-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
დასტურ, ჩემო ლაშა. ძალიან კარგი ადამიანი იყო choxa ოჯახის წევრები
-
T_A_T წამო, წამო შენს განყოფილებაში. შეგიძლია თბილისელობის მახინჯ გაგებაზე გახსნა თემა?
-
ვხუმრობ ძვირფასო. დაბოყინება ხომ ეტიკეტში არ ჯდება
-
ჩვენს მსჯელობას მამაპაპური დაბოყინება მოუხდებოდა ფრიად...T_A_T
-
T_A_T ელიტარული ხინკალია?
-
ორი დღე ამ თემის ჩაძირვა არ იქნება
-
პოლონეთში სამგზავრო მატარებელთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში საქართველოს 30 მოქალაქეა გარეული 15 / 12, 2009 20:13 პოლონეთში, სამგზავრო მატარებელთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტში საქართველოს 30 მოქალაქეა გარეული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის დაზუსტებულია, რომ მატარებელში, რომელიც ვარშავიდან 8 კილომეტრშია გაჩერებული, საქართველოს 30 მოქალაქე იმყოფება. მატარებელში არიან სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებიც, რომლებიც დევნილის სტატუსს ითხოვენ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, მატარებელი მგზავრებს არ გაუტაციათ, მგზავრები მატარებელში უბილეთოდ ჩასხდნენ და მას შემდეგ, რაც მათ მატარებლის დატოვება მოსთხოვეს, უბილეთო მგზავრებმა ჩასვლაზე უარი განაცხადეს და სტრასბურგში გადასვლა მოითხოვეს. ამ დროისთვის მატარებელი გაჩერებულია. საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრად უკვე მიემგზავრება საქართველოს კონსული პოლონეთში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 kisa კიი, ნამდვილად მასეა
-
15 / 12, 2009 19:00 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთში დევნილებთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებს აზუსტებს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინფორმაცია ზუსტება ყველა შესაბამის უწყებასთან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსი ოფიციალურად მიღებული არ აქვთ, მატარებელი გაიტაცეს და სტრასბურგში ჩასვლას ცდილობენ, რათა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პოლონეთის დევნილთა ბანაკებში გაუსაძლისი პირობების შესახებ შეატყობინონ. მატარებელი პოლონეთი-გერმანიის საზღვართან არის გაჩერებული და გამტაცებლებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
kisa ჩემთან არ იხნება , იქნებ შეკუმშული ფორმით დაპოსტო რაზეა საუბარი დავით უსუფაშვილი - მოქმედი მერისთვის მოსახლეობის 31-33 პროცენტი მხარდაჭერა კატასტროფული შედეგია 15 / 12, 2009 21:40 : დავით უსუფაშვილის განცხადებით, IRI-ის კვლევებით სინამდვილეში ის ფაქტი დასტურდება, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან 1:2-ს აგებს. ამის შესახებ "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარემ საერთაშორისო რეპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. "უგულავა დამაჯერებლად ვერ ლიდერობს ვერც ერთი მონაცემებით, რადგან მოქმედი მერისთვის, ქალაქის მოსახლეობის 31-33 პროცენტი მხარდაჭერა კატასტროფული შედეგია. მას 4 წელი და უამრავი მილიონი ჰქონდა იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის თავისი უპირატესობა ეჩვენებინა", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციას მხარს უჭერს გამოკითხულთა ორი მესამედი. აქედან, IRI-ის მონაცემებით, ირაკლი ალასანიას მხარდამჭერების რაოდენობა 21, ხოლო პოტენციური მხარდამჭერების რაოდენობა – 29 პროცენტია, რაც ჯამში 50 პროცენტს უდრის. უსუფაშვილის განცხადებით, ეს ხელისუფლებასთან შედარებით ოპოზიციის ცალსახა გამარჯვებაა. "IRI-ის კვლევებთან დაკავშირებით ერთი დიდი პრობლემაა. ჩვენ სიტყვას ვინახავთ და შედეგებს არ ვახმაურებთ, რადგან ეს IRI-ის მოთხოვნაა, მაგრამ ხელისუფლება შემდეგ ციფრებით მანიპულირებას იწყებს. მაგალითად, დღეს მათ ტირაჟირება გაუკეთეს იმ მონაცემებს, რომლის შეკითხვაც ასე ჟღერს - "ვინ შეძლებს მეტი უცხოური ინვესტიციების მოპოვებას ქალაქისთვის". ამ კითხვაზე პასუხის შედეგით მათ დაასკვნეს, რომ გიგი უგულავას რეიტინგი 35 პროცენტია", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ხელისუფლება პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, თუმცა, ამ ტიპის სატყუარებით ქალაქის მოსახლეობას ვეღარ მოატყუებს. "ხალხი რომ მოტყუებადი ყოფილიყო, ეს შედეგიც არ იქნებოდა. საზოგადოებას ყოველდღე იმდენი ტყუილი ესმის, ამიტომ ჩვენ ამაზე მაინცდამაინც არ ვღელავთ", - განაცხადა უსუფაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
"სააკაშვილის გასაშვებად ერთი გზა დარჩა - ძალა"
