Jump to content
Planeta.Ge

ლ ი ც ი

პლანეტელი
  • პოსტები

    7.714
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ლ ი ც ი

  1. ნინო :hi: ლიცის არ ასვენებს სინდისი და ბარიერთან უხმობს
  2. კადიროვი: დასავლეთი აჯანყებულებს რუსეთის დაშლისთვის იყენებს გუდერმესი, რუსეთი – ”რუსეთს სამხედრო სტრატეგია იმისთვის სჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის განადგურების მიზნით ჩრდილოეთ-კავკასიაში არეულობების ორგანიზებას ახდენენ” – Reuters-თან ინტევრიუში განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ყოფილმა მებრძოლმა, 33 წლის რამზან კადიროვმა, რომელიც კრემლის მტკიცე მოკავშირედ იქცა, განაცხადა რომ აშშ-ს მოკავშირე საქართველოს შარშანდელი თავდასხმა სამხრეთ-ოსეთზე, დასავლური შეთქმულების ნაწილია, რომელსაც მთელი კავკასიის რეგიონის დაპყრობა სურს. ”თუკი ისინი კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებენ, შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მათ კონტროლი მთელ რუსეთზე მოიპოვეს, რადგან კავკასია ჩვენი მთავარი საყრდენია“ – განაცხადა კადიროვმა. კადიროვთან ინტერვიუ ჩვენ ქალაქ გუდერმესის გარეუბანში, მის ეგზოტიკურ რეზიდენციაში ჩავწერეთ. გუდერმესი ახლოსაა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან. კომპლექსი შედგება ზოოპარკის, კადიროვის ცხენების საჯირითო მოედნისა და ორი მოოქროვილი ლომისგან, რომლებიც რეზიდენციაში შესასვლელს იცავენ. აქვეა ხელოვნური მთა, რომელიც ღამით სხვადასხვაფრად ნათდება. ”რუსეთის სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება სტრატეგიის შემუშავება. ის შეტევაზე უნდა გადავიდეს“ – სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა. ”… საქართველო, სამხრეთ-ოსეთი, უკრაინა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება. ეს რუსეთის საიდუმლო სენია. რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ მუდმივად, როდესაც შეიძლება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა? ჩვენ ვართ ზესახელმწიფო, გვაქვს ყველაფერი – არმია, ტექნიკა. ჩვენ შეტევა უნდა წამოვიწყოთ“. კადიროვის მამა აჰმედი აჯანყებულებს მეთაურობდა, მაგრამ 1999 წელს, როდესაც მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, ის თავის შვილთან ერთად მოსკოვის მხარეს გადავიდა. 2003 წელს აჰმედ კადიროვი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მეორე წელს ტერაქტის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 2007 წელს ის რამზანმა შეცვალა. მან ჩაახშო აჯანყებულთა მოძრაობა, აღადგინა დანგრეული რესპუბლიკა და შემოიღო ისლამური მმართველობა. ინტერვიუს დროს კადიროვი შეეცადა უარეყო უფლებადამცველი ჯგუფების ბრალდებები, რომ ის დაკავშირებულია აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერების მკვლელობებთან, როგორც რუსეთში ასევე უცხოეთში. კადიროვს მუქი ლურჯი ფერის, რალფ ლორენის ხავერდით გაწყობილი პიჯაკი ეცვა, თმა და წვერი კარგად ჰქონდა დავარცხნილი. ხშირად იღიმოდა, მაგრამ განსაკუთრებით აღეგზნო, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იღუპებოდა მისი ამდენი ოპონენტი ძალადობრივი სიკვდილით სახლში და საზღვარგარეთ. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, აქტივისტ ნატალია ესტემიროვას, ავსტრიასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერების, ასევე დაპირისპირებული ჩეჩნური კლანების ლიდერების (რომლებიც მოსკოვსა და დუბაიში დახვრიტეს) მკვლელობებს უკავშირებენ. კადიროვს, რომელსაც შავ ტანსაცმელში და ნიღბებში (რომლებზეც კადიროვის ინიციალებია) გამოწყობილი შეიარაღებული მებრძოლები იცავენ, ამბობს რომ ის პირადად ეხმარებოდა ამ მკვლელობების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს და ის მათი მტერი არ არის. ”მე არავის მოკვლა არ მინდა. ვის ვებრძოდი? ტერორისტებს. ვის ვიცავდი? მთელ რუსეთს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ადამიანებს… მშვიდად ეცხოვრათ. ისინი მე ქალებისა და ბავშვების მკლელობებში მადანაშაულებენ. ეს ტყუილია“ – ამბობს იგი. კადიროვმა უარყო ისლამისტურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა იმის თაობაზე, რომ 27 ნოემბრის ტერაქტის უკან, როდესაც მატარებელი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგი აფეთქდა და რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, ჩეჩენი მებრძოლების გაქცეული ლიდერი დოკუ უმაროვი დგას. მისი თქმით უმაროვი მთებში, გამოქვაბულში ცხოვრობს და მომხდარზე წარმოდგენა არა აქვს. ”დღეს ისინი (მებრძოლები) ცოტანი დარჩნენ“ – აცხადებს კადიროვი – ”წელს ჩვენ უამრავი ტერორისტი გავანადგურეთ (ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში) ინგუშეთში, დაღესტანში და თავად ჩეჩნეთშიც“. კითხვაზე, თუ რამდენი აჯანყებული მებრძოლი დარჩა, კადიროვი ამბობს – “მე რომ ვიცოდე, რამდენი დარჩა და სად, მათ დიდი ხნის წინ გავანადგურებდი“.