Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. ჭკუაა მთავარი ,როცა უგუნურებასთან კამათობ.
  2. საშუალებაა კითხვა დაუსვა ადამიანს ...თუ სურვილი გაქვს....ანუარაფერს ფორუმი არ კარგავს....მეტიც იგებს.
  3. დავიწყეთ სტუმრებთან შეხვედრა. ვეცდებით დავარეკლამოთ.რაც მეტი ვიაქტიურებთ მეტად გამოფხიზლდება.
  4. ვიაქტიუროთ მეგობრებო და დავსვათ კითხვები. შეგახსენებთ ბექა კარგად ერკვევა რელიგიურ საკითხებში, პროფესიით ფილოსოფოსია და აქვს არაერთხელ გამოთქმული თავისი ხედვა აღნიშნულზე.ასევე საინტერესოა ინფორმაციის მიღება სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრზე,რომელსაც უშუალო შეხება აქვს ყველა რელიგიურ მიმდინარეობასთან საქართველოში. ასე რომ საკმაოდ კომპეტენტური სტუმარია და იმედია აკადემიური დისკუსია შედგება.
  5. http://i051.radikal.ru/0910/e6/a0fe48f98898.jpg http://i051.radikal.ru/0910/e6/a0fe48f98898.jpg უახლოეს დღეებში ჩვენ ფორუმს ეწვევა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბ-ნი ბექა მინდიაშვილი. დისკუსია შეეხება რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებს,არსებულ პრობლემებსა და იმ სადაო თემატიკას,რომელიც ხშირად განიხილება ინტერნეტსივრცეშიც. ბ-ნ ბექას ყოველთვის ქონდა განსხვავებული ხედვა .შეგახსენებთ ის აქტიურად იყო ჩართული სასულიერო სასწავლებლის სტუდენტთა პროტესტში რექტორატის წინააღმდეგ,რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. თავისთავად გასაგებია,რომ მისი ხედვა არ დაემთხვევა ფორუმელთა ნაწილის შეფასებებს ,მაგრამ უაღრესად საინტერესო იქნება მისი პასუხები. ასევე მოგმართავთ თხოვნით დავიცვათ მაქსიმალური კორექტულობა. დისკუსიის თარიღი ხვალ გამოცხადდება მანამდე კი შეგიძლიათ უკვე კითხვები დაუსვათ. ოფტოპები წაიშლება. კითხვები აქ დასვით ამ ლინკზე http://planeta.ge/index.php?showtopic=12248
  6. http://i051.radikal.ru/0910/e6/a0fe48f98898.jpg უახლოეს დღეებში ჩვენ ფორუმს ეწვევა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი ბ-ნი ბექა მინდიაშვილი. დისკუსია შეეხება რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებს,არსებულ პრობლემებსა და იმ სადაო თემატიკას,რომელიც ხშირად განიხილება ინტერნეტსივრცეშიც. ბ-ნ ბექას ყოველთვის ქონდა განსხვავებული ხედვა .შეგახსენებთ ის აქტიურად იყო ჩართული სასულიერო სასწავლებლის სტუდენტთა პროტესტში რექტორატის წინააღმდეგ,რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. თავისთავად გასაგებია,რომ მისი ხედვა არ დაემთხვევა ფორუმელთა ნაწილის შეფასებებს ,მაგრამ უაღრესად საინტერესო იქნება მისი პასუხები. ასევე მოგმართავთ თხოვნით დავიცვათ მაქსიმალური კორექტულობა. დისკუსიის თარიღი ხვალ გამოცხადდება მანამდე კი შეგიძლიათ უკვე კითხვები დაუსვათ. ოფტოპები წაიშლება.
