-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ევროკავშირი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს 15 / 12, 2009 10:42 ევროკავშირი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მიიღო ინფორმაცია 12 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში ჩატარებული “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ. ”ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული”, - ნათქვამია განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 აშშ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს 15 / 12, 2009 10:54 ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის იან კელის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “შეერთებული შტატები წუხს 12 დეკემბერს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში “არჩევნების” ჩატარების გადაწყვეტილების გამო და არ აღიარებს ამ არჩევნების არც კანონიერებას და არც შედეგებს. შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას", - ნათქვამია კელის განცხადებაში. სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩაატარა. დე-ფაქტო არჩვენებში 61,16%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
ირინა სარიშვილმა "სიმართლის დროს" მახე ამოხსნა 09:16 / 15-12-2009 გადაცემა "სიმართლის დროს" კვალდაკვალ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. ირინა სარიშვილი ერთადერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელმაც ამ გადაცემაში მონაწილეობა თავად ისურვა და ითამაშა კიდეც. გადაცემაში მისი მონაწილეობის მთავარი მიზანი იყო, დაესვათ შეკითხვა, რომელიც გაარკვევდა, შედგა თუ არა 4 მაისის ყბადაღებული შეთქმულება, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და რომლის გამოც ირინას რამდენიმე თანამოაზრე დღეს სასჯელს იხდის, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, მეთერთმეტე კითხვამ, "თვლით თუ არა, რომ იგორ გიორგაძესთან ალიანსი სამშობლოს ღალატია", ირინა 400 ლარის ამარა დატოვა. მოთამაშემ ამ თანხაზეც უარი განაცხადა და გადაცემაშივე აღნიშნა, რომ ამ შეკითხვის პასუხი გაუყალბეს. როცა ირინას ინტერვიუსთვის დავურეკე და მოვიკითხე, მიპასუხა, როგორ ვიქნები, "კაგებეს" აგენტი და მოღალატეო. თავად მიაჩნია, რომ ამ გადაცემამ მას მორალური გამარჯვება მოუტანა, მაგრამ ამდენი მორალური გამარჯვებით უკვე დაიღალა. ზემოთ ხსენებული გადაცემის ეთერში გასვლამდე პოლიტიკოსმა პრესკონფერენცია მოიწვია და საზოგადოებას დარღვევის შესახებ ამცნო. თავის მხრივ "იმედიც" არ დარჩა ვალში. როგორც აღმოჩნდა, ქალბატონმა ირინამ გადაცემის ეთერში გასვლამდე შეკითხვების გახმაურებით კონტრაქტის ერთ-ერთი პუნქტი დაარღვია და ამისთვის 50 ათასი ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს. - გადაცემის ეთერში გასვლამდე გავახმაურე მისი შინაარსი, რის გამოც ტელეკომპანია "იმედი" ცდილობს, პასუხისმგებლობა და 50 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დამაკისროს. საინტერესოა, ამას როგორ მოახერხებენ. - თქვენ ალბათ გაეცანით კონტრაქტის პირობებს, სანამ გადაცემაში მონაწილეობას მიიღებდით... - რასაკვირველია, გავეცანი და ამავე კონტრაქტში ეწერა ისიც, რომ ჩემ მიმართაც უნდა იყოს დაცული კონტრაქტის პირობები. ასე რომ, მათ პასუხის გაყალბების უფლება არ ჰქონდათ. და პასუხი რომ გაყალბებული იყო, ამას ნებისმიერ სასამართლოში დავამტკიცებ. ეს საქმე ძალიან შორს წავა, იმიტომ, რომ ლაპარაკია პოლიტიკურ შეკითხვაზე და რაც მთავარია, საკუთარი მოსაზრების საფუძველზე უნდა გამეცა პასუხი შეკითხვაზე, რომელშიც "ჩამჭრეს". - ამ გადაცემაში ყველა შეკითხვაზე საკუთარ აზრს აფიქსირებ, ასე არ არის? - მართალია და სწორედ ჩემს აზრს მეკითხებოდნენ პირველ შეკითხვაში, ვარ თუ არა პატრიოტი და გულწრფელად მიყვარს თუ არა საქართველო. საინტერესოა, თუ მე ერთი ქვეცნობიერი მაქვს და ქვეცნობიერი თირკმელი არ არის, ორ-ორი რომ გვქონდეს, რატომ გრძნობდა თავს მშვიდად ჩემი ქვეცნობიერი, როცა ვამბობდი, პატრიოტი ვარ-მეთქი და რატომ ანერვიულდა მაშინ, როცა მე, როგორც პატრიოტმა ჩავთვალე, რომ გიორგაძესთან ალიანსი არ არის საქართველოს ღალატი?.. სწორედ აქ გაირკვა დამკვეთთა უტვინობა. მე მივხვდი, რაც მოხდა, პირველი შეკითხვით მათ "მიყიდეს". ბავშვი ხომ აღარ ვარ. - დამკვეთებში ვის გულისხმობთ? - ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, ამ შეკითხვაზე დეტექტორის პასუხი დადებითი რომ ყოფილიყო. ეს იქნებოდა ამ ადამიანთან ურთიერთობის გარკვეული ნებართვა, ხალხი ჩათვლიდა, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა არ არის სამშობლოს ღალატი. სწორედ ამის შეეშინდათ და ცუდია, რომ შეეშინდათ. მესმის, რომ ხელისუფლებას არ სურს იგორ გიორგაძის რეაბილიტაცია სიტყვიერ დონეზეც კი, მაგრამ ამით სწორედ მის წისქვილზე დაასხეს წყალი. გადაცემა საკმაოდ კარგად მიდიოდა. ყველამ ნახა, რომ იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩემს პირად ცხოვრებას ეხებოდა, გულწრფელად ვუპასუხე და გადაცემის მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს მე ღია ვაჭრობა გამიმართეს. ანუ, გინდა 4 ათასი ლარი? მაშინ გასწირე შენი თანამოაზრე, თქვი ის, რასაც რეალურად არ ფიქრობ. მართლაც რომ ასე მოვქცეულიყავი, როგორ მოვიდოდა ერთმანეთთან თანხვედრაში პირველი და მეთერთმეტე შეკითხვის პასუხები?! გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან გამოიდო თავი ვინმე ნოემ, რომელიც ამ გადაცემის პროდიუსერი ყოფილა. რა უნდა ამ ნოეს, ვერ ვხვდები. არავის არ ვეხები, არც ღრმად პატივცემულ ნოეს და არც არავის. ლაპარაკია პოლიტიკურ დაკვეთაზე. მისგანაც ისეთი რაღაცები მოვისმინე, ალბათ ვერც ხვდება, რას ამბობს. პოლიტიკურ შეფასებას აძლევს იქ განვითარებულ მოვლენებს. სარიშვილს პოლიტიკური შოუს გაკეთება მოუნდა და ამიტომ გააკეთა ესო. მე არც ამ გადაცემით მომიხვეჭია სახელი და ვერც ეს გადაცემა დამაკარგვინებს ვერაფერს. პირიქით, ეს გადაცემა ჩემ სასარგებლოდ მუშაობს, მე ვატყობ ამას, ხალხის რეაქციების მიხედვით. უბრალოდ, სირცხვილია, როგორ შეიძლება, აბსოლუტურად არაპოლიტიკური შოუ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გადააქციო. ამ გადაცემებს დიდი ხანია ვაკვირდები. ფაქტებზე ვერ გედავებიან, ფაქტზე ქვეცნობიერი ვერაფერს გახდება, ათი წლის მერეც რომ დადასტურდეს, რომ შენ მართალი იყავი, დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევთ ამ გადაცემის ქართველ ავტორებს. აქ დავა მიდის შეგრძნებებზე, რასაც ვერ დაამტკიცებ და ამ დავაშიც კი დარღვეულია კონტრაქტის პირობები. მე არ ვიცი, რატომ არიან ჩუმად სხვები, შეიძლება 400 ლარის ან იმ საშიშროების გამო, რომ 50 ათასი ლარი ჯარიმა არ დააკისრონ და შემდეგ სასამართლოს წესით არ მოსთხოვონ. არ ვიცი, ვის რა უღირს სიმართლე. ოღონდ ის სიმართლე არა, რასაც ეს გადაცემა ემსახურება. მე კარგად ვიცი, რომ 100 ათასი ლარის წამოღება შემეძლო იქიდან. მე ამ გადაცემის მახე ამოვხსენი. ფსიქოლოგები რომ მესაუბრებოდნენ, თავადაც მიხვდნენ, რომ ჩემი გამოჭერა აბსოლუტურად შეუძლებელი იყო... - ხომ არ ნანობთ ამ გადაცემაში მონაწილეობას? - არა, არც ერთი ისეთ თემაზე არ მისაუბრია, რაც ჩემმა მეგობრებმა არ იციან ან საერთოდ სხვებმა არ იციან. - პირადად ჩემთვისაც არაფერი იყო ახალი, თითქმის ყველა კითხვის პასუხი ვიცოდი თქვენთან ჩაწერილი გულახდილი ინტერვიუებიდან... - და თან ჩვენ არ ვართ მეგობრები. ასე რომ, არც არავისთვის ყოფილა რამე ახალი. დეტექტორზე რომ ჩემთვის არასასიამოვნო კითხვა დაესვათ, არ მივიღებდი გადაცემაში მონაწილეობას. სხვათა შორის, გარკვეული პირობებით მივედი ამ გადაცემაში და ეს, მგონი, ყველას შეუძლია. ჩემი პირობა ასეთი იყო - არ შეეხოთ სხვა ადამიანების პირადულს, მაგრამ ჩემზე, რაც გინდათ, მკითხეთ. - თუმცა ერთი სიახლე მაინც იყო, როცა აღიარეთ, რომ ზვიად თავაძეს სიყვარულით არ გაჰყოლიხართ... - იმავეს გიპასუხებთ, რაც ნანკას ვუთხარი, ალბათ მაშინ ასეთ ხასიათზე ვიყავი. ჩვენ ოთხი წელი ვიყავით ერთად და ორწლიანი ურთიერთობის მერე შევუღლდით. როცა ცოლად გავყევი ზვიადს, სიყვარულს აღარ ვგრძნობდი. - მაშ რატომ გაჰყევით? - ამას მაინც დავიტოვებ ჩემთვის. - კი გაამხნევეთ ტელეეკრანიდან: ხომ არ დაურეკავს გადაცემის შემდეგ? - არა, როგორც პრესის ფურცლებიდან შევიტყვე, ზვიადს მიაჩნია, რომ ახლა იპოვა ნამდვილი სიყვარული. აქედან გამომდინარე, არა მგონია, სწყენოდა ეს ახალი ამბავი. - თუ მოხდა ისე, რომ ვერ მოიგეთ სასამართლო პროცესი და დაგაკისრეს ზემოთ ხსენებული ჯარიმა, რას იზამთ? - საინტერესოა, როგორ გადამახდევინებენ. ხელფასი არა მაქვს. საკუთრება, რომელიც 10 ლარსაც აღემატება, არ მაქვს. სიმართლის გამო ციხეში თუ ჩამსვამენ, არ ვიცი. მე პირიქით მგონია, მათ მოუწევთ თანხის გადახდა. იმაზე მეტს არ ვითხოვ, რაც უნდა მომეგო - 100 ათასი ლარი მეკუთვნის და უნდა გადამიხადონ. თვითონ არ ვაპირებ აქტიურობას, ამის დროც არ მაქვს. "ტელეიმედმა" უნდა აღძრას საქმე, რადგან მე მთვლიან დამრღვევად და როცა გარკვეულ პროცედურას გაივლის ეს ყველაფერი, მე მაქვს საკმაოდ საფუძვლიანი შემხვედრი პასუხი. ამ გადაცემის მესვეურებს არ ვურჩევ ამ საქმის გაღრმავებას, ვინაიდან ისეთ დარღვევებზე იქნება საუბარი, რაც მარტო ჩემ მიმართ არ განხორციელებულა. - რას გულისხმობთ? - მესამე პუნქტში წერია, რომ ექსპერტმა, რომელიც ტესტირებას გიტარებს, შენი პასუხები სამ კატეგორიად უნდა დაყოს: ტყუილი, სიმართლე და არადამაჯერებელი. ამ უკანასკნელ კატეგორიაში მოხვედრილი პასუხების შესაბამისი შეკითხვები გადაცემაში არ დაიშვება. ეს არ მეხება კონკრეტულად მე, მაგრამ ეხება შეკითხვას, "შეჭამდი თუ არა ადამიანის ხორცს". ვისაც უნდა დაუსვა ეს შეკითხვა, თუ ის კანიბალი არ არის, არანაირად არ შეიძლება, ადამიანის ხორცის ჭამის სურვილი გაუჩნდეს. ლენინგრადის ბლოკადაშიც იყო ხალხი, რომელმაც არ ჭამა ადამიანის ხორცი. იმის თქმა მინდა, რომ არის შეკითხვები, რომელზეც პასუხი თავადაც არ იცი. შენი მთავარი ვალდებულებაა, არ თქვა ტყუილი, ამ შემთხვევაში ტყუილს, ადამიანის ხორცს არ შევჭამდიო, იტყვის მხოლოდ კანიბალი, რომელიც გადაცემის შემდეგ წავა და ადამიანის ხორცით ივახშმებს. - თქვენ ამ გადაცემას უყურებდით, იცოდით, რა ტიპის შეკითხვებს დაგისვამდნენ, მაგრამ მაინც მიხვედით... - იმიტომ, რომ ვიცოდი, სად შეიძლებოდა დაეგოთ მახე, პოლიტიკურ მახეზე არ მიფიქრია. ის, რაც მათ გააკეთეს, პოლიტიკურად მაწყობს. ვინც ეს გადაცემა ნახა, ყველა მშვენივრად მიხვდა, რომ ჟარგონზე რომ ვთქვათ, "გამიჩალიჩეს". როცა პირად თემებს ეხებოდნენ, იქ კარგად ვიცოდი, რა უნდა მექნა. უარყოფითი პასუხები ამიტომაც გავეცი. - კარგად "გამოძვერით" იმ კითხვიდან, როცა ახსენით, რატომ არ ფიქრობთ ყოველთვის საქართველოზე... - არაფერი არ მქონდა "გამოსაძრომი". როცა ფსიქოლოგებმა ეს კითხვა დამისვეს, მათაც