Jump to content
Planeta.Ge

lasha_alo

სტუმარი
  • პოსტები

    9.620
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი lasha_alo

  1. დოკუმენთ ენდ სეთინგში. ფუ ბლინ ვერ ინსტალირებს პროგრამას ბოლოს ატკატკას აძლევს :sorry:
  2. ალიანსი საქართველოსთვის" ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ალიანსის წევრმა, „ახალმა მემარჯვენე" მამუკა კაციტაძემ განუცხადა. „ალიანსი ნებისმიერ არჩევნებში მიიღებს მონაწილოებას, რომელიც ქვეყანაში ჩატარდება და არჩევნებზე საკუთარი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. ბუნებრივია, ჩვენს ლიდერს წინა პლანზე წამოვწევთ", - განაცხადა კაციტაძემ. ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ალიანსმა საქართველოსთვის" მომავალი წლის გაზაფხულისთვის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე შესაძლოა, თბილისის მერის თანამდებობაზე ალიანსის ლიდერის ირაკლი ალასანიას კანდიდატურა წარადგინოს. „ამ საკითხზე ჩვენ უკვე ვმსჯელობთ", - აღნიშნა კაციტაძემ და აქვე დასძინა, რომ ალიანსი თვითმმართველობის არჩევნებისას თბილისის მერის თანამდებობაზე კანდიდატურას იმ შემთხვევაში წარადგენს, თუ არჩევნები პირდაპირი არჩევის წესით ჩატარდება. „მოდით, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან გაზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი დროა", - დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2010 წლის 30 მაისისთვის დანიშნა. ამასთან, მიმდინარე წლის ივლისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივითაც გამოვიდა. http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=54971
  3. Z.I. ეხლა კის 9 მიყენია 10ზე ვსაუბრობ და კიდევ ეს tmp ფაილები რა უბედურებაა? კასპერსკის 9 გბ დევს კომპში , ვერ მოვიცილე რა, არ იშლება , ანლოკერი არ მუშაობს, სულ გამოვრთე, მაინც არ ქნა ....არადა ჩვეულობრივი დროებითი ფაილებია მგონი.
  4. choxa აშკარად გრძნობს დისკომფორტს .ეს ავღნიშნე და რა ფორმს მიიღებს ვნახოთ. შეიძლება ხმა არ ამოიღოს, შეიძლება ბიზნესში დბრუნდეს ან დამოუკიდებელი ცხოვრება აირჩიოს.
  5. dire არ ვამბობ ასე არაო. ეს ვთქვი და კერვალიშვილის გნცხადება წმინდა პოლიტიკურია უკვე.მისი ფანი კი არ ვარ. უბრალოდ ტემა გავხსენი და ვარაუდი გამოვთვი,რომ შდამოუკიდებელი თამაში არ გამოირიცხება.
  6. ახალ ვერსიას დიდი რესურსი მიაქვს? მთლად ვერ ქაჩავს ცემი კომპი და სულ არ გაჩედოს. ლიცენზია მგონი წავა ძველის .....(კანონიერი მაქვს )
  7. dire არ მგონია მისი განცხადება ძალიან გაეხარდეთ ზევით. იმჰო. უმრავლესობაშია, ბორკილები აქვს .....მეც გეთანხმები კონფორმიზმში ეჭვმიტანილია...ვნახოთ ,დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას ..ასევე იმჰო -კერვალიშვილს აქვს საკმაოდ მზარდი რეიტინგი ,გავლენები,ოჯახური წრე.....
