-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
თემასთან შეუსაბამო ნებისმიერი პოსტი წაიშლება+პოსტის ავტორი სიტყვიერად გაფრთხილდება. და კიდევ ერთი: ძალიან გთხოვთ იყავით კორექტულები
-
თენგიზ სიგუა - “რუსებს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ არ შეუშალეს ხელის გამსახურდიას გროზნოდან გამოფრენაში” “ეს კომისია სხვა მიზნით შეიქმნა. ამ კომისიას გამსახურდიას სიკვდილის მიზეზის გარკვევა არ აინტერესებს. მათ სხვა ინტერესი აქვთ. უნდათ ქუჩის ოპოზიციონერები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარლამენტში შეიყვანონ. ამ კომისიის შექმნით კონსტანტინე გამსახურდიაზე დიდი გავლენა იქონიეს. ეს იყო ამ კომისიის მიზანი. სხვა მხრივ, მართლაც საჭიროა პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გამოძიება. ამ საქმის შესასწავლად მართლაც უნდა შეიქმნას სპეციალური და თანაც სერიოზული კომისია, რომელსაც მარტო ამ საკითხის გამოძიება არ უნდა დავაკისროთ - უნდა გამოიძიოს ყველაფერი, რაც 1988 წლიდან დღ ემდე მოხდა საქართველოში”, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ და როგორ გააპარა ერევნიდან ზვიად გამსახურდია / გროზნოდან პირველი პრეზიდენტი აბსანძის დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. “უნდა ითქვას, რა შეცდომები იყო დაშვებული ამ წლების განმავლობაში. უნდა ითქვას იმ დანაშაულებზეც, რამ ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში. ასეთ კომისიაში ნეიტრალური და იმავდროულად სამეცნიერო დონის პროფესიონალები უნდა შევიდნენ. ეს გუნდი ყველა მხარისთვის უნდა იყოს მისაღები. ასეთი მოსაზრება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გამოითქვა, მაგრამ ასეთი კომისია არც შევარდნაძემ შექმნა და არც სააკაშვილი ქმნიდა. იმ მოვლენებთან დაკავშირებით უამრავი მასალა არსებობს. მარტო პირველი არხის არქივში 250 ვიდეოფილმი ინახება. ყველა მიტინგი, მთავრობის და პარლამენტის დადგენილება ჩაწერილია. ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს ამ კომისიამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ სიგუა. “ეს საკითხიც გასარკვევია - ზვიად გამაახურდია უკვე გადასული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, მერე რატომღაც დაბრუნდა სამეგრელოში. მაშინ ამ პროცესებს მართავდა რუსეთი. მოდით, გავარკვიოთ, ვინ აკონტროლებდა ამ პერიოდში ამიერკავკასიის საჰაერო სივრცეს. რუსეთის გარეშე ამ რეგიონში ჩიტიც ვერ აფრინდებოდა. რადარები მაშინ მხოლოდ რუსებს ჰქონდათ. მოდით, გავიხსენოთ, რაც ხდება მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა. ის ჩავიდა სომხეთში, საიდანაც თვითმფრინავით ჩაიყვანეს გროზნოში. ხომ უნდა ითქვას, ვინ აკეთებს ამას. რამდენიმე ხნის შემდეგ გურამ აბსანძემ ლენინგრადში იქირავა თვითმფრინავი, თანაც პატარა კი არა - ტუ-154. ჩამოიყვანა ეს თვითმფრინავი გროზნოში, ჩასვა იქ გამსახურდია და ჩამოაფრინა სენაკში. ამ დრო მთელ საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა. მათი ნებართვის გარეშე ჩიტიც კი ვერ აფრინდებოდა. წესით და რიგით, რუსებს გამსახურდია საქართველოდან უგდა გაეყვანათ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “შევარდნაძემ გამოაქვეყნა თავის “აღსარება”, სადაც ეს მოვლენებიც არის გახსენებული. შევარდნაძე წერს - დამირეკა ელცინმა, მითხრა, გამსახურდია დავტოვოთ და საქართველო შუაზე გავყოთო. ელცინს შევარდნაძისთვის უთქვამს, თბილისში შენ იყავი მმართველი, ქუთაისში კი გამსახურდია დავსვათო. ამ შემხთვევაში შევარდნაძეს უნდა დავუჯეროთ, რადგანაც დოკუმენტურად დასაბუთებულია, რომ რუსებს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ არ შეუშალეს ხელის გამსახურდიას გროზნოდან გამოფრენაში”, - დასძენს თენგიზ სიგუა. “გამსახურდიამ საქართველო რომ დატოვა. აზერბაიჯანში აპირებდა თავის შეფარებას. აზერბაჯანის ხელისუფლებამ ის არ შეუშვა. ამიტომ იძულებული გახდა სომხეთში გადასულიყო. თავიდან მათ არც სომხეთი იღებდა. ეს მასალები სახელწმწიფო არქივში ინახება. ეს მასალები ჩემს პირად არქივშიც მაქვს. სომხეთის პრეზიდენმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი საზღვარი გამსახურდიამ გადმოკვეთაო. თან 150 ადამიანი ახლდა. პეტროსიანმა მკითხა, ახლა რა ვიღონოო. მე ვუთხარი, მიიღე-მეთქი. თან პირობაც დავადებინე, თუ გამსახურდია სომხეთის დატოვებას გადაწყვეტდა, ჩვენთვის მაშინვე უნდა ეცნობებინა. გასმხურდია ისე წავიდა ერევნიდან, რომ სომხებს ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. პეტროსიანმა ამით ჩვენი შეთანხმება დაარღვია. ამასთან დაკავშირებით პეტროსიანს საკმაოდ დიდი პრეტენზიები წავუყენე. რაღაც პერიოდის მანძილზე ჩვენს შორის ყოველგვარი კონტაქტები გაწყდა. ჩვენ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა შეგვარიგა. პრეტენზიები შერიგების შემდეგაც წავუყენე - ყველაფერი დაიფიცა - არაფერი ვიცოდიო, გამსახურდიას წასვლის ამბავი მაშინ გავიგე, როცა მისი თვითმფრინავი 15 წუთის აფრენილი იყოო”, - აღნიშნავს გამოცემის რესპონდენტი. “პეტროსიანის თქმით, გამსახურდია თვითმფრინავში რუსებმა ჩასვეს და მათვე ჩუმად გაიყვანეს იქიდანო. მისი სიმართლე ერევნის აეროპორტში არსებული ჩანაწერებიდან დასტურდება. იქ ყველაფერი წერია - როგორ დაჯდა თვითმფრინავი აეროპორტში, როგორ ჩასვეს იქ გამსახურდია და როგორ ჩააფრინეს გროზნოში. ამ ყველაფერი აკეთებდა რუსეთი... ამ კომისიას რუსები პასუხს არ გასცემენ. ხელისუფლებამ უნდა გააგზავნოს ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული იქნება თუ რა ინფორმაციებს ფლობს საქართველო, უნდა იყოს ჩაწერილი ელცინის ინიციატივის შესახებაც, რომელიც საქართველოს ორად გაყოფას აპირებდა”, - აცხადებს თენგიზ სიგუა და შეკითხვას - “რამდენად დაადასტურებს რუსეთი ამას?” - პასუხობს: “დადასტურებით შეიძლება არ დაადასტურონ, მაგრამ ვერც უარყოფენ. 1991-1993 წლებში საქართველოს და მთლიანად ამიერკავკასიის საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა. მათი ნებართვის გარეშე ვერავინ იფრენდა. ამ ყველაფრის უკან რუსები იდგნენ. ვინ მიაქირავებდა გურამ აბსანძეს თვითმფრინავს ლენინგრადში ანდა ვინ გამოატანდა მას ამ თვითმფრინავს გროზნოში და მით უმეტეს საქართველოში, სადაც იმ დროს საომარი მოქმედებები მიმდანერობდა. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა რუსეთი”. “ახალი თაობა" 07.11.2009
-
