-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
lasha_alo არ იცოდი?
-
ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Jonathan Livingston + კომპასი, რომ თავისი და სხვისი კარების ადგილ მდებარეობა არ შეეშალოს :eshmak: -
ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 წამოვიდა დიტო -
ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn კი, სათადარიგოთა სკამზე -
ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კი, ნამდვილად სასიხარულო ინფორმაციაა -
http://s43.radikal.ru/i099/0911/1c/b8ef8671182d.jpg ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს 06 / 11, 2009 13:49 საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს. ნაკრების მწვრთნელი თემურ ქეცბაია კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა, ნიკა რურუამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს წარადგინეს. სამინისტროში გაიმართა კონტრაქტზე ხელმოწერაც, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის 10 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს. როგორც ახალმა მწვრთნელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში რთული მდგომარეობაა, ქართულ ფეხბურთს აქვს რესურსი. “ყველანაირად ვეცდები, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენო და ნაკრებს წარმატება მოვუტანო”,-აღნიშნა ქეცბაიამ. თემურ ქეცბაიამ ექტორ რაულ კუპერი შეცვალა, რომელთანაც ქართულმა მხარემ კონტრაქტი გააუქმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 რავი, ჩემი აზრით კარგია, რას იტყვით? პ.ს. ადმინისტრაციას ვთხოვ ცოტა ხანი აცოცხლეს ეს თემა პოლიტიკაში, მერე თავად გადავიტან სპორტის განყოფილებაში
-
გოგა ჟვანია: უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს "ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე," - უთხრა "რეზონანსს" ყოფილი პრემიერის ძმამ, გოგა ჟვანიამ, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ უნახავს ის ჩანაწერი, რომელზეც იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თუმურ შაშიაშვილი საუბრობს. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ფლობს საიდუმლო აუდიოჩანაწერს, რომელიც საზღვარგარეთ ინახება და რომელიც ნათელს მოჰფენს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხს. გოგა ჟვანია: ყველაფერი ვიცი გადმოცემით. თვითონ ეს ჩანაწერი არ მინახავს და არც მომისმენია. ბატონი თემურისგან ვიცი, რომ აპირებს უახლოეს მომავალში ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება. მაგრამ, ის, რომ ზურა მოკლულია, ეს არის ფაქტი და ამას მოწმობს ყველა ის მასალა, რაც არსებობს. როგორც ვიცი, ბატონმა თემურმა ამ საუბრების მხოლოდ ნაწყვეტი მოისმინა, სადაც უკვე პოსტ-ფაქტუმ მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ამ ყველაფრის ინსცენირება. "რ": აქამდე თუ იცოდით ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ? გ.ჟ: არა, და ჯერჯერობით ეს ჩანაწერი არ მომისმენია. რაც შეეხება საერთოდ იმ მასალებს, რაც ჩვენ გვაქვს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მკვლელობა. არსებობს ასევე მასალები, რომ მერე მოხდა ამ ყველაფრის ინსცენირება, თითქოს გაზით გაიგუდა. ასევე, არსებობს მასალები, როგორ ცდილობდა ხელისუფლება საქმის მასალების გაყალბებას. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს. რითია ეს ყველაფერი გამოწვეული და ვის რა მონაწილეობა აქვს ამ საქმეში მიღებული, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. მეტიც, დაცვის უფროსმა მკვლელობის ღამეს ზურას სეიფი გახსნა და საბუთები მოიპარა. ეს ადამიანი არავის დაუჭერია ამაზე. პირიქით, დააწინაურეს. "რ": რის საფუძველზე ამბობთ, რომ მან ამოაცალა გარდაცვლილ პრემიერს ჯიბიდან გასაღები? თავად ამ ბრალდებას უარყოფს... გ.ჟ: საფუძველი რას ნიშნავს?.. მივიდა მარტო, გახსნა ზურას სეიფი და რაღაცები ამოიღო. მას არ ჰქონდა უფლება, ზურას პირადი სეიფი გაეხსნა. მკვლელობის საღამოს ზურას ჯიბიდან პირადი გასაღები ამოიღო, ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა ოჯახის წევრებისთვის, წავიდა, გახსნა სეიფი, რაღაცები ამოიღო და წავიდა. ამას ჰქვია ქურდობა. "რ": როდის ამოაცალა გასაღები, პროზექტურაში გადასვენებამდე? გ.ჟ: ჯერჯერობით არ შემიძლია მთლიანად აღვადგინო ღამის მსვლელობა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მოხდა მაშინ, სანამ ექსპერტიზაზე წაასვენებდნენ. "რ": გავრცელდა ასეთი ხმებიც, თითქოსდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს, ხომ არ გაგიგიათ ამის შესახებ რამე? გ.ჟ: არის ასეთი ვერსიები. მაგრამ, ყველაფერ ამას სჭირდება მტკიცებულება. ჯერ-ჯერობით ეს მტკიცებულება არ მაქვს. ისე, ძალიან კონკრეტულ გვარებზე და კონკრეტულ ვერსიებზეა საუბარი. არ მიყვარს ფაქტების გარეშე საუბარი. როდესაც რაღაცას ვამბობ, ყოველთვის მაქვს ამის დოკუმენტური მტკიცებულება. ვამბობ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ მკვლელებს. გენპროკურატურა აყალბებდა საქმის მასალებს. ბუნებრივია, ეს ხდებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის თანხმობით. ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე. "რ": როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები პრეზიდენტის გარეშე შეძლებდნენ ამ საქმის გაყალბებას? გ.ჟ: რა თქმა უნდა, არა. ბუნებრივია ერთმანეთთან შეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი. "რ": მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც აფარებს ხელს პრემიერის მკვლელებს? გ.ჟ: რა თქმა უნდა, და ეს მითქვამს არაერთხელ. სააკაშვილი აფარებს ხელს მკვლელებს. "რ": შაშიაშვილი არაა პირველი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრემიერი არ გარდაცვლილა იმ ბინაში. ეს განცხადება თავდაპირველად ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ხომ არ გიცდიათ მასთან შეხვედა? გ.ჟ: არა. არ შევხვედრივარ. ირაკლი ოქრუაშვილს მაშინ ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. თავდაცვის მინისტრი და იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც მაშინ ყველაფერს მართავდა. მითუმეტეს, თავისი სპეცსამსახურები ჰყავდა. ასე რომ, შესაძლებელია მას ჰქონდეს რაღაცა ინფორმაცია. "რ": თუკი პრემიერი მართლა გაზით გაიგუდა, მაშინ რატომ არ დაიხურა ეს საქმე? გ.ჟ: ვერ დაამტკიცებენ დოკუმენტურად, რომ ზურა გაზით გაიგუდა და ამიტომ ვერ ხურავენ ამ საქმეს. საქმის დახურვის შემდეგ ბუნებრივია მასალები ხელმისაწვდომი გახდება როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ხელისუფლების ვერსიას. ამიტომაც ურჩევნიათ საქმე ასე გამოკიდებულ მდგომარეობაში იყოს. "რ": თქვენ თვითონ არ გიცდიათ გაგერკვიათ პროკურატურისგან, რატომ არ ხურავენ საქმეს თუკი სიკვდილის მიზეზი დადგენილია? გ.ჟ: მათთან საუბარს არანაირი აზრი არა აქვს. ისინი არ არიან საქმის გამოძიებით დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ზურას მკვლელობის საქმეს არ გამოიძიებს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ამ ხელისუფლებამ ეს საქმე გამოიძიოს. მაგრამ, მუდმივად არ იქნებიან და ეს საქმეც გაიხსნება. გაზეთი ”რეზონანსი” 09:00 / 06-11-2009 ლიცემერი: შესაძლოა ვმეორდები, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ვცდილობთ, გავშიფროთ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ (მაღალი ალბათობით ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ). აქედან გამომდინარე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია გოგა ჟვანიას მიერ , მტკიცებულების არქონის მიუხედავად, მტკიცებულების ფორმით იმაზე ლაპარაკი, რომ მისი ძმა მოკლეს-თქვენთვის? პ.ს. ადრე სიმართლის თქმა აკრძალული იყო და ალბათ გახსოვთ როგორ ვესწრაფოდით მას. ახლა კი ყველაფრის თქმაა ნებადართული, მაგრამ ისევ სიმართლის ძიებაში ვართ, მაინც ვერ გვიპოვია. პარადოქსია აბა რა ჯანდაბაა
-
TATASTROFA მიშა არაფერ შუაშია, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ და ბასტა!
-
newstudio და მაინც, ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე თაგვი რომ იყოს, მაინც როგორც ლომს უნდა შეხედო. დაშლა და დაქუცმაცება გვინდა და ეს მათ კარგად იციან. ამიტომ არიან გამწარებულები , ამიტომ არიან ა ბ ს ო ლ უ ტ უ რ ა დ ყველაფერზე წამსვლელები
-
ბონაპარტეს და ადოლფსაც მაგისთანა წარმოდგენა ჰქონდათ და ამიტომ მოიტეხეს კისერი, ჩემო ბატონო არჩილ.
-
პარდონ, მადემუაზელ TATASTROFA :2kiss: ვგონებ შემეშალა, არა? გათხოვილიც ხარ და ბავშვიც გყავს...და თუ ასეა, მაშინ-მადამ
-
დიმიტრი მედევედევი – რუსეთი საზღვარგარეთ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
TATASTROFA ჩაგეთვალი გაბერილ -გაზვიადებული მოლოდინი გქონია სერიოზულად უბნობ?
-
რუსეთი მაგის ჩიტია, ჩემო ბატონო არჩილ?
-
http://i063.radikal.ru/0911/0b/06e9d6d2e290.jpg სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ბაქოში სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქს, კირილეს ხვდება. ლიცემერი:უზერებო, რას ელით ამ შეხვედრისგან? და კიდევ ერთი კითხვა (გოთვერნული ): მისაღებია თუ არა თქვენთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების ფასად?
-
მეც მყავს ჯუჯა პუდელი, ქალბატონი პ ე პ ი ძალიან გონიერი ჯიშია
-
ცუდად ათამაშებს უკანალს ლუკაშენკო. ევროპაზე შანტაჟი რა თქმა უნდა არ გაჭრის და აქედან გამომდინარე, ჩEმი აზრით, ეს სირი სკვითის თავით და მონღოლის თვალებით აღიარებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს
-
lasha1997 მომე
-
დემაგოგი და + მაგარი აფერისტია
-
newstudio რავი, თუ ჯოისის გამონათქვამს დავუჯერებთ, მაშინ : "ქალები არიან მიუკარებელი არსებები, ოღონ სანამ მიეკარები" მერე კი წავიდაააააა ხალისობა
-
lasha_alo ჩემი აზრით, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც