-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე? გერმანიის კანცლერის, ოტო ბისმარკის ფრაზა: - "ადამიანები ყველაზე მეტს არჩევნების წინ და ნადირობის მერე ტყუიან", საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ამის გამო, ამომრჩეველი ნაკლებად მიამიტი სრულიადაც არ არის, მით უმეტეს, საქართველოში. ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა მოახერხეს და ყველა და ყველაფერი 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების სამსახურში ჩააყენეს, მათ შორის, ისეთი აპოლიტიკური და საყოველთაო დღესასწაული, როგორიც ახალი წელია. თუმცა, 30 მაისი არჩევნების მხოლოდ სავარაუდო თარიღია და პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ანუ როგორც მერობის სახელისუფლებო კანდიდატი და ამჟამინდელი ქალაქისთავი გიგი უგულავა ამბობს: არჩევნები წარღვნასავით არის, ზუსტად არავინ იცის, როდის იქნება! არც ის არის შემთხვევითი, რომ მმართველი პარტიის მიერ ამ პოსტზე გიგი უგულავას კანდიდატურის წამოყენება ოფიციალურად პირველად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიშა მაჭავარიანმა დაადასტურა. კულუარული ინფორმაციით, დღეს მაჭავარიანი გიორგი არველაძესთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია და ორივეს არჩევნების იდეოლოგიური ფრონტის გამაგრება შესთავაზეს. იდეოლოგიური შტურმის ერთ-ერთი ქვაკუთხედი კი სანახაობაა, რომელიც მაყურებელს, ანუ ამომრჩეველს რეალობას აშორებს და ილუზიების ტყვეობაში ამყოფებს. ამ სფეროში ხელისუფლების მიღწევებით პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად ამაყობს: ჩვენ ყველაზე მაგარი შოუების მოწყობა ვისწავლეთ და მალე მთელ მსოფლიოს ჯიბეში ჩავისვამთო. პომპეზური გასართობი პროგრამებისთვის, იაფფასიანი (მაგრამ ძვირად ღირებული) პოპდივებისა და საესტრადო ჯგუფების ჩამოსაყვანად ფული არავის ენანება, მით უმეტეს, რომ წლევანდელი ახალი წელი სწორედ რომ საარჩევნო შეფუთვის არის. ყველაზე უხეში ფინანსური გათვლებით, 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე უგულავას გამერება ქალაქის ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუჯდა, ამჟამად კი გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო, "სტავკები" ბუნებრივია, გაიზარდა. წინასაახალწლოდ თბილისში იმდენი სხვადასხვა ფორმისა და ზომის განათება დამონტაჟდა, ასეთი ფუფუნების უფლებას თავს მხოლოდ პარიზი და ამსტერდამი თუ აძლევს... მანათობელი "ლუსტრებით" გაბდღვრიალებული განსაკუთრებით ქალაქის ცენტრი, რუსთაველის გამზირია. თბილისელების უმრავლესობა ამ "ნოუ-ჰაუს" უგემოვნოდ მიიჩნევს, მაგრამ მთავარი მედლის მეორე მხარეა: აქვს კი ქვეყანას, რომელმაც ტერიტორიების 20% დაკარგა, გაეროს მონაცემებით, რომლის მოსახლეობის 55% სიღატაკის ზღვარს ქვემოთაა, ანუ, ფაქტობრივად, შიმშილობს, ასეთი ფუფუნების უფლება? რამდენიმე წლის წინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი ლიდერები (თუმცა ზოგიერთი მათგანი მაშინაც ხელისუფლებაში იყო) რიტორიკულად კითხულობდნენ: "ჰგავს კი საქართველო ომში დამარცხებულ სახელმწიფოს?" ეს კითხვა დღესაც აქტუალურია: ცხოვრობს კი ქართული სახელმწიფო (ხელისუფლებაზე რომ არაფერი ვთქვათ) ომში დამარცხებული ქვეყნის ცხოვრებით?.. მოარული ხმების თანახმად, დედაქალაქის საახალწლო განათებაზე დღე-ღამეში 10 ათასი ლარი იხარჯება, მხოლოდ ანძის განათება კი ერთი თვის განმავლობაში 