ინტერვიუ გიორგიბარამიძესთან..... ფრაგმენტი -გაზ:"კვირის პალიტრა" - ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ოქრუაშვილს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. მიკვირს, როდესაც ქალბატონი ნინო ამბობს, შეურიგებლები იმიტომ გავხდით მე და ოქრუაშვილი, რომ სხვებზე უკეთ ვიცნობთ მიშასო. კარგად მახსოვს, განრისხებული ნინო ბურჯანაძე, როდესაც ოქრუაშვილის წყალობით უბედურებაში ამოვყავით თავი. მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობდა, ახალ წელს ცხინვალში შევხვდებიო. ამით კი დაუფარავად აცხადებდა, ცხინვალში შევიჭრებიო. სწორედ ნინო ბურჯანაძე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გმობდა ოქრუაშვილის ასეთ განცხადებებს. ნინო ბურჯანაძე საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ დაბომბვისა და შემოჭრის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და გვერდით უდგას ისეთ კაცს, რომელიც ამას მშვიდობიანობის დროს აკეთებდა. რუსეთთან ურთიერთობა სწორედ ოქრუაშვილის დროს ცხინვალში შეჭრით გამწვავდა. სწორედ მისი ინიციატივით აირია იქ ვითარება. ======================================================== ჯერ არ დავკომენტებ .....კარგად და ყურადღებით წაიკითხეთ