-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
სოსო ცინცაძე: ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვოიაჟები და დღევენდელ მდგომარეობაში გარღვევის მოხდენის მათი სურვილი სარისკოა თბილისი 13:58 - 03.03.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური ტექნოლოგიის პროექტი შეიმუშავა, რაც ქართული ოპოზიციის თავის მხარეზე გადაბირებას გულისხმობს. "მოსკოვმა დაინახა, რომ აგვისტოს ომის პერიოდში ქართული ოპოზიცია ერთ მუშტად გაერთიანდა და ხელისუფლების კრიტიკაზე მორიტორიუმიც კი გამოაცხადა. ამის გათვალისწინებით, კრემლმა სწორი დასკვნა გააკეთა - აუცილებელი იყო ოპოზიციის გადაბირება, ანუ ქართული საზოგადოების ორ ნაწილად გაყოფა~, - განუცხადა ცინცაძემ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე კომენტირებისას. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ქართული ოპოზიციის გადაბირების პროცესში საკმაოდ ფრთხილად, ისე მოქმედებს, რომ უმცირესობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არც გარანტიას აძლევს და ამაზე არც უარს იძახის. ~საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სრული გაუგებრობაა, რასაც რუსეთისთვის სტატეგიული მნიშვნელობა აქვს... კრემლში მიხვდნენ, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს დასავლეთი არ აღირებს, თუ საქართველოში პოზიციის შეცვალა არ მოხდება და სწორედ ამისთვის იბრძვიან. აღნიშნულ საკითხზე იყო საუბარი მოსკოვში, ზურაბ ნოღაიდელთანაც და დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნება საუბარი ნინო ბურჯანაძესთანაც. ისინი საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხს აუცილებლად განიხილავენ~, - აღნიშნა ექსპერტმა. ცინცაძის შეფასებით, ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვოიაჟები ძალიან სარისკოა, რადგან ისინი ილუზიების ტყვეობაში იმყოფებიან, როცა სურთ "დღევენდელ მდგომარეობაში გარღვევა მოახდინონ". http://ghn.ge/news-9484.html
-
მეზობელ ფორუმზე ტეხნიკურად გააქრეს ეს თემა
-
ნინო ბურჯანაძე: "მე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ" მისივე განმარტებით, ის მოსკოვში იმისთვის მიემგზავრება, რომ "დაიცვას მისი ქვეყნის და ხალხის ინტერესები". http://ghn.ge/news-9462.html ლიცემერი: სადღაც წავიკითხე, რომ თალიბებმა პიდარასტების მტკივნეული წამების ხერხი მოიგონეს - ისინი მათ ანალურ ხვრელში ე.წ. ”ირანულ კუპრს” უსხავენ, წებოს მეორენაირად ”ამერიკულ სიმყრალესაც” ეძახიან და ირანში ამზადებენ. თუ კი მას ადამიანს კანზე წაუსვამთ, ის იმდენად მყარად ეკრობა, რომ მოცილება მხოლოდ ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი. ანალური ხვრელის დახშობის შემდეგ, მსხვერპლს წამალს ასმევენ, რომელიც ძლიერ ფაღარათს იწვევს. როგორც ხვდებით კუჭის აშლილობა ცისფერს საშინელი წამებით კლავს. ჰოდა,სახიერო მამაო, ძე მხოლოდშობილო და სულო წმიდაო, ... სულო ჩემო ცოდვილო შემინდე, მაგრამ მაგრამ ყველა რუსოფილ პოლიტიკოს (ნოღაიდელს თამადობით)იგივე რეცეპტს დიდი სიამოვნებით გამოვუწერდი-თქვენ? ............................................................................................................................................ ბურჯანაძეების ოჯახის ბიზნეს-ინტერესები ანზორ ბურჯანაძემ 1996 წელს, ორთაჭალაში, პურპროდუქტების კორპორაციის შენობის მე-5 სართული იყიდა კაპიკებში - 17000კვ/მ. ახლა, ეს ფართი გაქირავებული აქვს, 1კვ/მ. - 150 დოლარად, საიდანაც თვეში მინიმუმ 550 000 დოლარი შესდის. . ანზორ ბურჯანაძის კუთვნილებაა კოსტავას ქუჩაზე, `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გვერდით მდებარე, ვაკე-საბურთალოს გამგეობის შენობის მე-3 და მე-4 სართულები, სადაც გამგეობაა განთავსებული. არ არის გამორიცხული, ნინომ სახელმწიფოს ქირა მოსთხოვოს _ მამაჩემის კუთვნილ ფართს იყენებთო. კანონით ეკუთვნის კიდეც, მაგრამ მაინც არაფერს ითხოვს, ალბათ ეშინია, პროკურატურამ იმის გარკვევა არ დაიწყოს, თავის დროზე, ეს მე-3 სართული რა დამსახურებისთვის მიჰყიდეს