-
პოსტები
7.714 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
3
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ლ ი ც ი
-
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა 19 / 12, 2009 19:02 ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. “ინტერპრესნიუსი’’ რამდენიმე საათიანი მცდლობის შემდეგ, ქალაქის ვიცე-მერს, დავით გორდელაძეს ტელეფონით დაუკავშირდა, რათა დაეზუსტებინა მემორიალის აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ვინაობა. თუმცა, როგორც გორდელაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, "ქალაქში არ იმყოფება" და, შესაბამისად, ჩვენთვის ზუსტი ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლო. ამასთან, მცდელობების მიუხედავად, საერთოდ ვერ მოხერხდა დაკავშირება ქუთაისის მერის მლვალეობის შემსრულებელ ზაზა ნუცუბიძიესთან. ~დიდების მემორიალის~ აფათქების შედეგად, მთავარი პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა ვინაობა ოფიციალურად არ კონკრეტდება, თუმცა, “ინტერპრესნიუსის~ ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა. ქუთაისში მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. მომხდარის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა. ქუთაისში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაწყებულია გამოძიება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
http://s52.radikal.ru/i135/0912/e1/87cc02208dcc.jpg “დიდების მემორიალის” აფეთქებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება 19 / 12, 2009 18:31 ქუთაისში, “დიდების მემორიალის” აფეთქებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ავტოქარხნის ტერიტორიის მცხოვრებლები პირად საუბრებში ამბობენ, მცხოვრებლებს მიმართეს, დაეტოვებინათ ტერიტორია, თუმცა ეს არ ყოფილა კატეგორიული მოთხოვნა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, მოსახლეობას უთხრეს, რომ აფეთქება შესაძლოა, მომხდარიყო დღეს ან 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ქუთაისში ჩასვლის დროს. “სწორედ ამ გაურკვეველი ინფორმაციის გამო მოხდა, რომ ბინები ყველას არ დაუცლია”,-ამბობს მოსახლეობა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს გარდაცვლილი 8 წლის ნინო ჯინჭარაძე, დედასთან ერთად, აფეთქების დროს ავტოფარეხის უკან იმალებოდნენ, გოგონას ბეტონის ნამსხვრევი მოხვდა. "დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კომპანია "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ფოტო ”რადიო ძველმა ქალაქმა” მოგვაწოდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
“დიდების მემორიალის” აფეთქების შედეგად ამ დროისთვის მხოლოდ 8 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი დასტურდება 19 / 12, 2009 17:54 ქუთაისში, “დიდების მემორიალის” აფეთქების შედეგად ამ დროისთვის მხოლოდ 8 წლის გოგონას, ნინო ჭინჭარაძის გარდაცვალების ფაქტი დასტურდება. აფეთქების შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არის გარდაცვლილი გოგონას დედა, ეკა ჭინჭარაძე, რომლის გარდაცვალების შესახებაც ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია. დაშავებულები ავტოქარხნის საავადმყოფოდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. მემორიალის აფეთქება მის დემონტაჟს უკავშირდება. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. მომხდარის გამო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
bimo და ამაზე მგონი არც არავინ დაობს
-
მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა 19 / 12, 2009 17:40 ქუთაისში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა. მომხდარის გამო მიხეილ სააკაშვილი კოპენჰაგენიდან თბილისში ბრუნდება. ქუთაისში, ~დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი დაიღუპნენ. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 წადი შენი დედაც ...
