გურამ ოდიშარია რომანში "პრეზიდენტის კატა", მოგვითხრობს ქალზე , რომელსაც ესიზმრა უცხო ქალაქი, სადაც მოაბიჯებს მარტო.უცებ ზურგს უკან ნაბიჯების ხმა ესმის-მაღალი, ლამაზი მამაკაცი მოსდევს. საითაც ქალი გაუხვევს, კაციც იქეთ მიდის. ბოლოს ყრუ კედელი გადაუღობა ქალს გზა. ქალი აღელვებული მოტრიალდება და კაცს უყვირის: -რა გინდათ ჩემგან, რა?. თავი დამანებეთ!... შეცბუნებული კაცი მხრებს იჩეჩავს: -აბა, მე რა ვიცი, ქალბატონო, ეს ხომ თქვენი სიზმარია. არა აქვს მნიშვნელობა ქალი გათხოვილია თუ არა, მთელი ცხოვრება მაინც ოცნების ილუზიების ჩრდილს მისდევს. სულ სხვაგვარი (საოცნებო) თვალხედვით აღითქვამს სამყაროს. მთელი ცხოვრება საოცნებო მამაკაცის ძიებაშია. უკიდურესად მგრძნობიარე და ნერვიული ბუნებიდან გამომდინარე ჩჟუან-ძის დღეში არიან...რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჩჟუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჩჟუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჩჟუან-ძი იყო. მოკლედ, ქალის ცხოვრება სიზმარ-ცხადია. ერთი სიტყვით, გონებით კი არ აღიქვავენ , არამედ ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს. ასე თუ არა? პ.ს. პრევენცია: თვითკმაყოფილ და საკუთარ თავზე შეყვარებული მამაკაცს ბევრჯერ შევხვედრილვარ - :ena: ქალებს ნაკლებად