Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ხალხი , პუბლიკა შემოგვაკლდა . ვფიქრობ განვითარებაზე
  2. რა დავამატოთ პლანეტის ფორუმს? რას ისურვებდით ახალს საიტზე შეცდომები იყო . ამოვიდეთ აწმყოს ამოსავალი წერტილიდან
  3. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით, ირაკლი ალასანიასთვის გალისა და ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის დაბრალება ხელისუფლების მხრიდან მორიგი უსინდისობაა. Mმისივე თქმით, ამ ტიპის მოლაპარაკებების დროს ქართულ მხარეს კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევია. ,,ირაკლი ალასანიას ისიც კი დააბრალეს, რომ მისი ბრალია ყველანაირი მოლაპარაკების ჩაშლა ჟენევის ფორმატი იქნება გალის თუ ყველანაირი მოლაპარაკების და ეს მხოლოდ და მხოლოდ უსინდისობა რასაც ხელისუფლება აკეთებს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, ხელისუფლებას კონკრეტული შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევია. ,,არცერთ ასთ შეხვედრაზე და უკვე მრავალი ასეთი შეხვედრაა გამართული კონკრეტული შედეგი მიღებული არ ყოფილა და ბოლო შეხვედრის წარუმატებლობის მიწერა იმაზე, რომ ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ბანდფორმირებები ამხილა დასავლეთ საქართველოში და ამისი ბრალია არის უბრალოდ უსინდისობა სხვა უფრო მკვეთრი სიტყვა, რომ არ ვიხმარო". http://ghn.ge/news-65445.html
  4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, პარტია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პრეზიდენტობაზე კასტინგი ვერ გაიარა. “პარტია “ედიანაია როსიას” ხელმძღვანელმა ბატონმა მედვედევმა ვერ გაიარა კასტინგი რუსეთის პრეზიდენტობაზე, ახლა სურს გაიაროს კასტინგი პრემიერ- მინისტრობაზე და, მგონია, ეს ისეთივე “წარმატებით” დამთავრდება, როგორც მისი მცდელობა ეთამაშა რუსეთის პრეზიდენტის როლი”, _ განაცხადა ვაშაძემ. მისი თქმით, 1989 წლის საქართველომ გამოცადა თუ რა არის, ჯერ საბჭოთა კავშირის და მერე უკვე რუსეთის ფედერაციის სიყვარული ქართველი ხალხის მიმართ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ სიყვარულს მოყვა ის, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია და ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თავის სამშობლოში არის ლტოლვილად გადაქცეული. http://www.epn.ge/?p=107559
  5. იულია ტიმოშენკოს ახლობლების განცხადებით, ექს-პრემიერი სიკვდილის პირსაა, ის უკვე 10 დღეა შიმშილობს ციხეში. „დრო გადის, არ ვიცი თუ რამდენს გაძლებს დედაჩემი შიმშილში, ალბათ 5-დან 10 დღემდე“,- განაცხადა პრაღაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე მსჯავრდებულის შვილმა, ევგენია ტიმოშენკომ. ექს-პრემიერის შვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება უფლებას მისცემს ტიმოშენკოს გაიაროს მკურნალობა გერმანიაში. უკრაინელ ექიმებს, როგორც ცნობილია, ტიმოშენკო ახლოს არ იკარებს. აღსანიშნავია, რომ ტიმოშენკო გასულ კვირას აცხადებდა, რომ მასზე ფიზიკური ზეწოლა, საავადმყოფოში გადაყვანისას ხორციელდებოდა. „მე არ მინდა, რომ ამ ამბავს მოყვეს ტრაგიკული მოვლენები, მთავრობის გასახარებლად. სიბრიყვეს შესაძლოა უწინააღმდგებოდეს მხლოდ ფიზიკური ძალა და არა შიმშილობა და ქალის წამება ციხეში“,- განაცხადა იულია ტიმოშენკოს ქმარმა, ალექსანდრე ტიმოშენკომ. ექს-პრემიერის წინააღმდეგ აღძრულია 10 სისხლის-სამართლის საქმე და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. http://www.epn.ge/?p=107555