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX მისაღებია, მაგრამ გამორიცხულია რომ მიიღონ -
IRI-ის კვლევების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატთა შორის გიგი უგულავა ლიდერობს 15 / 12, 2009 21:03 ტელეკომპანია "იმედის" მიერ მოპოვებული IRI-ის კვლევების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატთა შორის გიგი უგულავას რეიტინგი მის მომდევნო კანდიდატზე სამჯერ მაღალია. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების თანახმად, გიგი უგულავას რეიტინგი 35%, ირაკლი ალასანიას რეიტინგი – 13%, გუბაზ სანიკიძის – 9, გოგი თოფაძის – 4, პაატა ჯიბლაძის – 2, ლევან გაჩეჩილაძის – 3, კობა დავითაშვილის – 3 და ზვიად ძიძიგურის – 3 პროცენტია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ამ გამოკითხვაში კარგად ჩანს ჩვენი ვირტუალური სახელმწიფოს მთელი ხიბლი
-
გამარჯობა ნინო :2kiss: ფრთადაღლილი ვეშვები დაბლა და ღმერთს ძალა მომეციო ვთხოვ, ჰორიზონტზე შავი მომავალი ჩანს, თოვს
-
დღეს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 ილუზორული ბედნიერების გარდა სხვა რაღა დაგვრჩენია, ჩემო დიტო? -
gadya ნურას უკაცრავად@მიშა არა?
-
ალექსანდრე კვიტაშვილმა H1N1 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა 15 / 12, 2009 14:18 საქართველოში H1N1 ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, დღეს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სულ ნოემბერ–დეკემბრის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული იყო 1750 ადამიანი, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ადამიანებისა განიკურნა და ისინი ყველა კარგად გრძნობენ თავს. აღნიშნული ვირუსით ადამიანების გარდაცვალების მხოლოდ 4 შემთხვევა დაფიქსირდა, ვინაიდან, ავადმყოფებმა დროზე არ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. კვიტაშვილის ინფორმაციით, ნოემბერ–დეკემბრის განმავლობაში, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართა სულ 45000 ადამიანმა და აქედან ლეტალურად დასრულდა მხოლოდ ზემოთ აღნიშნული 4 შემთხვევა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ რაოდენობაზე მეტი როგორც ტამიფლუ, ასევე რელენზა. მისი ინფორმაციით, სულ ტამიფლუს დოზა შეადგენს 146000–ს, ხოლო რელენზას დოზა 35000–ია. მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ვირუსის თვითმკურნალობა დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია ტამიფლუსა და რელენზას პრევენციის მიზნით მიღებაც. ამიტომ მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. მისივე ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის განმავლობაში შემცირდა სასწრაფოს გამოძახების შემთხვევები, რაც კარგი ნიშანია. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ვაგროვებ ალასანის ჯგუფის წინააღმდეგ კომპრომატებს
ლ ი ც ი replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ირაკლი ალასანია - სასოწარკვეთილი კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს 15 / 12, 2009 16:16 რაკლი ალასანიას განცხადებით, მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბოლო დროს პრესაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს. ამის შესახებ ~ალიანსი საქართველოსთვის~ ლიდერმა დღეს, ~ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების~ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ~სასოწარკვეთილი კამპანია, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარეობს ამორალურია და ხელისუფლების პოლიტიკურ სისუსტეზე მიუთითებს. ეს კამპანია ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს. მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ ჩემი და ჩემი პოლიტიკური ძალის მიზანი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაა და მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით ამ მიზანს მივაღწევთ~, - განაცხადა ალასანიამ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 -
lasha_alo ენამ არ გიყივლოს
-