კადიროვის თქმით, დარჩენილი ბოევიკები დასავლეთის ფულის და იარაღის წყალობით განაგრძობენ მოქმედებას. ”მათ დასავლეთი აფინანსებს. ამას მე ოფიციალურად ვამბობ: მათ უკან დგანან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა, ვისაც რუსეთის ფედერაციის დაშლა სურს“. პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის“ წინადადებით გამოვიდა და კადიროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის კარგი იქნება, თუკი შეერთებული შტატები რუსეთთან უფრო მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს. ”ხოლო თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ძალიან ძლიერი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი გვყავს. მსოფლიო არენაზე მას ბადალი არ ჰყავს“ – დასძინა მან. გასულ კვირას ჩაწერილი ერთსაათიანი ინტერვიუს დროს, კადიროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი. ის ცდილობდა ზომიერი და მოკრძალებული, ასევე კრემლის მიმართ ლოიალური გამოჩენილიყო და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მას შეუძლია მთელ კავკასიას თავს მოახვიოს საკუთარი გავლენა, როგორც ამას ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება იუწყება. მან ის განცხადებებიც უარყო, თითქოს 2011 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს. კადიროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულია და მას სურს მეტი დრო დაუთმოს ბავშვებს და ისლამის შესწავლას. მის ოფიციალურ რეზიდენციაში უზარმაზარი კერძო მეჩეთია, რომელიც მთავარი შენობის კიბიდან მოსჩანს. „სამოთხეში მოსახვედრად მუდმივი შრომაა საჭირო. მე მინდა სამოთხეში მოხვედრა, ამიტომ შევეცდები უფრო მეტი ვილოცო“ – სთქვა მან. 23.12.2009 foreignpress.ge კადიროვი: დასავლეთი აჯანყებულებს რუსეთის დაშლისთვის იყენებს გუდერმესი, რუსეთი – ”რუსეთს სამხედრო სტრატეგია იმისთვის სჭირდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს შეერთებულ შტატებსა და სხვა დასავლურ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის განადგურების მიზნით ჩრდილოეთ-კავკასიაში არეულობების ორგანიზებას ახდენენ” – Reuters-თან ინტევრიუში განაცხადა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ყოფილმა მებრძოლმა, 33 წლის რამზან კადიროვმა, რომელიც კრემლის მტკიცე მოკავშირედ იქცა, განაცხადა რომ აშშ-ს მოკავშირე საქართველოს შარშანდელი თავდასხმა სამხრეთ-ოსეთზე, დასავლური შეთქმულების ნაწილია, რომელსაც მთელი კავკასიის რეგიონის დაპყრობა სურს. ”თუკი ისინი კავკასიაზე კონტროლს მოიპოვებენ, შესაძლებელი გახდება იმის თქმა, რომ მათ კონტროლი მთელ რუსეთზე მოიპოვეს, რადგან კავკასია ჩვენი მთავარი საყრდენია“ – განაცხადა კადიროვმა. კადიროვთან ინტერვიუ ჩვენ ქალაქ გუდერმესის გარეუბანში, მის ეგზოტიკურ რეზიდენციაში ჩავწერეთ. გუდერმესი ახლოსაა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოსთან. კომპლექსი შედგება ზოოპარკის, კადიროვის ცხენების საჯირითო მოედნისა და ორი მოოქროვილი ლომისგან, რომლებიც რეზიდენციაში შესასვლელს იცავენ. აქვეა ხელოვნური მთა, რომელიც ღამით სხვადასხვაფრად ნათდება. ”რუსეთის სახელმწიფოს აუცილებლად სჭირდება სტრატეგიის შემუშავება. ის შეტევაზე უნდა გადავიდეს“ – სთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა. ”… საქართველო, სამხრეთ-ოსეთი, უკრაინა, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გაგრძელდება. ეს რუსეთის საიდუმლო სენია. რატომ უნდა ვიტანჯებოდეთ მუდმივად, როდესაც შეიძლება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა? ჩვენ ვართ ზესახელმწიფო, გვაქვს ყველაფერი – არმია, ტექნიკა. ჩვენ შეტევა უნდა წამოვიწყოთ“. კადიროვის მამა აჰმედი აჯანყებულებს მეთაურობდა, მაგრამ 1999 წელს, როდესაც მეორე ჩეჩნური ომი დაიწყო, ის თავის შვილთან ერთად მოსკოვის მხარეს გადავიდა. 