Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. "ქართული პარტია" პროტესტს გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში არაგეგმიური შემოწმების გამო . "სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მიდის სრულიად გააზრებული შეტევა თავისუფალი და გავლენიანი მედიის ერთ-ერთ უკანასკნელ წარმომადგენელზე, რომლის მიზანი ცალსახაა - დაიქვემდებარონ ან გაანადგურონ", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტიაში მიიჩნევენ, რომ ეს არის რეჟიმის რეაქცია მაისის აქციების დროს მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებაზე. "ეს არის რეჟიმის პასუხი კონსტრუქციულ და საერთაშორისო ზეწოლაზე. "ქართული პარტია" გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს თავისუფალი მედიის დევნა", - აღნიშნულია განცხადებაში. babuagiorgi ჯერ გაუგებარი სიტუაციაა... ვნახოთ რა მოხდება...
  2. კი ერთი ორი გამოYებული ყველგანაა, მერე?
  3. babuagiorgi შემოსავლების სამსახურის განმარტებით, "მედიაპალიტრაში", 6 სხვადასხვა შპს-ში გეგმიური საგადასახადო შემოწმება მიმდინარეობს და მათ ფუნქციონირებას პრობლემები არ შეექმნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურის პრევენციის დეპარტამენტის მიმდინარე კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ნუგზარ წულუკიძემ განუცხადა, "მედიაპალიტრაში" გეგმიური შემოწმება ხდება, დღეს კი წინმსწრები პროცედურა მიმდინარეობს, რაც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას გულისხმობს. მისი თქმით, "მედიაპალიტრის" საწყობები არ დალუქულა და არც მათი ფუნქციონირება შეფერხდება. "პროცესი არ შეგვიფერხებია, როდესაც ობიექტმა დაასრულა ფუნქციონირება, მაშინ დაიკეტა. ეს პროცედურა არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ვინმეს ხელი შევუშალოთ. პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის", – განაცხადა წულუკიძემ. თუმცა, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რომ გამომცემლობა "პალიტრა L", ქაღალდის და სტამბის საწყობები ამ დროისთვის დალუქულია. ნუგზარ წულუკიძის განმარტებით კი, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შემოწმება – ინვენტარიზაცია, წინასწარ შეტყობინებას არ ითვალისწინებს. "რაც შეეხება დოკუმენტურ რევიზიას, ამის შესახებ შეტყობინება უკვე გაკეთებულია და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ ყველგან. ზოგადად, მიმდინარეობს შემოწმებები და არა მხოლოდ "მედიაპალიტრის" შემთხვევაში", – დასძინა წულუკიძემ, რომლის მტკიცებითვე, "მედიაპალიტრის" ნებისმიერ საწყობს მაშინვე მიეცემა მუშაობის საშუალება, როგორც კი ამის სურვილი ექნებათ. "ეს არ არის დალუქვა", – ხაზგასმით აცხადებს წულუკიძე და განმარტავს, რომ საწყობები დროებით დაიხურა იმ წუთამდე, რა დრომდეც მისი ფუნქციონირება იქნება საჭირო. რამდენიმე წუთის წინ ნუგზარ წულუკიძე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთ-ერთ საწყობთანაც მივიდა, სადაც განაცხადა, რომ რაც ამ ტერიტორიაზე ხდება, არის მარტივი პროცედურა. მისი განმარტებით, "ბუღალტრული მონაცემები უნდა შედარდეს არსებულ ნაშთს და ახლა სწორედ ეს პროცედურა მიმდინარეობს". მისივე მტკიცებით, დაკეტილი ობიექტები უახლოეს მომავალში გაიღება. როგორც წულუკიძე აცხადებს, ეს არის გეგმური შემოწმება. მისი თქმით, როგორც კი წარმოდგენილი იქნება ბუღალტრული ნაშთი, ნაშთის მონაცემები, ობიექტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დღეს "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის დალუქულია წიგნების გამომცემლობების, სტამბების და პოლიგრაფიული მასალების საწყობები. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/171095-shemosavlebis-samsakhuris-mtkicebith-qmediapalitrisq-funqcionireba-ar-sheferkhdeba.html დაველოდოთ მვლენათა განვითარებას...
  4. სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა , - ამის შესახებ ჟურნალისტმა რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. მისი განმარტებით, მსგავსი დარტყმის ქვეშ არის ყველა მედია საშუალება, რომელიც ისეთ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის. როგორც ანთაძემ აღნიშნა, პრობლემა ის კი არ არის, რომ შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს, პრობლემაა, რამდენად ობიექტურად ამოწმებს. "ამგვარი ნაბიჯები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რაც ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს", - დასძინა მან.
  5. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია შემოსავლების სამსახურის მიერ "მედიაპალიტრაში" არაგეგმური შემოწმების დაწყებას გამოეხმაურა და ამ ფაქტს შემაშფოთებელი უწოდა. "არ მინდა იმის დაჯერება, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს დამოუკიდებელ მედია-საშუალება "პალიტრაზე", თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ რადიო "პალიტრის" ეთერით, გადაცემაში "რეზიუმე". მისივე თქმით, მისთვის ეს არის ახალი ინფორმაცია და დაელოდება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისა და მედია სახლის ხელმძღვანელობის განცხადებებს.