  6. http://www.interpressnews.ge/ge/politika/199819-qinterpresniusisq-qambebigeq-sa-da-qpalitratvq-s-gamokithkhvis-shedegebis-mikhedvith-qqarthuli-ocnebaq-liderobs.html ინტერპრესნიუსის", "ამბები.გე"-სა და "პალიტრა.ტვ"-ს საიტებზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რესპონდენტთა დიდი ნაწილი ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა. გამოკითხვა სამივე ვებგვერდზე 30 აპრილს დაიწყო და 1-ელ მაისს დასრულდა. "ინტერპრესნიუსის" საიტზე გამოკითხვაში მონაწილეობა 2458-მა მომხმარებელმა მიიღო, შედეგები კი ასე გადანაწილდა: "ახალი მემარჯვენეები" - 3.2%, "განახლებული საქართველოსთვის" - 1%, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" - 2.5%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13.6%, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 0.7%, "ევროპელი დემოკრატები" - 1.3%, "თავისუფალი საქართველო" - 5.2%, "ლეიბორისტული პარტია" - 1.4%, "საქართველოს დემოკრატიული პარტია" - 0%, "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" - 0.3%, "ქართული ოცნება" - 51.6%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 7.9%, "ქართული დასი" - 0.4%, "ქართული პარტია" - 3.9%, "მწვანეთა პარტია" - 2%, არც ერთს - 4.8%. იგივე შეკითხვას 1250 რესპონდენტი გამოეხმაურა "ამბები.გე"-ს საიტზე. http://www.interpressnews.ge/ge/pictures/artimages/image4/6348d13160fca6ba919cbf5f9c9f91e9.jpgამ შემთხვევაში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - 65.4%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 18.4%, არც ერთს - 7.4%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 1.8%, "ლეიბორისტული პარტია" - 1.6%, "მწვანეთა პარტია" - 1.4%, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" - 1.2%, "ახალი მემარჯვენეები" - 0.9%, "თავისუფალი საქართველო" - 0.4%, "ევროპელი დემოკრატები" - 0.3%, "ქართული დასი" - 0.3%, "განახლებული საქართველოსთვის" - 0.2%, "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" - 0.2%, "ქართული პარტია" - 0.2%, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 0.2%, "საქართველოს დემოკრატიული პარტია" - 0%. რაც შეეხება "პალიტრა.ტვ"-ზე ჩატარებულ გამოკითხვას, მისი შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 70%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 12.2%, არც ერთს - 5%, "ახალი მემარჯვენეები" - 2.2%, "ლეიბორისტული პარტია" - 2.2%, "მწვანეთა პარტია" - 2.2%, "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" - 1.7%, http://www.interpressnews.ge/ge/pictures/artimages/image4/213cada75d4148475527f572f6897f1d.jpg"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 1.7%, "თავისუფალი საქართველო" - 1.1%, "ევროპელი დემოკრატები" - 0.6%, "სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა" - 0.6%, "ქართული დასი" - 0.6%, "განახლებული საქართველოსთვის" - 0%, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" - 0%, "საქართველოს დემოკრატიული პარტია" - 0%, "ქართული პარტია" - 0%. "პალიტრა.ტვ"-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 180-მა მოქალაქემ მიიღო.
  7. ? თუ კი, ეს დადებითი მოვლენაა ტუ უარყოფითი. თქვენ თვითონ როგორ აღწერთ მას
  8. http://www.epn.ge/?p=107381 ტელეკომპანია „მე-9 არხი“ მაუწყებლობას დღეს დაიწყებს. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ტელეკომპანიის ოფიციალურ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ინფორმაცია, რომ „საცდელი მაუწყებლობა დაიწყება 30 აპრილს 21:00 საათზე“. ასევე, სოციალურ ქსელში მითითებულია ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის ნახვის შესაძლებლობა გლობალ TV-ის, MAGTISAT-ის და სატელიტური თეფშის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. გარდა სოციალური ქსელისა, ტელეკომპანიის მაუწყებლობის ზუსტი თარიღის შესახებ ოფიციალუირი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.
  9. წინასაარჩევნოდ ,,ნაცმოძრაობა" შეიძლება ითქვას, რომ მოწოდების სიმაღლეზეა. დღე ისე, არ გაივლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამომრჩეველს არ შეხვდეს და ხელისუფლების მიერ უკვე გაკეთებულ და დაგეგმილ პროექტებზე არ ესაუბროს. სრული ინტერვიუ http://www.ghn.ge/news-65422.html თქვენი აზრი.ნაცმოქკავშირის გამარჯვების საფრთხე რეალურია?
