Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. კახეთის ახალი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი მუშაობას შეუდგა . როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ჭიაბერაშვილი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამშრომლებს ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა წარუდგინა. ახალი გუბერნატორის განცხადებით, რეგიონში დაწყებული ყველა პროექტი დასრულდება. ჭიაბერაშვილის თქმით, მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რომელიც რეგიონს აწუხებს. ახალი გუბერნატორის განცხადებით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. ზურაბ ჭიაბერაშვილს მხოლოდ ერთი ახალი მოადგილე ეყოლება და ეს თანამდებობა გიორგი ბოტკოველმა დაიკავა. ახალმა გუბერნატორმა გაწეული სამუშაოსთვის ყოფილ რწმუნებულ გიორგი ღვინიაშვილს მადლობა გადაუხადა.
  2. - ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ შენობის გასხვისება უკვე მომხდარია. "სამწუხაროდ, უკვე მოხდა შენობის გასხვისება, თუმცა პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა. ეს იყო შეცდომა", - განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ახალ შენობას, მინისტრობის კანდიდატმის განმარტებით, ქუთაისი პირადად მისთვის სათაყვანებელი ქალაქია, თუმცა ფიქრობს, რომ პარლამენტის გადატანით ამ ქალაქის განვითარება მხოლოდ ”ხელოვნური ზომებით” ხდება. ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტრატეგიული ობიქეტების სია უნდა გადაიხედოს, რადგან არსებობს ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს. http://www1.interpre...cherebulia.html
  3. ოპოზიცია ბუნებრივად შეიქმნება. ;) ასე რომ თუ არ მოგწონს, ამის დაფიქსირება ჯობია, ვიდრე ვაზელინობა.
  4. რა გუნდში,კაცო? ვიზე ამბობ ამ ხელისუფლებაზე თუ ფორუმხელისუფლებაზე? :დ
  5. ჭიათურაში მაღაროს მუშების გაფიცვას სოლიდარობის ნიშნად ექიმებიც შეუერთდნენ. 20-მდე სამედიცინო მოსამსახურე ამჟამად საავადმყოფოს ეზოშია შეკრებილი, მოგვიანებით კი ისინი ,,ჯორჯიან მარგანეზის" ადმინისტრაციულ შენობასთან მუშების მიტინგს შეუერთდებიან. ჭიათურაში მეოთხე დღეა ,,ჯორჯიან მარგანეზში" დასაქმებული მუშების საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს. მანგანუმის მოპოვება-გადამუშავება შეჩერებულია. მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ჯანდაცვის გარანტიებს და ხელფასის გაორმაგებას ითხოვენ. მაღაროში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 350 ლარია. http://www.liberali....li/news/112963/ მესმის მემარცხენე მომხმარებელთა სიხარული,მაგრამ ცოტა მეტი სიფრთხილისაკენ მოგიწოდებდით, 1) ეს არაა მხოლოდ უფლებებისათვის ბრძოლა,არამედ მეორე მხრივ გამოხატავს გარდამავალ პერიოდში ხელისუფლების ბუნებრივი სისუსტის ექოს. ამიტომ ჯერ დიდად არ გამიხარდებოდა მუშათა შეგნების დონის ამაღლება. 2) უფლებათა ბრძოლისათვის აუცილებელია ახალი ტიპის პროფესიული კავშირების შექმნა ... შესაძლებელია ასეთი აქციები გახდეს ახალი ხელისუფლების საბოტაჟის საშუალება. თუ საჭიროა უნდა გაიფიცონ,მაგრამ მეტად რაციონალურად მივუდგეთ ქართული რეგიონების სპეციფიკას. მე მხოლოდ მონეტის მეორე მხარე დაგანახეთ
  6. ვისაც მოგწონთ ასეთი ვიდეოები , იყოს ერთი გაერთიანებული თემა, სადაც შევკრიბავთ ასეთი ტიპის ვიდეოებს დავიწყოთ რუსებიდან მაქსიმ მარკევიჩი ფლეშმობების მამა http://youtu.be/4-94JhLEiN0
  7. მაგრამ მაინც შეზღუდული აქვს მოქმედების არეალი,ეს ხომ ანტივირუსი არაა?
