-
პოსტები
9.620 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
15
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი lasha_alo
-
ტატი გლობალია
-
დაუძახე :დ
-
:|
-
იყო უკვე
-
ვინ? კორექტული, ობიექტური, უნდა მოითმინოს განსხვავებული აზრი
-
არა, შენზხე არც დამიწერია...
-
http://www.youtube.com/watch?v=5OcUC3ercNg
-
ცუდია ნამდვილად კარგად უძლებდი იქაურობას... იმედია როგორც იუზერი ოპოებს არ შეგვეშვები ;)
-
საწყალი ღმერთი თქვენს ხელში. მისი სახელით ლამის ერთმანეთი გადაჭამოთ. მე მიწაზე ვარ აქაურობის ბოსი და კატეგორიულად მოვითხოვ - ისაუბრეთ თემაზე , ერთმანეთის ჭამა , სადმე უღრან ტყეებში...
-
იმჰო იმჰოტეპის წინააღმდეგ ანუ ბიძინისტად მონათლულის საჯარო ფიქრები
lasha_alo commented on lasha_alo's ბლოგ პოსტი in ლაშა ალოს დღიური
მე თვითონ ვიყავი ამ პროცესების მონაწილე და ძლიან სამწუხაროა,მაგრამ ეროვნულმა პარტიებმა დიდი შეცდომები დაუშვეს.... -
იმჰო იმჰოტეპის წინააღმდეგ ანუ ბიძინისტად მონათლულის საჯარო ფიქრები
lasha_alo commented on lasha_alo's ბლოგ პოსტი in ლაშა ალოს დღიური
ა) უსუსურნი ყველანი აღმოვჩნდით ბ) დანაშაული არავის წინაშე არ მაქვს ჩადენილი ნარცისული ტენდენციები კი იყო ტრაგედია,რომელმაც დამარხა ის ღირებულებები ,რაც ეროვნულ მოძრაობას ქონდა.ეს გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლამდე მოხდა . არანაირი დანასაული არ მაქვს ჩადენილი . -
როგორ ანადგურებენ ძველი თბილისის ნარჩენებს ნაცები
lasha_alo replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კიდევ ეჰ, მერამდენე "ეჰ" -
იმჰო იმჰოტეპის წინააღმდეგ ანუ ბიძინისტად მონათლულის საჯარო ფიქრები
lasha_alo posted a blog entry in ლაშა ალოს დღიური
ჩემი რამდენიმე ნოუთი ოთხმოციანი წლების ტენდენციების გადმოცემის სურვილით იწყება. არცაა გასაკვირი, ამ პერიოდს უკავშირდება თავისუფლების მოპოვების ტალღის დაწყება, რომელმაც საბჭოური კონფორმიზმი შეცვალა. http://www.youtube.com/watch?v=emxM3RUbsAI ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროს 1/6იან კომუნალურ ბინაში და გვსურდა გვეხილა დანარჩენი 5/6. მაგრამ რატომ მოხდა, რომ ქართველები საკუთარი ოცნებებისათვის მწარედ დავისაჯეთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა ბონუსად დალაგებული ქვეყნები მიიღეს?! გვეგონა მარტო მტერთან მოგვიწევდა ბრძოლა, სინამდვილეში კი საკუთარ თავთან ჭიდილის ეტაპი არ გვქონია განვლილი, ვერ შევძელით ყალიბში ჩამოუსხმელად , ბუნებრივად აღგვექვა თავისუფლების არსი. ამის მაგივრად ვამჯობინეთ სხვებს გაეკეთებინათ ჩვენი საქმე, ვენდეთ “ეროვნულების“ დისიდენტურ ჯგუფებს, ინტილიგენციით და ბანდოკრატიით შელამაზებულ “დემოკრატებს“ ანუ ჩვენვე, „ლოგიკით “იქნებ ამათმა მაინც „გვიშველონ““ გამოვუშვით ჯინი, რომელმაც სურვილის შესრულების მაგივრად საკუთარ სურვილებს დაუქვემდებარა ჩვენი წარმოდგენები თავისუფლებაზე.... თავისუფლება ჩემთვის ინდივიდის შეგრძნებაა, ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ზევიდან მოხვეული ლოზუნგები მხოლოდ სატუსაღოა და სხვა არაფერი. ვერ გავაცნობიერეთ ანბანური ჭეშმარიტება.... განსხვავებული ინდივიდუალიზმი თუ კაპრიზები, ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არა ერთ ფერში გამოწყობილი რუხი მასა , რომელიც მხსნელს ელოდება + არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა . „ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა, ფსევდოდემოკრატებმა დემოკრატია ; პროდასავლურებად წოდებულნი სატელევიზიო ვიგინდარების მეშვეობით მასაჟებს უტარებენ ჩვენს ორგანიზმში დარჩენილ განუვითარებლობის მეტასტაზებს ... არსებობს წარსულში დაბრუნების სერიოზული საფრთხეები. რესპუბლიკური მაშტაბის არხებზე უკვე აღარავის უკვირს რეალ თივის სტილი, პრესა ჯის წყევლაც ჩეულობრივი ამბავია , ნათია მოგელაძე ჭკუას იქით გვასწავლის,სტუდენტურ თვითმართველობაში ისე აღდგა კომკავშირი, თვალიც კი არავის დაუხამხამებია. მცირე შემგუებლობასაც კი აღმოაჩნდა ძალა ბოლშევიზმს „მუმიას“ გმირივით ნაწილნაწილ, ძველებური ხორცი შეესხა. ჩრდილოეთზე არანაკლები მტერი ჩვენივე უგუნურებით აღდგენის გზაზე მდგარი ტოტალიტარიზმია. რუსეთთან ბრძოლის სახელით სახიფათო ნიშნულთან აღმოვჩნდით. პროცესი გრძელდება. შესაძლოა, ბატონი იმჰოტეპი ტოტალიტარიზმის სახით საბოლოოდ დაგვიბრუნდეს. http://www.youtube.com/watch?v=0BAA-RKkFGQ&feature=related დამნაშავე ქვეყნის მოქალაქეების უსუსურობაა იგრძნოს საკუთარი პიროვნული პასუხისმგებლობა , ადვილია გამეიჯნო „ხალხს“, ოპოზიციას ან ხელისუფლებას , ბინძურ პოლიტიკას დააბრალო ყველაფერი, ინატრო უცხოეთში ვიზა და გაექცე რეალობას. ესეც იმ ოპერიდანაა,რასაც მარტივი ენით ელიტისადმი შიში შეიძლება დაერქვას. პესიმიზმი ყველაზე მეტად აცოცხლებს „იმჰოტეპს“ ..... ჩვენ ვერ ვიქეცით ინდივიდების საზოგადოებად, კვლავ ან გვეშინია ზედაფენის ან ლოცვებში მოვიხსენიებთ მათ. ჰო, ჰო „აბა ბიძინა გინდა“ ?, ისიც ელიტას შექმნის , მის გარშემო ხომ საკმაოდ ბევრი ნაგავია , ჰმ, მესიებს შენატრით- მესმის ოპონენტების ყიჟინა და გული უნდა გაგიტეხოთ , ნაწილობრივ ეს ხალხი მართალია, ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის მხარდამჭერთა შორის ბევრია , ვინც ოპოზიციის ლიდერს ახალ მშველელად მიიჩნევს, რატომღაც გგონიათ, რომ ბ.ბმ უნდა „გვიშველოს“ ან დააფინანსოს ჩვენი დიიიიიდი წარსულის მქონე ნეხვში მყოფი აწმყო. ჰმ, არა.... ჩემთვის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირება გარანტიაა, რათა მივეჩვიოთ მრავალფეროვნებას. ვერავინ შეძლოს ერთპარტიულობაში ქვეყნის დაბრუნება. ამ ეტაპზე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობის გაჩენა გამოიწვევს არსებული ტოტალიტარიზმის ნიშნების მსხვრევას. იმჰოტეპი ჩანასახშივე უნდა მოვკლათ და ერთადერთი გზა არჩევნების გზით სოციალური განწყობილებების გამოკვეთაა. ოპოზიციური ძალების გაძლიერება განაპირობებს პლურალისტული გარემოს ხელშეწყობას, ბიპოლარული,კონფრონტაციული ფსევდოდემოკრატია კი წარსულში გადავა. ანუ ამ შემთხვევაში არ დგას პრობლემა,თუ რომელი „ზევსი“ და მასთან დააახლოებული ღმერთუკები დაიკავებენ ოლიმპოს მთას, არამედ ეცემა პასუხი გენერალურ კითხვებს- შესაძლებელია კი თვითონ ჩვენ მშვიდობიან ცვალებადობას მივეჩვიოთ??? 1990 წლის შემდეგ შედგება პირველი პრეცედენტი? გვინდა დემოკრატია თუ კვლავინდებურად ერთფეროვან სამყაროს ავირჩევთ?! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, პრობლემა საკუთარ თავთან გამკლავებაა + „ჩვენ ვინ გვეკითხება“ კონფორმისტული ფილოსოფიის დამარცხება. არა, თავისუფლებას მარტო არჩევნები ვერ მოიტანს.