მეც მახსოვს და თანაც ძალიან მწარედ , მაგრამ ამის წინააღმდეგი ვარ
-
და რა? ფაქტია, ოპოზიციამ თავად გაიჩალიჩა ის, რომ მათი ქმედებანო ნონსენსის შემცვლელი და აბსურდული გახდა. ასეა ეს, ჩემო ლაშა, ოპოზიციის მოქმედებამ აზრი დაკარგა, ოპოზიცია დეზორიენტირებულია და აზრზე არ არის რა უნდა გააკეთოს
-
ოპოზიციური პარტიები დღეს სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის ანგარიშს წარმოადგენენ "საქართველოს გზის” ინიციატივით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს, სასტუმრო ,,რედისონში” შეიკრიბებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის ანგარიშს წარმოადგენენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ,,საქართველოს გზის” პრესსამსახურში განუცხადეს, პარტიის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გამართა კონსულტაცია და შესთავაზა მათ, ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით თემატური ანგარიში მოემზადებინათ. დოკუმენტში ასახული იქნება სხვადასხვა მიმართულება, კერძოდ, პატიმრების თემა, მედია, კონფლიქტები, ქვეყნის უსაფრთხოება, საერთშორისო ურთიერთობები და სხვა. ,,ყველა პარტია ინდივიდუალურად წარმოადგენს ანგარიშს და ისაუბრებს იმ მთავარი ინსტიტუტების შესახებ, რომელიც დაინგრა ამ ხელისუფლების მმართველობის დროს”, - აღნიშნეს პრესსამსახურში. შეხვედრაზე მიწვეული არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის შემდეგ, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით დაგეგმილია არსამთავრობო ორგანიზაციების მანიფესტაცია, რომელსაც პოლიტიკური პარტიებიც შეურთდებიან. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
რავი, ჩემი აზრით, ეს თემა ისტორიის განყოფილებაში უნდა იყოს მოკლედ, თEმა გადადის ისტორიის განყოფილებაში
-
დიდებულ ქალბატონს http://i070.radikal.ru/0911/62/a91e7c313e2b.jpg გილოცავ! გაიხარე! მრავალს დაესწარი!
-
ცუდი სიზმარი დაგესიზმრა...kisa ?
-
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილმა შეკითხვებს უპასუხა
ლ ი ც ი replied to ierofant's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ესე იგი, ნამეტური კარგი ვარო. სასტაულია . მაშ-ს ასე: ვინც სიყვარულის ძალას არ იცნობს,მას აფროდიტე უმოწყალოდ სჯის.აი,როგორი მისაგებელი მიაგო მდინარის ღმერთის კეფისოსისა და ნიმფა ლარიოპეს მშვენიერ,მაგრამ ციერსა და ამაყ ვაჟს,ნარკისოსს.ახალშობილს მისანმა უწინასწარმეტყველა,რომ მიაღწევდა სიბერემდე,თუ არ იხილავდა თავის სახებას.თავდაპირველად არ ირწმუნეს მისნის ნათქვამი,მაგრამ დრომ ცხადყო მისი ჭეშმარიტება :ჭაბუკს არავინ უყვარდა საკუთარი თავის გარდა,მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევდა სიყვარულის ღირსად.მისი მშვენიერებით კი ბევრი იხიბლებოდა. ერთხელ,როდესაც ნარკისოსი ჩრდილოვან ტყეში ნადირობდა,ნიმფა ექომ დაინახა და შეიყვარა მთელი არსებით .მაგრამ საბრალო ნიმფას მზვაობარ ჭაბუკამდე მიეღწია თავისი გულისთქმა.იგი დუმდა და მხოლოდ სხვათა სიტყვებს იმეორებდა.ექჯს ეს სასჯელი მოუვლინა ჰერამ,რადგანაც ნიმფებთან მონებივრე ზევსთან მიმავალ ქალღმერთს იგი გზად აყოვნებდა ხოლმე ხანგრძლივი ყბედობით,ხოლო ნიმფები თავს შველოდნენ ამასობაში. მდუმარე ნიმფა აღფრთოვანებული შეჰყურებდა ხოლმე მშვენიერ ჭაბუკს.