  8. წყარო: http://newsplus.ge/index.php/home/item/564-სკოლებში-მანდატურის-ინსტიტუტი-გაუქმდება მისი თქმით, მანდატური, რომელიც ძალადობის მექანიზმი იყო, ბუნებრივია გაუქმდება. ეს არც არის განსახილველი. ამასთან, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით სამინისტროდან გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოყოფაც იგეგმება, რომელიც შესაძლოა პრემიერ-მინისტრის აპარატს დაექვემდებაროს. მოლაპარაკებები ამ საკითხზე გიორგი მარგველაშვილსა და მაია მიმინოშვილს შორის დღეს გაიმართება. „ჩემი აზრით, სამინისტროს რაც შეიძლება ნაკლები სტრუქტურა უნდა ჰქონდეს შიგნით. ვმუშაობთ იმაზე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოეყოს სამინისტროს. მანდატურის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს, რადგან ეს იყო ძალადობის მექანიზმი.“ - აცხადებს მარგველაშვილი. http://atb.ge/uploads/news_1_198926.jpg
  9. laci გეთანხმები, საქმის ბოლომდე გარკვევა სავალდებულოა
  10. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. ჩვენც მთელ საქართველოსთან ერთად იმედით ვუყურებთ ხვალინდელ დღეს. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მოხარულია იმით, რომ მან მიაღწია შეთანხმებას ტელეკომპანია "იმედის" დღევანდელ მფლობელებთან ტელეკომპანიის ოჯახისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. "იმედის" ოჯახისთვის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ "იმედი" იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური ტელეკომპანია", - ნათქვამია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებაში.
  11. http://www.kvirispalitra.ge/public/14120-shen-gaqvs-khma-romlithac-verdiqti-gamogaqvs-khelisuflebisthvis.html სრულ ტექსტს არ დავაკოპირებ. შეგიძლიათ იხილოთ . პს არ ვარ ექსპერტი და ესაა ინტერვიუ
  12. ეკონომოკის სამინისტრო – გიორგი კვირიკაშვილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია, რომელიც მომავალში ფინანსთა მინისტრის მოადგილე იქნება. ფინანსთა სამინისტრო – ნოდარ ხადური; განათლების სამინისტრო – გიორგი მარგველაშვილი; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო – დავით დარახველიძე; ენერგეტიკის სამინისტრო – კახა კალაძე. გარემოს დაცვის სამინისტრო – ხათუნა გოგოლაძე; ჯანდაცვის სამინისტრო – დავით სერგიენკო.
  13. ლავროვი ინტონაციებს არ ცვლის. http://www.ambebi.ge/pictures/image2/f45f48c22d15cc8ccd359a43c9a33bcf.jpg რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "რაიმე მოლაპარაკებები საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბედზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან, არ გვექნება, რადგან ამ რესპუბლიკების ბედი ხალხმა გადაწყვიტა, რომლებმაც დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი", - განაცხადა ლავროვმა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ არჩევნები და ის ცვლილებები, რომელთაც მხარი ქართველმა ხალხმა დაუჭირა, საქართველოს ხელისუფლებას მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საშუალებას მისცემს. ძნელი იქნება ამათთან საუბარი,ძალიან ძნელი
  14. შეიძლება ფრთხილო იყოს, ავარიულ სახლებს მიხედოს და შენების პროცესში გაითვალისწინოს საფრთხეები
  15. mama კიდევ უფრო სერიოზულ საფრთხეებზეა საუბარი. აქცენტი კასპიის აუზზეა,მაგრამ მობილიზირება არ ნიშნავს პანიკას
  16. როგორც ჩანს , დაფინანსება აღარ აქვთ.ყოფილი ხელისუფლების ჯიბეებზე მიბმულ ტელევიზიებს დიდი პრობლემები აქვთ
  17. გუშინდელი სერიოზული მიწისძვრით შესაძლოა არ დასრულდეს სტიქიის მოქმედება.გარდა იმისა,რომ აფთერშოკებია მოსალოდნელი, ექსპერტის მოსაზრებები საკმაოდ დამაფიქრებელია. მთავარი საფრთხე შესაძლოა კასპიის ზღვიდან ,მოდიოდეს, სადაც მდებარეობს სახიფათო ზონების დიდი ნაწილი. http://anspress.com/...g=ru&nid=172282 საგანგაშო არაა, თუმცა ჩვენც მოგვიწევს მუდმივად ვიყოთ მობილიზირებულნი. არავინ იცის ხვალინდელი დღე რა გამოწვევებს გვიმზადებს
×
×
  • შექმენი...