-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ჭანო რატომ იფიქრე მასე?
-
lasha1997 ემიგრანტებს
-
პრეზიდენტის მტკიცებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა. "არაბულ ქვეყნებში თითქმის 200 ათასი ცხვარია წასული. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ამ მთავრობამ ჯერ ხალხი გააქცია და შემდეგ ცხვრებიო, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ხალხი არსად გაქცეულა, რადგან ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება, ვიდრე მიდის და მე ამით ძალიან ვამაყობ! ომის დროსაც კი საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდა, ვიდრე წავიდა. რაც შეეხება ცხვრებს, რაც მეტი ცხვარი წავა საქართველოდან, უფრო გამიხარდება", - განაცხადა სააკაშვილმა. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...41&Itemid=1 ლიცემერი: როდესაც მშენებლები მაჩუ-პიჩკუს აგებისას მთაზე სიმწრით ატანილი ქვები დაუგორდებოდათ, ამას ადგილობრივები მშენებლებს არ აბრალებდნენ. განსაკუთრებით ქვები ეცოდებოდათ და დაგორებულ ქვებს "დაღლილ ქვებს" უწოდებდნენ და ეცოდებოდათ. ხოდა "დაღლილ ქვას" მაგონებს მიშა . ქვას, რომელიც სიმწრით ავიტანეთ გამარჯვებულის იერით, ამაყი და ძალოვანი , მაგრამ დიდხანს ვერ შეძლო კვარცხლბეკზე გაჩერება და თავად დაგორდა ბეჩავი. დაგორდა და აგერ ჩვენს ფეხებთან აგდია დაბეჩავებული, მატყუარა, აჭრილი და დაქლევებული უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პ.ს. ემიგრანტებს ცხვრებს ეძახის დაუნი. რავი, ამაზე არაადეკვატური და შენი ქვეყნის მოქალაქეების შეურაცხმყოფელი რა უნდა თქვა კაცმა.
-
TATASTROFA На вас такой же импортная замшевая костюм, как у Шпака!
-
ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ აგორებული
ლ ი ც ი replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეც მასე ვიცი...kisa -
უზერებო, რა ჭირს ძველი დიდების ლანდად ქცეულ ოჯახს?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადვოკატი ცოტნე გამსახურდიას მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვს სიახლე !!! ”ინტერპრესნიუსი” უკვე თქვენს მობილურში 11 / 11, 2009 12:00 ადვოკატი ქეთი ბექაური ცოტნე გამსახურდიას მიმართ სამედიცინო ექსპერტიზის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბექაურმა განუცხადა, გამოძიებამ ათი დღის წინ დაუკმაყოფილა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობა, თუმცა საპყრობილეში ექსპერტიზის ჩასატარებლად ამ დრომდე არ შესულან. "გამსახურდიას მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის საპყრობილეში ქალა-ტვინის ტრამვით და ტვინის შერყევით შეიყვანეს. ხუთი ნაკერი ჰქონდა, რის გამოც ექსპერტიზა მოვითხოვეთ. ახლა მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ტრამვებს დაემატა შიმშილობა. იგი მე-14 დღეა, შიმშილობს~,- განაცხადა ბექაურმა. მანვე აღნიშნა, რომ გამოძიებისგან პასუხი არ მიუღია შუამდგომლობაზე დაზარალებულ დავით ბაჯელიძის და დამოუკიდებელი კრიმინალისტი ექსპერტის დაკითხვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას შუამდგომლობაზე პასუხის 72-საათიანი ვადა დღეს ეწურება. ბექაურმა გამოძიებას დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს მიერ გაცემული წერილობითი მოსაზრება წარუდგინა, სადაც შეფასებულია ოფიციალური გამოძიების მიერ ჩატარებულ ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზა. ბექაურის თქმით, დამოუკიდებელმა საექსპერტო კრიმინალისტიკურმა ბიურომ შეფასებაში აღნიშნა, რომ ქიმიური ექსპერტიზა კანონდარღვევით არის ჩატარებული. კერძოდ, 9 ანაწმენდის ნაცვლად 4-ის აღება მოხდა, რაც დასკვნის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ბექაური, ახალი მტკიცებულების საფუძველზე, დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს ექსპერტის დაკითხვას და გამოძიების ექსპერტიზების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ცნობილია, გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ცოტნე გამსახურდიას ხელზე დენთის კვალი აღმოაჩნდა, რაც გამსახურდიასთვის ბრალის წარდგენის ერთ-ერთი მტკიცებულება გახდა. გამსახურდია განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებაშია ბრალდებული. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