90 ათასი ლარი ჯდება. ამასთანავე, რუსთაველზე პომპეზური "ლუსტრების" დაკიდების შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგია ითიშება, რაც ცხადია, თბილისელთა უკმაყოფილებას იწვევს. როგორია რეალური ციფრები? რა თანხას გამოჰყოფს სახელმწიფო საახალწლო დღესასწაულის აღსანიშნავად? ამ საკითხზე კომენტარისთვის მერიის პრესსამსახურის უფროსს, თამუნა დვალს დავუკავშირდით: "დედაქალაქის სადღესასწაულო განათება დღე-ღამის განმავლობაში 2.300 ლარი ჯდება, ანძაზე კი ეკონომიკური ნათურებია დამონტაჟებული და დღეში მხოლოდ 48 ლარის ელექტროენერგიას წვავს. რაც შეეხება საზეიმო ღონისძიებებს, მეიდანზე მრავალი წარმოდგენა, საბავშვო პერფომანსები ჩატარდება, რამდენიმე ადგილი საახალწლო ბაზრობებს დაეთმობა, რუსთაველზე არაერთი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, 12 საათზე კი თავისუფლების მოედანზე ტრადიციული გალაკონცერტი ჩატარდება. სულ საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან, მილიონ-ნახევარი ლარია გამოყოფილი". დედაქალაქის განათება დღე-ღამეში 2.300 ლარი ჯდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი უკვე ნოემბრის ბოლო დღეებიდან განათებულია და ლამპიონების ნათება, სულ მცირე, 15 იანვრამდე გასტანს, მართლაც შთამბეჭდავი ციფრი გამოდის. ახლახან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა - "6 დეკემბერს, პარლამენტის წინ მთავარი ნაძვის ხის ანთებისას ბავშვებს ისეთი გაცისკროვნებული თვალები ჰქონდათ, ეს სიხარული არანაირი თანხით არ განისაზღვრებაო. ნორმალურ და უზრუნველყოფილ ქვეყანაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა ქნას იმ ათასობით ბავშვმა, ვინც პრეზიდენტის მიერ საახალწლო ნაძვის ხის ანთებაზე ვერ მივიდა იმის გამო, რომ ამ დროს ლუკმაპურის ძიებით იყო დაკავებული? რა ქნან ჩვენში ესოდენ მომრავლებულმა უსახლკარო "ქვიშის კარიერის გენერლებმა"? რატომ მათთვის ვერ მოახერხა ქალაქის მერიამ დღემდე უფასო სასადილოსა თუ მუნიციპალური საავადმყოფოს აშენება? წელს, თბილისობის დღესასწაულზე პრეზიდენტი დედაქალაქს განერიდა და ეს დღესასწაული გიგი უგულავას ბენეფისად იქცა. სავარაუდოდ, წლევანდელი ახალი წელიც ამ აღტყინებით წარიმართება - მთავარი თოვლის ბაბუაც გიგი უგულავა იქნება. წლევანდელი ნაძვის ხეც, პოლიტიკოსების წინასაარჩევნო სურვილებით აბდღვრიალდა. წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუასავით გიგი უგულავა ყველგან არის: ხან ტკბილეულს ურიგებს მოხუცებს, ხან - არქეოლოგის ფუნჯით ხელში, დაღლილი სახით თბილისის პრობლემებზე საუბრობს, თბილისელებს რძისა და შოკოლადის მდინარეებს ჰპირდება, ანუ უკვე გამოცხადებულია კონკურსი თემაზე: ვინ გახდება ქალაქის მთავარი მეზღაპრე? ”ყველა სიახლე” 18-12-2009
-
ალიანსის შემადგენლობაში კარგი შანსები აქვს, ალიანსის გარეთ კი-არანაირი
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ +1 გამარჯობა მიშა :maladec: -
gurulo9 gurulo9 იეზუიტი ბერის სიტყვებით გიპასუხებ: "ჭეშმარიტად გეტყვი შენ: მართალი ხარ, და კიდევ უფრო ჭეშმარიტად გეტყვი: არა ხარ მართალი :baro:
-
gurulo9 ბუქსირზე გამოაბავ და პროფილაქტილკაში წაიყვან, მერე კი "გამოჯანმრთელებულს" ყველფერს გააკეთებინებ. ქალს კი არც ბუქსირი შველის და არც დიდი ხვერწნა- მუდარა
-
babuagiorgi ყურმოკვრით ვიცოდი ეს ამბავი
-
NERVOSA და არ გაბოლებს- დღეს თავი გამანება: ესა მტკივა, ისა მტკივაო , არა?