  8. კარგი იქნება იმედია იაქტიურებს ხალხი. http://tol.ge/_failebi_/katolike10.jpg წმინდა ნინოს გამოსახულება კათოლიკურ ტაძარში. http://tol.ge/_failebi_/katolike7.jpg წმინდა პეტრეს ქანდაკება. http://tol.ge/_failebi_/katolike8.jpg შობის დროს გამოტანილი იყო ნაძვის ხე და ეს მინიატურა .ძალიან ლამაზი სანახაობა გახლდათ. http://tol.ge/_failebi_/katolike9.jpg შიდა ხედი დანარჩენი იხილეთ: http://tol.ge/?ACT=galerea&NOMERI=9&ENA=geo
  9. თუმცა მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ირაკლი ალასანია მოიაზრება. თქვენ რა აზრის ხართ მასზე? -ჭკვიანი და მოაზროვნე ახალგაზრდა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ პრემიერის პოსტზე უფრო შესაფერისი იქნებოდა. მე რომ მკითხონ, პრეზიდენტის უფლებებს შევზღუდავდი, პარლამენტის უფლება-მოვალეობებს გავაფართოებდი და პრეზიდენტის პოსტზე ასაკოვან კაცს ავირჩევდი. ჩინეთში ქვეყნის პირველი პირი აუცილებლად სამოცი წლის უნდა იყოს. ამ ხნის პოლიტიკოსს ბევრი რამ აქვს ნანახი და გამოვლილი. ადამიანი პრეზიდენტი რომ გახდეს, მარცხის ფასიც უნდა იცოდეს და წარმატებისაც. გამოცდილება დააგროვოს, დადინჯდეს და ისე მოვიდეს ხელისუფლებაში. ეთანხმებით თუ არა?
  10. http://www.centerpoint.ge/images/227_10_RUSUDANI3.JPG პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ჩემი აზრით ძალიან ბევრ საინტერესო კოზირს ფლობს, რომელიც მისი ,როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის ჩამოყალიბებას არ გამორიცხავს. გაეცანით აიპიენში გამოქვეყნებულ მის ინტერვიუს- http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/108192.html შეიძლება ახალი სერიოზული პოლიტიკური ფიგურის ჩამოყალიბების მომსწრენი ვხდებით..... ამ ქალბატონის თუნდაც იდეოლოგიური ,რელიგიური თუ საქმიანი ხედვა შესაძლოა სრულად დაუპირისპირდეს უსაქმურთა ჯოგს ხელისუფლებიდან.რუბიკონი გადაილახება თუ ცენტრპოინტის აჩრდილი ამას ხელს შეუშლის?!რას იტყვით?
  11. უმრავლესობაში ვართ. :rocker: კერქით რა იურიკა პერიოდულად ხუმრობს ...ვსი დავალებით არ ვიცი
  12. ცოტა მეეჭვება ,მაგრამ მაინც დავდებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი] როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავს. არაოფიციალურ საუბარში მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოში სიცოცხლის მაჩვენებელი გაიზარდა, რის გამოც, მთავრობაში მიაჩნიათ, რომ საპენსიო ასაკიც უნდა გაიზარდოს. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, პენსიის დანიშვნის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონი ცალკე აწესრიგებს პენსიის დანიშვნას ქალებისთვის. ამ კანონის მე-6 მუხლის I პუნქტის თანახმად, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო პენსიის მიღების უფლება ქალებს 60 წლის ასაკიდან წარმოეშობათ. ახალი წესით, შესაძლოა, 2010 წლის იანვრიდან, ქალებისა და მამაკაცებისათვის პენსიის დანიშვნა მხოლოდ 67 წლის ასაკში იყოს შესაძლებელი. წყარო პრესა ჯი