  7. ტერმინების ხმარებასაც ჭირდება მეტი დაფიქრება.წამოიწყო " მიზანშეუწონელი კონტრშეტევა "..."აგრესიის" დეფინიცირებას კარგი იურისტები მოახერხებენ , ვეჭვობ ეს არაა მართალი განმარტება,თუმცა ზოგადად რუსეთზე აქცენტები ამ განცხადებაში სალომეს მართებულად აქვს ხაზგასმული,სანამ სააკაშვილზე არ გადადის. როცა საუბარია საქართველოს ხელისუფლება ,იქ ავტომატურად იგულისხმება საქართვველოს სახელმწიფო.(ასეთ დროს)...როდესაც ედუარდმა გენოციდში დასდო ბრალი ზვიადის, ვიცით ამას კარგი არაფერი მოუტანია და არც შევარდნაძეზე ხელების შეხოცვას სააკაშვილის მმართველობის საწყის ეტაპზე. ასე რომ მივეჩვიოთ-სააკაშვილმა მიქარა , შარში გაგვხია,მაგრამ მტერს არ დავუდოთ ისეთი არგუმენტები...მერე გემრიელად რომ წამოგვაძახონ-უი რა კარგია ,რომ ხვდებითო....., ჩვენ სხვა აზრი გაგვაჩნია ჩვენს მომავალზე და მადლობა ,რომ გვეთანხმებითო.....შეცდომებზე ,მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ გასწორდებაო.... კარგით რა ,კარგით რა. ესაა თვითგვემა.არანაერი ბოდიში.ამაყად ჩაგვესვლება ცხინვალში და თუ კაცი დაგვხვდება ....დაგვხვდეს წელგამართულ ქართველებს. ხელის ჩამორთმევის შემდეგ, თუ შეცდომებზე ვისაუბრებთ კი ბატონო, მაგრამ საბოდიშო იმ ნაძირლებსაც აქვს , ვის გამოც გაწამებულია სამაჩაბლოს მოსახლეობა. იმედია მიმიხვდით ლოგიკას.თავაწეული ქართველი უფრო გაუგებს ოსს და აფხაზს , ვიდრე შეშინებული.მეტ კომპრომისსაც მიაღწევს და იგივე მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე ამის მაგალითი იყო. არაა საჭირო ეს ზედმეტი ბოდიშვიშვიში. მიქარა ,მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ქონდა იურიდიული უფლება ასე ემოქმედა .არ ქონდა უფლება არ გაეთვალისწინებინა ხაფანგის ძალა. ცხინვალი ორი დღით ადრე დააძინეს.სატელიტით ვუცქერდი რუსებს და ეს მოსახლეობის ევაკუაცია, ლენტა რუს ომამდე გახსნილი თემა -"კონფლიქტის ქრონიკა" აღნიშნულის დასტურია. მტერმა შეიტყუილა ეს იდიოტი....და საბოდიშო არაფერია.... სააკაშვილი კი უნდა გადადგეს თვითიმედოვნების გამო,რადგანაც ვერ გაითვალისწინა უამრავი ფაქტორი და არა "ომის დაწყებისათვის" ,რომელიც რუსებმა დაიწყეს 9 აპრილს და ეს მხოლოდ ამის ნაწილია. ეს სავალდებულოა.
  8. რუსს ოკუპირებული აქვს ქართული მიწები.ასე რომ პირდაპირ უნდა ითქვას სათქმელი. ცალმხრივი კომპრომისები არ ამართლებს.პრინციპულად, კორექტულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები . რათქმაუნდა სააკაშვილის პოპულიზმი სახეზეა,მაგრამ არ გამოგვადგება ყველაფერი ძველ ხელისუფლებებს დავაბრალოთ.ეს პრობლემები დაკავშირებულია საქართველოს არჩევანთან 89 წლის შემდეგ. გეთანხმები.