საერთოდ,თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა, მას პანაცეად სულაც არ ვთვლი,თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი ამოყირავდეს ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული „პროგრესული არისტოკრატიის“ მითი,სადაც ხალხის ადგილი ურჩის ან დამჯერის სტატუსია და არა გადასახადის გადამხდელის, ამომრჩევლის ფუნქცია , რომლის შემთხვევაშიც ხელისუფლება იკავებს დაქირავებულის სტატუსს. მესმის, სტიგმების მოხსნას მარტო პოლიტიკაც არ განსაზღვრავს, კიდევ წლები გვესაჭიროება დალაგებული ქვეყნის კონტურების შექმნისთვის,მაგრამ ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის თითოეული ჩვენთაგანის იმჰოს არსებობა გარანტიაა, რათა იმჰოტეპი უნებლიედ არ გაგვიცოცხლდეს.... ps, ეს ნოუთიც ერთი იმჰოა და არა ჭეშმარიტების გადმოცემის სურვილი -
ჩემი რამდენიმე ნოუთი ოთხმოციანი წლების ტენდენციების გადმოცემის სურვილით იწყება. არცაა გასაკვირი, ამ პერიოდს უკავშირდება თავისუფლების მოპოვების ტალღის დაწყება, რომელმაც საბჭოური კონფორმიზმი შეცვალა. http://www.youtube.com/watch?v=emxM3RUbsAI ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროს 1/6იან კომუნალურ ბინაში და გვსურდა გვეხილა დანარჩენი 5/6. მაგრამ რატომ მოხდა, რომ ქართველები საკუთარი ოცნებებისათვის მწარედ დავისაჯეთ, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ხალხებმა ბონუსად დალაგებული ქვეყნები მიიღეს?! გვეგონა მარტო მტერთან მოგვიწევდა ბრძოლა, სინამდვილეში კი საკუთარ თავთან ჭიდილის ეტაპი არ გვქონია განვლილი, ვერ შევძელით ყალიბში ჩამოუსხმელად , ბუნებრივად აღგვექვა თავისუფლების არსი. ამის მაგივრად ვამჯობინეთ სხვებს გაეკეთებინათ ჩვენი საქმე, ვენდეთ “ეროვნულების“ დისიდენტურ ჯგუფებს, ინტილიგენციით და ბანდოკრატიით შელამაზებულ “დემოკრატებს“ ანუ ჩვენვე, „ლოგიკით “იქნებ ამათმა მაინც „გვიშველონ““ გამოვუშვით ჯინი, რომელმაც სურვილის შესრულების მაგივრად საკუთარ სურვილებს დაუქვემდებარა ჩვენი წარმოდგენები თავისუფლებაზე.... თავისუფლება ჩემთვის ინდივიდის შეგრძნებაა, ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ზევიდან მოხვეული ლოზუნგები მხოლოდ სატუსაღოა და სხვა არაფერი. ვერ გავაცნობიერეთ ანბანური ჭეშმარიტება.... განსხვავებული ინდივიდუალიზმი თუ კაპრიზები, ქმნის სამოქალაქო საზოგადოებას და არა ერთ ფერში გამოწყობილი რუხი მასა , რომელიც მხსნელს ელოდება + არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა . „ეროვნულებმა“ ნარცისული ნაციონალიზმით ჩაკლეს პატრიოტიზმის გრძნობა, ფსევდოდემოკრატებმა დემოკრატია ; პროდასავლურებად წოდებულნი სატელევიზიო ვიგინდარების მეშვეობით მასაჟებს უტარებენ ჩვენს ორგანიზმში დარჩენილ განუვითარებლობის მეტასტაზებს ... არსებობს წარსულში დაბრუნების სერიოზული საფრთხეები. რესპუბლიკური მაშტაბის არხებზე უკვე აღარავის უკვირს რეალ თივის სტილი, პრესა ჯის წყევლაც ჩეულობრივი ამბავია , ნათია მოგელაძე ჭკუას იქით გვასწავლის,სტუდენტურ თვითმართველობაში ისე აღდგა კომკავშირი, თვალიც კი არავის დაუხამხამებია. მცირე შემგუებლობასაც კი აღმოაჩნდა ძალა ბოლშევიზმს „მუმიას“ გმირივით ნაწილნაწილ, ძველებური ხორცი შეესხა. ჩრდილოეთზე არანაკლები მტერი ჩვენივე უგუნურებით აღდგენის გზაზე მდგარი ტოტალიტარიზმია. რუსეთთან ბრძოლის სახელით სახიფათო ნიშნულთან აღმოვჩნდით. პროცესი გრძელდება. შესაძლოა, ბატონი იმჰოტეპი ტოტალიტარიზმის სახით საბოლოოდ დაგვიბრუნდეს. http://www.youtube.com/watch?v=0BAA-RKkFGQ&feature=related დამნაშავე ქვეყნის მოქალაქეების უსუსურობაა იგრძნოს საკუთარი პიროვნული