-
მიხეილ სააკაშვილი კოპენჰაგენში სიტყვით გამოვიდა 17 / 12, 2009 21:10 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, კოპენჰაგენში კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რის წინაშეც საქართველო დგას, იზიარებენ უნივერსალურ სიმაღლეს გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით. ~მე საქართველოდან ვარ. ქვეყნიდან, რომელშიც შემოიჭრნენ და რომლის ტერიტორიის ნაწილიც მტრული ძალების მიერ ოკუპირებულია; ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა ეთნიკური წმენდა და სამხედრო დანაშაულებები. მიუხედავად ამ ტრაგიკული გამოწვევებისა, რომლის წინაშეც ჩვენი ხალხი იდგა და დღესაც დგას, ხელი არ შეგვეშლება, რომ გავიზიაროთ უნივერსალური სიმაღლე. გლობალური დათბობა ჩვენს პლანეტას ემუქრება~,-განაცხადა სააკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში თვალსაჩინოა. ამას გახშირებული წყალდიდობები, მეწყერი, ტყის ხანძრები და ნაპირების ეროზია ადასტურებს. ~ოლიმპიური თამაშები საყოველთაო ღირებულებისა და ჰუმანურობის ზეიმია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ხდება ბუნების განადგურებისა და მდგრადი ეკოსისტემის ცვლილების მიზეზი. მინდა შეგახსენოთ ისინი, ვინც საქართველოში ეკოციდი მოაწყო; როდესაც ბორჯომის ტყეს ანადგურებდნენ. მათ საქართველოს ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული~,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გლობალური დათბობის პრობლემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი თანახმაა, 2010-12 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ 10 მილიარდი ევრო გამოყოს და 2020 წლისთვის ეს თანხა 40 მილიარდამდე გაზარდოს. იაპონია კი 15 მილიარდ დოლარს გამოყოფს. საქართველო გარდამავალ ქვეყნებს მიეკუთვნება და გარკვეულ თანხებს საქართველოც მიიღებს. დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სამიტი 7 დეკემბერს გაიხსნა. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების მისაღწევად 192 ქვეყნის დელეგატები და ექსპერტები ორი კვირის განმავლობაში იმსჯელებენ. პრეზიდენტი კოპენჰაგენში სამიტში მონაწილეობის მისაღებად დღეს ჩავიდა, საქართველოს დელეგაცია გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ხელმძღვანელობით კი 10 დეკემბერს გაემგზავრა.
-
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi გმადლობთ, გეთაყვა :maladec: -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi შეიძლება ეს პოსტი შენი სახელით შენ რომ "გიყვარს" იმ ფორუმზე დავპოსტო? -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
babuagiorgi ჩემი აზრით, ასეა babuagiorgi ჩემი აზრით, ასეა -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და არევის მიზეზი რა იქნება...choxa ? -
იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს 17 / 12, 2009 16:53 ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი იგორ გიორგაძე ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. როგორც გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა, შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამტკიცებს, რომ იცის პრეზიდენტის მკვლელობის შემკვეთი, მკვლელის ვინაობა და ის, თუ რა თანხაა ამაში გადახდილი, იგორ გიორგაძეა. გამსახურდიამ ასევე გაიხსენა, რომ თავის დროზე იგორ გიორგაძემ პრეზიდენტის ცხედრის ექსპერტიზა მოითხოვა, ხოლო ოქმს, რომელშიც თვითმკვლელობაზეა საუბარი, ხელი არ მოაწერა. შევარდნაძის დროინდელ მაღალჩინოსანზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს, კომისის დღევანდელ სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა მიხეილ ოსაძემ მიანიშნა, თუმცა სახელი და გვარი არ დაუკონკრეტებია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: უზერებო, თქვენი აზრით, "ტრუხა" ბაზარია თუ ფაიზაღს უბნობს ? პ.ს. გავმეორდები: არიან ადამიანები, რომელთა ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დიდხანს ცდილობენ გაშიფრონ მათი "შავი ყუთი", მაგრამ უშედეგოდ.