-
„დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პირი ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს 19 / 12, 2009 17:20 ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დაშავებული ორი პირი ეკა ცუცხვაშვილი და ირაკლი ჯინჭარაძე ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, არიან სხვა დაშავებულებიც, თუმცა ჯერ დაუზუსტებელია, რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეს ისინი. ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ბავშვთა საავადმყოფოში 8 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი დაუდასტრეს. თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით კი, ბავშვთან ერთად, გარდაცვლილია მისი დედაც. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ქუთაისში მემორიალის აფეთქების შედეგად დედა-შვილი დაიღუპა 19 / 12, 2009 17:11 ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი დაიღუპნენ. დაღუპული გოგონა 8 წლის ნინო ჯინჭარაძეა. ინფორმაცია ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მემორიალის დამონტაჟთან დაკავშირებულ აფეთქებას „საქფეთქმრეწვი“ აწარმოებდა. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. მემორიალის აფეთქება მის დემონტაჟს უკავშირდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
-
ქუთაისში "საბრძოლო დიდების” მემორიალის აფეთქებას, სავარაუდოდ, მეხვერპლი მოჰყვა 19 / 12, 2009 17:00 ქუთაისში, ავტოქარხნის ტერიტორიაზე "საბრძოლო დიდების” მემორიალი ააფეთქეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქების დროს რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის - ერთი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის გადაკეტილია. შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არ უშვებენ ჟურნალისტებსაც. ამასთან, მემორიალის აფეთქება მის დემონტაჟს უკავშირდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 კი, მაგრამ ამ ჩემისებმა ხალხი ვერ გააფრთხილეს. მოკლედ, ვერ არის კარგი ამბავი
-
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ და რატომ არ უნდა გვაინტერესებდეს? ასეთი ფორუმი არ ვიცი, ჩემო მიშა ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალის მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლებას დიდი მიღწევად მიიჩნვეს ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალის მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლებას დიდი მიღწევად მიიჩნვეს. ამის შესახებ ნოღაიდელმა რადიო “პალიტრის” პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ევროკომისარ თომას ჰამარბერგსა და ადამიანის უფლებების რუს დამცველს ვლადიმერ ლუკინს, რომლებიც დღეს ცხინვალში იმყოფებოდნენ. ამასთან, ნოღაიდელი აცხადებს, რომ მოზარდების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით რუსეთში ყოფნისას პარტია “ედინაია როსიას” წარმომადგენლებსაც ესაუბრა. ზურაბ ნოღაიდელი ცხინვალში დღეს დილით ჩავიდა. იგი დაკავებულების გათავისუფლების საკითხზე ედუარდ კოკოითის შეხვდა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ამის "ტრუხა" ###### -
ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2009 19 / 12, 2009 11:37 · მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს? · “გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან” · გელა ნიკოლაიშვილი - “ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი” მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს? “სარწმუნო წყაროს ცნობით, 17 დეკემბერს, ბარბარობას, “მოდულის” თანამშრომლებსა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქვრივს - მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შორის პეკინის ქუჩაზე ინციდენტი