ვუთხარი, თუ გაინტერესებთ, ვემსახურები თუ არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, პირდაპირ მკითხეთ და გიპასუხებთ, რომ არა. ასეთ ზოგად კითხვაზე, სულ ვიცავ თუ არა საქართველოს, რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხი მექნებოდა. არ ვფიქრობ საქართველოზე, როცა "ზაგარს" ვიღებ, როცა, უკაცრავად და ტუალეტში ვარ. ამ კითხვაზე დადებითი პასუხი რომ გამეცა, აუცილებლად გამომიჭერდნენ. - იცით რა მაინტერესებს, თუ კონტრაქტის პირობები იცოდით, რას გიწყვეტდათ ის ერთი დღე, მეორე დღეს მოგეწვიათ პრესკონფერენცია... - ვიცოდი, მაგრამ სპეციალურად მოვიქეცი ასე. - რატომ, 50 ათასი ლარით რომ დაეჯარიმებინეთ? - ვერავინ ვერ გადამახდევინებს მაგ თანხას. მე შევქმენი პრეცენდენტი, რომ არ შეიძლება გაჩუმება, როცა ასე უსინდისოდ გატყუებენ. არანაირ 400 ლარად არ უნდა გაყიდო თავი, რაც უნდა გიჭირდეს. ჩემთვის 400 ლარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, დამიჯერეთ. ეს ყველაფერი მათ მშვენივრად იცოდნენ. თუ მაინც ამ შეკითხვით უნდოდათ ჩემი "ჩაგდება", ცოტა მერე დაესვათ, მე 100 ათასამდე გაჩერებას არ ვაპირებდი. შოუ მაინც ეჩვენებინათ ხალხისთვის. მგონი, შეეშინდათ, რომ 4 ათას ლარს ავიღებდი და დაუმარცხებელი წავიდოდი სტუდიიდან. სხვა დასკვნას ვერ ვაკეთებ. - რა მოხდა გადაცემის შემდეგ? - იყო სიტყვიერი შელაპარაკება, ოღონდ რბილად. ნანკას, ბუნებრივია, ვერ მოვთხოვდი პასუხს, ის ჩემზე მეტად იყო გაოგნებული ამ ყველაფრით. მას ჩემზე მეტად აინტერესებდა გადაცემის გაგრძელება. მგონი, ყველაზე მხიარული მონაწილე ვიყავი ამ თამაშში. თვალები არ მიტრიალებია, ცივი ოფლი არ მასხამდა და არც პულსს ვისინჯავდი წამდაუწუმ. - რატომ ფიქრობთ, რომ არ იქნებოდით კარგი პრეზიდენტი? - მე ასე ვფიქრობ, შეიძლება, ვინმე სხანაირად ფიქრობს, რაშიც ძალიან მეპარება ეჭვი (იცინის). - მაშ, რატომღა მიიღეთ მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში? - ყველაზე მხიარულად იმ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ორი კანდიდატი ვგრძნობდით თავს - მე და მიშა სააკაშვილი. ზუსტად ვიცოდით ორივემ, როგორ დამთავრდებოდა არჩევნები. მე მაშინ პოლიტიკური ეთერის პრობლემა მქონდა და ეს ორი თვე "ვიგრიალე" სატელევიზიო ეთერში, ვილაპარაკე, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ერთი მოწოდებაც არ გამიკეთებია, ხმა მომეცით-მეთქი. ჩემი საარჩევნო კლიპიც დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვა იყო და სხვა არაფერი. - თქვენმა შვილებმა თუ გიყურეს ახლა, თუ განიცადეს ეს ყოველივე? - განცდა ჰქონდათ იმ მხრივ, რომ ეგონათ, დედიკო ხელდამშვენებული დაბრუნდებოდა სახლში და საჩუქრებს მოუტანდა (იცინის). სხვათა შორის, ამ გადაცემით კიდევ ერთხელ დავინახე, რა არაჩვეულებრივი მეგობრები და არაჩვეულებრივი შვილები მყავს. დიდი ხანია ასეთი გვერდში დგომა არ მიგრძნია, ალბათ მსგავს სიტუაციაში არ ვყოფილვარ და იმიტომ. თითქოს მაკლდა სითბო და მივიღე. სიმართლე გითხრა, ყელში ამომივიდა ამდენი მორალური გამარჯვება, მაგრამ ალბათ მოვა დრო და მხოლოდ მორალური არ იქნება ჩემი გამარჯვება. ჟურნალი "რეიტინგი"
-
ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა კაცს ის სულელი, ჰგონია!
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
machkatela Lips LiKe MorphiNe შაჰსეი-ვაჰსეი? -
ათრთოლებულმა მოვხვიე ხელები, და ვშიშობ, რომ ტანი თითებში ჩადნება, ნეტა თუ ხვდება, რა რიგად მეჟრუანტელება, ასეთი კარგი და ასეთი თავნება...
-
"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Gagi 67 მითარგმნეთ რააა ... -
ონლაინ კონფერენცია დავით აღმაშენებელთან
ლ ი ც ი replied to DAVID_AGMASHENEBELI's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo მიშასთან წავიდა აავლაბრის რეზიდენციაში "აბაროტის" ასაღებად . გულზე ფეხი უნდა დააბიჯოს -
Nukriko ნაურუა-ს ვიზას ვერ გამიჩალიჩებ?
-
ნინო ეჰ, ჩემო ნინო, გავლიე ვგონებ ჩემი გზა, მაგრამ არ ვნანობ, მაგრამ არ ვჩივი, ვიცხოვრე, მეცვა, მეხურა, ბედიც, ალბათ, მეხუმრა , ბევრი ნაღველი მასხურა Beqo
-
T_A_T ღვთის ნებით ხდება ყველაფერი, და, მადლობა უფალს ამისათვის. ...
-
დიდ გაუგებრობას გადავურჩით, ჩემო T_A_T
-
gadya ყოველთვის არა, მაგრამ იცი რა, ჩემი აზრით, მხოლოდ მას უყვარს ჭეშმარიტად, ვინც ქარის საწინააღმდეგოდ გარბის. გამიგებ ალბათ მეტაფორას
-
"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vanokazbegi ცუდზე ცუდი არ ვთქვათ? -
“კომერსანტი” - ნაურას ხელისუფლებამ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს 14 / 12, 2009 14:49 მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფოს ნაურას ხელისუფლებამ შესაძლოა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს. გაზეთის ინფორმაციით, აღიარების სანაცვლოდ ნაურას ხელისუფლება ათობით მლნ დოლარს რუსეთისგან მიიღებს. ნაურას წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთში და ცხინვალში იმყოფებოდნენ. “კომერსანტის” სტატიაში აღნიშნულია, რომ ნაურას საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა მიიღო. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ღრუსებმა თუ ასე გააგრძელეს სახელმწიფოების მოქრთამვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების სანაცვლოდ, მაშინ მაღალი ალბათობით თავისივე ქვეყნის მოქალაქეებს აიმხედრებენ. უკმაყოფილება ამ სტატიაშიც კარგად იგრძნობა.