მის გულში სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებდა,მაგრამ ფოთლებში მიმალული ხმას ვერ იღებდა. ექო არავის ეჩვენებოდა,სიყვარულისგან გატანჯული გახდა,ჩამოხმა.მისგან ხმა დარჩა მხოლოდ და ნაღვლიანი გამოძახილი.ხოლო ნარკისოსი ,უწინდებურად გულზვიადი,თავის თავზე შეყვარებული,სხვათა სიყვარულს უარყოფდა. ერთხელ,მისგან უსიყვარულოდ მიტოვებულ ნიმფას აღმოხდა:“შეიყვაროს და ვერ შეეხოს თავის სიყვარულს!“ აფროდიტემ შეისმინა ექოს ვედრება.ნადირობისას ნარკისოსი მიადგა ვერცხლისფერტალღა წყაქროს.ჯერ ვერ მიეგნო მისთვის ვერც მწყემსს,ვერც მონადირეს,მას არ ამღვრევდა არც ნადირი,არც ჩიტი,არ ეხებოდა ხის ტოტიც კი.გარშემო ერტყა მწვანე ბალახი,ხოლო მზისაგან იფარავდა უსიერი ტყე.ხვატითა და ნადირობით გადაღლილინარკისოსი ცივ წყაროსთან მივიდა და წყურვილის მოსაკლავად დაიხარა.როგორც სარკეში, ისე ირეკლებოდა ყველაფერი ანკარა წყალში.კიპარისების სიმწვანე ჩანდა,ზეცის სილურჯე.მთელი თავისი ისმშვენიერით წარმოისახა წყალში ნარკისოსიც.აქ უწია მას აფროდიტეს სასჯელმა.განცვიფრებული შესცქეროდა იგი თავის სახებას და დაუძლეველი სიყვარული ეუფლებოდა უსხეულო აჩრდილს ეტრფოდა.თავისი თავი აოცებდა,გონება ებინდებოდა,ტრფობით იწვოდა და ხედავდა,იწვოდა ისიც,ვინც მას უმზერდა.სურდა ამბორი, მაგრამ წყალი ,სურდა ხელების შემოჭდობა,მაგრამ წყალში თავს ვერ იჭერდა.ნარკისოსი არ სცილდებოდა წყაროს,თვალმოუშორებლად შეჰხაროდა თავის სახებას.არც ჭამდა,არც სვამდა,არც ეძინა.ბოლოს სასოწარკვეთილმა ნარკისოსმა თავი ბალახებზე დახარა და სილამაზით გაოცებული თვალები დახუჭა. ტყეში ნიმფებმა რომ გაიგეს ნარკისოსის გარდაცვალების ამბავი,მორთეს ტირილი,მათ ხმას აძლევდა ექოც.ხოლო როდესაც საფლავი გათხარეს,საკაცე, ცეცხლი,ჩირაღდნები რომ გაამზადეს,ცხედარი ვერ იპოვეს .იმ ადგილას სადაც ნარკისოსს ბალახზე თავი დაეხარა, ამოსულიყო მშვენიერი თეთრი ყვავილი.ამ სიკვდილის ყვავილს ნარგიზს (ნარცისს)უწოდებენ. :hello: -
მაკა ილოცე შენი ხელისუფლებისთვის და ნუ სწყევლი მათ
-
მაკა ჩემს მხარეს არის, ესე იგი, კარგების...babuagiorgi
-
Siknadmo რავი, ჩემი აზრით, "წაქცეული" ადამიანის ლანძღვა არ არის ლამაზი და თუ თავს შეიკავებ ძალიან დამავალებ შეგიძლია სიტყვიერ გაფრთხილებადაც მიიღო
-
გარემოს დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ თბილისის საქალაქო სასამართლომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, - ამის შესახებ ~ინტერპრესნიუსს~ სასამართლოში განუცხადეს. შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ განიხილა. გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსი ნიკოლოზ ჩიმაკაძე და ამავე ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე რუხაია თანხის გამოძალვაში არიან ბრალდებულები. ისინი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან დაკავშირებით, არ ახორციელებდნენ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას და მეწარმეებს ქრთამის სახით, სხვადასხვა რაოდენობის თანხას სძალავდნენ. დანაშაული 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი პოლიტფორუმზე უპასუხებს თქვენს შეკითხვებს
