივე თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთიც ხსნის საზღვარს, ანუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. “ლარსის პუნქტის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიის ამ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. ამიტომ სჯობს, გვქონდეს ლეგალური ურთიერთობა, თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე აღიარებული სახელისუფლო საზღვარი, პროცედურები განხორციელდეს ქართული კანონმდებლობით, ვიდრე იყოს აღურიცხავი ტვირთი. საბოლოო ჯამში, ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ეს იქნება ერთადერთი ლეგალური, კანონიერი სასაზღვრო პუნქტი”, - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ამით რუსეთი არაპირდაპირ აღიარებს 2005 წლიდან ემბარგოს პოლიტიკის წარუმატებლობას. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე - გახსნილი, ლეგალური და დაცული საზღვარი. “საქართველოს ექნება საზღვრის კონტროლის სრული შესაძლებლობა და ამის ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს რუსეთს აქვს პრეტენზია სტეფანწმინდის, კობისა და გუდაურის მიმართ, მანჯგალაძე აცხადებს, რომ კრემლს ასეთივე პრეტენზია აქვს მთელი საქართველოსა და მისი დედაქალაქის მიმართ. “ყველა ეს განცხადება არის ფსიქოლოგიური სახის. ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც, პირველ რიგში, მოქმედებს მოსახლეობაზე. მოქმედებს ინვესტორებზე და ქვეყნის განვითარებაზე. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს ეს არის მცდელობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის, ეს არ იყო პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთთან და არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ძნელია ილაპარაკო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, როდესაც რუსეთი არ ცნობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს და სუვერენიტეტს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა ჩვეული სახით მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს დეოკუპაცია. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი პირველ მარტს გაიხსნა. საზღვარი რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაკვეთა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  5. dariala რომ გითხრა გამიჭირდა-მეთქი, დამეხმარები? აი კიდე ერთი გლიჯავს "შედევრი" http://s61.radikal.ru/i171/1003/c9/2995dd889270.jpg ჰოდა, რას ურჩევ ვიკას?
  6. ვიქტორ იანუკოვიჩს ჩრდილოეთ ოსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში აერია უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ჩრდილოეთ ოსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში აერია. შეცდომა იანუკოვიჩმა ტელეკომპანია “Euronews”-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კითხვაზე, აღიარებს თუ არა უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, იანუკოვიჩმა უპახუხა: “მე თავის დროზე ვთქვი, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წინააღმდეგნი ვართ, მაგალითად სერბეთთან დაკავშირებით. უფრო სწორედ, ჩერნოგორიას დამოუკიდებლობის აღიარება... კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება... ჯერ კიდევ მაშინ იყო გასაგები, რომ გაყინული კონფლიქტები უფრო გამწვავდებოდა და მომდევნო ნათელი დადასტურება ჩრდილოეთ ოსეთის მაგალითი იყო”, - აღნიშნა იანუკოვიჩმა. მისივე თქმით, საერთაშორისო წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ამჟამად ეს საკითხი - დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას. ინტერვიუს შემდეგ პრეზიდენტის თანმხლები ჯგუფის წევრებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს სთხოვეს, ინტერვიუ ისე დაემონტაჟებინათ, რომ პრეზიდენტის შეცდომები ეთერში არ გასულიყო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  7. სლავიკა ასეთი არ წავა? http://i014.radikal.ru/1003/7b/9a0366a8a6c5.jpg გაგაცნობ თუ გინდა
  8. dariala კონკრეტულად რომელ მოთხოვნას ვერ\არ აკმაყოფილებ: არ ხარ რეალურად პატიოსანი და მართლა ქალიშვილი, თუ დამჯერი და ჭკვიანი ? იქნებ ...სულო ცოდვილო ,-სატანის ენით მოლაპარაკე არსება ხარ? მიხსენ, უფალო
  9. kisa ჯადო აჭამე, ჩემო კარგო, ჯ ა დ ო მერე ნახე როგორი ერთგული და მოსიყვარულე იქნება, სულ ფეხის ცერებზე ივლის
  10. ისტორიის ლაბირინთებში დაბორიალობენ
  11. dariala მოთხოვნა სამართლიანი, შთამბეჭდავი და სულში ჩამწდომი რომ არის ვიცი , მაგრამ მე სულ სხვა რამე მაინტერესებს: ჯდები თუ არა ამ კრიტერიუმში?
  12. ყველაფერში გეთანხმები, ჩემო ირაკლი, ოღონდ მრეწველებს მეორე, ხოლო სალომეს მეოთხე კატეგორიაში გადავიყვანდი
  13. irusha მე ვცხოვრობ საბურთალოზე, მაგრამ ერთად სირბილის რა მოგახსენო...ძუნძულით არ შეიძლება?
×
×
  • შექმენი...