-
ალბათ
-
"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo სიტყვიერი გაფრთხილება ერთ კვირიანი "შვებულების" წინ -
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2009 • ზურაბ აბაშიძე - “რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები ვერანაირად ვერ აღდგება, მაგრამ ყოფით საკითხებს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ” • რა სთხოვა პარიზში ვიზიტად მყოფმა კიწმარიშვილმა ოქრუაშვილს • ლადო პაპავა - “ქართული ბანკები გაკოტრებას რუსეთის აგრესიამ გადაარჩინა!” ზურაბ აბაშიძე - “რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები ვერანაირად ვერ აღდგება, მაგრამ ყოფით საკითხებს პრაგმატულად უნდა მივუდგეთ” “მედვედევის წინადადებებს სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შევხედოთ, მაგრამ მე ერთ მომენტზე შევჩერდები - როგორც ჩანს, მედვედევს აშკარად აქვს რეალური ცვლილებების განხორციელების სურვილი, აშკარად აქვს სწრაფვა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ. დღეს ეს მისი მთავარი ამოცანა და გამოწვევაა”, - აცხადებს პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ნატოსა და რუსეთში ზურაბ აბაშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის იგნორირება შეცდომაა” / “ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიცია რომ მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი ხომ მოჰკითხავს - თავის დროზე, შენ არ აღიარებდი საქართველოს ბრალეულობას ამ ომშიო?” “რუსეთის მოაზროვნე საზოგადოებაში ძალიან დიდი უკმაყოფილება იგრძნობა იმის გამო, რომ საუკეთესო ათი წელი რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა. მათ შესაბამისად ვერ გამოიყენეს გაზიდან და ნავთობიდან მიღებული კოლოსალური შემოსავლები, ამ რესურსებს მაშინ მსოფლიოში ძალზე მაღალი ფასი ჰქონდა. ეს ფული არ მოხმარდა რუსეთის ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას - უამრავი ფული ჰაერიდან შემოვიდა და ჰაერშივე გაუჩინარდა. ახლა უკვე რთული ვითარებაა. ისეთივე შემოსავლები აღარ აქვთ და რუსეთის წინაშე უფრო და უფრო დიდი სირთულეები იკვეთება. როგორც აღმოჩნდა, ის კრიზისი რომელიც ახლა რუსეთშია, მხოლოდ საერთაშორისო კრიზისის გამოძახილი არ ყოფილა, მას უფრო მეტად შიდარუსული საფუძველი აქვს. ამ კრიზისის მოგვარებას რუსეთში ახლო მომავალში არც ელიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე. “რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უიმედოდ არის მოძველებული. რუსეთის მოდერნიზაცია შეუძლებელია, თუ არ მოხდება სერიოზული ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში. ეს მედვედევს და მის გარემოცვას კარგად უნდა ესმოდეთ. ამიტომ, ხანდახან, მედვედევი და პუტინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. თუმცა, როგორც ჩანს, მედვედევს ძალა არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ თავისი სურვილები და იდეები რეალურად განახორციელოს. საქართველო ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ფრაგმენტია იმ დიდი და ზოგადი პრობლემისა, რაც დღევანდელი რუსეთის წინაშე დგას. რაც შეეხება მედვედევის განცხადებას და საქართველოს პრეზიდენტის პასუხს, ვფიქრობ, რომ ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც ითქვა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა შესაძლებელია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნაზეც შეიძლება იყოს ლაპარაკი. მეც ამ აზრის ვარ, რომ პოლიტიკური ურთიერთობები ვერანაირად ვერ აღდგება, სანამ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “რაც შეეხება ყოფით საკითხებს, მათ პრაგმატულად უნდა მივუდგეთ და ისე გადავწყვიტოთ. ახლა არ არის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, მაგრამ ჩვენი თანამემამულეები მაინც მიემგზავრებიან, ოღონდ ხან ერევნის, ხან კიევის და ხან მინსკის გავლით. ამ საკითხის გადაჭრით მხოლოდ ხალხს გაუადვილდება ცხოვრება და ფინანსები არა სხვა კომპანიებსა და ქვეყნებში, არამედ ჩვენკენ წამოვა. იგივეა ლარსის შემთხვევაშიც - ამასაც პრაგმატული და ეკონომიკური დატვირთვა უფრო აქვს - მეზობელი სომხეთიდან წამოვა ტვირთები საქართველოს გავლით. ასე რომ, საჰაერო, საგზაო მიმოსვლა, თუნდაც ვაჭრობა - ყველაფერი ის, რაც საქართველოს გააძლიერებს, ჩვენს სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. მსოფლიოში არის ქვეყნები, რომელთაც ისეთივე დილემა აქვთ, როგორიც ჩვენ, მაგალითად, ჩინეთსა და ტაივანს. მათ შორის ურთიერთობა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩვენსა და რუსეთს შორის. ის ხალხი, ტაივანზე რომ არის, თავის დროზე ჩინეთის ხელისუფლება იყო და კომუნისტებმა ამ კუნძულზე გაყარეს. რაღაც მომენტში ისინიც კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ თვითმფრინავებმაც უნდა იფრინონ, ვაჭრობაც უნდა აღდგეს, მაგრამ ვიმეორებ, რაც ჩვენთვის პრინციპულ საკითხს წარმოადგენს, იქ უკან დახევა ან თვალის დახუჭვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთი საკითხია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა”, - დასძენს ზურაბ აბაშიძე. “შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკმაოდ საინტერესო და სარკასტული განცხადება გააკეთა - რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება უფრო და უფრო ემსგავსება ცუდ ხუმრობასო... კარლ ბილდტი ძალზე გამოცდილი დიპლომატია. სხვათა შორის, ჩვენ ყოველთვის მხარს გვიჭერდა და გვიჭერს ძალიან ხაზგასმულად. გუშინ ევროპელ კოლეგებთან მქონდა საუბარი და იცით, მათაც ისეთივე განცდა აქვთ - მათი დაკვირვებით, რუსეთში გამარჯვების ეიფორიამ უკვე გადაიარა. შარშან სხვაგვარი აღტყინება ჰქონდათ. თვლიდნენ, რომ დიდ გამარჯვებას მიაღწიეს. მაგრამ დღეს, როდესაც ცივი გონებით პლუსებს და მინუსებს ითვლიან, აღმოაჩინეს, რომ ბევრი არაფერი მოუგიათ - წაგებით კი ბევრი წააგეს. საერთაშორისო იმიჯი შელახული აქვთ. ეკონომიკური კრიზისის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი აგვისტოს ომიცაა, ჩრდილო კავკასიაში ვითარება ძალიან გაურთულდათ”, - ამბობს გამოცემის რესპონდენტი. “სხვათა შორის, აქამდე რუსი ექსპერტები ამბობდნენ, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს არავითარი კავშირი არ აქვს ქართული ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარებასთანო, მაგრამ დღეს უკვე სხვაგვარი დამოკიდებულებაა. ახლა უკვე თვითონ ჩრდილო კავკასიის ავტონომიური რესპუბლიკების ლიდერები აღიარებენ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მათ რეგიონში ძალადობის უპრეცედენტო