2003 წელს აჰმედ კადიროვი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ მეორე წელს ტერაქტის დროს ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 2007 წელს ის რამზანმა შეცვალა. მან ჩაახშო აჯანყებულთა მოძრაობა, აღადგინა დანგრეული რესპუბლიკა და შემოიღო ისლამური მმართველობა. ინტერვიუს დროს კადიროვი შეეცადა უარეყო უფლებადამცველი ჯგუფების ბრალდებები, რომ ის დაკავშირებულია აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციონერების მკვლელობებთან, როგორც რუსეთში ასევე უცხოეთში. კადიროვს მუქი ლურჯი ფერის, რალფ ლორენის ხავერდით გაწყობილი პიჯაკი ეცვა, თმა და წვერი კარგად ჰქონდა დავარცხნილი. ხშირად იღიმოდა, მაგრამ განსაკუთრებით აღეგზნო, როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ იღუპებოდა მისი ამდენი ოპონენტი ძალადობრივი სიკვდილით სახლში და საზღვარგარეთ. უფლებადამცველი ორგანიზაციები მას ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას, აქტივისტ ნატალია ესტემიროვას, ავსტრიასა და თურქეთში მცხოვრები ჩეჩენი ოპოზიციონერების, ასევე დაპირისპირებული ჩეჩნური კლანების ლიდერების (რომლებიც მოსკოვსა და დუბაიში დახვრიტეს) მკვლელობებს უკავშირებენ. კადიროვს, რომელსაც შავ ტანსაცმელში და ნიღბებში (რომლებზეც კადიროვის ინიციალებია) გამოწყობილი შეიარაღებული მებრძოლები იცავენ, ამბობს რომ ის პირადად ეხმარებოდა ამ მკვლელობების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს და ის მათი მტერი არ არის. ”მე არავის მოკვლა არ მინდა. ვის ვებრძოდი? ტერორისტებს. ვის ვიცავდი? მთელ რუსეთს, რომ მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ადამიანებს… მშვიდად ეცხოვრათ. ისინი მე ქალებისა და ბავშვების მკლელობებში მადანაშაულებენ. ეს ტყუილია“ – ამბობს იგი. კადიროვმა უარყო ისლამისტურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობა იმის თაობაზე, რომ 27 ნოემბრის ტერაქტის უკან, როდესაც მატარებელი მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგი აფეთქდა და რომლის დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა, ჩეჩენი მებრძოლების გაქცეული ლიდერი დოკუ უმაროვი დგას. მისი თქმით უმაროვი მთებში, გამოქვაბულში ცხოვრობს და მომხდარზე წარმოდგენა არა აქვს. ”დღეს ისინი (მებრძოლები) ცოტანი დარჩნენ“ – აცხადებს კადიროვი – ”წელს ჩვენ უამრავი ტერორისტი გავანადგურეთ (ჩეჩნეთის მეზობელ რესპუბლიკებში) ინგუშეთში, დაღესტანში და თავად ჩეჩნეთშიც“. კითხვაზე, თუ რამდენი აჯანყებული მებრძოლი დარჩა, კადიროვი ამბობს – “მე რომ ვიცოდე, რამდენი დარჩა და სად, მათ დიდი ხნის წინ გავანადგურებდი“.კადიროვის თქმით, დარჩენილი ბოევიკები დასავლეთის ფულის და იარაღის წყალობით განაგრძობენ მოქმედებას. ”მათ დასავლეთი აფინანსებს. ამას მე ოფიციალურად ვამბობ: მათ უკან დგანან ისინი, ვინც საბჭოთა კავშირი დაშალა, ვისაც რუსეთის ფედერაციის დაშლა სურს“. პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს არსებული დაძაბულობის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვის“ წინადადებით გამოვიდა და კადიროვი აცხადებს, რომ ვაშინგტონისთვის კარგი იქნება, თუკი შეერთებული შტატები რუსეთთან უფრო მეგობრულ პოლიტიკას აწარმოებს. ”ხოლო თუკი ეს ასე არ მოხდება, ჩვენ ძალიან ძლიერი, მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი გვყავს. მსოფლიო არენაზე მას ბადალი არ ჰყავს“ – დასძინა მან. გასულ კვირას ჩაწერილი ერთსაათიანი ინტერვიუს დროს, კადიროვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი რამდენჯერმე ახსენა, მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი. ის ცდილობდა ზომიერი და მოკრძალებული, ასევე კრემლის მიმართ ლოიალური გამოჩენილიყო და კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ მას შეუძლია მთელ კავკასიას თავს მოახვიოს საკუთარი გავლენა, როგორც ამას ზოგიერთი რუსული საინფორმაციო საშუალება იუწყება. მან ის განცხადებებიც უარყო, თითქოს 2011 წელს, ვადის ამოწურვის შემდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა იყრის კენჭს. კადიროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობა რთულია და მას სურს მეტი დრო დაუთმოს ბავშვებს და ისლამის შესწავლას. მის ოფიციალურ რეზიდენციაში უზარმაზარი კერძო მეჩეთია, რომელიც მთავარი შენობის კიბიდან მოსჩანს. „სამოთხეში მოსახვედრად მუდმივი შრომაა საჭირო. მე მინდა სამოთხეში მოხვედრა, ამიტომ შევეცდები უფრო მეტი ვილოცო“ – სთქვა მან. 23.12.2009 foreignpress.ge
  3. polex პირველი ის, რომ თქვენი პოსტი არანაირად არ ჯდება თემაში-+ პროვოკაციაზე მიდიხართ. ასე რომ, სიტყვიერი გაფრთხილება. გამეორების შემთხვევაში დაიბანებით.