  9. ვაკვირდები და მინიგრეჩიხა არასდროს არ ახსენებს რუსეთს უარყოფით კონტექსტში. ზოგადად იტყვის ,რომ ნებისმიერი იმპერია ბუაა და მორჩა. ანალოგიური ტენდენციები ოპოზიციის დიდი ნაწილის საქმიანობაშიც შევნიშნე, ხოლო ტალიავინის დასკვნის განხილვის დროს , მათი რეაქციები აბსოლიტურად არაადეკვატურად მომეჩვენა. ცხადია მიშამ წამოიწყო არამართლზომიერი კონტრშეტევა , კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაგვღუპა და დაგვაქცია ,ხოლო ეს ტერიტორიები ათწლეულობის განმავლობაში მტრის ხელში იქნება . მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს შევამსუბუქოთ მტრის აგრესიის შეფასება? რუსეთმა 90ნი წლებიდან იმდენი ბოროტება გააკეთა,რომ უნდა გვახსოვდეს ყველაფერი,თუმცა ყოველთვის ცივი გონებით ვიმოქმედოთ. ასე რომ... ოპოზიციის ის ნაწილი ,ვისაც ეს არ ესმის არის ან ნაძირალა ან ბრიყვი ან ასე წამს(რაც იშვითაობაა ) რატომ ჩუქნით მიშა ედუარდიდს რუსეთის თემას? რატომ აძლევთ შანსს ნაძირლებს იპოვონ პატრიოტიზმში უკანასკნელი თავშესაფარი? ალბათ....?!
  10. http://www.htmlbook.ru -ონლაინ სწავლა http://www.w3schools.com/html/default.asp საიტზევე შეიძლება გადაამოწმო ნაშრომი
  11. პარლამენტში ხვალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვებს მოისმენენ, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროსს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტში მისვლის სურვილი თავად პრეზიდენტმა გამოთქვა. დეპუტატების თანხმობის შემთხვევაში, პრეზიდნეტი მათ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსა და ხედვებს გააცნობს. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მთავრობა უკვე შეიმუშავებს ახალ კანონპროექტთა პაკეტს ეკონომოკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოვა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ენის სავარჯიშოდ მიდის თუ რაიმეს უნდა ველოდოთ ?
  12. ომის დროს ჩხოროწყუში ვიყავი და სახლის დაკარგვის შიში დამეუფლა რაღაც მომენტი.რაშიც არ ვამტყუვნებ ამ იდიოტებს ესაა.არ შეიძლებოდა სხვანაერად.
  13. ბრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ მე აქ დავპოსტე
  14. არ დაგეთანხმები. ზვიად გამსახურდია საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ ნაციონალურმა იდეამ შთანთქა მისი, როგორც ყოფილი დისიდენტის მოღბაწეობა და მთელი ქვეყანა შეიპყრო, მაგრამ 1. ეს იდეა მოყვა გარკვეულ უკმაყოფილებას საზოგადოებაში ; 2.ამის შედეგი არაა ნგრევა, არამედ მტრის მიერ ინსპირირებულ ძალთა აქტიურ შეტევის რეზულტატი გახლავთ.დღეს ეჭვი არავის უნდა გვეპარებოდეს-ზვიად გამსახურდია დაამხო ბურბულისის და სხვა დემოკრატ არაკაცთა ხროვამ რენეგატი პოლიტიკოსების მეშვეობით. 3. დეფორმირება კი რეზულტატია კანონიერი ხელისუფლების არარსებობისა. ისინიც კი ხვდებოდნენ დემოკრატიის ფასს, რომელიც ჩვენთან ღირებულებას მხოლოდ გარე კავშირების ან მიტინგების დროს იძენს. ამაშიც ვერ დაგეთანხმები."ალტერნატიულები" ერთგვარი კეთილგანწყობით უყურებენ მხოლოდ ბოკერიას გუნდს ,მაგრამ ესაა პოლიტიკური სპექტრის დიდი შეცდომა და უყურადღებობა. პარტიებს მათთვის მაამებელი განცხადებები უნდა გაეკეთებინათ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. რისკს ერიდებიან.... :siriko: რაც შეეხება ხელისუფლებას,ესააა ცუდად გაზრდილ ობლომოვთა ერთობა, შედეგი საბჭოური განათლებისა, როცა მამა ემონებოდა შვილის კაპრიზებს.სწორედ ეს მენტალიტეტია მათ გადაბრუნებულ ტვინებში და ცდილობენ სხვა თაობები კი არა, თავიანთივე თაობა არაფრად ჩააგდონ.კლასიკური ეგოცენტრისტ ნებიერათა სექტაა და მეტი არაფერი.არანაერი "ალტერნატიულობ"ა.ერთადერთი ეს რაშიც გამოიხატება ...არის უნარი თავიანთ თავზე იფიქრონ .