  6. 18:49 07-06-2011 შემოსავლების სამსახურმა "მედიაპალიტრის" სტრუქტურებში დღეს არაგეგმური შემოწმება დაიწყო . როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იტყობინება, "მედიაპლიტრის" ექვს სტრუქტურაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის მიმდინარეობს პრესის გავრცელების სამსახურის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, ქაღალდის საწყობის, სტამბის, წიგნების მაღაზიათა ქსელის და სხვა სტრუქტურების საწყობების დალუქვა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/171083-qmediapalitrisq-struqturebshi-shemosavlebis-samsakhuri-shevida.html პ.ს. დიქტატურას სალამი
  7. მაგარი გადაცემა გამოივდა დღეს... უყურეთ!
  8. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სთხოვა, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ევროპას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი ცნობით, პრესკონფერენციას 120-მდე ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენელი დაესწრო. პრესსამსახურის განცხადებით, ნინო ბურჯანაძემ მათ მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია 26 მაისს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად დარბეულ მშვიდობიან აქციაზე და შემდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე, ასობით დაპატიმრებულ და დაკარგულ ადამიანზე, დატერორებულ ოჯახებზე. პრესკონფერენციის მსვლელობისას ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, 26 მაისის დარბევის ამსახველი კადრებით. "ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს მიმართა თხოვნით, გაიტანონ ეს ინფორმაცია ევროპაში, სადაც მათ აქვთ შესაძლებლობა მიაწვდინონ ხმა ევროპელ და ამერიკელ ჟურნალისტებს, რადგან საქართველოში მედია ოკუპირებულია მმართველი რეჟიმის მიერ და მათ არ ეძლევათ ამის საშუალება",-ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში. ნინო ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ "სახალხო კრება" ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს, "ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე იმ ახალი ტიპის დიქტატორის წინააღმდეგ, რომელიც ევროპამ მიიღო სააკაშვილის სახით".
  9. nika3012 არა ქაჯებისთვის...
  10. Saturn ცდები.. და გარეგნობით ნუ შეაფასებ რა...
  11. მიხედავად იმისა, რომ ეს დეფინიცია ქალქის ცენტრალურუბნელების მიერ მოგონილია და ერთგვარ სეგრეგაციულ ხასიათს ატარებს, მაინც მინდა ვიხმარო. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არც ერთი ტერმინი არ გამოხატავს უკეთ იმას თუ რაც ხდება "აგვისტოს 5 დღის" თბილისური პრემიერის გარშემო. მოდით ვცადოთ ავხსნათ თუ რა არის სიქაჯე და ვინაა ქაჯი. ეს არის ადამიანის ერთ–ერთი მდგომარეობათაგანი, რომელიც განპირობებულია საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსით. დავუშვათ გულის სიღრმეში მე ვიცი, რომ არა ვარ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი რომლისკენაც მივლტვი. მაგ, არა ვარ ცენტრალურუბნელი, არ მაქვს "ქალაქური" პრონონსი, ჩემი მშობლები დაბალი სოციალური წრიდან იყვნენ. იმის ნაცვლად რომ ეს ფეხებზე დავიკიდო და ჩემი საქმე ვაკეთო –– ზემოაღნიშნულს განვიცდი და ვცდილობ როგორმე შევძვრე "ელიტაში". არა ვარ პროფი ჩემი საქმისა ამიტომ ამას ინტრიგებითა და ათასი მამაძაღლობით ვჩალიჩობ. ჩემი იარაღი მლიქვნელობაცაა. მოკლედ გააფთრებით ვიბრძვი ადგილის დასამკვიდრებლად. რა თქმა უნდა მე არა მაქვს თვითირონიის გრძნობა. არ შემიძლია განყენებულად შევხედო საკუთარ თავს და მოვლენებს ჩემს გარშემო. თან მეშინია, რომ ვიღაცეები უცხოდ ჩამთვლიან. უნიჭო ვარ და გემოვნება მღალატობს. მრავალწლიანმა პადხალიმაჟმა პროფესიონალ კონფორმისტად მაქცია. უსიტყვოდ ვგრძნობ კონიუნქტურას და უკვე წინასწარ ვიცი რა მოვლენაზე რა უნდა ვთქვა, თუმცა ხშირად არ ვიცი რა არის ამ მოვლენის არსი. მძულს ის ხალხი, რომელთან ერთადაც გავიზარდე, რომლებსაც სულ სხვანაირი ვახსოვარ. მე ვცდილობ არც კი ვიფიქრო ისეთ რაღაცეებზე რაც ჩემში სინდისის ქეჯნას იწვევს. მოკლედ მე არ ვფიქრობ, არ განვიცდი, არ ვტირი და არ ვმძვინვარებ. ასე განსაჯეთ არც ვიცინი. მე მხოლოდ "დერზკათ" ვიღიმი და ხანდახან ვხითხითებ. მე მივსრიალებ ცხოვრების ტალღის თხემზე უდარდელი სერფერივით. მე უტიფრად ვჩნდები კამერების ობიექტივში და არ ვწითლდები როცა მწერალს, მომღერალს რეჟისორს დიზაინერს ან ბიზნესმენს მიწოდებენ. მე ხომ სტარი ვარ... სელებრითი... ერთი სიტყვით მე ვარ ქაჯი! ეს თქვენ იყავით, ჩემო