  4. polex პირველი ის, რომ თქვენი პოსტი არანაირად არ ჯდება თემაში-+ პროვოკაციაზე მიდიხართ. ასე რომ, სიტყვიერი გაფრთხილება. გამეორების შემთხვევაში დაიბანებით
  5. რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის განხილვას სთხოვს 23 / 12, 2009 11:08 ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის განხილვას სთხოვს. ამის შესახებ სააგენტო “Associated press” იუწყება. ლუგარი საკუთარ ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოს სამხედრო დაუცველობამ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის გამო შესაძლოა, კავკასიაში არასტაბილურობა გამოიწვიოს. რესპუბლიკელი სენატორი აშშ-ს ადმინისტრაციას სთხოვს, ნატო-ს ფარგლებში სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც დაიცავს ბალანსს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს საჭიროებებსა და ნატო-რუსეთის ურთიერთობებს შორის. რიჩარდ ლუგარის შეფასებით, საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის განადგურებამ ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ არსებულმა ვითარებამ შესაძლოა, დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  6. “საქფეთქმრეწვი”: 21 დეკემბერს დანიშნული აფეთქება დამკვეთმა 19 დეკემბერს უეცრად გადმოიტანა “სააქციო საზოგადოება “საქფეთქმრეწვი” 1927 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მოვალეობაში ბურღვა, აფეთქება, კარიერების ათვისება, სახლების ნგრევა და კლდეების აღება შედის. “საქფეთქმრეწვის” ოფისში კომპანიის მთავარი ტექნიკური ინჟინერი თემურ მიქაშავიძე და ადმინისტრაციის დირექტორი ვიქტორ ლალიაშვილი დაგხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე ტექნიკური დეტალი და ხელშეკრულების პირობები დაგვიზუსტეს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “იმერეთის გუბერნატორი რომ გიბრძანებს და მერე ამ ბრძანებაში მთავრობაცაა ჩართული, როგორ შეიძლება უარის თქმა” / რა ხელშეკრულება გაფორმდა “საქფეთქმრეწვსა” და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის და ვინ არის დამნაშავე დატრიალებულ ტრაგედიაში? “ხელშეკრულების თანახმად, პერიმეტრის დაცვა დამკვეთის მოვალეობაა... ისაა მოვალე, გააკონტროლოს. ხალხი კი სახლებს შორის იდგა, იმის ნაცვლად, აფეთქების მომენტში, ბოლოს და ბოლოს, ამ სახლებს ამოფარებოდა. ასეთ ადგილებში, სულ მცირე, თითო პოლიციელი უნდა მდგარიყო, რათა აკრძალულ ზონას არავინ გადმოსცდენოდა. დამკვეთი ქუთაისის მუნიციპალიტეტია. ხელშეკრულება სააქციო საზოგადობას სწორედ მუნიციპალიტეტმა დაუდო. სწორედ მან არ უზრუნველყო იმ პერიმეტრის ხალხისგან დაცლა”, - აცხადებს ვიქტორ ლალიაშვილი და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გამუდმებით იმას უსვამს ხაზს, რომ ქუთაისის მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ პერიმეტრის დატოვების შესახექ” - პასუხობს: “საქმე რა არის, იცით? აფეთქება 21 დეკემბერს იყო დანიშნული და უეცრად, ის დამკვეთმა 19 დეკემბერს გადმოიტანა... ჩვენ ვიღებს შეკვეთას, ვანგარიშობთ, რამდენი უნდა ჩაიდოს მუხტი, როგორ და საით უნდა წაიქცეს ობიექტის ნანგრევი. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. აფეთქების შედეგად ამონასროლი კი მივიღეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. იმ პერიმეტრზე ხალხი არ უნდა ყოფილიყო, ის ქვა თავისთვის დაეცემოდა სადმე და არაფერი მოხდებოდა. სამი კი არა, აფეთქების დროს იქ 30 კაცი მაინც იდგა სანახაობის საყურებლად და ეს ხალხი პოლიციამ არც კი გააფრთხილა, გაიწიეთო. რა ჩვენი საქმეა, პოლიციელი იდგა იქ, გამომძიებელი თუ გუბერნატორი? მათ მოვალეობაში ამ ხალხის გაყვანა შედიოდა, რასაც თავი ვერ გაართვეს”. “ჩაატარონ ექსპერტიზა, ჩამოიყვანონ პროფესიონალები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, დეტალურად