  15. ავტორთა მტკიცებულებებს შორის დიდი და კონტრასტული სხვაობაა. საერთოდ არავინ არ დაობს საქართველოში მონოფიზიტური სარწმუნოების არსებობის შესახებ და ქრისტიანობის ექსპანსიის აღმოსავლური გზა საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბიზანტიურ ბილიკსაც ,რაც ასევე ბუნებრივია ,თუ გავითვალისწინებთ მათ პოლიტიკურ გავლენებს. მე თუ მკითხავთ..... პირველადი ქრისტიანობა უფრო ქაოტური იქნებოდა და შიდასარწმუნოებრივ ტენდენცენციებზე მხოლოდ ერთიორი მაღალი სასულიერო პირი თუ იფიქრებდა . ასევე მხედველობაშია მისაღები, მონოფიზიტობა იმ პერიოდში ბიზანტიაშიც გავრცელდა და იმპერატორი ზენონი აქტიურად ცდილობდა 2 მიმართულებას შორის შუალედურ შეთანხმებას, მაგრამ ბოლოს ეს ვერ მოხერხდა და საბოლოოდ საქართველოში აქტიურად დაისვა საკითხი ვისკენ?!
  16. ადამიანი,რომელიც უშვებდა შეცდომებს,როგორც ყველა მოკვდავი. ძალიან ნიჭიერი და თავისებური კაცი,რომელსაც ცხოვრებამ ბევრი სურპრიზი მოუმზადა.
  17. მინიმუმ ჭკუით უნდა აჯობო და ოპორესურსების მობილიზაცია მოახერხო.(მიტინგებს არ ვგულისხმობ....ყველაფერში....განსაკუთრებით რეგიონში უნდა დაიმსხვრეს მითი ,რომ მიშა ერთადერტია.ერორი სასტიკად ურევს ხალხს ტვინს.
  18. პოლიტიკურ კულუარებში ადგილობრივი არჩევნების 2010 წლის თებერვალში გადმოტანის ვერსიაზე საუბრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას სახელისუფლო გუნდში ჯერჯერობით არ ადასტურებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებაში მართლაც განიხილებოდეს. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ იმ არგუმენტებზეც, რაც შეიძლება ადგილობრივი არჩევნების მაისიდან თებერვალში გადმოტანის მიზეზი გახდეს. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ ამით ხელისუფლება ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენებს ოპოზიციას, რითაც ადგილობრივ არჩევნებში თავისი გამარჯვების პოტენციალს გაზრდის. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების არგუმენტებს, კულუარებში ამბობენ, რომ გაზაფხულზე იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და ამ დროს პოლიტიკურ საკითხებზე მოსახლეობის მობილიზება უფრო რთულია, შესაბამისად, ხელისუფლებას აწყობს, რომ არჩევნები სწორედ გაზაფხულზე ჩატარდეს. ასევე, აღნიშნავენ, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, ოპოზიციას ზაფხულისთვის საპროტესტო ტალღის გამოწვევა გაუჭირდება. სახელისუფლო გუნდში პირად საუბრებში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერის პოსტზე ხელისუფლების კანდიდატი, ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა იქნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 არ მომწონს ეს მოძრაობები.
  19. თავისთავად ეკისრება. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს ეს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ხელისუფლებაა.
×
×
  • შექმენი...