Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. machkatela არადა "ცვეტში" არსებობენ. ბევრი არა, მაგრამ თითო-ოროლა შემხვედრია, უფრო სწორად, "მინახია"
  2. gadya არ მაქვს ნანახი და თუ არ გეზარება მოკლე შინაარსი მომიყევი
  3. shavlego91 შემოვა ახლა ქალბატონი მაია და აქ ამბავი ატყდება...ჰო ჰო ჰო ჰო... დედა შვილს არ აიყვანს
  4. ძუკუ მიშა სირი, თავის მოკლე ჭკუით, ნიშს უგებს რუსებს და მისძახის: “შენი ბიჭობა სად არი?!” ასეა ეს, ჩემო მიშა. გამარჯობა :maladec:
  5. gurulo9 არ მინახია, არ ვიცი (არადა ძლიერ მაინტერესებს და ხომ ვერ მეტყვი როგორია "დანავაროტკებული"ქალი?
  6. იწურება წელი და უპრიანი იქნება თუ საქართველოს წლის სუპერპოლიტიკოსების და სუპერპოლიტნაძირალების "დიდ სამეულს" დავასახელებთ... მაშ-ს ასე, ჩემი ვერსია. სუპერპოლიტიკოსები: 1. ალასანია; 2. ვანო მერაბიშვილი; 3. დიმიტრი შაშკინი. სუპერნაძირალები: 1. ოო, ამ ნომინაციაში მიშას , ჩემი აზრით, ტოლი და სწორი არ ჰყავს; 2. ნინო ბურჯანაძე; 3. გრეჩიხა განაგრძეთ...
  7. lasha1997 ვიცი, ჩემო დიტო, მაგრამ უცხო ენაზე პოსტვა ფორუმის წესებით აკრძალურია
  8. Gagi 67 ამ თემაშიც დავპოსტავ კიდევ დაპოსტავთ ინგლისურად და ერთკვირიან შვებულებაში წახვალთ საკუთარი ხარჯით
  9. (...მე რა თქმა უნდა, ისევ მარტო ვარ) მე... მე რა თქმა უნდა, ისევ მარტო ვარ. ტაძრებს ქარი გუმბათებს აძრობა. ძილი... ძილი ძალას მე საგრძნობს მაძლევს და მანძილს ხანგრძლივს ვიდრე დავძლევდე – მაცნობს. ტაძრებს ქარი გუმბათებს აძრობს. შენ... შენ, რა თქმა უნდა, ისევ არ გესმის არა, ხმა და ტკივილი ჩემი ჩუმი.... არ გრძნობ! რატი ამაღლობელი
  10. Gagi 67 სიტყვიერი გაფრთხილება კიდევ დაპოსტავთ ინგლისურად და ერთკვირიან შვებულებაში წახვალთ საკუთარი ხარჯით
  11. lasha1997 მე მხოლოდ ფაქტის კონსტატირება მოვახდინე, თორემ, რა თქმა უნდა სამსახურებრივი დანაშაული სახეზეა
  12. lasha1997 გამარჯობა დიტო ჩვენს საზოგადოებას ბჭობა შეუძლია მხოლოდ, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობს, ასეთი საზოგადოება კი -პენსიონერია გამარჯობა Gagi 67
  13. პრეზიდენტმა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა 19 / 12, 2009 22:09 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი მიხეილ ჩოგოვაძე. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა დანიაში ვიზიტი ქუთაისში მომხდარი ტრაგედიის გამო შეწყვიტა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ საგანგებო თათბირი გამართა. თათბირს სამართალდამცავი ორგანოებისა და რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა მათგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო ქუთაისში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიებით მალე დადგინდება დამნაშავე პირთა ვინაობა. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და გამოიკვეთებიან დამნაშავეები, რომლებიც პასუხისგებაში მიეცემიან. მისივე თქმით, პრეზიდენტი შეძრწუნებულია მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახს. ყველა მატერიალურ ხარჯს დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო გაიღებს. ქუთაისში "დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთის საფუძველზე სს "საქფეთქმრეწვმა" დღეს ააფეთქა. დაიღუპნენ დედა-შვილი ჯინჭარაძეები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ნიანგი სტირის ცხარე ცრემლებით. ტრაგედიასაც პიარისთვის იყენებს ეს ბრიყვი
  14. kisa აქაც უნდა გითხრა კომპლიმენტი: მაგარი ხარ, უფრო სწორად, ძალიან მაგარი! თბილისი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ შენთან ნამდვილად ვერ მოვალ :2kiss:
  15. kontr-agent 007 kontr-agent 007 არ ვამბობ რომ ასე იქნება. მე ვამბობ, რომ მას ექნება ხელისუფლების რაიმე ფორმით შენარჩუნების მცდელობა
  16. T_A_T არ ვიცი რას მოიფიქრებს. შეიძლება ეს ვარიანტი გაითამაშოს, შეიძლება საპარლამენტო მოდელზე გადაიყვანოს ქვეყანა, შეიძლება შტატები და დასავლეთი სულ ცალ ფეხზე დაიკიდოს და პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებები შეატანიოს, რომლის საფუძველზეც მესამე ვადით არჩევას დააკანონებს (ამას რა თქმა უნდა თითქმის გამოვრიცხავ). მოკლედ, მასტი ავადმყოფია და მისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს
  17. kontr-agent 007 kontr-agent 007 მოცემულობა ის არის, რომ მიშა არსად წასვლას არ აპირებს და ბასტა!
  18. ქუთაისში აფეთქების შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა 19 / 12, 2009 21:26 ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა, - ამის შესახებ ქუთაისიდან ’’ინტერპრესნიუსის’’ კორესპონტენდი იუწყება. გარდაცვლილი არიან 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა. ამასთან, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაშიც დაუდასტურეს. ამასთან, როგორც რადიო „პალიტრის“ პირდაპირ ეთერში რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტმა, ზვიად ხუჯაძემ განაცხადა, მემორიალის დემონტაჟი ხვალისთვის იგეგმებოდა. მისივე ინფორმაციით, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ თბილისიდან ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში ჩასვლას და მემორიალისთვის ცოცხალი კედელის გაკეთებას აპირებდნენ. მისივე აზრით, ამიტომაც დააჩქარა ხელისუფლებამ მისი დემონტაჟი და, ნაცვლად 21 დეკემბრისა, დღეს ააფეთქა. ჟურნალისტის ინფორმაციით, როგორც უბედური შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლები მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას სთხოვდნენ და ეუბნეოდნენ, რომ მეორე აფეთქებაც იყო მოსალოდნელი. თვითმხილველების ვარაუდით, ასეთ მოწოდებას პოლიციელები ბავშვის ცხედრის გადამალვის მიზეზით აკეთებდნენ. "დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საწარმოს წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...