  10. http://www.ghn.ge/news-29683.html საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნეზე დასაკვირვებლად ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია დემოკრატიის საზოგადოება” მოიწვია – ამის შესახებ “ღია დემოკრატიის საზოგადოების” პრეზიდენტმა ტომ ნოლანმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. “საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებისთვის მოწვევა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მივიღეთ. ჩვენი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების პროცესში სრულიად დამოუკიდებლად საქმიანობს. ახლო მომავალში სომხეთშიც ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას. მე როგორც პოლიტიკურ კონსულტანტს, უკვე ორასზე მეტ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მესმის, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები”, – განაცხადა ნოლანმა. “ღია დემოკრატიის საზოგადოების” საბჭოს წევრმა ბრიუს ბარსელომ აღნიშნა, რომ მათ არჩევნებში პოლიტიკური მხარე არ უჭირავთ. მათ სურთ ხალხს დაანახონ, თუ რამდენად შეესაბამება საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს. როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის დავალებით, 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოსაწვევი მიმდინარე წლის 6 აპრილს გაუგზავნა.
  11. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ქვეყანაში სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გაგებული და კოალიციის სუბიექტები აღნიშნულის გაპრავებას თავს უძღვნიან , თურმე მაგნიტსკის მკვლელებზე ფიქრია პრიორიტეტული. კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის"(თავხელიძე,გაბიანი) საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნის. მიმართვაში კოალიცია საკანონმდებლო ორგანოს რუსეთის იმ თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციების დაწესებას სთხოვს, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის ტრაგიკულ სიკვდილში დამნაშავეებად მოიაზრებიან. "კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დამცველთა საერთაშორისო ინიციატივას და მიიღოს კანონი, რომელიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის პატრიმრობაში ტრაგიკულ სიკვდილსა და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევებში დამნაშავე რუსეთის შესაბამისი თანამდებობის პირების მიმართ სავიზო და საფინანსო სანქციებს დააწესებს", - ნათქვამია კოალიციის მიმართვაში. "ევროპული საქართველოსთვის" ინფორმაციით, "მაგნიტსკის აქტის" სახელით ცნობილი კანონი უკვე მიღებულია ან მისაღებად განიხილება კანადის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის სხვა ქვეყნების პარლამენტებში. "კოალიციის აზრით, ასეთი კანონის მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არასდროს შეეგუება ადამიანის უფლებების დარღვევას, განურჩევლად იმისა, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ და ვის მიერ არის ჩადენილი ასეთი დარღვევები", - აღნიშნულია განცხადებაში. იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვის ციხე "ბუტირკაში" წამების შედეგად გარდაიცვალა.
  12. რამდენადაც ვიცი, არც ღმერთი და არც ანგელოზები აქ არ პოსტავენ
  13. ასაკი, მიზნობრივი ჯგუფზეა ორიენტირებული თუ როგორაა დანარჩენი გასაგებია
  14. შეზღუდვები, სხვა პროექტები, ანაზღაურება საჭიროა?
  15. იხილეთ http://foreignpress.ge/?p=20202 ჰეილი სვითლენდ ედვარდსი ქუთაისი, საქართველო – გასულ ხუთშაბათს სამ საათზე მეტი დამჭირდა იმისთვის, რომ თბილისიდან, რომელიც საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის კომერციული და კულტურული ცენტრია, პარლამენტის ახალ შენობამდე (სტადიონის ზომის, ლითონის ბადეში მოქცეული ნიჟარის ფორმის ნაგებობამდე) მიმეღწია. ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადააქვთ, თბილისის შემდეგ მეორე დიდ ქალაქში, რომელიც დასავლეთით, 150 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. პარლამენტის ოფიციალური გადატანა, რაც შარშან ზაფხულში გამოცხადდა, სავარაუდოდ წელს განხორციელდება, შესაძლოა შემდეგ თვეშიც. აღნიშნული ნაბიჯი, თითქოს დეცენტრალიზაციის მხარდაჭერის, თბილისის ინფრასტრუქტურის განტვირთვის, ქუთაისის ეკონომიკის განმტკიცების და ქვეყნის ამ ორი ისტორიული ნაწილის სიმბოლური დაკავშირებისთვის შემუშავდა. მაგრამ, როგორც ჩანს ის კიდევ უფრო დაასუსტებს საქართველოს ისედაც სუსტ საკანონმდებლო ხელისუფლებას, მაშინ როდესაც