ესკალაცია რუსულ-ქართული ომის გამოძახილიცაა. ეს რუსეთის სხვა ტერიტორიაზეც იგრძნობა - კერძოდ თათრეთში... ასე რომ, ეს “ცუდი ხუმრობა” მართლაც ძალიან ცუდად მოუტრიალდათ. რა თქმა უნდა, ამაზეც ფიქრობენ მოსკოვში, მაგრამ ჯერ ჩვენთვის სასიკეთო დასკვნები გამოაქვთ-მეთქი, ვერ ვიტყვით. თუმცა მოსკოვის ელიტაშიც არის ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ დამოუკიდებლობის აღიარების ნაბიჯი არ უნდა გადაედგათ”, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე და შეკითხვას - “გასულ კვირას მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მოძრაობა “ნეიტრალურმა საქართველომ” (თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელია). ამ მოძრაობის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მმართველ წრეებთან კარგადაა ცნობილი. მოსკოვში ვიზიტებს სხვა პოლიტიკოსებმაც მოუხშირეს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში და ამ გზით მიაღწიოს თავისი სურვილების განხორციელებას?- პასუხობს: “თავისთავად, არჩევნებში მონაწილეობას ვერავის დაუშლი, ისევე როგორც მოსკოვში წასვლას (პოლიტიკოსებს ვგულისხმობ). აქაც გააჩნია, რისთვის მიდიან. მე ვამბობ ხოლმე, რომ რუსეთის გარკვეული წრეები ჩვენ გვთავაზობენ თანამშრომლობის იმიტაციას - რაც იყო, იყო, მოდი, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ და მომავალზე ვისაუბროთო. ეს არ უნდა მივიღოთ და არ უნდა დავთანხმდეთ. ჩვენი პრინციპი ერთადერთი უნდა იყოს - რა საერთაშორისო ვალდებულებებიც აქვს რუსეთს (მედვედევი-სარკოზის შეთანხმება), ჯერ ის უნდა შეასრულოს. თუ მარტო იმაზე სალაპარაკოდ ჩადიან, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ცხინვალთან ომიო, ეს უკვე სხვა ამბავია. მე არ ვურჩევდი არც ერთ ოპოზიციურ ძალას, რუსულ-ქართულ ომში ყველაფერი ოფიციალურ თბილისს გადააბრალონ. ჯერ ერთი, ეს ასე არ იყო და მეორე - თუნდაც მარტივი და პრაგმატული მოსაზრების გამო. ხელისუფლება შეიძლება წავიდეს და მოვიდეს, ოფიციალური თბილისი კი დარჩება. ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიცია რომ მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი ხომ მოჰკითხავს - თავის დროზე, შენ არ აღიარებდი საქართველოს ბრალეულობას ამ ომშიო? ასე რომ, ამ თვალსაზრისით ბევრი სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო. არ მესმის, როდესაც ზოგიერთი ჩემი კოლეგა ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, საჭიროა მისი იგნორირება და სხვ, რუსეთი ჩვენს მეზობლად არსებობს, მისი ჯარი კი 40 კილომეტრში დგას და ამგვარად ამ ფაქტორის იგნორირება შეუძლებელია”. რა სთხოვა პარიზში ვიზიტად მყოფმა კიწმარიშვილმა ოქრუაშვილს “პარიზში საუბარი მქონდა ქიბარ ხალვაშის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელთანაც ორი თემა მაკავშირებს. ეს არის “რუსთავი 2”თან დაკავშირებული დავა, რომელზეც მქონდა გარკვეული შეთავაზებები, რომ ერთად გვემუშავა ამ არხის დასაბრუნებლად და მეორე, ქიბარ ხალვაშის ფინანსური რესურსების გამოყენებაზე “მაესტროს” დასახმარებლად”, - აცხადებს “მაესტროს” მთავარი მენეჯერი ეროსი კიწმარიშვილი გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გზა “მაესტროდან” სახალხო ტელევიზიამდე / რა სთხოვა პარიზში ვიზიტად მყოფმა კიწმარიშვილმა ოქრუაშვილს. “ახლა ვართ გადართული ტექნიკურ საკითხებზე, ასევე ვამზადებთ დაფინანსების რამდენიმე სქემას, რომელიც დაკავშირებულია რამდენიმე საკითხთან. უნდა მოხდეს ინვესტორების მოზიდვა კონკრეტულ პროექტებზე, ასევე ფონდების. ტექნიკური ბაზა “მაესტროს” მწირი აქვს. გვაქვს მოლაპარაკებები საქართველოში არსებულ მედიაჯგუფებთან, რომ მათი ბაზები იქნას რაღაც ფორმით გამოყენებული.... ვიზიტები ლონდონშიც, პარიზშიც და ვენაშიც უკავშირდებოდა იმას, რომ მოვლაპარაკებოდი ისეთ ადამიანებს, რომელთან აქვთ საშუალება, რომ ამ და შემდგომ ეტაპზე იყვნენ ჩვენი პარტნიორები. ჯერჯერობით მე პასუხი არ მიმიღია. საუბარი შედგა ირაკლისთან და მე ველოდები დადასტურებას, არის თუ არა მზად ხალვაში დასახმარებლად. ლონდონში ისევე, როგორც პარიზში საუბარი მქონდა ის პოლიტიკოსებთან, რომლებიც თავიანთი წარსულით დაკავშირებუი არიან საქართველოსთფან და ასევე განხილა, იმის, თუ შეიძლება როგორ დავაკაომპლექტოთ საერთაშორისო ბორდი და მივიღე რამდენიმე ადამიანის თანხმობა ბორდის წევრობაზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი. “მე პოლიტიკური ძალებისგან დაფინანსება არ მიმიღია. თუ დაფინანსება არის გამჭვირვალე, ნებისმიერ ძალას აქვს უფლება, დააფინანსოს მისთვის მისაღები აქტივობა. რაც შეეხება ოპონენტებს, ამაზე თუ რამე დისკომფორტი ექმნებათ და მე კანონს ვარღვევ, არსებობს სასამართლო. ასევე ძალიან მაინტერესებს ყველა სხვა დანარჩენი ტელევიზიების დაფინანსების წყაროები, რომელზეც მედიას არ უჩნდება კითხვები, განსაკუთრებით იმ ტელეარხებს ვგულისხმობ, რომელსაც ლიცენზიაც კი არ ჰქონდა და რამდენიმე წელია, მაუწყებლობს. “ალანია” არავინ იცის საიდან ფინანსდება, გაუგებარია, რით ირჩენს თავს “რეალ-ტვ”, ასევე “რუსთავი 2”-ის დაფინანსების ზოგიერთი მექანიზმი, “იმედის” ფინანსური მდგომარეობა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “არავისთან არ მაქვს დაპირისპირება. ძალიან საქმიანი მოლოდინი არსებობს იმ ჯგუფთან, რომელთანაც ვიწყებ მუშაობას, რაც შეეხება გაჩეჩილაძის გადაცემას, მას ვთხოვე, რომ დაეხურა, რადგან მიდიოდა რეორგანიზაცია. შემდგომ პერსპექტივებს რაც შეეხება, ჩართავთ ტელევიზორს და გაიგებთ. თუ იქნება ამ გადაცემის მიმართ ინტერესი, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და თუ არ იქნება სურვილი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. არ ფვიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით რამე დისკომფორტი შემეტმნება ან მე ან გია გაჩეჩილაძეს”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “ხოლო “მაესტროს” სარედატციო დამოუკიდებლობას რაც შეეხაბ, მთავარი გარანტი არის სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შექმნაზეც საუბარი მქონდა და რომელიც იქნება უცხოელებისგან დაკომპლექტებული. ასევე ადგილობრივი საბჭო, რომლის დაკომპლექტებაც სამოქალაქო სექტორს შევთავაზე და ის მოახდენს ფინანსური გამჭვირვალობის ზედამხედველობას. თავაზობთ იმ ადამიანებს, რომლების სახოგადოებრივ მაუწყებელში კენჭს იყრიან, თუ მათ არ დაამტკიცებენ, იყვნენ “მაესტროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ეს იქნება სახალხლ ტელევიზია, რომელიც ხალხის ფულით კეთდება”, - აცხადებს ეროსი კაწმარიშვილი და შეკითხვას - “რეგიონულ მაუწყებლებთან მიდის მოლაპარაკება?” - პასუხობს: “რეგიონული მაუწყებლობის მდგომარეობა მოგეხსენებათ. მათ მიმართ ხელისუფლების წნეხი და დაშანტაჟების მცდელობა გახშირებულია. მე მაქვს რამდენიმე მაუწყებლისგან თანხმობა, მაგრამ ეს არ იქნება ცალმხრივი ურთიერთობა. ასევე გვინდა ჩამოყალიბდეს კომერციული ქსელი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე იქნება “მაესტრო”, მაგრამ ამ პროდუქციის პარალელურად “რუსთავი 2” იწყებს შექმნას ანალოგიური ქსელი და ჩვენ გვაქვს საქმე უთანასწორო ბრძოლასთან”. ლადო პაპავა - “ქართული ბანკები გაკოტრებას რუსეთის აგრესიამ გადაარჩინა!” “დიახ, ამ კრიზისს აქვს ეროვნული წარმომავლობა. 