“დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მხარდამჭერი დავით ბენდელიანი სასტიკად არის ნაცემი და რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც დავით ბენდელიანი ყვება, მას და ამირან ბიწაძეს დღეს თავს დაესხნენ, როდესაც ცხვარიჭამიის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. გზაში მათ რამდენიმე ავტომანქანით აედევნენ, ცხვარიჭამიის შესასვლელთან გააჩერეს, ბენდელიანს სასტიკად სცემეს, ბიწაძე კი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ბენდელიანის განცხადებით, ამირან ბიწაძე სამართალდამცველებმა გაიტაცეს, რადგან ერთ-ერთი ავტომანქანა სპეცდანიშნულების რაზმის იყო. ბიწაძის ძმა ტარიელ ბიწაძე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ მისი ძმა სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაიტაცეს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. და ამIთ გონიათ ვინმეს დააშინებენ >?! ისე ტაქტიკა გასაგებია, თბილისში რაც გინდათ ის გიქნიათ, მაგრამ რეგიონებშI ცხვირი არ გაყოთო...ვნახოთ...