გაამოიკვლიონ, რა და როგორც მოხდა. ხომ არ შეიძლება, ვიღაც ადგეს და უბრალოდ თითი გამოიშვიროს, რაც მოხდა, ყველაფერი ამათი ბრალიაო? არსებობს აფეთქების ამსახველი ფირი. მოვითხოვთ, შენელებული კადრები პროკურატურამ ნახოს და გაარკვიოს, როგორ მოხდა ძეგლის ჩამოშლა. ის კი არა, ამხელა კონსტრუქცია რომ ინგრევა, ის სამ-ოთხბალიან მიწისძვრასაც მაინც იწვევს. ჩვენ კი ამის საშიშროება მაქსიმალურად შევამცირეთ. ისიც ნახონ, სად და რა მანძილზე მოხდა იმ ანასხლეტის გასროლა და გვქონდა თუ არა ჩვენ ეს ყველაფერი გათვლილი. ან ის გაარკვიონ, რა უნდოდა ბავშვს იქ, სადაც ბეტონის ანასხლეტი უნდა დაცემულიყო. ამაზე პასუხისმგებლობას თავიდანვე მერია და გუბერნატორები იღებდნენ - მათ ავთანდილ დარსაველიძეს უთხრეს, ყველაფერი ჩვენ მივხედავთო. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი “საქფეთქმრეწვს” დააბრალონ?” - აცხადებს თემურ მიქაშავიძე და განაგრძობს: “კი ბატონო, თუ დასჯაა, დაგვსაჯონ იმ შემთხვევაში, თუკი დამნაშავენი აღმოვჩნდებით. ახლახონ ომალოს გზაზე ვიმუშავეთ - კლდე ავიღეთ გზიდან. ეს სხვამ რატომ არ გააკეთა? იმიტომ რომ სხვა არ აქვის იმხელა გამოცდილება, რამხელაც ჩვენ. მე მესმის, რაც ხდება ამ ძეგლის შემთხვევაში - თავის თავს ხომ არ დაიჭერს ქუთაისის პოლიცია? ჰოდა, ახლა უნდათ, ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ... ჯერ ერთი, დანაშაულია, რომ აფეთქება 19-ში გადიტანეს. ასეთი საქმე უცბად და ნაჩქარევად არ კეთდება... პასუხისგებაში დამკვეთი უნდა მიეცეს. ჩვენი სამუშაო იდეალურად იყო შესრულებული. ეს ტრაგედიაა, რომელზეც პასუხს სულ სხვა ადამიანები აგებენ... მაგალითად, ქობულეთში ექვსი 18-სართულიანი შენობა რომ ავაფეთქეთ, გაიგო ვინმემ? საცხოვრებელი სახლები ზოგან 25 მეტრშიც კი იყო განთავსებული, მაგრამ დაკვეთამ კარგად იმუშავა და მთელი მოსახლეობა დროულად გაიყვანა, ასე რომ, იქ არც არაფერი მომხდარა. სხვა შემთხვევებშიც, მთელი ზარალი უახლოესი შენობების სულ რამდენიმე გატეხილი შუშა თუ გახდა. პეკინისა და პავლოვის, დღევანდელი ყაზბეგის კუთხეში ორ სახლს შორის მდებარე კუთხის სახლით ჩვენ ავაფეთქეთ - ან ეგ გაიგო ვინმემ? ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანები ან ორგანიზაციები უნდა ჩართონ, ყველაფერი დაადგინონ და ის დასაჯონ, ვინც ძეგლის აფეთქების ბრძანება გასცა”. “ვერსია” 2009-12-23
  7. “საქფეთქმრეწვი”: 21 დეკემბერს დანიშნული აფეთქება დამკვეთმა 19 დეკემბერს უეცრად გადმოიტანა “სააქციო საზოგადოება “საქფეთქმრეწვი” 1927 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის მოვალეობაში ბურღვა, აფეთქება, კარიერების ათვისება, სახლების ნგრევა და კლდეების აღება შედის. “საქფეთქმრეწვის” ოფისში კომპანიის მთავარი ტექნიკური ინჟინერი თემურ მიქაშავიძე და ადმინისტრაციის დირექტორი ვიქტორ ლალიაშვილი დაგხვდნენ, რომლებმაც რამდენიმე ტექნიკური დეტალი და ხელშეკრულების პირობები დაგვიზუსტეს”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “იმერეთის გუბერნატორი რომ გიბრძანებს და მერე ამ ბრძანებაში მთავრობაცაა ჩართული, როგორ შეიძლება უარის თქმა” / რა ხელშეკრულება გაფორმდა “საქფეთქმრეწვსა” და ქუთაისის მუნიციპალიტეტს შორის და ვინ არის დამნაშავე დატრიალებულ ტრაგედიაში? “ხელშეკრულების თანახმად, პერიმეტრის დაცვა დამკვეთის მოვალეობაა... ისაა მოვალე, გააკონტროლოს. ხალხი კი სახლებს შორის იდგა, იმის ნაცვლად, აფეთქების მომენტში, ბოლოს და ბოლოს, ამ სახლებს ამოფარებოდა. ასეთ ადგილებში, სულ მცირე, თითო პოლიციელი უნდა მდგარიყო, რათა აკრძალულ ზონას არავინ გადმოსცდენოდა. დამკვეთი ქუთაისის მუნიციპალიტეტია. ხელშეკრულება სააქციო საზოგადობას სწორედ მუნიციპალიტეტმა დაუდო. სწორედ მან არ უზრუნველყო იმ პერიმეტრის ხალხისგან დაცლა”, - აცხადებს ვიქტორ ლალიაშვილი და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გამუდმებით იმას უსვამს ხაზს, რომ ქუთაისის მოსახლეობას რამდენიმე დღის განმავლობაში აფრთხილებდნენ პერიმეტრის დატოვების შესახექ” - პასუხობს: “საქმე რა არის, იცით? აფეთქება 21 დეკემბერს იყო დანიშნული და უეცრად, ის დამკვეთმა 19 დეკემბერს გადმოიტანა... ჩვენ ვიღებს შეკვეთას, ვანგარიშობთ, რამდენი უნდა ჩაიდოს მუხტი, როგორ და საით უნდა წაიქცეს ობიექტის ნანგრევი. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი იდეალურად გაკეთდა. აფეთქების შედეგად ამონასროლი კი მივიღეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. იმ პერიმეტრზე ხალხი არ უნდა ყოფილიყო, ის ქვა თავისთვის დაეცემოდა სადმე და არაფერი მოხდებოდა. სამი კი არა, აფეთქების დროს იქ 30 კაცი მაინც იდგა სანახაობის საყურებლად და ეს ხალხი პოლიციამ არც კი გააფრთხილა, გაიწიეთო. რა ჩვენი საქმეა, პოლიციელი იდგა იქ, გამომძიებელი თუ გუბერნატორი? მათ მოვალეობაში ამ ხალხის გაყვანა შედიოდა, რასაც თავი ვერ გაართვეს”. “ჩაატარონ ექსპერტიზა, ჩამოიყვანონ პროფესიონალები მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, დეტალურად გაამოიკვლიონ, რა და როგორც მოხდა. ხომ არ შეიძლება, ვიღაც ადგეს და უბრალოდ თითი გამოიშვიროს, რაც მოხდა, ყველაფერი ამათი ბრალიაო? არსებობს აფეთქების ამსახველი ფირი. მოვითხოვთ, შენელებული კადრები პროკურატურამ ნახოს და გაარკვიოს, როგორ მოხდა ძეგლის ჩამოშლა. ის კი არა, ამხელა კონსტრუქცია რომ ინგრევა, ის სამ-ოთხბალიან მიწისძვრასაც მაინც იწვევს. ჩვენ კი ამის საშიშროება მაქსიმალურად შევამცირეთ. ისიც ნახონ, სად და რა მანძილზე მოხდა იმ ანასხლეტის გასროლა და გვქონდა თუ არა ჩვენ ეს ყველაფერი გათვლილი. ან ის გაარკვიონ, რა უნდოდა ბავშვს იქ, სადაც ბეტონის ანასხლეტი უნდა დაცემულიყო. ამაზე პასუხისმგებლობას თავიდანვე მერია და გუბერნატორები იღებდნენ - მათ ავთანდილ დარსაველიძეს უთხრეს, ყველაფერი ჩვენ მივხედავთო. ხომ არ შეიძლება, ყველაფერი “საქფეთქმრეწვს” დააბრალონ?” - აცხადებს თემურ მიქაშავიძე და განაგრძობს: “კი ბატონო, თუ დასჯაა, დაგვსაჯონ იმ შემთხვევაში, თუკი დამნაშავენი აღმოვჩნდებით. ახლახონ ომალოს გზაზე ვიმუშავეთ - კლდე ავიღეთ გზიდან. ეს სხვამ რატომ არ გააკეთა? იმიტომ რომ სხვა არ აქვის იმხელა გამოცდილება, რამხელაც ჩვენ. მე მესმის, რაც ხდება ამ ძეგლის შემთხვევაში - თავის თავს ხომ არ დაიჭერს ქუთაისის პოლიცია? ჰოდა, ახლა უნდათ, ყველაფერი ჩვენ გადმოგვაბრალონ... ჯერ ერთი, დანაშაულია, რომ აფეთქება 19-ში გადიტანეს. ასეთი საქმე უცბად და ნაჩქარევად არ კეთდება... პასუხისგებაში დამკვეთი უნდა მიეცეს. ჩვენი სამუშაო იდეალურად იყო შესრულებული. ეს ტრაგედიაა, რომელზეც პასუხს სულ სხვა ადამიანები აგებენ... მაგალითად, ქობულეთში ექვსი 18-სართულიანი შენობა რომ ავაფეთქეთ, გაიგო ვინმემ? საცხოვრებელი სახლები ზოგან 25 მეტრშიც კი იყო განთავსებული, მაგრამ დაკვეთამ კარგად იმუშავა და მთელი მოსახლეობა დროულად გაიყვანა, ასე რომ, იქ არც არაფერი მომხდარა. სხვა შემთხვევებშიც, მთელი ზარალი უახლოესი შენობების სულ რამდენიმე გატეხილი შუშა თუ გახდა. პეკინისა და პავლოვის, დღევანდელი ყაზბეგის კუთხეში ორ სახლს შორის მდებარე კუთხის სახლით ჩვენ ავაფეთქეთ - ან ეგ გაიგო ვინმემ? ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანები ან ორგანიზაციები უნდა ჩართონ, ყველაფერი დაადგინონ და ის დასაჯონ, ვინც ძეგლის აფეთქების ბრძანება გასცა”. “ვერსია” 2009-12-23
