Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. FRIDRIX ეს უკვე ჩვენი პრიმიტიულობის მიმანიშნებელი ზნეა, რომელიც ხელს გვიშლის სრულად აღვიქვათ მოვლენა, საგანი, და სერთოდ ადამიანი
  2. FRIDRIX ქართველებში ძნელი კი არა, არამედ, ჩემი აზრით, ჩემო ბატონო FRIDRIX , თითქმის შეუძლებელია. რადგან ჩვენ არ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც საქვეყნო საქმეს აკეთებენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ ვინმეს და იმ წუთში მხრებში ვწვდებით, რომ იმანაც იგივე სიმღერა იღიღინოს, რომელსაც ჩვენ ვღიღინებთ
  3. Нани Брегвадзе: Политика и культура не связаны Андрей Бабицкий ПРАГА -- В России завершились гастроли Нани Брегвадзе. Главный редактор программы «Зеркало» Андрей Бабицкий беседует с певицей о судьбе грузинского артиста в Грузии и в России. Бабицкий: Нани, скажите, вы что-то отвечаете своим критикам в Тбилиси или вообще не вступаете... Брегвадзе: Нет-нет-нет. Это началось тогда, когда меня не было там. Но сейчас уже успокоилось. До каких пор должны меня ругать? И вы знаете, что мне обидно: я так люблю свой народ, свою землю, я всегда делаю так, чтобы с моей стороны все шло хорошо. Меня очень любят, очень уважают – и вдруг такое! Я ничего не хочу от них. Ничего. У меня был огромный, хороший концерт, на Новый год должны были они показать. Я сейчас обязательно попрошу, чтобы не было этого концерта. Я не хочу. У меня нет настроения, и еще раздражать свой народ я не хочу. Бабицкий: Я хочу спросить, как отражается политическая вражда на судьбе артиста, который живет и чья артистическая жизнь как бы между двумя государствами распределена. Между Грузией и Россией. Брегвадзе: Я этот вопрос оставляю открытым. Я ничего не понимаю. Почему такое отношение, когда я с ума схожу из-за своей родины. Эта политика и культура, я думаю, не связаны. Но сейчас получается, что связаны. Я в шоке просто, не могу ничего сказать. Как объяснить все это, когда я знаю, что я внутренне права. Что я обожаю свою родину. Что это такое? Я немножко не понимаю и ничего не хочу говорить. Пусть время пройдет и все поставит на свое место. Бабицкий: Нани, скажите, год назад была война. Вас что-то в отношении к России, которая, насколько я понимаю, является тоже... Брегвадзе: Вы знаете что, к политике у меня... Мне не нравится эта политика. Что бы ни было. Я за Грузию страшно переживаю, и мне не нравится ничего, что политики касается. Но народ абсолютно ни при чем. Обыкновенные люди, среди которых я вращаюсь, где выступаю... В принципе. Я очень давно не выступала. Год прошел, как я не выступала. Но надо тоже жить, правда? До Москвы у меня ни одного концерта не было. Афишных. Ни на одном канале я не выступала, несмотря на то, что много было предложений. Я знаю, что я делаю. Где-то куда-то, на Дальнем Востоке... Когда я вышла на сцену, весь зал встал на ноги. Мне неудобно говорить об этом, о себе, но ничего подобного я не ожидала от этих людей. Они в чем провинились? Почему я не должны была, допустим, к ним поехать? Они были так благодарны, так благодарили, и еще просили песню о Тбилиси, и «Сулико», грузинские песни я пела им, и какая-то грузинская часть была там публики и на Сахалине тоже, какая-то женщина молодая подошла. Я спросила, как она туда попала. А что делать, говорит, надо же кормить свою семью. Не потому что она не любит свою родину. А потому что есть какие-то моменты, когда ты уже ничего не можешь делать и уезжаешь куда-то. То же самое у меня. И кстати, все, кто занимается культурой, должны обязательно выезжать – а как иначе? Бабицкий: То есть у вас сегодня нет ощущения, что ваш слушатель стал более враждебным – я имею в виду в России. Брегвадзе: Абсолютно нет! Да вы что! У них такие лица, они плачут. Наоборот, я думаю, что это даже замечательная пропаганда. Когда я появляюсь и когда появляются люди, которые понятия не имеют, что случилось, в нашем лице они узнают, что это не так. Правду. Они любят нас. Народы друг друга любят. Это очень важно. Уважают. Не надо любить. Уважать надо. Я вообще человек, который ко всем относится нормально. Нет у меня вражды, я не просыпаюсь и не злюсь ни на кого. Они мне сделали очень больно. Очень. И всем приятно, когда кто-то что-то находит, чтобы о ком-нибудь плохое сказать. Вот что меня больше беспокоит. Как можно сейчас говорить... Да, я свою родину люблю, как, может, не многие любят. Когда где-то нахожусь, думаю, как люди живут без своей родины, без своей земли. Я так привязана к своей земле. Я не политикам пою, это просто моя работа. http://www.ekhokavkaza.com/content/article/1896117.html