მოხდა, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა, თანამშრომლების მანანა არჩვაძე-გამსახურდია და მისი თანაპარტიელი ელზა კუპრავა უმოწყალოდ უცემიათ და ერთი და მეორეც ამის შემდეგ “მოდულის” შენობაში გადაუყვანიათ, საიდანაც ქალბატონები მხოლოდ ღამის 12 საათზე გამოსულან”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით მანანა არჩვაძე-გამსახურდია “მოდულის” თანამშრომლებმა უმოწყალოდ სცემეს? “როგორც “ალიასთვის” გახდა ცნობილი, ბარბარობა დღეს, დაახლოებით 16.30 საათზე ქალბატონი მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის მძღოლთან ერთად პეკინის ქუჩის #33-ში მდებარე თარჯიმანთა ბიუროში ინგლისური ტექსტის გადასათარგმნად მისულა. აღნიშნულ ბიუროს ქალბატონი მანანა თურმე ხშირად აკითხავს და საჭირო ტექსტებსა თუ სხვადასხვა მასალებს თარგმნის, რადგან ბიუროში მისი თანაპარტიელი, პოლიტიკური ორგანიზაცია “მრგვალი მაგიდის” წევრი, ინგლისური ენის სპეციალისტი, 44 წლის ელზა კუპრავა მუშაობს... როცა ქალბატონი მანანა ბიუროში ტექსტის სათარგმნად მისულა, ოფისში მას კუდ-ის თუ სოდ-ის რამდენიმე ახალგაზრდა თანამშრომელი შეჰყოლია, რომლებსაც ელზა კუპრავასთვის ვინმე მასხადოვის პასპორტის თარგმნა შეუკვეთიათ. კუპრავას ვინმე მასხადოვის პასპორტი ჯერ უთარგმნია, მაგრამ შემდეგ დაკვეთების კეთილსინდისიერებაში დაეჭვებულა, შეშინებია, აქაოდა თავს რამე ხათაბალა არ ავუტეხოო, პასპორტი “მოდული” თანამშრომლებისთვის დაუბრუნებია, ხოლო თარგმანის გაცემაზე უარი უთქვამს. ამას კონფლიქტი გამოუწვევია”, - აღნიშნავს გამოცემა. “ვანო მერაბიშვილის ტალიკ-ტალიკი ბიჭები, რომლებიც ცხინვალიდან ნიფხავჩახდილები გამორბოდნენ და ავტომატებს ტყე-ბუჩქნარში ტოვებდნენ, საცოდავ ელზა კუპრავას თურმე თავს ისე დააცხრნენ, როგორც კურდღელს მშიერი მთის არწივი და ქალი წიხლებით გათელეს. ელზა კუპრავასა და სპეცსამსახურის თანამშრომლებს შორის ატეხილ ორომტრიალში, ნებსით თუ უნებლიეთ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიაც მოყოლილა და სარწმუნო წყაროს ცნობით, სააკაშვილისა და მერაბიშვილის ჯიგიტებს ქალბატონი მანანაც სასტიკად უცემიათ. წყაროს თქმით, ელზა კუპრავას მარცხენა ხელზე 9 თუ 10 ნაკერი დაადეს, ხოლო მანანა არჩვაძე-გამსახურდიას მთელ სახეულზე სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები აღენიშნებაო. ნაცემი და ნაგვემი ქალბატონები, ქალებზე გამარჯვებული ვაჟკაცებს “მოდულში” წაუყვანიათ და ღამის 12 საათამდე იქ უყურყუტებიათ. “ალიამ” ქალბატონ მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან სცადა ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მისგან ვერანაირი კომენტარი ვერ მოვიპოვეთ”, - დასძენს გამოცემა. “პირველი პრეზიდენტის ქვრივმა ჩემს კოლეგას - თამარ როსტიაშვილს კითხვის დასმა არ აცალა, ისე გამოთათხა - “ცოტნეზე რეები დაჯღაბნეთ, ჩემთან დარეკვა როგორ გაბედეთო”! ქალბატონი მანანას უმადრობა ესაზღვრო ყოფილა. მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რაზე აქვს პრეტენზია: “ალიაში” ცოტნე გამსახურდიაზე არაერთი სტატია გავიდა, სადაც კორესპონდენტები მისი დაკავების უკანონობაზე საუბრობდნენ. “დაჯღაბნა” ქალბატონი მანანასთვის ის აღმოჩნდა, რომ იმავე საკითხზე მასთან ჩაწერილი ინტერვიუ (სხვათა შორის, მისივე ახლობლების დაჟინებული თხოვნით) სტილის დაცვით, შეუცვლელად დაიბეჭდა. სწორედ ამან გააღიზიანა ის, დაბეჭდვამდე რატომ არ წამაკითხეთო ( ასეთი პრეტენზია მანამდე არც გამოუთქვამს. ასე რომ, თუ თავისივე ინტერვიუ არ მოეწონა, ეს მისი პრობლემაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი. “ალიამ” ქალბატონ ელზა კუპრავასთანაც სცადა დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. მოგვიანებით კუპრავას შინ დავურეკეთ. ტელეფონის ყურმილი ელზა კუპრავას დედამ, ქალბატონმა ნარგიზმა აიღო, რომელმაც ტირილით შემოგვჩივლა, ჩემს