გახდება თუ არა ჯოჰარ დუდაევის მეუღლე ახალი კავკასიური ტელევიზიის სახე... უკვე საბოლოოდ გადაწყდა, ახალი სატელევიზიო არხის სახელწოდება "პირველად კავკასიური" იქნება და იგი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბაზაზე შეიქმნება. კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს, გვარსა და სახელს არ დავასახელებთ, მაგრამ ზოგიერთ პოლიტიკოსს ძალიან უყვარს გამოთქმა - "პირველად საქართველოში"... ახლა კი როგორც ჩანს, ამ პატარა ქვეყნის ფარგლებსაც გავცდებით ("პირველობით")... ერთი შეხედვით, ამბიციური სახელწოდების უკან გრანდიოზული მიზნები იმალება, რომელთა გარკვევასაც "კვირის პალიტრა" შეეცადა. ეჭვი არავის ეპარება, რომ "პირველად კავკასიურის" საინფორმაციო პროპაგანდა მკვეთრად ანტირუსული, უფრო ზუსტად კი პუტინ-მედვედევის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული იქნება. მიგვიყვანს თუ არა ამგვარი საინფორმაციო ბრძოლა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე, ამ საკითხის განხილვა სწორედ ახლა მიმდინარეობს და განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ბადრი ნაჭყებია, ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენელი: "ობიექტურად რომ ვთქვათ, უკვე მიმდინარეობს რუსეთთან დაპირისპირება საინფორმაციო სივრცეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყნის საკაბელო ტელევიზიები "პირველად კავკასიურის" გადაცემებს ეთერში არ გაუშვებენ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, ეს ტელევიზია შეიძლება რუსეთის ელექტორატის დემოკრატიულმა ძალამ გამოიყენოს. თქვენ იცით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველოში უკვე გვაქვს ანა პოლიტკოვსკაიას, აგრეთვე, კონსკაიას სახელობის ქუჩები.ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ იგეგმება საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთის დემოკრატიულ ძალებს შორის უფრო მეტი დაახლოება. არ გამოვრიცხავ ქართული მხარის თანამშრომლობას იმავე კასპაროვის ან კასიანოვის ფრთასთან, "მემორიალთან" და ა.შ. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ "პირველად კავკასიურის" მუშაობაში ჩართული აღმოჩნდებიან რუსეთის დემოკრატიული საზოგადოების ან პრესის წარმომადგენლები და ისინი იქნებიან კონსულტანტები... სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია, ანდრეი ნეკრასოვი იყოს ერთ-ერთი მათგანი. ეს დადებითადაც შესაძლოა შეფასდეს. პუტინისა და მედვედევის რეიტინგი მკვეთრად ეცემა რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ჩემი აზრით, დემოკრატიული ძალების გაძლიერებაა მოსალოდნელი. ამ ფონზე, ტელევიზიის მიერ კონტაქტის დამყარება ზემოთ ხსენებულ ძალებთან მეტად მომგებიანი იქნება. ერთადერთი საფრთხე შესაძლოა, წარმოშვას რუსეთის ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ. შესაძლოა, სიფრთხილე იყოს საჭირო ამა თუ იმ თემის გაშუქებისას. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადას ჩერქეზული საერთაშორისო ორგანიზაციები (რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი გავლენა აქვთ. - ე.ა.) ბოიკოტს უცხადებენ იმიტომ, რომ ეს ის ადგილია, სადაც ჩერქეზთა მასობრივი გენოციდი განხორციელდა. ამ თემის განხილვას შესაძლოა რუსეთის მხრიდან სერიოზული გართულება მოჰყვეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ტელევიზია დაკომპლექტდება მაღალკვალიფიციური კადრებით. რამდენადაც ვიცი, ამ არხის გენერალური პროდიუსერი იქნება ქართველი ჟურნალისტი ზურაბ დვალი". ზაალ კასრელიშვილი (კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე): "კარგი იქნებოდა, ეს ტელევიზია ჩვენს ორგანიზაციას დაეარსებინა. ევროკავშირის პროექტის "აღმოსავლური პარტნიორობის" შესაბამისად წარდგენილი გვქონდა კიდეც ტელერადიო მაუწყებლობის "კავკასიის" შექმნის ინიციატივა, რომლის განხილვასაც 2010 წლის იანვრიდან ველოდით. იდეა ჩვენი იყო, მაგრამ თუ მსგავს არხს ისედაც აკეთებენ, ამას მხოლოდ მივესალმებით... თუმცა, ხელისუფლების გარემოცვაში არ არიან ისეთი პერსონები, რომელთაც რეალური გავლენა აქვთ კავკასიაში და შეძლებენ ინფორმაციათა პირველწყაროდან მოპოვებას. ახალი