  13. http://presa.ge/pic/berdzenishvili_levan.jpg http://presa.ge/index.php?text=news&i=9551 რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ვაშინგტონიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა. მან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და ჰადსონის ინსტიტუტში შეხვედრები გამართა. პრესა.გე-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ოკეანის გადაღმა სააკაშვილს ისე უყურებენ, როგორც ამას თბილისის მოსახლეობა აკეთებს და რომ საქართველოში ძალიან მალე შეიძლება ყველა ტიპის არჩევნები დაინიშნოს. სად ბრძანდებოდით, რატომ არ ჩანდით? ლევან ბერძენიშვილი: ბოლო ორთვენახევარი ამერიკაში ვიყავი, სამედიცინო მიზნებისთვის. მაშინ აქვე გვითხარით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? - შესანიშნავი. ამერიკელი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად გაართვეს თავი ამოცანას - დიაგნოზიც დასვეს, მკურნალობაც დანიშნეს და პირველი წარმატებებიც ჩანს. აშშ-ში მხოლოდ მკურნალობდით, თუ საქმიანი შეხვედრებიც გამართეთ? - გარკვეული შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, ცალკეულ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, კონგრესში, კონგრესის ბიბლიოთეკაში, ბატონ ბილინგტონთან, რომელიც თავმჯდომარეა და ამავე დროს პოლიტიკური ფიგურაა. ასევე შევხვდი პენტაგონის წარმომადგენლებს. ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო რა ჩამოიტანეთ? - ამ შეხვედრებიდან არც ერთი არ იყო ისეთი, პირდაპირ გადაწყვეტილიყო ჩვენი ქვეყნის ბედი. ამ უფლებამოსილებით არც მე ვარ აღჭურვილი და არც ის ადამიანები იყვნენ აღჭურვილი, მაგრამ მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა, აშშ-ს საქართველოში მეტი დემოკრატია აინტერესებს და დღევანდელი ადმინისტრაცია აბსოლუტურად არ არის კმაყოფილი იმით, რაც საქართველოში ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება ბოლო საკადრო გადაწყვეტილებას, რამაც გარკვეულ წრეებში აღშფოთება გამოიწვია. ძალიან შეწუხებულები არიან რომ ის ადამიანი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში მოხვდა, როგორც ადამიანის უფლებათა დამრღვევი, საქართველოში დააწინაურეს და მინისტრად დანიშნეს. თუ იცით, რაიმე ტიპის კონსულტაცია გაიარა ქართულმა მხარემ, ბაჩო ახალაიას დანიშვნამდე? - ეს ისეთი ტიპის ინფორმაციაა, არ შემიძლია დეტალურად მოგახსენოთ, მაგრამ ამ დანიშვნამ შეშფოთება სწორედ იმის გამო გამოიწვია, რომ აშშ ქართულ ჯართან დამოკიდებულებაში უცხო არ არის, რადგან ეს ჯარი ფაქტობრივად აშშ-ს დიდი დახმარებითაა შექმნილი და ბუნებრივია, მათთვის უმნიშვნელო არ არის თავდაცვის მინისტრად ვინ და რა მიზნებით ინიშნება. ახალაია არმიაში საბრძოლო სულისკვეთების ჩამოსაყალიბებლად რომ არ დანიშნულა, ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ აშშ-თვის აქ სხვა მომენტია - ეს ახალაია ადამიანის უფლებების შემლახავადაა ცნობილი, რაც ამერიკისთვის ლიტონი სიტყვები არ არის. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ხელმძღვანელობა გაფრთხილებული იყო, რომ თავდაცვის მინისტრად ასეთი პიროვნება არ უნდა დაენიშნათ. ეს მათი აზრია, რომლის გამოხატვის უფლება აქვთ. ისინი ჩვენს შინაურ საქმეებში არ ჩაერევიან, მაგრამ დახმარების მოცემის დროს, მათთვის უმნიშვნელოა არ არის ვისი ხელი იქნება გამოწვდილი საქართველოს მხრიდან და რამდენად სუფთა იქნება ეს ხელი. ფული და დახმარება როცა გინდა, ბუნებრივია, ალბათ უნდა გაითვალისწინო კიდეც სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრებები. როგორი სიტყვებით გამოხატეს აღშფოთება ახალაიას გამინისტრების გამო? - საქართველოს ხელისუფლებამ თანამდებობაზე დანიშნა კაცი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია ადამიანის უფლებათა დამრღვევად. შესაბამისად, მისი ადგილი არის არა ხელისუფლებაში, არამედ სრულიად სხვა დაწესებულებაში, - დაახლოებით ასეთი სიტყვებით გამოიხატა აღშფოთება