  8. ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა 23 / 12, 2009 11:53 ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ქუთაისში მცხოვრებ 29 წლის სოფიო მაჭარაშვილს H1N1-ის დიაგნოზი ექიმებმა სამი დღის წინ დაუსვეს. იგი ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში მკურნალობდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი სტაციონარში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და დღემდე სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ბოლო ორი დღის განმავლობაში ქუთაისში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ კი საქართველოში H1N1 ვირუსით 8 ადამიანია დაღუპული. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  9. გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება 23 / 12, 2009 11:07 გერმანული პრესა ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების ფაქტს ეხმაურება. გაზეთი Frankfurter Allgemeine ქუთაისის ტრაგედიას მცირე სტატიას უძღვნის სათაურით - “უაზრო პროვოკაცია”, რომლის ქართულ ვერსიასაც ვებპორტალი “ფორინპრესი” აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ქუთაისში საბჭოთა მონუმენტის დანგრევა, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა, “უაზრო პროვოკაცია იყო”, რასაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ ეს შემთხვევა განსხვავდება ესტონეთის მოვლენებისგან, როდესაც ტალინის ცენტრიდან 2007 წლის მაისში ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება გარეუბანში გადაიტანეს. “მაშინ ესტონეთის მთავრობამ რეაგირება იმაზე მოახდინა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი დემონსტრანტები ქანდაკების გადატანას აპროტესტებდნენ. ქანდაკებას ესტონელები 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოდ აღიქვამდნენ, მაგრამ ქანდაკება არავის დაუნგრევია. მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს სასაფლაოზე. ქუთაისის ძეგლის შემთხვევა კი, განსხვავებულია. ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 000 ათას ქართველს ეძღვნებოდა, რომლებიც მაშინ საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, არადამაჯერებლია”, - ნათქვამია სტატიაში. სტატიის ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ძეგლის დანგრევა “მოსკოვის წაქეზების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს”. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  10. 23 / 12, 2009 11:28 · თავდაცვის სამინისტრომ 150 ოფიცერი გაათავისუფლა “თავდაცვის სამინისტროდან 150 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდან არის გაშვებული. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. ახალაიას უწყებაში ამბობენ, რომ სამინისტროში კადრების ოპტიმიზაციისა და მონაცემთა ახალი ბაზის შედგენის პროცესი მიმდინარეობს. გათავისუფლებულმა სამხედროებმა დახმარებისთვის ა/ო “ასოციაცია სამართალი და თავისუფლების” ოფისს მიმართეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თავდაცვიდან 150 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაუშვეს / “როგორც ვიცი, სამხედროების საქმეების გადახედვა მიმდინარეობს. თავიანთ საქმეებში ჩაიხედონ, რა”. “სამხედროები პირად საუბარში აცხადებენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად ტესტირების შედეგები დაუსახელეს. თუმცა ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, სამინისტროში ტესტირება რომ მიმდინარეობდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვის მიუღებელი იყო მმართველობის ის სტილი, რომელსაც უწყებაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი ატარებენ. “ავსებულია სამინისტრო შსს-სა და ციხის თანამშრომლებით. გასაგებია, რომ ყველა მინისტრს მოჰყავს თავისი კადრი, მაგრამ შსს-ს მუშაკმა, მერწმუნეთ, არ იცის, როგორ უნდა უხელმძღვანელოს ამა თუ იმ ქვედანაყოფს. ჩვენი ინფორმაციით, კადრების შევსება მოხდება სწორედ შსს-ს თანამშრომლებით”, - უთხრა გამოცემას ვიცე-პოლკოვნიკმა, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან. “ოქრუაშვილის პერიოდიდან დაიწყო სამხედროების გაშვება სამსახურიდან და მერე პოლიციელებით