პასუხისმგებლობა , ადვილია გამეიჯნო „ხალხს“, ოპოზიციას ან ხელისუფლებას , ბინძურ პოლიტიკას დააბრალო ყველაფერი, ინატრო უცხოეთში ვიზა და გაექცე რეალობას. ესეც იმ ოპერიდანაა,რასაც მარტივი ენით ელიტისადმი შიში შეიძლება დაერქვას. პესიმიზმი ყველაზე მეტად აცოცხლებს „იმჰოტეპს“ ..... ჩვენ ვერ ვიქეცით ინდივიდების საზოგადოებად, კვლავ ან გვეშინია ზედაფენის ან ლოცვებში მოვიხსენიებთ მათ. ჰო, ჰო „აბა ბიძინა გინდა“ ?, ისიც ელიტას შექმნის , მის გარშემო ხომ საკმაოდ ბევრი ნაგავია , ჰმ, მესიებს შენატრით- მესმის ოპონენტების ყიჟინა და გული უნდა გაგიტეხოთ , ნაწილობრივ ეს ხალხი მართალია, ალტერნატიული პოლიტიკური პოლუსის მხარდამჭერთა შორის ბევრია , ვინც ოპოზიციის ლიდერს ახალ მშველელად მიიჩნევს, რატომღაც გგონიათ, რომ ბ.ბმ უნდა „გვიშველოს“ ან დააფინანსოს ჩვენი დიიიიიდი წარსულის მქონე ნეხვში მყოფი აწმყო. ჰმ, არა.... ჩემთვის ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის ფორმირება გარანტიაა, რათა მივეჩვიოთ მრავალფეროვნებას. ვერავინ შეძლოს ერთპარტიულობაში ქვეყნის დაბრუნება. ამ ეტაპზე ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის შესაძლებლობის გაჩენა გამოიწვევს არსებული ტოტალიტარიზმის ნიშნების მსხვრევას. იმჰოტეპი ჩანასახშივე უნდა მოვკლათ და ერთადერთი გზა არჩევნების გზით სოციალური განწყობილებების გამოკვეთაა. ოპოზიციური ძალების გაძლიერება განაპირობებს პლურალისტული გარემოს ხელშეწყობას, ბიპოლარული,კონფრონტაციული ფსევდოდემოკრატია კი წარსულში გადავა. ანუ ამ შემთხვევაში არ დგას პრობლემა,თუ რომელი „ზევსი“ და მასთან დააახლოებული ღმერთუკები დაიკავებენ ოლიმპოს მთას, არამედ ეცემა პასუხი გენერალურ კითხვებს- შესაძლებელია კი თვითონ ჩვენ მშვიდობიან ცვალებადობას მივეჩვიოთ??? 1990 წლის შემდეგ შედგება პირველი პრეცედენტი? გვინდა დემოკრატია თუ კვლავინდებურად ერთფეროვან სამყაროს ავირჩევთ?! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, პრობლემა საკუთარ თავთან გამკლავებაა + „ჩვენ ვინ გვეკითხება“ კონფორმისტული ფილოსოფიის დამარცხება. არა, თავისუფლებას მარტო არჩევნები ვერ მოიტანს.საერთოდ,თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა, მას პანაცეად სულაც არ ვთვლი,თუმცა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კატალიზატორი ამოყირავდეს ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული „პროგრესული არისტოკრატიის“ მითი,სადაც ხალხის ადგილი ურჩის ან დამჯერის სტატუსია და არა გადასახადის გადამხდელის, ამომრჩევლის ფუნქცია , რომლის შემთხვევაშიც ხელისუფლება იკავებს დაქირავებულის სტატუსს. მესმის, სტიგმების მოხსნას მარტო პოლიტიკაც არ განსაზღვრავს, კიდევ წლები გვესაჭიროება დალაგებული ქვეყნის კონტურების შექმნისთვის,მაგრამ ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის თითოეული ჩვენთაგანის იმჰოს არსებობა გარანტიაა, რათა იმჰოტეპი უნებლიედ არ გაგვიცოცხლდეს.... ps, ეს ნოუთიც ერთი იმჰოა და არა ჭეშმარიტების გადმოცემის სურვილი ;)
-
ვინ აფუძნებს ბიძინას საწინააღმდეგო ახალგაზრდულ ჯგუფს
lasha_alo commented on lasha_alo's ბლოგ პოსტი in ლაშა ალოს დღიური
სად აქვთ მეტი ტვინი -
როგორ იქმნება ანტიბიძინისტური ფსევდოენჯეოები
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იგივე ფორმაა -