ძვირფასო ქაჯო მეგობრებო, დღეს რუსთაველის გამზირზე. თქვენ იქ შიშმა მიგიყვანათ. შიშმა, რომელიც სულ თან დაგყვებათ სადაც არ უნდა იყოთ – გინდ საზეიმო წვეულებაზე და გინდ საკუთარ ლოგინში. შიშმა იმისა, რომ ყველამ იცის თქვენი სიქაჯის ამბავი, რომ ეს სახეზე აგწერიათ, რომ ეს თქვენს თითოეულ უვიცურ კომენტარში გამოსჭვივის. მე ყველას გიცნობთ. ისიც მახსოვს საიდან მოდიხართ და იმასაც ვხედავ სად აღმოჩნდით. არ ვმორალისტობ. არ მოგიწოდებთ დაფიქრდეთ იმაზე, რომ 10 დღის წინ იქ სადაც წითელი ხალიჩაა ხალხი დახოცეს. ვიცი, რომ ასეთი მოწოდებების უფლება არც მე და არც ბევრ ჩემს თანამემამულეს არ დაგვიმსახურებია. მაგრამ იმას მაინც გეტყვით რომ ქაჯები ხართ! ზნეობრივი გვერდზე გავწიოთ და რაც დღეს გააკეთეთ ძალიან ქაჯურად ქენით!!!! ++++++++++++++++1
  12. თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მისული ირაკლი ბათიაშვილი დაკავებულია. ბათიაშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი სასამართლო დარბაზში მისი მეუღლისა და შვილის პროსესზე დასასწრებად შესვლას შეეცადა. მანდატურებმა ბათიაშვილი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის ინცინეტი მოჰყვა. --- "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლესა და შვილს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს . მოსამართლის განმარტებით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაია და ირინა ბათიაშვილებს ან 400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ ან 90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდებათ. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, პატრული ინსპექტორების ჩვენებაში ნათქვამია, რომ "აგვისტოს 5 დღის პრემიერის" სამზადისის დროს რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდნენ ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი და მეუღლე მაია ბათიაშვილი და უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა ყვიროდნენ. სამართალდამცავების დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ისინი დააკავეს. ეხლა ეგ ვიდეო ნახეთ http://www.youtube.com/watch?v=48an1LhBzL4&feature=player_embedded#at=52
  13. kisa არ გამიკვირდება მართლა მინისტრად რომ დაინიშნოს
  14. სამართალდამცავებმა ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი დააკავეს . როგორც "ინტერპრესნიუსს~ ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, ირინა ბათიაშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაში მონაწილოების მისაღებად მიდიოდა. ირინა ბათიაშვილი ამჟამად დიღომში, პოლიციის წინასაწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
  15. ისა და შენი მოქალაქეები არიან ეგრეთწოდეული ოპოები..
  16. verusi პარლამენტის წინაა კინოთეატრი
  17. verusi არაფერი გასაკვირი... უბრალოდ ქუვეითი არ ვართ...თორე მცირე საბადოები არის ალაგ ალაგ
  18. პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქცია დაშალა 05-06-2011 17.00 საათზე პოლიციამ და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა პარლამენტთან მშვიდობიანი, მცირერიცხოვანი აქცია დაშალეს, რომელიც პარტია "თავისუფალი საქართველოს" და არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით იმართებოდა აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღეებული ფილმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით. პოლიციამ დააკავა ლაშა ჩხარტიშვილი. აქციის მონაწილეებს ეჭირათ სხვადასხვა პლაკატები, მათ შორის: აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია.
  19. სასტუმრო "რედისონის" წინ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების მდუმარე აქცია მიმდინარეობს. სტუდენტთა ჯგუფი ჰოლივუდური ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პომპეზურობით აღნიშნვის ფაქტსა და მასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს აპროტესტებს. აქციის მონაწილეებს ინგლისურენოვანი სხვადასხვა შინაარსის პლაკატები - "იაფფასიანი პროპაგანდა ხელოვნება არ არის", "ძირითადი ინსტიქტი ძირითადი ფასეულობების წინააღმდეგ", "ჰოლივუდის ყველაზე მაღალი IQ ავტორიტარიზმის სამსახურში", "საკმარისია, მიეცით ფული ლტოლვილებს" უჭირავთ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანები ასეთი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობენ, უნდა იცოდნენ, რეალურად ვის და რას ემსახურებიან. :TAT: :yes:
  20. nika3012 მძაფრი ფანტაზიები ქვია მაგას
×
×
  • შექმენი...