ჰადსონის ინსტიტუტში, რომელიც არ არის მთავრობა, მაგრამ მისგან შორს არ დგას. მოკლედ რომ ვთქვათ, იქაური თავისუფლების ინსტიტუტივითაა, ახლოსაა ხელისუფლებასთან. ამავე დროს, ”ნიუ იორკ ტაიმსმა” მოახდინა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადების ციტირება, ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით. ალბათ ხვდებით რომ ”ნიუ იორკ ტაიმსი” მთლად სოფლის გაზეთი არ არის და ახალაიას უარყოფით კონტექსტში გაელვება, ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულების ძალიან სერიოზული ნიშანია. თქვენი აზრით, რატომ დანიშნა სააკაშვილმა ახალაია თავდაცვის მინისტრად? - მე მგონი, ამაში ქართველები, ამერიკელები და ყველანი, ვინც დაინტერესებულები არიან, ხედავენ ერთ რამეს - სააკაშვილს არმია არ აინტერესებს. სააკაშვილს პირადი დაცვა აინტერესებს, არმია პოლიტიკური მიზნებისთვის, ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სჭირდება, რაც არის ღრმა სამხედრო ტიპის დანაშაული. სამხედრო ძალის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება. ყველა კონსტიტუციაში წერია, რომ არმია დეპოლიტიზებულია, არ შეიძლება მისი ამ მიზნებით გამოყენება, მაგრამ სააკაშვილს უნდა და ესაა იმის ნიშანი, რომ როგორც ჩანს, ტალიავინის კომისიის სათანადო დასკვნა უკვე არსებობს, მასზე უკვე მიმდინარეობს საუბარი და ქართული მხარე უკვე რაღაც საეჭვო კომენტარებს აკეთებს. რამდენადაც ვიცი, დასკვნაში ძალიან სერიოზული ბრალდებებია წაყენებული, როგორც ქართული, ისე რუსული მხარისადმი, მაგრამ მოგეხსენებათ, ქართული მხარე გაცილებით უფრო დაუცველია. რატომ მოახდინა ხელისუფლებამ მის შიგნით არსებული დაპირისპირების დემონსტრირება, ცენტრალური ტელე-არხებით? ლაშა ჟვანიას გადაყენებას ვგულისხმობ. - მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ორთქლის გამოშვების დიდოსტატია. მას ურჩევნია ორთქლი არ გამოვიდეს იქიდან, სადაც საზოგადოებრივი პრობლემებია. სააკაშვილისთვის უმჯობესია ჟვანიაზე, პოლოლიკაშვილზე და სხვებზე იყოს ლაპარაკი, ვიდრე მასზე და მის საყვარელ ადამიანებზე - სახერხემლო მინისტრებზე. თან ჟვანია სადმე შორსაც არ წასულა, ამიტომ მე ვერ ვხედავ დიდ პრობლემას. იმ ქვეყნის ეკონომიკას, სადაც პრეზიდენტი წყვეტს გზა სად უნდა გავიდეს, სად არა, სადაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ბორჯომის პარკს და ვანო მერაბიშვილს მსოფლიო ბანკითს ფულით თავის სოფელში - უდეში გაჰყავს გზა, ჟვანია კი არა, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, რომ ჩაუყენონ სათავეში, არაფერი ეშველება. როგორი დამოკიდებულება აქვთ ახლა აშშ-ში სააკაშვილთან მიმართებაში? - დაახლოებით ისეთი, როგორც თბილისის მოსახლეობას, სრულიად აგდებული დამოკიდებულება. იმ წრეებში, სადაც მე შეხვედრები მქონდა, სააკაშვილი სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არავის მიაჩნია. მე მქონდა შეხვდრა როგორც რესპუბლიკელებთან, ისე დემოკრატებთან. მაშინ როგორ ახსნით ბაიდენის მხარდამჭერ განხადებებს თბილისში სტუმრობისას? - ბაიდენის მხარდამჭერი განცხადებები ჩემთვის არის საიდუმლო, რადგან მე ვიცი ბაიდენის ძალიან მკაცრი განცხადებები, დაბრუნებისთანავე, ამერიკაში. ბაიდენმა საჯაროდ განაცხადა - მიხეილ სააკაშვილმა პოტიომკინის სოფელი მომიწყოო. ესაა ძალიან მძიმე ბრალდება. პოლიტიკაში ამას რომ იტყვიან, ნიშნავს რომ კარგი არაფერი არ არის. რას ნიშნავს აქ ერთის და იქ მეორის თქმა? - როგორ ფიქრობთ, პოლიტიკაში ეს პირველად ხდება, ერთ ადგილას ერთს რომ ამბობენ და მეორე ადგილას მეორეს? აქ სტუმარი იყო და იქ თავის სახლშია. თქვენი აზრით, რა პოზიციას დაიკავებს ამერიკული მხარე, 7 ნოემბრის მსგავსი, რომ გაიმეოროს სააკაშილმა? - სრულიად ცალსახა პასუხი მაქვს - 7 ნოემბრის გამეორების შემთხვევაში, განმეორდება სააკაშვილის გადაგომაც, მისი არდაბრუნებაც პოლიტიკაში და აშშ მისი გარანტი საერთოდ არ იქნება. ამას მერე მოჰყვება ტალიავინის დასკვნა, რომელიც ხელ-ფეხს უხსნის მთელ მსოფლიოს, როგორ მოექცეს ტირანიის ჩამოყალიბების მსურველ ადამიანებს. ბოლო ხანებში სააკაშვილმა მისთვის არადამახასიათებელი სიბრძნე გამოიჩინა - ეტყობა ვიღაცამ მაინც ასწავლა, როდესაც მან წვრილმან ძალადობას მიმართა, პოლიტიკური პატიმრები მაინც გააჩინა ქვეყანაში, მაგრამ მასობრივი დარბევა არ მოაწყო, რადგან მასობრივ დარბევას ვიცით რაც მოჰყვება. როგორ უყურებენ ამერიკაში ქართულ ოპოზიციას? - ახლა ოპოზიციის ნაბიჯებს ჩვენც ძალიან მძიმედ ვუყურებთ. ამიტომ ქართული ოპოზიციით დიდი აღფრთოვანება აშშ-შიც არ დამინახავს. როგორი იყო ამერიკელების რეკომენდაციები ოპოზიციისადმი? - ჩვენ წარმოგვიდგენია რომ ოპოზიციის ძალა ერთობაშია, როგორც ქართულ გერბს აწერია, ხოლო მათ მიაჩნიათ რომ პარტიებმა თავისი პროგრამები უნდა განახორციელონ. რომანტიკული, თუ ილუზორული ამბები დავიწყებას უნდა მიეცეს, - ეს მირჩიეს. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლა. ბევრი იწილო-ბიწილო და არჩევნებში მივიღებ-არ მივიღებ მონაწილეობას და მერე ყველა რომ მიიღებს, ასე კი არა?! არამედ ახლავე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ყველანაირი თარხნიშვილები ადმინისტრაციას ჩამოვაშოროთ. საარჩევნო სისტემაში ხელისუფლების უპირატესობა უნდა გავაბათილოთ, ყველას თანაბარი უფლებები უნდა მივცეთ, ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ და იმ ძალებმა მოიგონ ეს არჩევნები, ვინც ღირსია. მაგალითად, ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციები არის ძალიან სერიოზული და საჭიროა ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიღწევა. ანუ უნდა დამთავრდეს ”მიშა წადი, მიშა გადადექი”-ს ყვირილი? - არა, წადი და გადადექი უნდა ვუთხრათ, მაგრამ პოლიტიკას არ ახასიათებს ერთხაზოვნება, პოლიტიკა ბევრი ხაზით და ბევრი მიმართულებით კეთდება. პოლიტიკური პარტია, რომელიც იტყვის რომ არჩვენები არ აინტერესებს, ჩემთვის ძალიან საეჭვოა. აბა რა აინტერესებთ? ცვლილება არჩევნებით უნდა მოხდეს. ჩვენ სხვა ცვლილება არ გვინდა. ამ მხრივ ოპოზიციას სატრაბახო გვქონდა და ამერიკაშიც ხშირად აღვნიშნე - ოპოზიციამ ის მოახერხა, რომ რევოლუცია არ მოეწყო და ყველაზე კრიტიკულ მომენტში მოახერხა ვითარების განმუხტვა-მეთქი. მოგეხსენებათ, ასეთი მომენტი იყო - საქართველოში კინაღამ სამოქალაქო ომი დაიწყო და ვითარება ოპოზიციამ განმუხტა და არა ხელისუფლებამ. ამერიკაში ამ აზრზს იზიარებენ. ხელისუფლება კბილებს აკაწკაწებდა და ერთი სული აქვს, ახლა უკვე კანონით დადგენილ ტყვიებს როდის დაგვიშენს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ მას ვიღაცამ ჭკუა ასწავლა, ან რაღაცნაირად თავი შეიკავა და თუ ოდესმე ამ მხრივ რამე შეეშლება, რა თქმა უნდა, ვითარება სერიოზულად შეიცვლება, მაგრამ ჩვენი სამუშაო გარემო ახლა, ამ წუთში, უნდა იყოს არა ერთობაზე ოცნება და რაღაც წინადადებები, ერთმანეთში პრაიმერების ჩატარებაზე, არამედ საარჩევნო გარემოს გაწმენდაზე, რადგან საქართველოში ძალიან მალე ყველა ტიპის არჩევნები შეიძლება დაინიშნოს.