ქალიშვილს იმის შემდეგ მთელი დღე ტელეფონი გამორთული აქვს, იქნება თქვენ მაინც გამაგებინოთ, რა ხდებაო?! უნდა მოგახსენოთ, რომ ინციდენტის შესახებ ანონიმური წყაროს მიერ მოწოდებული დეტალები ქალბატონმა ნარგიზმა ერთიერთზე დაადასტურა... ვითარებაში გასარკვევად “ალია” შსს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძესაც დაუკავშირდა და ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა, თუმცა პასუხად იგივე სიტყვები მივიღეთ, რასაც ველოდით: “არ ვიცი, ამის შესახებ პირველად მესმის თქვენგან და გავარკვევო”. საკითხავია, როდისღა უნდა გაირკვეს ამ ქვეყანაზე რამე და საეროდ, ღირს კი რამეს გარკვევა, როცა ისე ბნელა, რომ ყველაფერი ნათელია?!” - დაასკვნის სტატიის ავტორი. “გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან” “მოძრაობა 7 ნოემბრის” აქტივისტების, ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატებს საქმის გასაცნობად მოსამართლეები ათდღიან ვადას არ აძლევენ. ამის გამო გუშინ საქმეში ჩართულმა 11-მა ადვოკატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს, ადვოკატების მოთხოვნით საქმეს კიდევ 8 ადვოკატი უნდა გასძღოლოდა, მაგრამ მათ მოსამართლემ საქმის გასაცნობად მხოლოდ სამდღიანი ვადა მისცა. როგორც ადვოკატები ამბობენ, ეს არ არის საკმარისი დრო 4-ტომიანი საქმის შესასწავლად. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილს თავისუფლების 7 წლით, გიორგი ალხაზიშვილს კი 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ამჟამად საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ არ აძლევს მოსამართლე ადკოკატებს საქმის გაცნობის დროს. “ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის ადვოკატის, მალხაზ ჯანგირაშვილის თქმით, ეს მოსამართლეების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის. ჯერ კიდევ სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის გასაცნობად და დაცვის სიტყვის მოსამზადებლად მოსამართლემ მხოლოდ ორდღიანი ვადა მისცა და ისიც იმ დროს, როცა ამავე მოსამართლესთან სხვა სასამართლო პროცესი ჰქონდა დანიშნული. ჯანგირაშვილის თქმით, ეს არის კანონის უხეში დარღვევა და ამ საქმეს აუცილებლად გაასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციებში. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებს არ მიეცათ 4-ტომიანი საქმის შესწავლის საკმარისი დრო, ისინი მაინც ადასტურებენ წინა ადვოკატების მსგავსად, რომ საქმეში მრავალი დეტალი ბურუსითაა მოცული”, - აღნიშნავს გამოცემა. “ვლადიმერ ნიკორაძე, რომელიც საქმეს ამჟამად უძღვება, ამბობს, რომ მასში ძალიან ბევრი დარღვევაა, თუმცა კონკრეტულად რა, ვერ იტყვის, რადგან ათასგვერდიანი საქმის შესასწავლად სამი დღე საკმარისი არ არის. ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი კი თვლის, რომ საქმეში მტკიცებულებების სრული მონტაჟია, რადგან რეალურად არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ლევან გოგიჩაიშვილი და გიორგი ალხაზიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომიდან. მსჯავრდებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ შეთითხნილი მტკიცებულებებით მოხდა მათი შუამდგომლობის უგულებელყოფა. ადვოკატ ლალი აფციაურის თქმით, გუშინ მოსამართლეების მხრიდან უკანონობა ყველა ადვოკატმა გააპროტესტა და ლევან გოგიჩაიშვილს და გიორგი ალხაზიშვილს მთელი სხდომის განმავლობაში სახაზინო ადვოკატი იცავდა”, - დასძენს გამოცემა. “ადვოკატების პარალელურად უსამართლობას ახალგაზრდა აქტივისტებიც აპროტესტებდნენ. როგორც “მოძრაობა 7 ნოემბრის” აქტივისტმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, მოსამართლეები კვლავ აგრძელებენ კანონის უგულებელყოფას და დღევანდელი ხელისუფლების ზეწოლით მოქმედებენ. “ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. აბსოლუტურად ყველა სხდომა ჩაივლის ხმაურით და ყოველთვის გავაპროტესტებთ მათ უსამართლობას”, - აცხადებს ჯაბა ჯიშკარიანი. მისი თქმით, გოგიჩაიშვილი და ალხაზიშვილი სააკაშვილის პირადი პატიმრები არიან და დასაჭერი არიან გურამ დონაძე, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და დათა ახალაია. დაჩი ცაგურიას განცხადებით კი მათ სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვთ და ფორმალურ პროცედურას საქართველოში იმიტომ გადიან, რომ საქმე ევროსასამართლოში შეიტანონ. ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის 50-მდე პოლიტპატიმარია”, - წერს სტატიის ავტორი. გელა ნიკოლაიშვილი - “ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი” “ამ პროექტზე უკვე მუშაობს იურისტთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს კონკრეტულ საქმეებზე. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მათ მუშაობა დაიწყეს. არსებობს ოფისი, რომელშიც არის როგორც ბრალდების მხარე, ისე მოსამართლე, ბატონი მინდია უგრეხელიძე, აპარატი, იურისტები, რომლებიც იღებენ საქმეებს. ეს არის ამ პროექტის შინაარსი, მაგრამ ამ პროექტს აქვს ფორმაც, რომლის ჩამობალიქექასა და შექმნაზეც იზრუნებს “მაესტრო”. თებერვლის ბოლოდან არის დაგეგმილის ამ ღია სასამართლო პროცესების გამართვა და პირდაპირ ეთევებში გადაცემა. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ჩვენი ინტენსიურად ვიმუშავებთ, აქტიურად ვამზადებთ საქმეებს სასამართლოსთვის”, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დამცველი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ჟვანიას მკვლელობის სასამართლო განხილვა პირდაპირ ეთერში მოხდება / ბარამიძეს ურჩევნია სიმართლე თქვას. “საქმეები დაჯგუფებულია სხვადასხვა კატეგორიებად. რა თქმა უნდა, დასაშვებობის საკითხი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ ჩვენი სასამართლოს რეგლამენტს, იტ დაიწერება, რა საქმეები შეიძლება იყოს დასაშვები სასამართლოსთვის. ვინაიდან უამრავი უსამართლობაა მომხდარი ამ ქვეყანაში. კიდევ უფრო უამრავი ადამიანი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცნენ. შეიძლება ამ სასამართლოში ზღვა საქმეები წამოვიდეს. ბუნებრივია, ყველა სასამართლოზე ვერ გავა. ამიტომ დასაშვებობის საკითხი იქნება გადაწყვეტილი უახლოეს ხანებში. ამაზე თვითონ სასამართლოს აპარატი იმუშავებს, რომელი საქმე უნდა მიიღოს და შეისწავლოს და რომელი არა. შემდეგ ეს საქმეები დაჯგუფდება კატეგორიებად. მაგალითად, საქმეების ერთი კატეგორია იქნება, რომლებიც იქნება მტკიცებულებები იმის გასარკვევად, რამდენად არის დამნაშავე საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული რღვევის საკითხში. რა შეცდომები თუ დანაშაულობები ჩაიდინა მან ამ საქმეში - იქნება ეს აფხაზეთთან, კოდორთან თუ ცხინვალთან მიმართებაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი. “ჩვენ აქ მოწმეებს დავკითხავთ, გამოვიყენებთ: დოკუმენტებს, თვითმხილველების ჩვენებებს, ტალიავინის კომისიის დასკვნას, აგრეთვე საპარლამენტო ფაქტების დამდგენი კომისიის მასალებს. ასევე დავკითხავთ კონკრეტულ მოწმეებს. არის მეორე ჯგუფი საკითხებისა, რომელშიც გაერთიანდება კერძო საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები. უამრავი ჩამორთმევის ფაქტები: რესტორნები, ჭრელი აბანოები, სხავადასხვა ობიექტები. რა კანონდარღვევით მოხდა ამის ჩამორთმევა, ამის დოკუმენტები იქნება მოტანილი. ჩვენ ამას წარმოვაჩენთ - არა ყველა საქმეს, მაგრამ ტიპიურ დარღვევებს აუცილებლად... არის საქმეების მესამე ჯგუფი, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ ხელისუფლების უზურპაცია ანუ დარღვევები არჩევნების პერიოდში. აქ ჩვენ გამოვიყენებთ როგორც ეუთოს და სამართლიანი არჩევნების დასკვნას, ისე სხვადასხვა პარტიებიდან და დაინტერესებული