ანზორ ბურჯანაძეს 82000 დოლარად, 1 სართული _ რაღაც 27 300 დოლარად. ბურჯანაძეებს ეკუთვნით ფალიაშვილის #35-ში მდებარე კაფე `დელ-მარი~, რომელიც ვაკეში ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფედ მიიჩნევა და კლიენტი არ აკლია, თუმცა კაფე ვინმე მ. თურმანიძის სახელზეა გაფორმებული. ოჯახის საკუთრებაა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ამავე სახელწოდების პურფუნთუშეულის საცხობი, ოღონდ ეს „დელ-მარი“ ვახტანგ ცირეკიძის სახელზეა გაფორმებული. ამ ორივე ობიექტს, რემი ბიწაძე აკონტროლებს. ცირეკიძე და რემი ბიწაძე ნათელ-მირონები არიან. ანზორ ბურჯანაძემ ქუთაისის საავიაციო ტექნიკური ქონებიდან, ჯართის სახით, უნიკალური ტექნოლოგიები გაზიდა უკრაინაში და იქ გაყიდა. დარჩენილი კი აქვე გაყიდეს - ზოგი ჯართად, ზოგიც - მეორად დანადგარად, არადა, 2 წლის წინ, საავიაციო-ტექნიკური ქარხნის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, ეს ტექნოლოგიები, თანამედროვე და საუკეთესო, ქარხნის ასაღორძინებლად შეიძინა იმავე უკრაინაში, დონბასის მხრის ერთ-ერთ ქარხანაში. „ანრეს“ დამფუძნებელი კი ანზორ ბურჯანაძეა. პატივცემული მკითხველი თუ ცოტა მეტ დაკვირვებას გამოიჩენს, ამ `ანრე~-საც გაშიფრავს - ფირმას ანზორ ბურჯანაძემ საკუთარი შვილიშვილების სახელების პირველი ორი ასოს აბრევიატურა შეურჩია სახელწოდებად gigi.gif (ან-ზორი და რე-ვაზი-ან-რე). ამ საქმიდან ანზორ ბურჯანაძემ თავის წილად 7 მილიონი დოლარი მოხსნა, ქუთაისის საავიაციო ქარხანა კი გააპარტახა და გაძარცვა. მათი ოჯახის საკუთრებაა სავაჭრო-ცენტრი „მეგალაინიც“ ქუთაისის ლითოფონების ქარხანა, ელექტრომექანიკური ქარხანა „ავანგარდი“ - სამივე ქარხანა ქუთაისშია ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის 15 000 ჰა. ტყე თეთრი წყაროს რაიონში. ეს მაშინ, როცა ბურჯანაძის პარტიის ლიდერები დღედაღამ კახა ბენდუქიძის ლანძღვა-გინებაში არიან, ტყეები „უპრაგონოდ“ გაყიდაო. ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის ასევე სარფში, ეს მისი საზღვრის დაცვის საზღვაო ზოლში 6000 კვ/მ. მიწის ნაკვეთი.დეპარტამენტში „ნამოღვაწარია“. ამბობენ, ბიწაძეს ამ 6000 კვ/მეტრ ნაკვეთში კაპიკი არ გადაუხდია, ერთმა აჭარელმა ბიზნესმენმა აჩუქა, რომლის ბიზნესსაც ნინო მფარველობდაო. ბადრი ბიწაძის ბიძაშვილის სახელზეა რეგისტრირებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ხიმშიაშვილისა და ერას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებდა სასტუმროსა და საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. ეს ის ხიმშიაშვილის ქუჩაა, საიდანაც ბადრი ბიწაძემ 15-წლიანი ცხოვრების მერე ორდერიანი ხალხი გამოასახლა - სასაზღვრო დეპარტამენტის ბინებიაო.მისი ბიძაშვილი გიორგი ბიწაძე თავისას არ იშლის - იქ 4-სადარბაზოიანი, 6-სართულიანი კორპუსი და სასტუმროს აშენება უნდა. ანზორ ბურჯანაძეს გრანიტის ბიზნესიც აქვს. გრანიტის კარიერა ქუთაისის მახლობლად, სოფელ ჯიმასყაროში აქვს. ამ საქმითაც კარგად იხეირეს ბურჯანაძეებმა. მათი გრანიტით არაერთი ათასი კვადრატული მეტრი მოპირკეთდა თბილისში, სიღნაღსა და ბათუმში - სასტუმროები, რესტორნები, მუზეუმები, გამგეობების შენობები. საქმეს, ცხადია, ნინო ბურჯანაძე ლობირებდა - სახელმწიფო ობიექტების აშენება, რეკონსტრუქციების ტენდერებში მამამისის ფირმები იმარჯვებდნენ. ..................................................................................................................................... და ეს ქალბატონი მოსკოვში იმისთვის გაემგზავრა, რომ "დაიცვას მისი ქვეყნის და ხალხის ინტერესები". :nekro: .............................................................................................................................................. ნინო ბურჯანაძე ვლადიმერ პუტინს ხვდება 04 / 03, 2010 20:29 “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ხვდება. როგორც შეხვედრის დაწყებისას რუსეთის პრემიერმა განაცხადა, ის მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება. “ძალიან ბევრი დრო გავიდა, რაც ბოლოს გნახეთ. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის, სამწუხაროდ, მძიმე ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რათა ურთიერთობები აღდგეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ავაწყეთ ურთიერთობები საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან და იმედი მაქვს, ამას პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობით შევძლებთ”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესში შედის. “ქართულ-რუსული ურთიერთობები ჩიხში შევიდა და იმედი მაქვს, გამოსავალს ვიპოვით. ეს მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის ურთიერთობებისთვის. Dდარწმუნებული ვარ, ამ ურთიერთობების აღდგენა მოხერხდება”, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტყიბულში აფეთქების შესახებ ”ინდუსტრიულ ჯგუფში” კომენტარი ჯერ არ კეთდება ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ამ დროისთვის არ სახელდება. როგორ “ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმსარულებელმა დირექტორმა, ზაზა სადუნიშვილმა განუცხადა, მიზეზები სპეციალური კომისიის მუშაობისა და გამოძიების დასრულების შედეგ გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, “ინდუსტრიული ჯგუფის” წარმომადგენლები ამ დროისთვის მაღაროში ჩადიან, რათა ვითარებას ადგილზე გაეცნონ. კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მფლობელია, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპნიაა. “საქნახშირის” ძირითადი საქმიანობის სფეროა ნახშირის მოპოვება, რიგითი ნახშირის გამდიდრება და რეალიზაცია. “ინდუსტრიული ჯგუფის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “საქნახშირი” ტყიბულის მაღაროებში 2006 წლიდან საქმიანობს. მუშაობის პირველ წლებში მაღაროების გადაიარაღების, გვირაბების აღდგენისა და მომზადების მიზნით ინვესტირება განახორციელა. საექსპლუატაციოდ მომზადდა მინდელის სახელობის მაღაროზე 3 ნახშირმომპოვებელი უბანი, ძიძიგურის სახელობის მაღაროზე კი - ერთი ნახშირმომპოვებელი უბანი. “საქართველოს საქნახშირი” ტყიბული-შაორის ქვანახშირისა და ახალციხის მურა ნახშირების საბადოებზე ნახშირის მოპოვების ლიცენზიის ერთპიროვნული მფლობელია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
“რუსეთს ლარსის გახსნა სომხეთში სამხედრო ბაზის გამო სურდა და ეს რაუნდი მოგვიგო” “რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის საზღვრის გახსნა არის უდიდესი შეცდომა როგორც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოში დგას საოკუპაციო ჯარი და ჩვენ რუსეთთან ომი გვაქვს გამოცხადებული. საქართველომ ომი უნდა გამოუცხადოს ყველაფერს, რაც რუსულია, დაწყებული რუსული წარწერებიდან, დამთავრებული თუნდაც რუსული გადაცემებით, რუსული ესტრადითაც და რუსული კულტურითაც. ასე უნდა იყოს, სანამ ომის მდგომარეობაში ვართ”, - აცხადებს პოლიტიკოსი და სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილმა რუსეთი კავკასიაში მთავარ მოთამაშედ დატოვა / ყაზბეგის დაკარგვის საფრთხე ჯერ არ არის. “ჩვენ ახლა ომში ვიმყოფებით და შესაბამისად, ყოველი მოწოდება რუსეთთან საერთო ენის გამონახვაზე, მოლაპარაკებასა და ცალკეულ შეთანხმებაზე, საქართველოს გულში ლახვრის ჩაცემაა. ახლა ყველას მოწოდება - ეს იქნება კულტურის წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკური ფიგურა - მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველომ ეს ომი მოიგოს. ომი ყოველთვის საბრძოლო ქმედება არ არის. წარმოიდგინეთ, როცა 1938 წელს საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომი დაიწყო, მაგრამ საბრძოლო მოქმედება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, გამოსულიყვნენ ფრანგი საზოგადო მოღვაწეები, კულტურის წარმომადგენლები და ეყვირათ, გერმანიას ჰყავს გოეთე; გოეთესა და გერმანიას არ შეიძლება ვეომოთ; ჩვენ გვინდა ბახი და ბეთჰოვენი მოვისმინოთ და აქედან გამომდინარე, ჰიტლერის გერმანიასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთო. დღეს