ხდებოდა მათი ჩანაცვლება... ინფორმაცია მაქვს, რომ უნდათ საკუთარი ხალხით ჩანაცვლება. როგორც ვიცი, სამხედროების საქმეების გადახედვა მიმდინარეობს. თავიანთ საქმეებში ჩაიხედონ, რა. კადრების დეპარტამენტმა ზეპირად უნდა იცოდეს, პირად საქმეში ვის რა უწერია. მაგრამ ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და მეტი არაფერი”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე. “როგორც ვიცი, გათავისუფლებული არიან როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ოფიცრები. თავდაცვის სამინისტრომ უნდა ახსნას, რა ხდება და პასუხი უნდა აგოს იმაზე, თუ რატომ აკეთებს ამას. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ოქრუაშვილის დროს მოწყობილ წმენდას, არადა დღეს კვალიციფიცრი კადრების დეფიციტია”, - აცხადებს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ა/ო “ასოციაცია სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი, ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. “რეზონანსი” 23 / 12, 2009
  11. analgin მართლა დიდი პატივს გცემთ , მართლა ვთვლი რომ ძალიან გონიერი და პატრიოტი ადამიანია ბრძანდებით , მაგრამ ეს არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სხვა უზერებს შეურაცხყოფა მიაყენოთ. მოკლედ, ძალიან გთხოვთ შემდგომში კორექტული იყოთ.
  12. T_A_T ოიდა რა ტეხნიკურად და მწარედ იკორტნები ხოლმე :eshmak:
  13. gadya ვნახე და მაგრადაც ვიხალისე, ასე რომ, გმადლობ
  14. მოიცა მოიცა, აღსდგეს რა იესოა? ისედაც ბარბარიზმმა წალეკა ქართული და თქვენ მაინც დაინდეთ
  15. dariala რას ლაპარაკობთ, რა ანტიპატივისცემა, პირიქით, ძალიან დიდ პატივს გცემთ და გაფასებთ! :2kiss:
  16. აცალე Nukriko , ისტორიის შელამაზება - რესტავრაციით არის დაკავებული ;)
  17. lasha1997 და რა პრობლემაა დიტო, უარესი კითხვაც ბევრი დამისვია
  18. ქუთაისში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა 22 / 12, 2009 16:26 ქუთაისში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 29 წლის ელენე ბერელიძე ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში დღეს დილით გადაიყვანეს. იგი ვანის რაიონის სოფელ შუამთიდან არის. პაციენტი ქუთაისში ვირუსის სიმპტომებით 18 დეკემბერს გადაიყვანეს. პირველად იმერეთის სამხარეო ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა სიტუაციის დამძიმების შემდეგ დღეს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს გულსისხლძარღვთა უკმარისობა განუვითარდა. ამასთან, დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში H1N1 ვირუსით ფეხმძიმე სოფიკო იოსელიანიც დაიღუპა. იგი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბიდან ქუთაისში 21 დეკემბერს გადაიყვანეს და დედათა და ბავშვთა სამედიცინო კლინიკაში მოათავსეს. იოსელიანი მანამდე 5 დღე სახლში მკურნალობდა. 18 წლის პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. სამწუხაროდ, ვერც მისი და ვერც ნაყოფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, შოთა ცანავამ აცნობა, 29 წლის მამაკაცი ზუგდიდან ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ ცენტრშია გადმოყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ცანავას თქმით, დღეისთვის H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 823 შემთხვევაა გამოვლენილი. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობის მხრიდან სტაციონარების მიმართვის ტენდენცია კლებისკენ მიდის, თუმცა გართულებული შემთხვევების კლება ამის პარალელურად არ მოხდება. ცანავა მოუწოდებს მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  19. lasalexx აუუუf მე კიდო იმიტომ გცემ პატივს, რომ "სიმართლის მთქმელი", "ხალხის ინტერესების უშიშარი დამცველი" და "უკეთურთა (ჩემი თამადობით) მამხილებელი რომ ხარ"
×
×
  • შექმენი...