ჯგუფებიდან მოწოდებულ დოკუმენტურ მასალას, როგორ ყალბდებოდა არჩევნები. ცალკე საქმეებად გაერთიანდება ქუჩაში ახალგაზრდების ჩახოცვებთან დაკავშირებული მასალები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი. “თუ შაშიაშვილმა ეს მასალები გადმოგვცა, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით, რომ ეს საქმეც გამოვიძიოთ. როგორც ამბობენ, იმ ჩანაწერებში გია ბარამიძის ხმა ისმის. ვფიქრობ, გია ბარამიძის ინტერესებში იქნება, რომ თავად გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე და ჩვენება მისცეს. უფრო მეტიც, უნდა მოხდეს ხმის იდენტიფიკაცია, ჩატარდეს ექსპერტიზა. თუ იქ რაღაც დამონტაჟებულია, უნდა დადგინდეს. როგორც დაიწერა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ არის მცდელობა, რომ პრემიერ-მინისტრის სიკვდილი გაზით გაგუდვას მიაწერონ. იქ ხდება გვამის გადატანა, გამძვრალი ფეხსაცმლის მოძებნა და ა.შ. იქ თითქოს ისმის გია ბარამიძის ხმა, რომელიც თითქოს ამბობს, ამ გვამს რას დაატარებთ წინ და უკან, სად არის ფეხსაცმელი. თუ ეს მართალია, თუ არსებობს ასეთი კასეტა და სასამართლომდე მოვიდა, ბარამიძის ინტერესებშია, თუ ეს არ არის მართალი, მოვიდეს და თქვას. დაადასტუროს ბარამიძემ თუ მართალია, ან სამართლომ დაადასტუროს, რომ ბარამიძე მართალია”, - დასძენს გელა ნიკოლაიშვილი. “ეს პროექტი შეეცდება პასუხი გასცეს ყველა იმ ბრალდებაზე, რომელიც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებობს. როდესაც არ მუშაობს შუალობითი დემოკრატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი ახორციელებს თავის ძალაუფლებას ინსტიტუციების საშუალებით, პარლამენტის, სასამართლოს. მაგრამ, როდესაც არის დასაბუთებული ვარაუდი და განმტკიცებული ფაქტები, რომ ხელისუფლებას უზურპირებული აქვს ძალაუფლება და ხალხის რეალური განწყობა არ არის ასახული წარმომადგენლობით ორგანოებში, მაშინ უკვე დგება საკითხი, რომ მუშაობა დაიწყოს არა შუალობითმა დემოკრატიამ, არამედ უშუალო დემოკრატიამ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხმა უშუალოდ გამოხატოს თავისი ნება. ხშირად ეს უშუალო დემოკრატია ისეცი კატასტროფული შედეგებით მთავრდება, როგორიც არის ლინჩის წესით გასამართლება, რევოლუციები, რაც არასასურველია”, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი და შეკითხვას - “შეიძლება რევოლუცია და ლინჩის წესით გასამართლება მიიღოს ამ ხელისუფლებამ?” - პასუხობს: “არ ვიცი. ეს ძალიან არასასურველია. ვფიქრობ, ჩვენი სასამართლო პროცესი არის ამ შუალედური დემოკრატიის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მცდელობა. ცივილიზებული გზით გადაჭრა იმ კონფლიქტისა, რომელიც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის არსებობს. ჩვენი სურვილია, საზოგადოებაში არსებული კითხვები და ბრალდებები ან დადასტურდეს, ან უარყოფილი იქნას. ხელისუფლებას ჩვენ უნდა ვაჩვენოთ სასამართლო პროცესის სტანდარტი. ეს უნდა იყოს საერთაგორისო დონის სასამართლო. მინდია უგრეხელიძე საერთაშორისო დონის მოსამართლეა. საბოლოო გადაწყვეტილებაც მას გამოაქვს.” http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/120580.html
-
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa lasalexx Президент Республики Южная Осетия Эдуард Кокойты принял сегодня лидера грузинской общественно-политической партии «Справедливая Грузия» Зураба Ногаидели. На встрече в Цхинвале речь шла об освобождении задержанных граждан Южной Осетии в Грузии и наоборот. Как отметил Кокойты, «согласно договоренности, достигнутой с Верховным Комиссаром Европы по правам человека Томасом Хаммарбергом, югоосетинская сторона готова освободить еще одного гражданина Грузии в знак доброй воли». Эдуард Кокойты отметил, что «процесс восстановления