ლ ი ც ი replied to ierofant's თემა in მოწვეული სტუმრები
babuagiorgi ვინ გიშვებს რო -
http://i063.radikal.ru/0911/0b/06e9d6d2e290.jpg პატრიარქები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის ძალისხმევას გააძლიერებენ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქები შეთანხმდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის გადაჭრისთვის ძალისხმევას გააძლიერებენ. ამის შესახებ ~ინტერფაქს-რელიგია~ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილის შეხვედრის შემდეგ იტყობინება. ~შეხვედრაზე ითქვა, რომ მეგობრობა და ურთიერთგაგება ორ ეკლესიას შორის არის საწინდარი იმისა, რომ დროთა განმავლობაში ამ ერებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აღდგება~, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა ნიკოლაიმ. მისი თქმით, რუსეთის პატრიარქმა ეკლესია შეადარა ~ორ ლოკომოტივს, რომელმაც საერთაშორისო ურთიერთობები ჩიხდან უნდა გამოიყვანოს~. პატრიარქ კირილს მიაჩნია, რომ ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. მამა ნიკოლაის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ქვეყნის პატრიარქის პირველი შეხვედრა იყო, კათოლიკოს-პატრიარქები ერთმანეთს როგორც ძველი მეგობრები, ისე შეხვდნენ. რუსეთისა და საქართველოს პატრიარქები დღეს ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ბაქოში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა მიმდინარეობს 06 / 11, 2009 19:18 ბაქოში საქართველოსა და რუსეთის პატრიარქების შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას `ინტერფაქსი~ ავრცელებს. შეხვედრის დასაწყისში ორი მართლმადიდებელი ქვეყნის პატრიარქებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქს, უწმინდეს კირილს პანაღია (მკერდზე ჩამოსაკიდი ხატი) და წიგნი `მზიანი ღამე~ აჩუქა, რომელიც უწმინდესის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზეა. რუსეთის პატრიარქმაც ილია მეორეს პანაღია გადასცა. უწმინდესმა კირილმა კმაყოფილება გამოთქვა ბაქოში ფაშა-ზადეს იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების დროს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის გამო. პატრიარქებმა ორი ქვეყნის ეკლესიებსა და ხალხებს შორის დამოკიდებულებაზე ისაუბრეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
არა, ნამდვილად არ უთქვია...lasha1997 ეს ხომ უკვე იყო, ეს ხომ უკვე გავიარეთ და იმაშიც დავრწმუნდით, რომ ქუჩის აქციებმა უბედურების მეტი არაფერი არ მოგვიტანა
-
რატიომ ვერ იქმნება ძლიერი სახალხო მოძრაობა?
ლ ი ც ი replied to Nukriko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Nukriko იმიტომ რომ თათარიახნი გვინდა წარმატების მიღწევა, თათარიახნი გვინდა შედეგი დავინახოთ, თათარიახნი გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და არანაირად არ გვხიბლავს გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, რომელიც არასამთავრობო სექტორში მუშაობის თანხვედრია. ასეა ეს, თათარიახნი პოლიტიკურ "მოღვაწეობას" ვიწყებთ და აქ მთავრდება ყველაფერი -
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/115678.html
-
მაგრე სად არის, ჩემო Jonathan Livingston