რუსეთი არის პუტინისა და მედვედევის რუსეთი, რომელიც საქართველოსთან ომს აწარმოებს. შესაბამისად, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ეს ომი წარმატებით დავასრულოთ. არანაირი ლარსის გახსნა არ შეიძლება”, - ამბობს გიორგი თავდგირიძე. “სომხეთს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები გააჩნია, ან მას, ფაქტობრივად, გასასვლელი არ აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ანუ რუსეთის ზეწოლის მთავარი მიზანი, რის გამოც მას ლარსის გახსნა უნდოდა, ეს არის სომხეთში არსებული გიუმრის ბაზა. რუსეთმა იცის, რომ საქართველოსთან ომი საკმაოდ ძნელია, თუ ფრონტის ხაზი გაივლის მხოლოდ კავკასიონზე. მიუხედავად იმისა, მას გააჩნია ბაზები, სამხედრო თვალსაზრისით ამ ბაზების მნიშვნელობა ნულს უტოლდება. მას მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ამოცანა აქვს და სხვა არაფერი. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ეს ის ბაზებია, რომლებიც მხოლოდ დარტყმებს მიიღებენ და ქართულ შეიარაღებულ ძალებს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის მექანიზმი გააჩნდეს, აუცილებელია მუდმივად მომარაგებული ჰყავდეს სამხედრო ბაზა სომხეთში, საიდანაც მოახერხებს ავიაციის გამოყენებას უფრო მარტივი მარშრუტით. კავკასიონის გადალახვა საკმაოდ რთულია და მოითხოვს საკმაოდ სახიფათო მოქმედებების განხორციელებას, იმისთვის, რომ რუსულმა სამხედრო ავიაციამ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვათ საქართველო ომში ჩაებმება, სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რუსეთმა გადაუკეტოს მას სამხრეთ ლოჯისტიკური ზურგი. ამ თვალსაზრისით სომხეთის სამხედრო ბაზას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რუსეთმა ეს რაუნდი მოგვიგო. ლარსის გახსნით რუსეთი შეუფერხებლად შეძლებს თავისი სამხედრო ბაზის მომარაგებას”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “გაჩნდა ინფორმცია, რომ ოსებსა და რუსებს განსაზღვრული გეგმებიც ჰქონიათ ყაზბეგის, თრუსოს ხეობის, გარკვეული ტერიტორიების მიერთებისა და სომხებთან ერთად ყალბი დოკუმენტების შექმნის თაობაზე. ანუ საუბარია გარკვეულ საშიშროებაზე. ლარის გახსნით თქვენ რა საშიშროებას ხედავთ?” - პასუხობს: “ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ ოსებს არც არასოდეს არაფერს ეკითხებოდა და არც დღეს არავინ არაფერს ეკითხება. ოსური საფრთხე არის ის საინფორმაციო ბომბი, რომელიც ხელისუფლებისთვის სამუშაო თემაა. ამ თემით გადაიფარება ხოლმე სხვა თემები. რა თქმა უნდა, პროვოკაციის საფრთხე არსებობს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ დიდ მიზანს ემსახურება. რუსეთის მთავარი მიზანია სტრატეგიული სამხედრო უპირატესობისა და ყოფნის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიაში. ასევე მთავარია სამხედრო ბაზა, რომელიც არსებობს სომხეთში... რუსეთს ამ ბაზის მეშვეობით სომხეთის მართვის ინსტრუმენტი გააჩნია. რუსული ბაზის მეშვეობით ხდება სომხეთის აგენტურული, ფინანსური კონტროლი. ყველაფერი, რაც სომხეთში რუსეთის გავლენას აძლიერებს, ამ ბაზის გავლენით ხდება. მხოლოდ იარაღზე არ არის ლაპარაკი... სომხეთის რუსული ბაზის მეშვეობით რუსეთის ხელისუფლება მთელ ამიერკავკასიას აკონტროლებს. ამიტომ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის კვლავ მძლავრ მოთამაშედ დატოვებას”. “ტერიტორიების მიტაცების საფრთხე, ჯერჯერობით, არ არსებობს. ლარსი იმოქმედებს. რუსეთი არანაირ ტერიტორიას არ მიიტაცებს, რადგან მისი მთავარი მიზანია, ეს გზა გახსნილი იყოს, მაგრამ ყველა დოკუმენტს შექმნის, რომ თუ საქართველოს სხვა ხელისუფლება ლარსის დაკეტვას მოინდომებს, მას პროვოკაციების მოწყობის ბერკეტი ექნეს. ეს არის ის დამღა, რომელიც მომავლისთვისაა გათვალისწინებული. დღეს არის შემდგომი შეტევის მოსამზადებელი ფაზა. ამ ეტაპზე რუსეთისთვის მთავარი ლარსის გამშვები პუნქტის ფუნქციონირებაა”, - განმარტავს გიორგი თავდგირიძე. 03.03.2010
-
