რესპუბლიკური საავადმყოფოს "ემერჯენსის" განყოფილებაში რამდენიმე წუთის წინ სოდ-ის ათამდე თანამშრომელი მივიდა. მათი გამოჩენისას დაშავებულთა ახლობლებმა პროტესტი გამოთქვეს და ხმამაღლა სკანდირებდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ სოდ-ის თანამშრომლები იმისთვის არიან მისული, რომ დაზარალებულები კლინიკიდან გაიყვანონ. მათი დამშვიდება "ქრისტიან-დემოკრატმა" ინგა გრიგოლიამ სცადა. მისი განცხადებით, ის თითქმის ერთი საათია იმყოფება კლინიკაში და სასწრაფო დახმარებას დაშავებულები იმდენად მძიმე დაზიანებებით მიჰყავთ, რომ მათი გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია და კლინიკიდან გაყვანა ვერ მოხერხდება. თავად სოდ-ის სხვა თანამშრომლები არ აკონკრეტებენ, თუ რატომ შევიდნენ მათი კოლეგები საავადმყოფოში, სადაც უცხო პირთა შესვლა აკრძალულია.