-
თომას ჰამარბერგმა ცხინვალი უშედეგოდ დატოვა 17 / 12, 2009 20:32 ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალი უშედეგოდ დატოვა. მან ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ორი ტირძნისელი მოზარდის გამოყვანა ვერ მოახერხა. „მოლაპარაკებები გრძელდება. არ მინდა ამ ეტაპზე რაიმე დეტალური კომენტარი გავაკეთო. თუმცა, მინდა განვაცხადო, რომ მათი გათავისუფლებისთვის მუშაობას ვაგრძელებ და საბოლოო შედეგის მიღწევამდე ბრძოლას არ შევწყვეტ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თომას ჰამარბერგმა. მისივე თქმით, იგი ხვალ ცხინვალში ჩასვლას არ აპირებს და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებთან კონტაქტს ტელეფონით გააგრძელებს. აღნიშნული კომენტარი ჰამარბერგმა ერგნეთის საგუშაგოსთან გააკეთა. ერგნეთის საგუშაგოზე იმყოფებოდა პარლამენტის წევრი გია თორთლაძეც. მისი განცხადებით, ამ ორი მოზარდის ცხინვალის რეჟიმის ტყვეობაში დატოვება დაუშვებელია. „რა თქმა უნდა ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ ისინი გავათავისუფლოთ. ცხინვალის რეჟიმი ბავშვების სანაცვლოდ კრიმინალების გათავისუფლებას მოითხოვს. ეს აბსურდული მოთხოვნაა", – აღნიშნა თორთლაძემ. ერგნეთის პოსტი დაკავებული ლევან ხმიადაშვილისა და ვიქტორ ბუჩუკურის ახლობლებმაც დატოვეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ჭანო კონკრეტულად რომელი იდეის?
-
დახურა ის თემა ხორხემ. ფაიზაღი იყნოსა რაღაც
-
newstudio რა თქმა უნდა newstudio რა თქმა უნდა
-
პლანეტის ახალ განყოფილებაში დილას გავხსენი თემა, რომელიც თათარიახნი უნიჭო ინტერპრეტაციით გადაშუშა ჩვენი "უფროსი ძმის" ჩემთვის უცნობმა უზერმა არ მევასებიან პლაგიატები http://forum.ge/?f=29&showtopic=34052570 http://planeta.ge/index.php?showtopic=1409...mp;#entry150614
-
დღეს ცნობილი უზერ-chombe-ს დაბადების დღეა!
ლ ი ც ი replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მრავალჟამიერ, ბატონო chombe :maladec: -
http://i050.radikal.ru/0912/b3/dfe75c05e799.jpg თიკა კანდელაკი -"სააკაშვილთან შედარებით გოგონა ვარ ტყეში" ბოლო ხანს იმ ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ ან, უბრალოდ, კონცერტების გასამართად ჩადიან, ერის მოღალატის სტატუსს ანიჭებენ. რამდენიმე დღის წინ "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა ლევან რამიშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ცნობილი მომღერლები ნანი ბრეგვაძე და სოსო პავლიაშვილი, აგრეთვე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა, მეტიც - მის რეპუტაციასაც შეეხო. თინა კანდელაკს მოსკოვში დავუკავშირდით: - ახლახან რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა უნდა აღდგესო. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დალაგდება. საქართველო თავისი ცნობიერებიდან და კულტურიდან გამომდინარე, ყველაზე ახლოს რუსეთთან დგას. ახლახან ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს შევხვდი, რომელმაც გაოცებულმა მითხრა, მეგონა, რუს ხალხს ქართველებისადმი ცუდი დამოკიდებულება ექნებოდათ, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნიაო. რუსები პატივს სცემენ ქართველებს, მაგრამ ამას საქართველოში რატომღაც მალავენ. ამიტომაც გათიშეს რუსული ტელეარხები საქართველოში და მხოლოდ სამ ქართულ არხს უჩვენებენ, სადაც რუსეთის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. აქედან გამომდინარე, საქართველოში ობიექტურ დასკვნას ვერ გამოიტან, რადგან მანდ ცალმხრივობაა მოდური... ისე, საინტერესოა, ამ ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა და ხალხს