http://planeta.ge/blogs/entry/48-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A3%E1%83%AB%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%AF%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%A1/ :დ
-
ვინ აფუძნებს ბიძინას საწინააღმდეგო ახალგაზრდულ ჯგუფს
lasha_alo posted a blog entry in ლაშა ალოს დღიური
ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნდა ცნობა სიძულვილის ენაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ წყარო: http://ghn.ge/news-66955.html სრული ტექსტი : ძალიან გამიკვირდა, როცა ჩემს ფრენდებში ორგანიზაციის პროფილი აღმოვაჩინე. ჰმ, უცნაური ხალხის ნაკლებობას არ განვიცდი,თუმცა დიდად არ მხიბლავს ანონიმი ექსტრემისტების ხილვა და რატომღაც ვერ გავიხსენე,თუ როდის დამემატნენ ეს ტიპები დამფუძნებლი ვინაობას არც მალავს ოფიციალურ გვერდზე მითითებულია სახელი და გვარი : ზვიად ფოფხაძე ,რომელსაც სოციალურ ქსელებში აქვს 2 პროფილი http://s018.radikal.ru/i515/1205/cd/558a26091aff.jpg ფეისბუქი: https://www.facebook...popxadze?ref=ts ადნოებში: http://www.odnoklass...le/354807832376 ჰოი საოცრებავ, ეს ბიჭი ყოფილა ნაციონალების მიერ ორგანიზირებული უგულავას მხარდამჭერი გაერთიანების "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" თავმჯდომარე. ადნოებშიც კი შეუქმნია მისი მხარდამჭერი პატარა ჯგუფი. http://www.odnoklass...07832376/groups კოტიკო თოლორაიასთან ერთად "თავისი ხარჯით და ენთუზიაზმით" არაერთი ღონისძიება ჩაატარა და მეტიც, 20 ლარიც არ დაენანა პროგრესული მერის მხარდამჭერი ენჯეოს ფონდის შესავსებად. შესაბამისი ინფო იხილეთ: http://www.liberali....avas-mkhardasac წვალობდნენ ბიჭები, სეიშენიც სამშობლოს გადასარჩენად ჩაერთო პიარში და შთამომავლობას კლიპიც შემოუნახეს http://www.youtube.com/watch?v=5MB_DEk1CMY http://www.youtube.com/watch?v=lWuoOvQ7JTU&feature=related როგორც ჩანს, ახალი არჩევნების წინ გიგის სახელი აქტუალური აღარაა, ნაციონალებმა მტკიცედ გადაწყვიტეს საკუთარი პიარი ბიძინას გინებას და წყევლას მოახმარონ. ნუთუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა ,თუ რატომ შეცვალა ზვიად ფოფხაძემ ძველი აქტიურობა ახლით? რუსუდან კერვალიშვილის ნათლულის მამა მორიგ სკანდალურ "ენჯეოს" აკეთებს, მაგრამ ფირფიტა , სტილი, დილეტანტიზმი უცვლელია.... კი მათ აქვთ უფლება "ახალგაზრდობა" ბიძინას საწინააღმდეგოდ დარაზმონ,მაგრამ მეც მაქვს უფლება მწარედ დავცინო ზვიადის პროფილს ამშვენებს წარწერა"სიმართლის დრო" . ვეთანხმები, დროა და სამწუხაროდ ეჭვს არ იწვევს- ხელისუფლება ხელს უწყობს კომსომოლის რეინკარნაციას ახალ სხეულში!!!!!!!!! -
http://news.ge/ge/news/story/14988-moskovshi-generali-roman-dumbadze-mokles მოსკოვში სამშობლოს ღალატისათვის გასამართლებული ყოფილი გენერალი, ბათუმის 25-ე ბრიგადის ექსმეთაური რომან დუმბაძე მოკლეს. რუსული მედიის ცნობით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლოვსკაიას გზატკეცილზე, მოტოციკლიდან დაცხრილეს. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, დაჭრილი კი ადგილზევე გარდაიცვალა. მოტოციკლი, რომლითაც თავდამსხმელი გაიქცა, ერთ-ერთ ეზოში მიტოვებული იპოვეს, თუმცა მკვლელობას თვითმხილველი ჰყავს, რომელსაც ამ დროისთვის სამართალდამცავები კითხავენ. 