ტელევიზიით შესაძლოა კავკასიაში რეალურ გავლენათა მქონე კავკასიელი პერსონები გავანაწყენოთ. ამიტომ არხის სამეთვალყურეო საბჭო ისეთი ხალხით უნდა დაკომპლექტდეს, რომლებსაც სერიოზული ავტორიტეტი და გავლენა ექნებათ და ამასთანავე, წლების მანძილზე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში არ იქნებიან შემჩნეულები. ვიმეორებ, შესაძლებელია, ეს ტელევიზია გახდეს ნატვრისთვალი კავკასიელებისთვის, მაგრამ ასევე შესაძლებელია, დესტაბილიზაციის წყაროდაც გადაიქცეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსულ საფრთხეს არ ვგულისხმობ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგადკავკასიური ერთიანობა თურქეთსაც სერიოზულ საფრთხეს უქადის. მაგალითად, თურქეთში ძალიან ბევრი ეთნიკური კავკასიელი ცხოვრობს, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ. მათ საკუთარი სახელისა და გვარის ტარების უფლებასაც არ აძლევენ. ტელევიზია ასეთ პრობლემებზე თუ თვალს დახუჭავს, ამით კავკასიელთა მრავალრიცხოვან არმიას გააღიზიანებს, სიმართლის თქმა კი თურქეთის სახლმწიფოებრიობისთვის აღმოჩნდება მიუღებელი. იმასაც გეტყვით, რომ ტელევიზიის დაკომპლექტების საკითხი ეჭვს მიჩენს, რომ ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი ახალი არხი გვექნება". ზურაბ დვალი, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერი: "ჩვენი არხის მთავარი მიზანი და მესიჯი იქნება, რომ კავკასიელი ხალხი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ყველგან ცხოვრობდეს სტაბილურად, მშვიდ გარემოში, ზოგადად, რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს..." კულუარული ინფორმაციით, "პირველად კავკასიური" საზოგადოებრივი არხის ბაზაზე შეიქმნება და "ბინასაც" მის ტერიტორიაზე დაიდებს. იგი იმ შენობაში განთავსდება, სადაც გაზეთი "პრაიმ-ტაიმი", "თიბისი ტვ" და ტელეკომპანია "მირ"-ის წარმომადგენლობაა. სანდო წყაროს ინფორმაციით, შენობის გარემონტებული ნაწილის დათმობა "პრაიმ- ტაიმსა" და "ტიბისი ტვ"-ისაც მოუწევთ. საქართველოში "მირ"-ის წარმომადგენელი ბადრი ნაჭყებია კი აცხადებს, - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ხელშეუხებელი ვარო... თუმცა ვნახოთ... როგორც შევიტყვეთ, "პირველად კავკასიურის" გენერალური პროდიუსერის მოადგილე გახდება იანა ფრენერი, რომელიც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილის მეუღლე გახლავთ. "კვირის პალიტრისათვის" ექსკლუზიურად ისიც გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული ტელევიზიის ერთერთი მთავარი სახე შესაძლოა იყოს ჯოჰარ დუდაევის მეუღლე, ქალბატონი ალა დუდაევა. ის კვლავ საქართველოში იმყოფება. ამჯერად ხელისუფლებამ ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლისათვის თბილისის ცენტრში სამსართულიანი სახლიც დაიქირავა. წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონმა ალამ გადაცემა "სულის პეიზაჟები" უნდა წაიყვანოს. ჩვენ ქალბატონ ალას დავუკავშირდით. ალა დუდაევა: "არ დაგიმალავთ, ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან მაქვს მოლაპარაკებები. ჯერ არავითარი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ე.ი. გადაწყვეტილება არ მიმიღია. აჯობებს რამდენიმე დღეში შემეხმიანოთ და ყველა შეკითხვაზე გიპასუხებთ". კულუარული ინფორმაციით, ქალბატონი ალას ორჭოფობის მიზეზი ლონდონში მცხოვრები ბორის ბერეზოვსკის ფინანსები გამხდარა... მოარული ხმებით, "პირველად კავკასიურის" ტექნიკურ-ფინანსური უზრუნველყოფისთვის თანხები ბერეზოვსკიმ უნდა გაიღოს. ეს საკითხი კი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ჯოჰარ დუდაევის მეუღლის ურთიერთობებზე, შესაძლოა, უარყოფითადაც აისახოს და ჩეჩნეთის პრეზიდენტის ქვრივი გადაცემის წამყვანობაზე არ დათანხმდეს. ზურაბ დვალი: "არ ვიცი, საიდან წამოვიდა ბერეზოვსკის ფინანსებზე საუბარი... მოლაპარაკება გვქვს ქალბატონ ალა დუდაევასთან იმის თაობაზე, თუ როგორი ფორმით ჩაერთვება ის ტელევიზიის მუშაობაში". http://www.ambebi.ge/masmedia/12914-gakhde...ziis-sakhe.html ლიცემერი: რავი, ჩემთვის , ამ შემთხვევაში მისაღებია იეზუიტურ-მაკიაველური დოქტრინა: "მიზანი ამართლებს საშუალებას"-თქვენთვის? + თქვენი აზრით, ღრუსების რეაქცია როგორი იქნება?