  14. ჰაი,ჰაი , ჰაი =====================================================================
  15. Roman გამომადგა. ზოგი სეთი არცთუ ბუნჩულა ვირუსი ვნახე . მადლობა
  16. Roman არა ნამდვილად კარგი ნამუშევრებია.აქცენტებიც მართებულად არის დასმული. ისა და მალვეას წამალი არაფერი იცი ? ისეთი ორიგინალური? იფრეიმების ბუდეს ვეძებ კომპიუტერში კასპერსკი და ოფიციალური პროგრამები მეუბნებიან არაო,მაგრამ სადღაც ზის მგონი გოთვერანი კომპიტერსა შიგან. პს-მეორადი პროფესიით მეც იურისტი ვარ.....მხოლოდ დილეტანტი......მესამედი პროფესია კი ნეტია ....ჩემი
  17. Roman დაგიწერე ზევით ჩემი აზრი. Malware მკლავს მე
  18. Roman ეს შენი ნაწერებია? საინტერესო ადამიანი ჩანხარ. ერთი მიმართულებით არ გაქვს ტვინი განვითარებული.ეს კი დიიიდი პლიუსია,თუმცა საშიშიც : სტატიები იკითხება. ხშირად სტუდენტისთვის კლასიკური კომპილაციოა ჩანს, მაგრამ სამართალში წავა თვითონ საკითხზე რა ვთქვა? გამიხმეს ვარეზსაიტები ამხელა ბიძია ბაბუას.
  19. http://tol.ge/_failebi_/rati.jpg რატი ამაღლობელთან და იური მეჩიტივოვთან საუბრის ვიდეომასალა სინაგოგაში http://tol.ge/_failebi_/rabin.jpg რადიოგადაცემა პროექტზე: download
  20. http://tol.ge/_failebi_/eklesiastan.jpg დემოკრატიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ინიციატივით ევრაზიის ფონდის დაფინანსებით,გაეროს ასოციაციის ხელშეწყობით და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონაწილეობით განხორციელდა პროექტი" ნაბიჯი ტოლერანტობისაკენ" პროექტის მიზანი იყო სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური აღმსარებლობის მოსწავლეთა სეხვედრა რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფების წინამძღოლებთან. ბავშვები გაეცნენ ძირითად რელიგიურ მიმდინარეობებს ,სეხვდნენ საინტერესო ადამიანებს. შეხვდნენ სემდეგი რელიგიატა წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს- ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია ქართული ბაპტისტური ეკლესია კათოლიკური ეკლესია. ე.წ 50-ნელები(სულიწმინდის მოფენის ეკლესია) იუდაიზმი, ისლამი, კრისნაიზმი, იეზდები. შეხვედრები მოეწყო მომღერალ ვახტანგ კიკაბიძესთან, ფოტოგრაფ იური მეჩიტოვთან, მწერალ რატი ამაღლობელთან, ურბანისტ ლადო ვარდოსანიძესთან,სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიასტან. სეხვედრებში პირადად არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საქართველოს სახალხო დამცველმა ბატონმა სოზარ სუბარმა . ექსპერტებმა და მედიამ დადებითი შეფასება მისცეს მიკროგრანტით გათვალისწინებულ პროგრამას. მასალები იხილეთ-tol.ge
  21. homo sapiens პოლიტიკური თეორიის ენაზე თუ ისე გლეხურად?
×
×
  • შექმენი...