2004 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში შემოედინებოდა დიდძალი ოდენობით ფინანსური რესურსი, ძირითდად, პრივატიზაციების გზით. არადა, თუ ეს ფული მხოლოდ საკუთრების უფლების გადაფორმებაში იდება და არ შემოდის ახალი ტექნოლოგიები, რ იხსნება ახალი წარმოებები, მაშინ აღნიშნული ფინანსები არაფრის მაქნისი და უარყოფითი ეფექტის მატარებელია”, - აცხადებს ექსპერტი, ეკონომიკურ მეცნიერებთა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ლადო პაპავა: რუსეთის აგრესია რომ არა, ლარის სტაბილურ კურსს ვერ შევინარჩუნებდით! “მეორეც: კრიზისის საფუძველი იყო სამშენებლო სექტორში ჩადეული ფული. აღარაფერს ვამბობ იმ უხარისხო მშენებლობებზე, რომლითან თბილისი დაამახინჯა არაერთმა სამშენებლო კომპანიამ. საუბარი სხვა რამეზეა - ბანკები აძლევდნენ სესხებს, როგორც სამშენებლო კომპანიებს, ასევე კერძო პირებს და ეს სესხები ხმარდებოდა ჰაერის შეძენას. იყიდებოდა მშენებარე სახლის მე-1 სართული, მაშინ როცა საძირკველიც არ იყო ჩაყრილი. შეიქმნა ფინანსური პირამიდები, რაც იყო კრიზისის ერთ-ერთი საფუძველი. უნდა ითქვას, რომ ჩვენთან საკრედიტო რესურსის ძირითადი წყარო იყო არარ დაგროვება, არამედ ევროპული ფინანსური ბაზრებიდან საკრედიტო რესურსის მოზიდვა. ანუ ჩვენი ბანკები იღებდნენ სესხებს ევროპული ბანკებიდან და უფრო მაღალ ფასად აძლევდნენ მას ჩვენს მოქალაქეებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა. “ამ საკრედიტო რესურსს ჩვენი ბანკები განათავსებდნენ ორ სექტორში. ერთია მშენებლობა, სადაც შეიქმნა ფინანსური პირამიდები და მეორე, ეს გახლდათ სამომხმარებლო კრედიტი. ჩვენი ბანკები აკრედიტებდნან ტელევიზორების, მაცივრების, მობილურების განვადებით შესყიდვას. არც მობილური, არც ტელევიზორი, არც მაცივარი საქართველოში არ იწარმოება - ანუ, პრაქტიკულად ბანკები საკრედიტო რესურსით აკრედიტებდნენ იმპორტს... ამ ომმა ჩვენ უარყოფითის გარდა პოზიტივიც მოგვა, რასაც მე ვეძახი ომის პარადოქსს. რუსეთის აგრესია რომ არა, გლობალური ფინანსური კრიზისის პირობებში, როცა თავისუფალი ფინანსური რესურსები ძალიან მცირეა და ძალიან ძვირი ღირს, საქართველოს დახმარებას არავინ გაუწევდა. თანაც იმ 4 მილიარდიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას, როგორც დაზარალებულს გამოეყო, 2 მილიარდი არის გრანტი ანუ საჩუქარი”, - აცხადებს ლადო პაპავა და შეკითხვას - “კონკრეტულად რაში დაგვეხმარა ეს 4-მილიარდიანი დახმარება? ხალხს უკვირს, რომ ეს დახმარებები მოსახლეობის ჯიბეებზე არ აისახება...” - პასუხობს: “არაერთხელ მითქვამს, თუ როგორ აყალბებს ინფორმაციას სტატისტიკის დეპარტამენტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამ გაყალბების მიუხედავად, 6 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტზე მეტი ვარდნაა. ამ ვარდნას ვიგრძნოდით ძალიან მძიმედ, ეს დახმარება რომ არ იყოს, სწორედ ამით არის შენარჩუნებული ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა და ამ თანხით გადაიხადეს ბანკებმა ის ვალები, რომელიც ევროპული ბანკებისთვის უნდა გადაეხადათ 2009 წლის აპრილში. ეს დახმარება რომ არა, ჩვენი ბანკები გაკოტრდებოდნენ. ჩვენმა ბანკებმა აიშორეს საბანკო კრიზისები, მაგრამ ეს მათი სწორი მენეჯმენტის დამსახურება კი არა არის, არამედ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, რუსეთის აგრესიის დამსახურებაა”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/119891.html
-
10:20 / 14-12-2009 არც მოღალატეები არც გმირები მოსკოვის საერთაშორისო ჟურნალისტური ფორუმის მონაწილე ქართველი ჟურნალისტები თბილისელი კოლეგების ნაწილმა "თითქმის მოღალატეებად" შერაცხა, მოსკოველი ქართველები კი მათი საქციელის გმირობად მონათვლას ცდილობდნენ... ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან მკითხველისათვის ნაკლებად საინტერესოა, თუ სტატიაზე მუშაობისას რომელ კონფერენციაში მონაწილეობს ავტორი, მაგრამ ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში რამდენიმე დღით ყოფნის გამო თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა მაიძულა, ჩემი მოსაზრება გამეზიარებინა მკითხველისათვის, რადგან ფორუმის მონაწილეთა შორის მეც გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, რაც იქ ხდებოდა. 9-10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ევროპული და აზიური მასმედიისთვის, რომელშიც პოსტსაბჭოური 15 ქვეყნის გარდა (მათ შორის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის და ა.შ.), ჩინეთისა და იტალიის მასმედიის 150 მთავარი რედაქტორი მონაწილეობდა. მათ შორის 12 ქართველი ჟურნალისტიც ვიყავით (მე, როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორი). თბილისში დაბრუნებულს აეროპორტშივე ერთმა ცნობილმა დეპუტატმა ნიშნის მოგებით მკითხა, - ხომ გაგიხარდათ, მედვედევს რომ შეხვდითო... თბილისში ჟურნალისტთა ერთი ჯგუფის (რომლებიც არც მალავენ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობას, რაც ჟურნალისტის პროფესიისთვის დიდად მისასალმებელი არ არის) მიერ ატეხილი აჟიოტაჟის არსი ეს იყო - რატომ წახვედით ჩვენი მტრის, რუსეთის, დედაქალაქში და შეხვდით მის პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს დაბომბვის ბრძანება გასცაო... არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებ, მაგრამ მკითხველმა სიმართლე უნდა იცოდეს: ფორუმის ორგანიზატორებმაც კი წინადღეს გაიგეს პრეზიდენტ მედვედევის სურვილი, მისალმებოდა ევროპული და აზიური მასმედიის წარმომადგენლებს; ასე რომ, ქართველი ჟურნალისტები ამ ფორუმზე მედვედევთან შესახვედრად კი არა, უცხოელ კოლეგებთან სასაუბროდ ჩავიდნენ. პირადად ჩემთვის ეს ფორუმი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემს უცხოელ კოლეგებს ვუხსნიდი, თუ რა ხდება დღეს ოკუპირებულ ქართულ მიწებზე, რა დღეშია კონფლიქტური ზონების საზღვრებთან მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, როგორ აძლიერებს რუსეთი საოკუპაციო ძალებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში და ა.შ. მაგრამ დავუბრუნდეთ ფორუმის იმ დღეს, როდესაც დარბაზში შემოვიდა რუსეთის პრეზიდენტი. მისალმების შემდეგ მედვედევი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. მალხაზ გულაშვილმა მედვედევს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, რომელიც ეხებოდა პირდაპირი ავიარეისების აღდგენას, ზემო ლარსის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნას, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ქართული პროდუქტის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას. მედვედევის პასუხები მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ისევე როგორც საქართველოს პრეზიდენტის, სააკაშვილის მეორე დღესვე გაკეთებული ზომიერი კომენტარი. მედვედევი უკვე წასვლას აპირებდა, როდესაც ჩვენი ჯგუფის წევრმა, თენგიზ პაჭკორიამ, ფორუმის ორგანიზატორების მკაცრი წინააღმდეგობის მიუხედავად, უმიკროფონოდ ხმამაღლა დასმული კითხვით (უფრო სწორად, რჩევით) უკან შემოაბრუნა...ქართული ტელეარხების მოსკოველი კორესპონდენტები იმ დროს ფორუმზე არ იმყოფებოდნენ და ცხადია, რეალურად ვერ ნახავდნენ, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში დარბაზში; ამიტომაც შეიძლება ამ ტელევიზიების მიერ გადაცემული სიუჟეტებიდან ვინმეს დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს ქართველი ჟურნალისტები რუსეთის პრეზიდენტს ეახლნენ... ჟურნალისტი ვალდებულია, ინფორმაცია ყველა დაშვებული, კანონიერი (ზოგჯერ კი უკანონო) გზით მოიპოვოს და როგორ შეიძლებოდა ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება - ქართველ ჟურნალისტებს არ დაესვათ ის კითხვები, რომელიც რუსეთში მცხოვრები მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში დარჩენილი მათი ახლობლებისთვისაც სასიცოცხლოა?!. შეუძლებელია, გულისტკივილით არ ვთქვა: 1992 წლიდან მოყოლებული, შვიდი ომის გაშუქებამ მომიწია წინა ხაზიდან და იქ არც ერთი ის ჟურნალისტი არ მინახავს, ვინც დღეს აქეთ გვასწავლის ჭკუას. ჩემთვის პირადად მოსკოვში ჩასვლა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოპოვების მშვენიერი შესაძლებლობა იყო, მათ შორის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რასაც "კვირის პალიტრის" და "არსენალის" მკითხველს მალე მოვახსენებ. თუკი თბილისში ზოგიერთი (ხელისუფლებასთან დაახლოებული) ჟურნალისტი მოსკოვში წასულ ჩვენს ჯგუფს აკრიტიკებდა და ცდილობდა, საზოგადოების თვალში ჩვენთვის "თითქმის მოღალატეების" იარლიყიც მოეკერებინა, მოსკოველი ქართველების ნაწილი (ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ბაზრობებზე მუშაობენ, თუმცა საღამოთი ქართულ ტელეარხებს უყურებენ) ქუჩაში გვცნობდა და ლამის გმირებად წარმოგვიდგენდა. მაგრამ ჩვენ არც მოღალატეები ვიყავით და არც გმირები, უბრალოდ, ჟურნალისტები გახლდით, რომლებსაც მოგვეცა საშუალება, საქართველოსადმი არა მეგობრულად განწყობილი ქვეყნის პირველი პირისთვის რამდენიმე კითხვა დაგვესვა. ხვალ მედვედევმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ხელი რომ ჩამოართვან (რაც დღეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა გამორიცხული არაფერია), ზოგიერთი დღევანდელი კრიტიკოსი ჟურნალისტი ალბათ პირველი გაიქცევა მოსკოვში და იქიდან საქართველოს საზოგადოების დარწმუნებას დაიწყებს, - ნახეთ, რა დიდი საქმე კეთდებაო... ირაკლი ალადაშვილი ”კვირის პალიტრა”
-
10:39 / 14-12-2009 რუსეთმა საქართველოს და სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა http://www.ambebi.ge/semtxveva/14280-gazsa...heutsyvita.html
-
11:04 / 14-12-2009 სილვიო ბერლუსკონი თავდასხმის მსხვერპლი გახდა... იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უცნობმა სახეში სუვენირი, დუომოს ტაძარის მოზრდილი მაკეტი ესროლა, რის შედეგადაც იტალიის პრემიერმა ორი კბილი დაკარგა. თავდასხმა მილანის ცენტრში, დუომოს მოედანზე, პრემიერის გამოსვლის შემდეგ მოხდა, როდესაც ბერლუსკონი ავტოგრაფებს არიგებდა. ”მათ მე მონსრტად გამოვყავარ, მაგრამ სულაც არ ვარ ასეთი ჯერ ერთი იმიტომ, რომ კარგად გამოვიყურები და მეორეც, წესიერი ადამიანი ვარ”- განაცხადა თავის გამოსვლაში ბერლუსკონიმ. თავდასხმის შემდეგ ქვაფენილზე გაშხლართული პრემიერი თანმხლებმა პირებმა წამოაყენეს და ავტომანქანაში ჩასვეს. 73 წლის პოლიტიკოსს სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. ვიდრე მანქანა დაიძვრებოდა, ბერლუსკონი გადმოვიდა და შეეცადა ავტომობილზე ასვლას, რათა ეჩვენებინა, რომ ყველაფერი წესრიგში აქვს. ”ეს იყო ბერლუსკონის ტიპიური ჟესტი - პოლიტიკოსისა, რომელიც არ უშინდება სირთულეებს”- წერს ბი-ბი-სის კორესპონდენტი. პოლიციამ დააპატიმრა ბერლუსკონიზე თავდამსხმელი - 42 წლის მასიმო ტარტალია, რომელიც, არსებული ცნობებით, ფსიქიურად არის დაავადებული. იტალიური მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი, რომელიც, მისივე თქმით თავს კარგად გრძნობს, საავადმყოფოში ერთ დღეს დაჰყოფს. გამორიცხული არ არის, ინცინდენტის გამო, პირადი დაცვის პასუხიცმგებლობის საკითხი დაისვას. http://www.ambebi.ge/msoplio/14285-silvio-...i-galakhes.html
-
"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა" გოგა ხაინდრავა გაზაფხულისთვის სახიფათო პროგნოზებს აკეთებს - სააკაშვილს მარტო ერთი რამის ეშინია, ეს ძალაა და მას ეს უნდა დავანახვოთ, - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რომელიც არც ყოფილი თანამოაზრეების მიმართ არის კეთილგანწყობილი. - ქართველების გამოფხიზლებას ვცდილობ, მინდა, ჩემს ხალხს ავუხსნა, რომ ქვეყანას აბსოლუტურად მანკიერი ფიგურა მართავს - ადამიანი, რომელსაც არავითარი პრინციპები, ფასეულობები არ გააჩნია, გარყვნილებას თესავს, მისთვის საქართველო არაფერს ნიშნავს. სიმართლის სათქმელად ისე ვიბრძვი, როგორც შემიძლია, თუმცა ალბათ არაეფექტურად ვიბრძვით, არ გვესმის, რომ დათვის ტყავს ჯერ ვერ გავიყოფთ, რადგან დათვი ცოცხალია, ბოგინობს და ტორავს ქვეყანას. ოჯახი არ დატოვა, თავისი სიბილწით არ შეჭრილიყო. კარგად დააკვირდით, რას ჰგვანან, სახეზეც კი ეტყობათ, რა განცხრომაში ცხოვრობენ, არაფერზე არ დარდობენ. "პახმელიაზე", გამოსაფხიზლებლად ცოლი რომ ტაფას გლიჯავს სახეში, ისეთი სახეები აქვთ... ჩვენ კი ლამის გაგვაგიჟა პირადმა ამბიციებმა, "მე" გვაკერია პირზე და ერთმანეთს პირველობას ვეცილებით, არადა, ვერც ერთმა ვერ დავიმსახურეთ პირველობა, იმიტომ, რომ ახლა ამის დრო არ არის. - ოპოზიცია და საზოგადოება უკვე "სხვადასხვა ენაზე" ალაპარაკდნენ, რა