-
ის მართლმადიდებელობას კი არა, არამედ საპატრიარქოში გამეფებულ უზნეობას დაუპირისპირდა. ჭანო ოჰო-ჰო
-
ტყეში ამბავი მოხდა საწყენი- პატარა ბიჭმა მოკლა ჩიორა, დედის ამარა დარჩნენ ბარტყები, დედა კი მათ ბედს არ ჩიოდა. დადის ტოლებში და თან ტრაბახობს შურდულიანი ბიჭი ტიკტიკა, დედა ჩიტი კი იმავ საღამოს, სულ სხვა ჩიორას გაეჭიკჭიკა. ქარმა ღრუბლები წვიმად არღვია, სხედან ბარტყები სულ მთლად სველები, რადგანაც ბუდე იყო თავღია და წვიმას ჰქონდა გრძელი ხელები
-
თემა იხურება.
-
არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუ მკრეხელობ -
ძალიან კარგი
-
ძუკუ მოსულა!
-
ერთი პერიოდი ბინგოც იყო გახსნილი
-
lasha1997 არ ვაპირებ წასვლას და იმიტომ
-
რა არის ე.წ. “ღორის გრიპი” და სიმპტომების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ურჩევს, სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად თუ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება, პირველ რიგში ექიმს მიმართონ. სპეციალისტი კი გადაწყვეტს, არის თუ არა საჭირო ვირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გაიგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც თბილისში, მ. ასათიანის ქუჩა #9-ში მდებარეობს. რა არის გრიპი A(H1N1)? A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა. რატომ უწოდებენ A(H1N1)-ს ზოგჯერ ღორის გრიპს? ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. ,,ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ. არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მტარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება? არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს. არის თუ არა გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდები? დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა ამჟამად უცნობია რამდენად იოლად ვრცელდება ვირუსი ადამიანებს შორის. A(H1N1)-ის სიმპტომები ადამიანებში A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება. რამდენად მძიმედ მიმდინარეობს A(H1N1)-ით გამოწვეული დაავადება? ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი. როგორ ვრცელდება გრიპი A(H1N1)? A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს. შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს? არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ამ გზით. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა. არის თუ არა საშიში სასმელი წყალი? ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი. შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელება სარეკრეაციო წ####ბით, აკვა პარკებით, შადრევნებით, საცურაო აუზებით და სხვ. არა. წყალი, რომელიც გადის სათანადო დამუშავებას, არ განიხილება როგორც დაავადების გავრცელების რისკის შემცველი. როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი? დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს; ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები. არსებობს თუ არა ახალი ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალებები? მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობისთვის გამოყენებული იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება. ასევე შეიძლება თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი სერიოზული გართულებები. ამჟამინდელი აფეთქების შემთხვევაში ანტივურუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტია მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობა. რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები? დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იმდენივე ხანს, როგორც სეზონური გრიპის დროს. სეზონური გრიპის დროს ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 და გამოვლენის შემდეგ 7 დღე. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად. რომელი ზედაპირები განიხილება როგორც დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები? გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება. როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან? A(H1N1) ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვისათვის უნდა გამოიყენოთ თავდაცვის სხვა საშუალებები: ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ; რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება; არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს; მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს; დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ეს დაიცავს სხვა ადამიანებს დაავადებისგან და შეზღუდავს ვირუსის შემდგომ გავრცელებას. სხვა მნიშნელოვანი ქმედებები, რომლებიც შეიძლება თქვენ განახორციელოთ: მისდიეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოთა რეკომენდაციებს შეზღუდვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი დისტანცირების ღონისძიებები და სხვა. რამდენ ხანს ძლებს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევი ზედაპირებზე? როგორც კვლევებით დადგინდა, ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში. როგორ დავიბანოთ კარგად ხელები? საჭიროა ხელების გასაპვნა და წყლით ჩამობანა; სასურველია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის ხმარება, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში _ ინდივიდუალური სუფთა ნაჭრების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ ნაჭრის ხელსახოცი თავსდება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ან ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის პარკში, რომელიც ავსების შემდეგ ექვემდებარება განადგურებას; ხელების დასაბანად უმჯობესია თხევადი საპნის გამოყენება; სასურველია ხელის სპირტისშემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება. რა კლავს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევს? ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის - 70 გრადუსი C ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებები. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავად ხართ? თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგალითად, ახლახან იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები), გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი; მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი. ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია: გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე; სითხის სმის შემცირება; მივარდნილობა, არაკონტაქტურობა; გაღიზიანებადობა; გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა; ცხელება და გამონაყარი. მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია: გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში; უეცარი თავბრუსხვევა; მოუსვენრობა, შფოთვა; მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება. როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში? ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით; ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს. A(H1N1) გრიპის შესახებ ინფორმაცია აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.