2004 წელს თბილისსა და აჭარას შორის მიმდინარე კონფლიქტის დროს, რომან დუმბაძემ ოფიციალურად განაცხადა უარი დამორჩილებოდა საქართველოს პრეზიდენტს და ასლან აბაშიძის მხარეს გადავიდა, რისთვისაც მას სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს. გენერალი დუმბაძეს ქართულმა მართლმსაჯულებამ სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი და მუდმივი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გენერალი, რომან დუმბაძე რუსულმა მხარემ 12 ქართველი სამოქალაქო ტყვეში გაცვალა. 2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა რომან დუმბაძეს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ ქართულმა მხარემ რუსეთს გადასცა ასლან აბაშიძის ყველაზე მყარი დასაყრდენი, გენერალი რომან დუმბაძე, რომელსაც სამშბოლოს ღალატის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, აცხადებდა მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. „გენერალმა ბორისოვმა მოითხოვა იმ პირის გადაცემა, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ეს არის რომან დუმბაძე. მან თავის დროზე აჭარაში ხიდები ააფეთქა. ვინმეს თუ ჰქონდა კითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, ახლა ყველაფერი გაირკვა. როგორც ბორისოვმა თქვა, დუმბაძე იცხოვრებს მის აგარაკზე პოდმოსკოვიეში. ჩვენ დუმბაძე გადავეცით, რადგან ჩვენთვის ტყვეების, ჯარისკაცების სიცოცხლე და ცხედრების გადმოსვენება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთი კრიმინალი დუმბაძე", - განაცხადა თარგამაძემ.
-
არაა ლიცემერი urfinjusdire\ პირადული შეურაცხყოფების გარეშე
-
,ხვალ დილით ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილისა" და მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შევიტანთ, რათა, აუცილებლად, დაისაჯონ ისინი ვინც გუშინ ეს ჩაიდინა, რადგან ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ქალაქის ღირსების საკითხიხი. თბილისის მერიამ, რომელმაც ვიღაც ტყიურებს, ტყიდან გამოვარდნილებს გადასცსა ეს შენობა, რომლებსაც არაფრის ფასი არ იციან დალეწეს და დაანგრიეს ეს შენობა. ეს ყველაფერი ნაჯახებით და უროებით არის ჩამონგრეული და რაც მთავარია ამისთვის არანაირი ნებართვა არ გააჩნიათ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" ,,ტიფლისი ჰამქარის" თავმჯდომარემ ალექსანდრე ელისაშვილმა. http://ghn.ge/news-66889.html
-
ძველო ფორუმელებო,ჩაცუცქული უნდა გებაზროთ
lasha_alo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
იქ შეკამათება შეუძლებელია,აქ კი და ნეიტრალიზირებაც... -
http://www.epn.ge/?p=109728 ამის შესახებ სააგენტო “ტრენდ.აზ”-ს აზერბაიჯანის საგარეო უწყების პრესმდივანმა ელმან აბდულაევმა განაცხადა. მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომლექსთან დაკავშირებული საკითხი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში წყდება და ეს წმინდა ნორმატიულ-იურიდიული საკითხია. აბდულაევის ცნობით, დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, გრიგოლ ვაშაძე და ელმარ მამედიაროვი ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრისას ისაუბრებენ. პრესმდივნის განცხადებით, მინისტრები ორმხრივი თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განიხილავენ. 6 მაისის შემდეგ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველებს არ უშვებენ. ბოლო დღეების განმავლობაში, სასულიერო პირები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 6 მაისამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა არ დაადასტურა.
-
http://netgazeti.ge/GE/105/News/9844/ „პირველი სტერეოს“ შენობაში მხოლოდ, ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახურის -„მგლების“ თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთაც ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს. „პირველი სტერეოს“ შენობაში მხოლოდ, ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახურის -„მგლების“ თანამშრომლები იმყოფებიან, რომელთაც ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელს შენობა დაატოვებინეს. დაცვის თანამშრომლები „პირველი სტერეოს“ შენობაში 19 მაისს, დილის 4 საათისთვის შევიდნენ. მათი შესვლიდან მალევე, ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილმა შენობა დავტოვა, თუმცა, დღის პირველ საათამდე შენობაში ტელეკომპანიის, დაახლოებით, 10 თანამშრომელი ისევ რჩებოდა. როგორც „პირველი სტერეოს“ ყოფილმა დირექტორმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, ისინი იქ ტექნიკის გამოსატანად დარჩნენ, თუმცა, მათ ამის ნება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს. ამ დროისთვის, ტელეკომპანიის არცერთი თანამშრომელი შენობაში აღარ არის. მათ, დაცვის წევრებმა შენობა დაატოვებინეს. შენობაში შესვლას ვერ ახერხებს ასევე ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი, რომელიც შენობის დატოვების შემდეგ „მგლების“თანამშრომლებმა ტელეკომპანიაში აღარ შეუშვეს. რამდენიმე საათია, გამორთულია "პირველი სტერეოს" სიგნალიც. როგორც ტელეკომპანიის თანამშრომლები აცხადებდნენ, სიგნალი ახალმა დირექტორმა, ვასილ კობაიძემ გაათიშინა და არხი რადიო სიგნალით მაუწყებლობს. ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის თქმით, ის აპირებს საჩივრით მიმართოს პროკურატურას. „მოვითხოვ სასწრაფოდ მოხდეს გამოძიება, რომ დადგინდეს, როგორ მოხდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საიტზე ტელეკომპანიის ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაციაში ჩასწორება დირექტორის შეცვლის საკითხის განუხლავად. უნდა მოხდეს ყველა ფალსიფიკაციის გამოძიება, რაც ადეიშვილის უწყებაში ხდება, თუმცა სამწუხაროდ პროკურატურაც იუსტიციის სამინისტროს ორგანიზმია“, - ამბობს ზილფიმიანი. „ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ ბატონი ბეჟუაშვილი, თავისი მაღალჩინოსანი მეგობრებისა და სახელმწიფოს დახმარებით, ცდილობს პარტნიორს წაართვას არა მხოლოდ იმ კომპანიის წილი, რომელსაც ერთად ფლობენ, არამედ სხვა კომპანიაც. ეს არის კერძო საკუთრების ხელყოფა. სპეცოპერაციის მიზანი არის ის, რომ დაადანაშაულონ დავით ზილფიმიანი რაიმე მაქინაციაში და შემდეგ ამ საბაბით წაართმევენ ტელეკომპანიას,“- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელმა. ტელეკომპანიასთან იმყოფებოდა ასევე „საიას“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ნათია კაპანაძეც. იურისტის განმარტებით, ტელეკომპანიის მეწილე დავით ზილფიმიანი უნდა გაეცნოს იმ განჩინებას, რომელიც მიღებულია ტელეკომპანიაში მისი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით და შეძლოს თავისი უფლებების წარდგენა სასამართლოში. შპს “ტელეკომპანია I სტერეოსა” და შპს “სტერეო +”– ის წილები დამფუძნებელ დავით ზილფიმიანს, როგორც თავად ამბობს, უკანონოდ დაუყადაღეს საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით. ზილფიმიანი მის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ორ ფაქტს უკავშირებს: “ერთი ფაქტი არის ის, რომ მე ტექნიკური მომსახურების კონტრაქტი გავაფორმე ტელეკომპანია “მე–9 არხთან”, მეორე ფაქტი კი ის გახლავთ, რომ კომპანია “სტერეო +”– ის 100%–იანი წილი ჩემს შვილზე გადავაფორმე.”