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2009 15 / 12, 2009 11:37 • რა ურჩიეს ექსპერტებმა ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების მიმართ სტრატეგიასთან დაკავშირებით • მერაბ ბერძენიშვილის “გამარჯვების მემორიალს”, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ რა ურჩიეს ექსპერტებმა ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების მიმართ სტრატეგიასთან დაკავშირებით “ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხილვის მეორე რაუნდი “თბილისი მარიოტში” გაიმართა, სადაც რეინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ: უარი ტერმინს “ოკუპირებული ტერიტორიები”, რადგან ასე არ თვლიან სოხხუმსა და ცხინვალში და ეს მათ აღიზიანებთ; საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ეს არის კონფლიქტი არა მარტო რუსეთთან, არამედ ოსებთან და აფხაზებთან, რადგან ისინი თვლიან, რომ მათი იგნორირება ხდება; უნდა გააქტიურდეს ინტერნეტსაშუალებებით საინფორმაციო ომის წარმოება და ბოლოს, საქართველომ უნდა გააუქმოს აკრძალვა არაქართველი ჟურნალისტებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ჩასვლაზე - ეს იყო ძირითადი შენიშვნები დახურულ შეხვედრაზე შეკრებილი ექსპერტების მხრიდან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება ექსპერტებთან კონფლიქტებზე მსჯელობს / “მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ვუთხარით”. “კრიტიკა გამოიწვია ტერმინების არასწორმა გამოყენებამ - აფხაზები და ოსები არ თვლიან თავს ოკუპირებულებად და არასწორია დოკუმენტში რეგიონების მუდმივად ასე მოხსენიება. შიგნით ამ ოკუპაციაზე ძალიან კორექტულად წერია და სჯობს იყოს კონფლიქტური ტერიტორია, ან უბრალოდ აფხაზეთი და ოსეთი”, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაღარეიშვილი. “გამოვთქვი შენიშვნა, რომ დოკუმენტში საინფორმაციო ომის პრინციპები უნდა იყოს მოცემული. განმიმარტეს, რომ ეს ზოგადად გათვალისწინებულია და ამასთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტი შეიქმნება,” - ამბობს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ ასევე უნდა გამარტივდეს ჟურნალისტებისთვის კონფლიქტური რეგიონებიდან საქართველოს საზღვრის გადმოლახვის საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემა. “შენიშვნები ბევრი იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ შენიშვნებს იწერდა. არაკორექტული იქნება ვისაუბრო - აი, რა არ ჰქონდათ გათვალისწირებული და მე ჩავაწერინე. თუკი დაწერენ დოკუმენტს, სადაც არ იქნება ჩვენი არსებითი შენიშვნები, მერე შემიძლია გავაკრიტიკო. ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იყო ის, რომ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, მაგრამ ამავდროულად არ უნდა გავექცეთ შიდა კონფლიქტის აღიარებას. ეს აუცილებელია. აფხაზები ელოდებიან, რომ ჩვენ ვაღიარებთ შიდა კონფლიქტს და იმას, რომ ეს მათთან არის მოსაგვარებელი. თუკი აღიარებას არ გავაკეთებთ, გამოდის, რომ აფხაზებთან და ოსებთან არ ვაპირებთ რამეს მოგვარებას, მხოლოდ გარეთ, რუსეთისკენ ვიყურებით. შიდა კონფლიქტის აღიარებით შენ ცნობ, რომ ეს შენი ტერიტორიებია და ამ კონფლიქტების მოგვარებას შიდა რესურსებითაც აპირებ. გარდა ამისა იყო ისტორიული მიმოხილვა, სადაც ყველაფერი რუსეთს ბრალდებოდა. ვთქვი, რომ ან ეს თავი მთლიანად ამოვიღოთ, ან ქართული პასუხისმგებლობაც ჩავდოთ. საკითხის დასმაში დაგვეთანხმდნენ და თქვეს, რომ გაითვალისწინებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. “იყო საუბარი, რომ რუსეთის მხრიდან ჟურნალისტები ჩადიან კონფლიქტურ რეგიონებში, მათ შემდეგ საქართველოში შემოსვლის პრობლემები აქვთ. ჟურნალისტი ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს და ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანები შემოდიოდნენ. რაც უფრო მეტი ჟურნალისტი შევა სოხუმში, მათზე გავლენი მეტი იქნება. ბევრი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში და უფრო იოლია და იაფიც, რუსეთიდან შევიდეს აფხაზეთსა და ოსეთში. რადგან საქართველოს ოფიციალურად აკრძალული აქვს რუსეთის მხრიდან შესვლა, ამის გამო ძალიან ბევრი შესვლას ვერ ახერხებს. ესეც ჩაინიშნეს და გავითვალისწირებთო”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “ეს არის სამუშაო დოკუმენტი, ამ დოკუმენტს ფორმა აქვს მიცემული, მაგრამ შინაარსი დასახვეწია. პირველი შეხვედრა ბაზალეთზე იყო. მაშინ წინადადებები შევაჯერეთ, რომლის შეჯერების საფუძველზე შეიქმნა ეს დოკუმენტიც. ამ მეორე შეხვედრაზე უამრავი შენიშვნა ჩაიწერეს. პირველ რიგში შენიშვნა ეხებოდა ენას, რთული ენით იყო დაწერილი. ვითხოვე, რომ დეკლარაციის ნაწილი ყოფილიყო უფრო მოკლე. რაც შეეხება შინაარსს - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი თემა, რომელიც დოკუმენტში ვერ ვნახე, თუმცა მითხრეს, რომ დოკუმენტში ამის გადმოცემა არ იყო საჭირო - კერძოდ, ვთვლი, რომ სტრატეგია ვერ იქნება ეფექტური და თავის როლს ვერ შეასრულებს, თუკი სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა არ იქნება. საინფორმაციო ომის პრინციპები უნდა იყოს მოცემული. აფხაზს და ოსს როგორ უნდა გააგებინო, შენ რა გინდა? მეორეც - აუცილებლად საჭიროა საინფორმაციო საშუალებებით გარკვეული ზემოქმედება გვქონდეს რუსულ საზოგადოებასთან. ვთვლი, რომ აქამდე შექმნილი ინტერნეტ და ბეჭდვითი საშუალებები არ იყო ეფექტური და უფრო ეფექტურად და გასაგებად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გუშინ, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ექსპერტებთან ერთად განიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია. მინისტრი დაინტერესებულია, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ახალ ხედვებზე საზოგადოებათში ფართო კონსენსუსი იყოს. დოკუმენტზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება. მანამდე იაკობაშვილს, ანალიტიკოსების შემდეგ, პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვა აქვს დაგეგმილი”, - წერს გაზეთ “24 საათი” სტატიაში სათაურით სტრატეგია, რომლითაც ყველა უნდა დაინტერესდეს. “გვქონდა შენიშვნები და წინადადებები. შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა. თითოეული მონაწილე ამ დოკუმენტს სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიუდგა. მომავალში ალბათ დოკუმენტი დაიხვეწება და უფრო უკეთ ჩამოყალიბდება ის ხედვები, რომლებით წინა (ბაზალეთის) და ამ შეხვედრაზე წარმოადგინეს. გარკვეული ტერმინები დასახვეწია. გარდა ამისა, ვფიქრობ, არაპრაგმატულია ამ დოკუმენტში მგძნობიარე საკითხების აღნიშვნა... მქონდა ასევე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დაუჭიროს პროექტებს, რომელსაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთობლივად განახორციებენ. ამ საკითხის მიმართ სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ჩემს მიდგომას ემთხვევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მერაბ ბერძენიშვილის “გამარჯვების მემორიალს”, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ “ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა უკვე დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი მშენებლები პირველად რასაც მიადგნენ, ეს არის მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული მემორიალი, რომელიც სიმბოლურად ასახავს ქართველი კაცის ბრძოლას და მის კავშირს ღმერთთან, მომავალთან. გავრცელექული ინფორმაციით, მემორიალის აფეთქებას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. როგორც გუშინ “ალიასთვის” გახდა ცნობილი, ბატონმა მერაბმა იმდენად განიცადა ხელისუფლების თავხედობა, თითქოს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა რეაქცია ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილს ქუთაისში მისი შექმნილი მემორიალის აღებაზე? “ტყუილია, ცუდად არ გამხდარა და ვაჟკაცურალ შეხვდა ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნებო ბოლოს. შეიძლება გული გაუსკდეს მერე. ჯერჯერობით ძალიან ვაჟკაცურად არის. უბრალოდ, გული ეტკინა - რას გადაეკიდნენ ამ ქანდაკებებს? ბულდოზერი მუშაობდა გუშინ და ანგრევდა საშინლად. ახლა მე ძალიან მაინტერესებს, ჯართად გაყიდიან თურქეთში? ის პატარა ბავშვები რომაა, ტონაა თითო. მერაბს ამ თემაზე ლაპარაკი სურს. არ დაგელაპარაკება, ნერვები ეშლება, გინდათ რომ მოკვდეს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე ქალბატონი კირა”, - აღნიშნავს გამოცემა. “მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ გამარჯვების მემორიალს, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ. ადგილობრივი “ახალი გაზეთი” ცნობით, ეს 21 დეკემბერს პრეზიდენტის დაბადების დღეზე მოხდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დღეს სააკაშვილი ქუთაისში ჩასვლას გეგმავს. მონუმენტის ადგილას მალე პარლამენტის შენობის მშენებლობა უნდა დაიწყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბერძენიშვილის მემორიალს სააკაშვილის დაბადების დღეზე ააფეთქებენ / “არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის”. “გამარჯვების მემორიალის” ნგრევა და დემონტაჟი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა მიდის. ძეგლის დემონტაჟს კი კომპანია “ლიტოკონსტრუქცია” ახორციელებს. უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსან “მზეჭაბუკის” ქანდაკება, რომელსაც ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი განადგურდება. მემორიალი ქუთაისში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა”, - აღნიშნავს გამოცემა. “საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძეგლის დემონტაჟს წინ უძღოდა მერაბ ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ერთი თვის წინ გადაიცა “კავკასიის” ეთერით და საგაზეთო მიმართვა, რომელიც “ახალ გაზეთში” გამოქვეყნდა: “მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ ბატონებო... კომპოზიის ცენტრალურ ნაწილში დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი სირცხვილო!” - ნათქვამი იყო მოქანდაკის მიმართვაში. ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ბერძენიშვილის ძეგლის აღდგენას, თუმცა ეს პირობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის ადგილად სწორედ “გამარჯვების მემორიალის” ტერიტორია შეირჩა”, - დასძენს გამოცემა. “ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობა მემორიალის ტერიტორიაზე აშენდებოდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ საოფისე ფართს ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ, ამ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის თვითმმართველობაში. ძეგლის დემონტაჟისთვის დაქირავებული მუშები “ახალ გაზეთთან” საუბრისას ამბობენ, რომ ისინი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქუთაისში, როდესაც ის ერთ-ერთი ოჯახში, სწორედ ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ნუცუბიძეს “რეზონანსის” კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს და ტელეფონს თიშავს”, - წერს სტატიის ავტორი. “რას მეუბნებით? კი მაგრამ, მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მეგონა იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ თურმე მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის - აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა “ახალ გაზეთთან” საუბარში. ქუთაისი კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე ამბობს, რომ საქმის კურსში არაა, რადგან რამდენიმე დღეა, ავად არის და რაც იქ ხდება, სხვისგან იცის...” - დასძენს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120019.html ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2009 15 / 12, 2009 11:37 • რა ურჩიეს ექსპერტებმა ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების მიმართ სტრატეგიასთან დაკავშირებით • მერაბ ბერძენიშვილის “გამარჯვების მემორიალს”, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ რა ურჩიეს ექსპერტებმა ხელისუფლებას კონფლიქტური რეგიონების მიმართ სტრატეგიასთან დაკავშირებით “ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის განხილვის მეორე რაუნდი “თბილისი მარიოტში” გაიმართა, სადაც რეინტრეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები 20-მდე ექსპერტს შეხვდნენ: უარი ტერმინს “ოკუპირებული ტერიტორიები”, რადგან ასე არ თვლიან სოხხუმსა და ცხინვალში და ეს მათ აღიზიანებთ; საქართველომ უნდა აღიაროს, რომ ეს არის კონფლიქტი არა მარტო რუსეთთან, არამედ ოსებთან და აფხაზებთან, რადგან ისინი თვლიან, რომ მათი იგნორირება ხდება; უნდა გააქტიურდეს ინტერნეტსაშუალებებით საინფორმაციო ომის წარმოება და ბოლოს, საქართველომ უნდა გააუქმოს აკრძალვა არაქართველი ჟურნალისტებისთვის კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის მხრიდან ჩასვლაზე - ეს იყო ძირითადი შენიშვნები დახურულ შეხვედრაზე შეკრებილი ექსპერტების მხრიდან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება ექსპერტებთან კონფლიქტებზე მსჯელობს / “მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ვუთხარით”. “კრიტიკა გამოიწვია ტერმინების არასწორმა გამოყენებამ - აფხაზები და ოსები არ თვლიან თავს ოკუპირებულებად და არასწორია დოკუმენტში რეგიონების მუდმივად ასე მოხსენიება. შიგნით ამ ოკუპაციაზე ძალიან კორექტულად წერია და სჯობს იყოს კონფლიქტური ტერიტორია, ან უბრალოდ აფხაზეთი და ოსეთი”, - ამბობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაღარეიშვილი. “გამოვთქვი შენიშვნა, რომ დოკუმენტში საინფორმაციო ომის პრინციპები უნდა იყოს მოცემული. განმიმარტეს, რომ ეს ზოგადად გათვალისწინებულია და ამასთან დაკავშირებით ცალკე დოკუმენტი შეიქმნება,” - ამბობს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე და დასძენს, რომ ასევე უნდა გამარტივდეს ჟურნალისტებისთვის კონფლიქტური რეგიონებიდან საქართველოს საზღვრის გადმოლახვის საკითხი”, - აღნიშნავს გამოცემა. “შენიშვნები ბევრი იყო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ შენიშვნებს იწერდა. არაკორექტული იქნება ვისაუბრო - აი, რა არ ჰქონდათ გათვალისწირებული და მე ჩავაწერინე. თუკი დაწერენ დოკუმენტს, სადაც არ იქნება ჩვენი არსებითი შენიშვნები, მერე შემიძლია გავაკრიტიკო. ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა იყო ის, რომ დოკუმენტში საუბარია მხოლოდ ქართულ-რუსულ კონფლიქტზე, მაგრამ ამავდროულად არ უნდა გავექცეთ შიდა კონფლიქტის აღიარებას. ეს აუცილებელია. აფხაზები ელოდებიან, რომ ჩვენ ვაღიარებთ შიდა კონფლიქტს და იმას, რომ ეს მათთან არის მოსაგვარებელი. თუკი აღიარებას არ გავაკეთებთ, გამოდის, რომ აფხაზებთან და ოსებთან არ ვაპირებთ რამეს მოგვარებას, მხოლოდ გარეთ, რუსეთისკენ ვიყურებით. შიდა კონფლიქტის აღიარებით შენ ცნობ, რომ ეს შენი ტერიტორიებია და ამ კონფლიქტების მოგვარებას შიდა რესურსებითაც აპირებ. გარდა ამისა იყო ისტორიული მიმოხილვა, სადაც ყველაფერი რუსეთს ბრალდებოდა. ვთქვი, რომ ან ეს თავი მთლიანად ამოვიღოთ, ან ქართული პასუხისმგებლობაც ჩავდოთ. საკითხის დასმაში დაგვეთანხმდნენ და თქვეს, რომ გაითვალისწინებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. “იყო საუბარი, რომ რუსეთის მხრიდან ჟურნალისტები ჩადიან კონფლიქტურ რეგიონებში, მათ შემდეგ საქართველოში შემოსვლის პრობლემები აქვთ. ჟურნალისტი ინფორმაციას აგროვებს და ავრცელებს და ჩვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ასეთი ადამიანები შემოდიოდნენ. რაც უფრო მეტი ჟურნალისტი შევა სოხუმში, მათზე გავლენი მეტი იქნება. ბევრი უცხოელი ცხოვრობს და მუშაობს რუსეთში და უფრო იოლია და იაფიც, რუსეთიდან შევიდეს აფხაზეთსა და ოსეთში. რადგან საქართველოს ოფიციალურად აკრძალული აქვს რუსეთის მხრიდან შესვლა, ამის გამო ძალიან ბევრი შესვლას ვერ ახერხებს. ესეც ჩაინიშნეს და გავითვალისწირებთო”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. “ეს არის სამუშაო დოკუმენტი, ამ დოკუმენტს ფორმა აქვს მიცემული, მაგრამ შინაარსი დასახვეწია. პირველი შეხვედრა ბაზალეთზე იყო. მაშინ წინადადებები შევაჯერეთ, რომლის შეჯერების საფუძველზე შეიქმნა ეს დოკუმენტიც. ამ მეორე შეხვედრაზე უამრავი შენიშვნა ჩაიწერეს. პირველ რიგში შენიშვნა ეხებოდა ენას, რთული ენით იყო დაწერილი. ვითხოვე, რომ დეკლარაციის ნაწილი ყოფილიყო უფრო მოკლე. რაც შეეხება შინაარსს - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი თემა, რომელიც დოკუმენტში ვერ ვნახე, თუმცა მითხრეს, რომ დოკუმენტში ამის გადმოცემა არ იყო საჭირო - კერძოდ, ვთვლი, რომ სტრატეგია ვერ იქნება ეფექტური და თავის როლს ვერ შეასრულებს, თუკი სერიოზული საინფორმაციო უზრუნველყოფა არ იქნება. საინფორმაციო ომის პრინციპები უნდა იყოს მოცემული. აფხაზს და ოსს როგორ უნდა გააგებინო, შენ რა გინდა? მეორეც - აუცილებლად საჭიროა საინფორმაციო საშუალებებით გარკვეული ზემოქმედება გვქონდეს რუსულ საზოგადოებასთან. ვთვლი, რომ აქამდე შექმნილი ინტერნეტ და ბეჭდვითი საშუალებები არ იყო ეფექტური და უფრო ეფექტურად და გასაგებად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას მამუკა არეშიძე. “რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გუშინ, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ექსპერტებთან ერთად განიხილა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგია. მინისტრი დაინტერესებულია, რომ ოკუპირებული რეგიონების მიმართ ახალ ხედვებზე საზოგადოებათში ფართო კონსენსუსი იყოს. დოკუმენტზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება. მანამდე იაკობაშვილს, ანალიტიკოსების შემდეგ, პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების გამართვა აქვს დაგეგმილი”, - წერს გაზეთ “24 საათი” სტატიაში სათაურით სტრატეგია, რომლითაც ყველა უნდა დაინტერესდეს. “გვქონდა შენიშვნები და წინადადებები. შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა. თითოეული მონაწილე ამ დოკუმენტს სახელმწიფოებრივი აზროვნებით მიუდგა. მომავალში ალბათ დოკუმენტი დაიხვეწება და უფრო უკეთ ჩამოყალიბდება ის ხედვები, რომლებით წინა (ბაზალეთის) და ამ შეხვედრაზე წარმოადგინეს. გარკვეული ტერმინები დასახვეწია. გარდა ამისა, ვფიქრობ, არაპრაგმატულია ამ დოკუმენტში მგძნობიარე საკითხების აღნიშვნა... მქონდა ასევე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დაუჭიროს პროექტებს, რომელსაც ქართველები, აფხაზები და ოსები ერთობლივად განახორციებენ. ამ საკითხის მიმართ სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ჩემს მიდგომას ემთხვევა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მერაბ ბერძენიშვილის “გამარჯვების მემორიალს”, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ “ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობა უკვე დაიწყეს. მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი მშენებლები პირველად რასაც მიადგნენ, ეს არის მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული მემორიალი, რომელიც სიმბოლურად ასახავს ქართველი კაცის ბრძოლას და მის კავშირს ღმერთთან, მომავალთან. გავრცელექული ინფორმაციით, მემორიალის აფეთქებას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. როგორც გუშინ “ალიასთვის” გახდა ცნობილი, ბატონმა მერაბმა იმდენად განიცადა ხელისუფლების თავხედობა, თითქოს გულის შეტევა დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა რეაქცია ჰქონდა მერაბ ბერძენიშვილს ქუთაისში მისი შექმნილი მემორიალის აღებაზე? “ტყუილია, ცუდად არ გამხდარა და ვაჟკაცურალ შეხვდა ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, რა იქნებო ბოლოს. შეიძლება გული გაუსკდეს მერე. ჯერჯერობით ძალიან ვაჟკაცურად არის. უბრალოდ, გული ეტკინა - რას გადაეკიდნენ ამ ქანდაკებებს? ბულდოზერი მუშაობდა გუშინ და ანგრევდა საშინლად. ახლა მე ძალიან მაინტერესებს, ჯართად გაყიდიან თურქეთში? ის პატარა ბავშვები რომაა, ტონაა თითო. მერაბს ამ თემაზე ლაპარაკი სურს. არ დაგელაპარაკება, ნერვები ეშლება, გინდათ რომ მოკვდეს?” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე ქალბატონი კირა”, - აღნიშნავს გამოცემა. “მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შექმნილ გამარჯვების მემორიალს, რომლის დემონტაჟი ქუთაისში 12 დეკემბრიდან მიმდინარეობს, რამდენი დღეში ააფეთქებენ. ადგილობრივი “ახალი გაზეთი” ცნობით, ეს 21 დეკემბერს პრეზიდენტის დაბადების დღეზე მოხდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დღეს სააკაშვილი ქუთაისში ჩასვლას გეგმავს. მონუმენტის ადგილას მალე პარლამენტის შენობის მშენებლობა უნდა დაიწყოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ბერძენიშვილის მემორიალს სააკაშვილის დაბადების დღეზე ააფეთქებენ / “არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის”. “გამარჯვების მემორიალის” ნგრევა და დემონტაჟი ქუთაისში უკვე რამდენიმე დღეა მიდის. ძეგლის დემონტაჟს კი კომპანია “ლიტოკონსტრუქცია” ახორციელებს. უკვე აღებულია მემორიალის წინ მდებარე ცხენოსან “მზეჭაბუკის” ქანდაკება, რომელსაც ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლის შენობასთან უპირებენ გადატანას. ხოლო უშუალოდ მემორიალი განადგურდება. მემორიალი ქუთაისში 1980-იანი წლების დასაწყისში დაიდგა და იგი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდებას მიეძღვნა”, - აღნიშნავს გამოცემა. “საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძეგლის დემონტაჟს წინ უძღოდა მერაბ ბერძენიშვილის სატელევიზიო ინტერვიუ, რომელიც ერთი თვის წინ გადაიცა “კავკასიის” ეთერით და საგაზეთო მიმართვა, რომელიც “ახალ გაზეთში” გამოქვეყნდა: “მემორიალის რელიეფის ერთი ნაწილი გამოგლეჯილია! ის ჩემი გულის ნაწილია. ამიტომ ჩემი გულისტკივილი თუ მძაფრად გამოვხატე, მომიტევეთ ბატონებო... კომპოზიის ცენტრალურ ნაწილში დედის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც მძარცველებმა მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოახერხეს, ვაი სირცხვილო!” - ნათქვამი იყო მოქანდაკის მიმართვაში. ამ ტექსტის გავრცელების შემდეგ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებოდნენ, რომ ისინი ყველანაირად შეეცდებოდნენ ბერძენიშვილის ძეგლის აღდგენას, თუმცა ეს პირობა ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ქუთაისში პარლამენტის შენობის ადგილად სწორედ “გამარჯვების მემორიალის” ტერიტორია შეირჩა”, - დასძენს გამოცემა. “ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ პარლამენტის შენობა მემორიალის ტერიტორიაზე აშენდებოდა, ხოლო მოგვიანებით გაირკვა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ახალ საოფისე ფართს ბერძენიშვილის ძეგლი შეეწირა. ვინ მიიღო გადაწყვეტილება ძეგლის დემონტაჟის შესახებ, ამ ინფორმაციას არ ფლობენ ქუთაისის თვითმმართველობაში. ძეგლის დემონტაჟისთვის დაქირავებული მუშები “ახალ გაზეთთან” საუბრისას ამბობენ, რომ ისინი პრეზიდენტის დავალების შესაბამისად მოქმედებენ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი 30 ნოემბერს იმყოფებოდა ქუთაისში, როდესაც ის ერთ-ერთი ოჯახში, სწორედ ავტოქარხნის დასახლებაში მივიდა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ნუცუბიძეს “რეზონანსის” კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს და ტელეფონს თიშავს”, - წერს სტატიის ავტორი. “რას მეუბნებით? კი მაგრამ, მე არაფერს მეკითხებიან? ქუთაისში, მეგონა იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც ეს ძეგლი მივუძღვენი, მაგრამ თურმე მათთვის მთავარი კუჭი ყოფილა. არამი იყოს, ალბათ, ჩემი შრომა მაგ ქალაქისთვის - აი, ეს მათქმევინეს ბოლოს და ბოლოს”, - განაცხადა ბერძენიშვილმა “ახალ გაზეთთან” საუბარში. ქუთაისი კულტურის სამსახურის უფროსი გიზო თავაძე ამბობს, რომ საქმის კურსში არაა, რადგან რამდენიმე დღეა, ავად არის და რაც იქ ხდება, სხვისგან იცის...” - დასძენს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120019.html