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზებზე გამოძიება დაიწყო ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო. იმერეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის, ლაშა მაქაცარიას ინფორმაციით, გამოძიებაში ჩართულები არიან მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. წინასწარი ინფორმაციით კი, ტყიბულის მაღაროში აფეთქება მეთანის გაჟონვამ გამოწვია. იმერეთის გუბერნატორის თქმით, მაღაროში სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულებულია, ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ ბესო ზოსიაშვილს, ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცის ცენტრიშია გადაყვანილი. ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში აფეთქება, დაახლოებით, 05.00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღარო კომპანია “საქნახშირს” ეკუთვნის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქება მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი. არიან დაშავებულებიც. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, აფეთქების ხმა დღეს, დაახლოებით, 05.00 საათზე გაისმა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ტყიბულში მაშველები ჩავიდნენ ქუთაისიდან და თბილისიდან. შემთხვევის ადგილზე დილიდან იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა. ჯერ უცნობია, თუ რამ გამოიწვია აფეთქება, არ არის ცნობილი დაღუპულთა და დაზარალებულთა ვინაობა. მაღარო, არსებული ინფორმაციით, კომპანია ”საქნახშირს” ეკუთვნის. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები... მოკლედ, ქართველებს კარგი ამბავი სანატრელი გაგვიხდა...
-
dariala http://i081.radikal.ru/1003/d7/d7cb84cb7cdc.jpg
-
მარაზმი დილამშვიდობისაი, irene დედის დღეს გილოცავ
-
http://s54.radikal.ru/i143/1003/16/72ebfe353511.jpg დღეს 3 მარტია, დედის დღე. ასე რომ, "დედის დღეს" გილოცავთ ყველა დედას! ავანსად მომავალ დედიკოებსაც. ბედნიერ დედობას და ღირსეული შვილების აღზრდას გისურვებთ. თქვენ შემოგევლოთ ბიძია-ბაბუა ლიცემერი. გურამ ოდიშარიას დავესესხები დედებს გაუმარჯოს! ყველა დედას! შავთვალება, მწვანეთვალება ,ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს! თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას! ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს-მდინარეებს! ქალებს-მწერვალებს! ქალებს-ოკეანეებს! ქალებს-ქარებს! გაუმარჯოს! ქალებს-ფრთებს გაუმარჯოს! ქალებს-პირამიდებს! ქალებს-აისბერგებს! იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც! იმათ სინათლეს გაუმარჯოს! რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთლდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ! იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე დაჩოქილები სვავდნენ! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს , რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება! ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს! მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს-მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ! მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!...მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!... მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან! იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ! მათ სიზმრებს გაუმარჯოს! მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკა და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას... რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები... რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და და თავდები, კვდები, ცოცხლდები... იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს! ალავერდი ყველა მამაკაცთან... განაგრძეთ
-
dariala გურჯისტანში ყველაფერი მოსულა. ასე რომ, დიდად არ გამიკვირდება
-
ბალადა იმაზე, თუ რატომ არის ქართველი დიაცი "მურთაზი"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი-ს პონტში, არა?