არის ამის მიზეზი? - პოლიტიკური ერთობა ვერ შევინარჩუნეთ... იცით, რა არის ჩვენი საზოგადოების უბედურება? მისი აქტიური ნაწილი დღევანდელი დღით ცხოვრობს, იმაზე ფიქრში აღამებენ, რა იშოვონ, რა ჭამონ, რა ჩაიცვან, ვისთან ჩაკოტრიალდნენ... მეორე ნაწილი ილუზიებით ცხოვრობს, მიაჩნიათ, რომ ყველაფერი სხვამ უნდა გაუკეთოს. ორივე მიდგომა მანკიერია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ. - ოპოზიციაზე რას იტყვით? - ოპოზიცია ორ ნაწილადაა გაყოფილი - ერთნი გაუთავებლად ეპაექრებიან ერთმანეთს, მეორენი კი, - შეგნებულად თუ შეუგნებლად, კერპის მსახურებაში დგანან. ორივე ძალა ერთად ლანძღავს სააკაშვილს, მაგრამ მარტო ლანძღვით არაფერი გამოგვდის. ახლა ოპოზიციას პოლიტიკური სიზარმაცის დრო უდგას, იმიტომ, რომ მეც და დანარჩენი ოპოზიციაც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ, - ვიღაც სწორად აზროვნებს, ვიღაც ცდება... ჩემი ყოფილი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს ყველაფერ იმაზე, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში ხდებოდა, პასუხისმგებლობას იხსნიან და ეშინიათ შეცდომების აღიარების, მე არ ვიქცევი ასე და ვამბობ: დიახ, მე ვიყავი ის პეტრე, ვინც ინაუგურაციის დღეს ხალხის დაძვრას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ისინი, ვინც დღეს სხვაგვარად ლაპარაკობს, სულ სხვა განწყობაზე იყვნენ მაშინ. - მაინც? - ნუ ჩამეძიებით, ზოგადი ფრაზიდან ყველაფერი გასაგები უნდა იყოს.. - ბატონო გოგა, თუ ასეთი მძიმე პოლიტიკური ფონია, საზოგადოება რატომ დუმს? - იმიტომ, რომ ხალხიც დააშინეს. არ მეგონა, ასე თუ გალაჩრდებოდა საქართველო. მერაბიშვილისა და სხვა დანარჩენების ეშინიათ, თუმცა მე მერაბიშვილის ძლევამოსილება ძალიან გაზვიადებული მგონია. რა ბაგაჟი აქვს, სასამართლოზე გაირკვევა, როცა ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემა მოუწევს... მათი საქმე ხალხის სტრესის ქვეშ ყოფნაა, სხვა არაფერი შეუძლიათ, მაგრამ უგულავასი მიკვირს, ვიცნობ მის ოჯახს. ბოკერიასიც მიკვირს. ნუთუ ასე დაუბნელა მამონამ გონება? არ მჯერა, რომ ბოკერია მამონასაა აყოლილი. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, რელიგიურმა ექსტრემიზმმა ასე დააბრმაოს ადამიანი, მაგრამ რამიშვილის გადამკიდე, რა უნდა დაემართოს... - ბატონო გოგა, თქვენი თანამოაზრეები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, როგორ აფასებთ მათ შანსებს? - პარტიის დანიშნულება პოლიტიკური ბრძოლაა. ალასანიას "ალიანსი" ძალიან არაპოპულარული გზით მიდის, მაგრამ ეს ერთადერთი ცივილიზებული გზაა. თუმცა, თუ დაინახა ალასანიამ, რომ არაფერი გამოდის, ისიც შეცვლის ბრძოლის ფორმას. დარწმუნებული ვარ, "ქრისტიან-დემოკრატებივით" ეშმაკს მიჰყიდის სულს. ისე, ცნობისთვის, თარგამაძე და მისი მეგობრები "ნაციონალებზე" უარესები არიან. მხოლოდ საკუთარი ინტერესები ადარდებთ. - მაშ, რა გზა დაგრჩათ? - დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნები არ იქნება. ან ღმერთის ნებით, შიგნით მოხდება რაღაც და სააკაშვილი და მისი გუნდი "აითესება", ან სხვა გზა არ რჩება და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ათასჯერ მითქვამს - კომბლებით უნდა გავყაროთ ეს ვიგინდარები ქვეყნიდან. რაც შეიძლებოდა, ყველა მუხლით აღძრეს ჩემ წინააღმდეგ საქმე და ახლა ვეღარაფერს მოიგონებენ. ამიტომ ვამბობ - ერთადერთი, რაც ესმის სააკაშვილს, არის ძალა და ეს ძალა უნდა ვაჩვენოთ. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყოველ დილას შეიძლება გადატრიალებულ ქვეყანაში გავიღვიძოთ. იმედია, საზოგადოება არსებულ ვითარებას რეალურად შეაფასებს და საკუთარი ქვეყნის მომავლის შესაცვლელად მოემზადება. ჟურნალი "რეიტინგი" 14-12-2009 http://www.ambebi.ge/politika/14284-qsaaka...cha-dzalaq.html ლიცემერი: ჩემი აზრით, ეს მასტი სუპერნაძირალაა პ.ს.ნუგზარ შატაიძეს აქვს ასეთი ნოველა. მოქმედება მთიან საქართველოში მიმდინარეობს. ზამთარია, თოვს. სოფელში კინემატოგრაფისტების ჯგუფია ჩასული. ფილმს იღებენ. დილაუთენია მოთხრობის გმირი(კინემატოგრაფისტი) მდინარის პირას სეირნობას იწყებს. მოულოდნელად, ასეთი სურათის მოწმე გახდება: მდინარის გაღმა მგლები ირემს მისდევენ, სადაცაა დაეწევიან კიდეც, მაგრამ ირემი მდინარეში მოასწრებს შესვლას, გადმოცურავს მდინარეს და გამოღმა ნაპირზე გადმოდის(იქ, სადაც კინემატოგრაფისტი დგას). მგლები მდინარეში შესვლას ვერ ბედავენ. გადარჩენილი ირემი ტანს იფერთხავს. თავდაპირველად, ვერ ამჩნევს მის წინ მდგარ ადამიანს, ყურადღება მგლებისკენ აქვს მიპყრობილი. შემდეგ თავს მოაბრუნებს და...ადამიანს დაინახავს! სუნთქვაშეკრული ირემი და კინემატოგრაფისტი რამდენიმე წამის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ. შემდეგ ირემი ელვის სისწრაფით შეტრიალდება და კვლავ მდინარისკენ გაიქცევა, შედის წყალში და მეორე ნაპირისკენ, მგლებისკენ მიცურავს. ადამიანთან შეხვედრას კვლავ მგლებთან ყოფნას, ორ საშინელებიდან მისთვის ნაკლებ საშინელებას არჩევს . ხოდა მეც ორი საშინელებიდან ნაკლებ საშინელებას-მიშას ვარჩევ-თქვენ?
-
http://i069.radikal.ru/0912/a2/b448b15f20a4.jpg 11:04 / 14-12-2009 სილვიო ბერლუსკონი გალახეს... იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის უცნობმა სახეში გაარტყა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს იხილეთ ფოტომასალა http://www.ambebi.ge/potogalerea/category/342.html ლიცემერი: მაგრად "გაულამაზებიათ". :ena: კლიენტი პერმანენტულად შარშია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მაინც "ცვეტშია"
-
სერგეი ბაღაფში - აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში 14 / 12, 2009 10:54 სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელმაც გუშინდელ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 59,4%-ით გაიმარჯვა, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში. როგორც საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, აღნიშნული განცხადება ბაღაფშმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ”მშვენივრად მესმის, რომ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება რთული პროცესია. მოსწონს თუ არა ეს ევროკავშირს ან შეერთებულ შტატებს, ჩვენ ჩვენი გზა ავირჩიეთ. აფხაზეთი აღარასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ ურთიერთობების ასაგებად საკმარის მეგობრებს ვიპოვით”, - განაცხადა ბაღაფშმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
გილოცავ! გაიხარე! მრავალს დაესწარი! :maladec: ჩემთვის დიდი პატივია თქვენნაირი გონიერი უზერის თანაფორუმელობა