-
ახალი განყოფილება გაიხსნა და თუ შემოიჭყიტებით ძლიერ დამავალებთ : http://planeta.ge/index.php?showforum=189 პატარა ცუღლუტობისთვის ;): ადმინისტრაციასთან ბოდიშს ვიხდი
-
სერგეი ბაღაფშმა ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა 15 / 12, 2009 11:56 სოხუმის რეჟიმის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება. პრეზიდენტ მერკუს სტივენის სახელზე დაწერილი მიმართვა ბაღაფშმა ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრს კირენ კეკეს გადასცა, რომელიც აფხაზეთში ვიზიტით იმყოფება. სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე კეკემ აღნიშნა, რომ ნაურუში აფხაზეთის შესახებ მხოლოდ დასავლური მედიიდან იციან და აფხაზეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. “მას შემდეგ, რაც 1967 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების აღიარება, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. 1967 წელს ნაურუს მხარდასაჭერად რუსეთის ხმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. მაგრამ თქვენ გჭირდებათ როგორც ყველაზე დიდი, ისე ყველაზე პატარა სახელმწიფოების მხარდაჭერა, რადგან გაერო-ში ქვეყნის ზომას მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კეკემ. პასუხად ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთიც პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ამის გამო აფხაზეთი თავს რომელიმე სახელმწიფოზე ნაკლებად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. ნაურუს რესპუბლიკას დამოუკიდებლობის აღიარება ე.წ. სამხრეთ ოსეთმაც სთხოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
15 / 12, 2009 12:23 H1N1 ვირუსის შედეგად საქართველოში სამი ადამიანი გარდაიცვალა. ე.წ. ~ღორის გრიპის~ ვირუსის შედეგად თბილისში ორი, ბათუმში კი ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. თბილისელი ქალბატონებიდან ერთი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობდა. ფეხმძიმე ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დედა გარდაიცვალა. 42 წლის ირმა ბენაშვილი კი ინფექციურ საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს დაიღუპა. ექიმების განცხადებით, ორივე პაციენტმა დაგვიანებით მიმართა კლინიკას, რის შედეგადაც ორმაგი პნევმონია და დაავადების შემდგომი გართულებები განუვითარდათ. ბათუმში გარდაცვლილმა ქალბატონმა ასევე რამდენიმე დღის დაგვიანებით მიმართა ექიმს. სამივე პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. H1N1 ვირუსით საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ევროკავშირი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს 15 / 12, 2009 10:42 ევროკავშირი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა მიიღო ინფორმაცია 12 დეკემბერს საქართველოს ტერიტორიაზე - აფხაზეთში ჩატარებული “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ. ”ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც საერთაშორისო სამართლით არის აღიარებული”, - ნათქვამია განცხადებაში. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 აშშ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს 15 / 12, 2009 10:54 ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის იან კელის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. “შეერთებული შტატები წუხს 12 დეკემბერს საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში “არჩევნების” ჩატარების გადაწყვეტილების გამო და არ აღიარებს ამ არჩევნების არც კანონიერებას და არც შედეგებს. შეერთებული შტატები ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას", - ნათქვამია კელის განცხადებაში. სოხუმის რეჟიმმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩაატარა. დე-ფაქტო არჩვენებში 61,16%-ით სერგეი ბაღაფშმა გაიმარჯვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1