ჰკითხა, სურდათ თუ არა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა? სააკაშვილმა ქართველი ერის ბედი რატომ უნდა გადაწყვიტოს? ფეოდალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ თუ სააკაშვილი საქართველოს მეფეა?! მან ქართველ ხალხს არჩევანის უფლება წაართვა. შეიძლება თქვენ გსურთ მოსკოვში ჩამოსვლა და საახალწლო დღეების აქ გატარება, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამთ, რადგან ამის უფლება სააკაშვილმა წაგართვათ. და თუ მაინც ჩამოხვალთ მოსკოვში, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ერის მოღალატედ გამოგაცხადებენ. - საქართველოში თქვენც ხშირად გამხდარხართ კრიტიკის ობიექტი... - ვიცი, ვიცი... დამირეკეს და მითხრეს, რაც ჩემზე თქვა ლევან რამიშვილმა, თუმცა თვითონ ამბობს, რომ მას ჩემზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ჭორი ჰაერიდან არ ჩნდება. ვინც ეს ჩემზე თქვა, ის არის იდიოტი და ერის მოღალატე. იმის ნაცვლად, რომ ქართველებმა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ და ერთმანეთის წარმატება გვიხაროდეს, ზოგიერთი ერის მოღალატე გამოდის და ილანძღება. საქართველოს ხელისუფლებამ რკინიგზიდან დაწყებული, ელექტროენერგიით დამთავრებული, ყველაფერი რუსეთს მიჰყიდა, რამიშვილისნაირები კი გამოდიან და ვინც რუსეთში რაღაცას ვაკეთებთ, ერის მოღალატეებს გვეძახიან. როგორ შეიძლება, ნანი ბრეგვაძის, ზურაბ სოტკილავას, ნინო ქათამაძის სახელი აბუჩად აიგდონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ქართველი ერისთვის არაფერი გაუკეთებიათ. ვინ არის ლევან რამიშვილი, რა გაუკეთებია?! ლევან რამიშვილს უთქვამს, თინა კანდელაკმა ყველაფერს პროსტიტუციით მიაღწიაო. როდესაც მამაკაცი ქალზე ასეთ რამეს იტყვის, ის ან ჰომოსექსუალისტია ან იმპოტენტი. თუ იმპოტენტია, რუსეთში კარგი წამლები იყიდება და გამოვუგზავნი, მაგრამ თუ არატრადიციული ორიენტაციისაა, ვერაფრით დავეხმარები. როდესაც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებიან, მით უმეტეს, ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ქვაბში იხარშებიან, მეცინება. სააკაშვილის პირადი ცხოვრება ისეთი ამბებითაა სავსე, რომ მასთან შედარებით "გოგონა ტყეში" ვარ. - ადრე ითქვა, თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტობაზე კენჭისყრას აპირებსო... - ეს ჭორია, თუმცა იქიდან გამომდინარე, როგორი პრეზიდენტიც ჰყავს საქართველოს, აჯობებდა, ჩემნაირი ჰყოლოდა. ალბათ, ამიტომაც აგორდა ეს ჭორი. ყოველ შემთხვევაში, ომს არ დავიწყებდი და ხალხს მშვიდად ვაცხოვრებდი. და თუ მაინც დავაპირე პრეზიდენტობა, ყველაფრისთვის მზად ვიქნები, გაანალიზებული მექნება მძიმე პასუხისმგებლობა, რომ ქართველი ერი ამ მძიმე სიტუაციიდან გამოვიყვანო და ახალ-ახალი შეცდომა არ დავუშვა. პრეზიდენტმა საკუთარი ამბიციები კი არ უნდა დაიკმაყოფილოს, ხალხს უნდა მიხედოს. - როგორც ცნობილია, სააკაშვილს შეხვდით და ისაუბრეთ... - მიხეილ სააკაშვილს სულ სამჯერ შევხვდი. ორჯერ საქართველოში და ერთხელ - მოსკოვში. მან კარგად იცოდა ჩემი პოზიცია... http://www.ambebi.ge/kultura/14416-qsaakas...r-gveyofaq.html თიკა კანდელაკი -"სააკაშვილთან შედარებით გოგონა ვარ ტყეში" ლიცემერი: ეგრემც რუსეთი გიცხონდა, ძვირფასო თიკა :ena: ჩემი აზრით, რამიშვილთან დაკავშირებით ფაიზაღი ცვეტში გაარტყა, არა? პ.ს. მაგრად მეჟრუანტელება ეს ქალი-თქვენ? :
-
gadya გაუგებარი პოსტია. ქალის სექსისადმი დაუინტერესებლობას რა იწვევს ?
-
DATA TUTASXIA მაგათ "განსაკუთრებით" :mamao:
-
http://s54.radikal.ru/i143/0912/49/eccf52949294.jpg მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ყველას გილოცავთ!