  4. ლევან გაჩეჩილაძე - მთავარია საზოგადოებას ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ დავაჯეროთ 20 / 12, 2009 18:49 მთავარია, საზოგადოებას დავაჯეროთ ახალი საპროტესტო ტალღის შესახებ, რომელიც ყველაფერს გულისხმობს, რაც საპროტესტო ტალღას სჭირდება, - ამის შესახებ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განუცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: აშკარად ძალიან სუსტია გრეჩიხა და არა მარტო ის, არამედ ოპორადიკალები, რამეთუ მესამე :takodazeppe: "კრუგზე" აპირებენ წასვლას, მაგრამ არ ითვალისწინებენ შეცდომებს , რომლებმაც მათი ქმედებანი აბსურდული და ნონსენსის შემცვლელი გახადა. ერთი სიტყვით, ჩემი აზრით, ოპოზიცია, რომელიც თავისას "აწვება", მაგრამ არა აქვს გამოკვეთილი სტრატეგია (თუ არ ჩავთვლით მარგინალურ და ძალიან სახიფათო მაქსიმას: მიშა მოვტეხოთ და მერე დავჯდეთ და ვილაპარაკოთ) და მკაფიო მიზნები, როგორც წესი, თავის მიზანს ვერ აღწევს. მ ოკლედ, უზერებო, თქვენი აზრით, შეძლებენ თუ არა ოპორადიკალები გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას?
  5. FRIDRIX ადმინისტრაციამ შეიძლება არ მოგთხოვოს ავატარის შეცვლა, მაგრამ თავად არ გიტყდება იმ ადამიანის ჰაბიტუსი გქონდეს ავატარად, რომელსაც მილიონობით ადამიანის სისხლში აქვს ხელი გასვრილი?
  6. T_A_T შენი პოსტების ვეტერანი თაყვანისმცემელი ვარ. მაგარი ხარ :yes2:
  7. აფეთქებული "დიდების მემორიალის" ადგილზე გააკრეს ბანერი, რომ იქ 2012 წლისთვის პარლამენტის ახალი შენობა აიგება 20 / 12, 2009 14:28 ქუთაისში, აფეთქებული "დიდების მემორიალის" ადგილზე უკვე გააკრეს სპეციალური ბანერი, რომ იქ 2012 წლისთვის პარლამენტის ახალი შენობა აიგება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, რომელიც თანაგუნდელებთან ერთად მემორიალის ადგილზე იმყოფებოდა. "ქრისტიან-დემოკრატებს" მიაჩნდათ, რომ ამ ადგილას, უპრიანი იქნებოდა ტაძარი აშენებულიყო, რომელიც როგორც მეორე მსოფლიო ომში, ის გუშინ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა სულების სახელზე აიგებოდა. შესაბამისად, "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ტრაგედიის მეორე დღესვე ბანერის განახლებასთან დაკავშირებით, უგუნურ ნაბიჯად აფასებენ. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებს. პარლამენტის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანაზე საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტს უკვე დამტკიცებული აქვს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 არადა მეგონა გადაიფიქრებდნენ და სხვა ადგილს მოძებნიდნენ. რას იზავ, ასაკი მემატება და მეც უფრო და უფრო მიამიტი ვხდები. არადა მეტისმეტი მიამიტობა ძლიერ მძიმე ტვირთი ყოფილა
  8. maliari დილიდან მაგას ვფიქრომ და მაინც ვერა გავიგე რა :yes2:
  9. პრეზიდენტი შესაძლოა დღეს ქუთაისში ჩავიდეს 20 / 12, 2009 14:04 ქუთაისში საბრძოლო მემორიალის ნგრევის დროს დაშავებული ორი ადამიანიდან ერთი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს. საავადმყოფოში რჩება 39 წლის ირაკლი ჯინჭარაძე, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსს" დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კახა ნურალიძემ განუცხადა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებული ირაკლი ჯინჭარაძე დაღუპული დედა-შვილის ნათესავია, რომლებიც გუშინ აფეთქებისას ნამსხვრევებმა იმსხვერპლა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა დაღუპულთა ოჯახში მისასამძიმრებლად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩავიდეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. gurulo9 კონკრეტულად მითხარი რომელ კაბინეტში გეძებო, თორემ იქ ბევრი კაბინეტია და გამიჭირდება შენი მონახვა ?