добрососедских отношений между Грузией и Осетией необратим, также как и процесс признания независимости Южной Осетии другими странами и членами ООН». В свою очередь Зураб Ногаидели выразил слова благодарности Эдуарду Кокойты и заявил, что в ближайшее время будет работать над освобождением граждан Южной Осетии, находящихся в грузинских тюрьмах. «Я начну работать в Тбилиси над освобождением задержанных грузинской стороной граждан Южной Осетии, и постараюсь, чтобы Новый Год они встретили в своих домах, так я обещал родителям задержанных», - заметил Ногаидели. В настоящее время Зураб Ногаидели встречается с родителями тех граждан Южной Осетии, которые находятся в застенках Грузинских тюрем. -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo შენ ქარაგმებით მელაპარაკები (დიაცის მსგავსად), მე ქარაგმის გარეშე გეტყვი (კაცურად): მოდერატორის შეურაცხყოფისათვის სამი დღე დაისვენე არადა გაფრთხილებული მყავდი -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
და დადგმული რომ არის ვერ ხვდები? თავად პრიმიტივი, რომ პრიმიტივად გთვლის, ეს არაფერი? უზერო, ჯაყოზე უზარმაზარი ზეწოლა იყო და იძულებული იყო ბავშვები გამოეშვა...და კიდევ ერთი: ჯაყოს არავინ ######, ვის გამოუშვებს, ამას რუსები წყვეტენ -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გვერდით ფორუმზე უკვე იპოსტება,- ნოღაიდელი გმირიაო -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio Кокойты помилует трех грузин, находящихся в заключении в Цхинвали Президент Южной Осетии помилует трех находящихся в заключении граждан Грузии, включая двух подростков, в знак доброй воли. Глава республики Эдуард Кокойты заявил об этом в ходе встречи с лидером общественно-политической партии Грузии "За справедливую Грузию" Зурабом Ногаидели в субботу. "В знак благодарности за ваш приезд в Южную Осетию и учитывая договоренности, достигнутые с комиссаром Совета Европы Томасом Хаммербергом, мы готовы помиловать двух грузинских подростков и еще одного в знак доброй воли", - сказал Кокойты. Со своей стороны Ногаидели обещал, что до нового года ему удастся решить проблему с гражданами Южной Осетии, удерживаемыми в заключении в Грузии. -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ზურაბ ნოღაიდელი დილიდან ცხინვალში იმყოფება 19 / 12, 2009 10:38 "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი დილიდან ცხინვალში იმყოფება. როგორც ნოღაიდელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ერგნეთთან ცხინვალში შესვლამდე გარკვეული პრობლემები შეექმნა, თუმა შესვლა მაინც მოხერხდა. მისივე ინფორმაციით, ცხინვალში მხოლოდ ედუარდ კოკოითთან ექნება შეხვედრა, საუბარი კი, ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლების საკითხს შეეხება. ამასთან, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის თქმით, “არ აინტერსებს, როგორი კომენტარი მოჰყვება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მის ცხინვალში ჩასვლას”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ღანდონი -
analgin იშრომა კაცმა
-
newstudio ძალიან კარგი
-
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
newstudio იძულებულია ბავშვები გაანთავისუფლოს, რადგან ძალიან დიდი ზეწოლაა ჯაყოზე. -
ზურაბ ნოღაიდელი ხვალ ედუარდ კოკოითს შეხვდება
ლ ი ც ი replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa newstudio ბავშვებს ისედაც დააბრუნებდნენ. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბავშვები "სარჩული" და ძალიან ბინძური თამაშის მსხვერპლი არიან. ასეა ეს, უნისონშია წაკუზული ღრუსებთან . მოკლედ, ბავშვებს "დაიხსნის"