ქვეყანა საარჩევნო არასტაბილურობის ფაზაში შედის. საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რასაც საქართველოში პირველად ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა შეიძლება მოჰყვეს, მომავალ წელს იგეგმება. ბოლივიამ, მიანმამ, ნიგერიამ და სხვა ქვეყნებმა ხელისუფლების ერთი ან მეტი შტო დედაქალაქიდან გადაიტანეს, თავად დედაქალაქს შეუცვალეს ადგილი ან ერთზე მეტი დედაქალაქი შექმნეს. ეს ცვლილებები ხშირად ბიუროკრატიულ და ლოჯისტიკურ კოშმარებს უკავშირდებოდა, ისევე როგორც პოლიტიკურ დაძაბულობას პროვინციებს შორის. ზოგჯერ, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ეჭვობენ, ასეთი ნაბიჯი შეგნებული პოლიტიკური ფანდია ხოლმე და ქვეყნის რომელიმე ერთი რეგიონის, ხელისუფლების გარკვეული შტოს ან პოლიტიკური ოპოზიციის შესუსტებას ისახავს მიზნად. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, ქართველების უმრავლესობა ამ ნაბიჯს თითქმის კოლექტიური გაკვირვებით შეხვდა – ის მხოლოდ 51%-მა მოიწონა. რატომ? ზოგიერთი მოწინააღმდეგე რესურსების ფუჭ ხარჯვას ასახელებს, სხვებს კი თბილისს და ქუთაისს შორის მოგზაურობის პრაქტიკული პრობლემა აწუხებს. დღეს ამ ორ ქალაქს აკავშირებს მომქანცველი ექვსაათიანი გზა მატარებლით ან სახიფათო საავტომობილო გზა, ორმხრივი მაგისტრალი. ეს მაგისტრალი სავსეა დიდი სიჩქარით მოძრავი საბარგო მანქანებით, რომელთაც სასოფლო აღჭურვილობა გადააქვთ და მოხეტიალე ძროხებით. (მთავრობა ქუთაისში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე და თბილისს და ქუთაისს შორის ფრენების ორგანიზებაზე მუშაობს). სხვა კრიტიკოსები, მათ შორის ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი, აცხადებს, რომ ამ ნაბიჯის უკან უღირსი განზრახვებია. ისინი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ მას პარლამენტი მოშორებით, დასავლეთით გადააქვს, რათა კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში მოაქციოს საკანონმდებლო ორგანო და ხელი შეუშალოს სახალხო სამპროტესტო გამოსვლებს, ისეთებს, როგორებიც ბოლო წლებში, თბილსის ცენტრში, პარლამენტის წინ დროდადრო იმართებოდა. თავად სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციით” მოვიდა, მას შემდეგ, რაც მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტი შტურმით აიღეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტისთვის ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. აუგუსტო პინოჩეტის მმართველობის ბოლოს 1990 წელს, ჩილეს მთავრობამ პარლამენტი ქვეყნის კომერციული, კულტურული და სახელისუფლებო ეპიცენტრიდან 100 მილის მოშორებით, ვალპარაისოში გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი ვალპარაისოს ეკონომიკის მხარდაჭერის მხრივ სასარგებლო აღმოჩნდა, დღეს, ოცწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, მას დიდწილად შეცდომად მიიჩნევენ. პიტერ საიაველისმა, Wake Forest University-ს ლათინო-ამერიკული კვლევების პროგრამის დირექტორმა, გასულ კვირას სანტიაგოდან სატელეფონო საუბრის დროს მითხრა, რომ ჩილეს პარლამენტის გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით უმნიშვნელო შედეგი მოჰყვა, სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გაზარდა არაეფექტურობა იმით, რომ გაიზარდა სატრანსპორტო ხარჯები დეპუტატების მოგზაურობით სანტიაგოს და ვალპარაისოს შორის და დრო ფუჭად იხარჯებოდა. „პარლამენტის დანარჩენი ხელისუფლებისგან მოცილებით, არაოფიციალური პოლიტიკის ფორუმი გაუქმდა“, დასძინა მან. ამან დაასუსტა პარლამენტი. „თუკი დეპუტატები ვერ ახერხებენ, მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლას ასეთი წინადადებით - „მოდით კანონის ეს ნაწილი განვიხილოთ“, ამის შედეგი ის არის, რომ ისინი ნაკლებად გავლენიანები ხდებიან“. საქართველოში, სადაც ამ საარჩევნო წელს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის დაძაბულობა პიკს აღწევს, რთულია პარლამენტის გადატანის გადაწყვეტილება საეჭვოდ არ მოგეჩვენოს. რთულია იმის დანახვაც, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ეს ნაბიჯი საქართველოს მერყევ დემოკრატიას იმის განვითარებაში, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება: ინსტიტუტების გაძლიერება და უფრო მრავალფეროვანი წარმომადგენლობა მთავრობაში. წყარო: http://latitude.blogs.nytimes.com/2012/04/23/what-is-behind-georgias-decision-to-move-parliament-from-tbilisi-to-kutaisi/ http://www.youtube.com/watch?v=VuRQPbxhIYM&feature=player_embedded
×
×
  • შექმენი...