  11. ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო 10 პირია დაკავებული 20 / 12, 2009 12:19 ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის აფეთქების შედეგად დარღვეული უსაფრთხოების ნორმების გამო სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარ სამმართველოში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე ათი ადამიანია დაკავებული, რომელთა დაკითხვაც ამ დრომდე მიმდინარეობს. დაკავებულთაგან უმეტესობა სს "საქფეთქმრეწვის" თანამშრომლები არიან, მათ შორის პასუხისმგებელი პირები. წინასწარი ინფორმაციით, იკვეთება დანაშაულებრივი ნიშნები, რაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ზედმეტი რაოდენობით დამონტაჟებასა და, შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაში გამოიხატა. იმერეთის პოლიციაში დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ჯერჯერობით თანამდებობრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმერეთის გუბერნატორ მიხეილ ჩოგოვაძეს დაეკისრა. ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად შაბათს ორი ადამიანი - 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა დაიღუპა. მემორიალი, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  12. maliari რა თქმა უნდა ღრუსი ნაბოზრების ხელშეწყობით. ასე რომ, ჩემი აზრით, არც ეს არ არის სადაო
  13. gurulo9 ჰეი, ხანდახან მასეც ხდება, მაგრამ ფრიგიდულს დონ ჟუანის და კაზანოვას ჰიბრიდი რომ ჩაუწვინო სარეცელში მაინც არაფერი ეშველება
  14. ოპოზიცია ხვალიდან ქუთაისში საპროტესტო აქციებს გეგმავს 20 / 12, 2009 10:45 ქუთაისში მოქმედი ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და აქტივისტები დღეს დილით ქალაქის მერიის წინ შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევა გააპროტესტეს. ოპოზიციონერებმა გუშინ ქუთაისში განვითარებულ მოვლენებს ვანდალური საქციელი უწოდეს და სასტიკად დაგმეს. მათ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდეს, გუბერნატორის გარდა თანამდებობიდან გაათავისუფლოს იმ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აფეთქებას პირადად ხელმძღვანელობდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როდესაც რაიმე ცვლილება ხდება, ყოველთვის გუბერნატორს ან მერს ცვლიან, რაც შედეგს არ იძლევა, ხოლო ძალოვანი სტრუქტურები პასუხს არაფერზე აგებენ. მათ მოსახლეობას მოუწოდეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების გამართვისკენ იმ ადგილას, სადაც მემორიალი ააფეთქეს. პირველი ასეთი აქცია ხვალ, 13.00 საათზე გაიმართება. ოპოზიცია ხვალისთვის ქუთაისში ხუთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ელოდება, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რომელი ლიდერები ჩავლენ ქუთაისში. საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამამულო ომის ვეტერანები. ქუთაისში "დიდების მემორიალის" აფეთქების შედეგად გუშინ ორი ადამიანი - 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა დაიღუპა. მემორიალი, დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის გამო გუშინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და თბილისში დაბრუნდა. მან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა, ხოლო იმერეთის გუბერნატორი ირაკლი ჩოგოვაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
×
×
  • შექმენი...