-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
pluto lasha_alo თითქოს აღარაფერმა უდნა გამაოცოს, მარა მაინც მაოცებს...
-
fashisti ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაძიებელია! მეთანხმები? DonCaredo დაშლაზე მეც მქონდა დაწერილი რომ რა პრობლემაა თქო... დაშლა და არა სადამჯელო ოპერაცია, სხვაობას ხო ხედავ?
-
DonCaredo სხვა ვერავინ ნახე?
-
mtidan არა მარტო ტავსაც იმკვიდრებენ
-
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24214151.html „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში საუბარია იმ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც ორგანიზაციამ გამოავლინა 26 მაისიდან მოყოლებული დღემდე - მათ შორის არის სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება, ცემის ფაქტები აქციის დაშლის დროს, ასევე უკვე დაკავებული პირების მიმართ მოპყრობა გასამართლებისას და უკვე საპატიმროებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.ანგარიშში საუბარია ასევე დღემდე გაუჩინარებული ადამიანების შესახებ. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სია, რომელიც რამდენიმე დღის წინ 49 კაცს აერთიანებდა, შემცირებულია. ეს 49 კაციანი სია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს და მასში არ შედიან ის პირები, რომლებიც შსს-ს მიერ დაკავებულ პირთა სიაში არიან მოხვედრილი. თუ რამდენიმე დღეში ეს ადამიანები არ გამოჩნდნენ, შესაძლოა საიამ, გაუჩინარებულთა ოჯახების ნებართვით, სამართალდამცავებს მიმართოს: -- მთელი სტატია წაიკIთხეთ გირჩევთ...
-
fashisti არც ეს არ იტყუება http://www.youtube.com/watch?v=JbH7QmvBZ-k&feature=player_embedded
-
მაისის მოვლენებზე რუსი ექსპერტების აზრები
newstudio replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha_alo ეგ არ ვიცი და ბურჯანაძე რა გონორზეა ნახეთ "კატეგორიულად ვაცხადებ, არ ვაპირებ საქართველოდან წასვლას და რომელიმე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნას" , - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. პარლამენტის ექსსპიკერმა მადლობა გადაუხადა უმრავლესობის წარმომადგენელს აკაკი მინაშვილს მსგავის შინაარსის რჩევისთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უცხოეთის ქვეყნებს მხოლოდ ერთი ან რამდენიმედღიანი ვიზიტით ეწვევა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებისთვის. ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ მათი დახმარებით საზღვარგარეთ პრესკონფერენციებიც გამართოს. ოპოზიციონერმა ლიდერმა სახალხო კრების მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და ტერორის შემთხვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი მტკიცებით, კრების მხარდამჭერებს, მძღოლებს, დაცვის თანამშრომლებს გაუფრთხილებლად, პირდაპირ ქუჩებში აკავებენ, როცა ისინი ერთი ზარის შემთხვევაშიც კი მზად არიან გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებებში და ახსნა-განმარტებები მისცენ. "ასეთი ჩასაფრებული დაკავებები იმიტომ ხდება, რომ მათ პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევაში დასდონ ბრალი და პატიმრობა მიუსაჯონ", - აღნიშნა ბურჯანაძე. "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა კრების მხარდამჭერების შანტაჟში დღეს ბორჯომის პოლიციის უფროსი მამუკა ხვედელიძეც დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ხვედელიძე მათ იარაღის არსენალის "აღმოჩენით" ემუქრება. "თუ მან იცის ასეთი არსენალის შესახებ, რატომ არ არის ის ამ დრომდე ამოღებული?! სამართალდამცველ ორგანოებს საკმარისი დრო ჰქონდათ, რომ მსგავსი ნივთმტკიცებები აღმოეჩინათ. თუ ამის შემდეგ "სახალხო კრების" რომელიმე მომხრის სახლში ან ოფისში იარაღი იქნება აღმოჩენილი, ეს იქნება პირდაპირი პროვოკაცია, რომელზეც პასუხისმგებლობა პირადად ბორჯომის პოლიციის უფროსს და ხელისუფლებას დაეკისრება", - აღნიშნა მან. -
babuagiorgi ეს პოლიგონზეა აშკარად, წრთვნა!
-
nika3012 ვერ გავიგე? ხალხი რა შუაშია?!??!!?
-
PEPE. რავი მაგათი ჭკუაც.... და მსხვერპლი, დაჭერილები გაცილებით მეტი
-
კახეთის საინფორმაციო ცენტრს იზოლატორში მყოფი ერთ-ერთი პატიმრის წერილი მიაწოდეს. პატიმარი წერილში აღნიშნავს, რომ შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, 26 მაისს, აქციის დარბევის შემდეგ რამდენიმე დაკავებული თბილისის იზოლატორში დუბინკებით გააუპატიურეს. მისივე განმარტებით, წერილის მოწერის მიზანია, საზოგადოებამ შეიტყოს იმ ვანდალიზმის შესახებ, რაც აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა ჩაიდინეს. „26 მაისს, პარლამენტის შენობას სპეცრაზმი რომ მოუახლოვდა, უკვე გავრბოდით. დაგვიჭირეს და ხელებზე პლასტმასის ხელბორკილები დაგვადეს. მერე მიწაზე დაგვყარეს და ასე ვიყავით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. იზოლატორში რომ გადაგვიყვანეს, სპეცრაზმელები შემოგვყვნენ. ვერ აგიღწერთ იქ რა ხდებოდა. დაკავებულებს ცემდნენ და აგინებდნენ. რამდენიმე ჩვენგანი დუბინკებით გაგვაუპატიურეს“ - აღნიშნავს პატიმარი. ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის მას პროკურატურისთვის არ მიუმართავს და არც იზოლატორის ადმინისტრაციისთვის შეუტყობინებია. „აზრი არ აქვს. ხალხი დახოცეს, იმას არ იძიებენ და ამას არავინ გამოიძიებს. წერილის მოწერის მიზანია, საზოგადოებამ შეიტყოს იმ ვანდალიზმის შესახებ, რაც აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცავებმა ჩაიდინეს. ჩვენთან ერთად საკანში რამდენიმე არასრულწლოვანი იმყოფებოდა. სპეცრაზმელებმა არც ისინი დაინდეს. გაუპატიურების შემდეგ სახეში გვაფურთხებდნენ, კარგად დაგამახსოვრდებათ და მეორედ აქციაზე აღარ გახვალთო“, - აღნიშნავს პატიმარი. დარბევის ღამეს მოქალაქეების გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატმა მანანა კობახიძემაც გაავრცელა. მისი თქმით, კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს. „აქციის დაშლის პროცესში კინო „რუსთაველში“, სადაც დაახლოებით სამასამდე ადამიანმა შეაფარა თავი, დაფიქსირდა ამორალური საქციელი. იქ შესულმა სპეცრაზმმა დააფიქსირა, რომ კინოთეატრი ქალებს დაეტოვებინათ და მამაკაცები დარჩენილიყვნენ. მიუხედავად ამისა, არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელმა კინოთეატრის შენობაში ქალები გააუპატიურეს“, - აცხადებს „პრესაგე.ტვ“-სთან ინტერვიუში კობახიძე. მისივე თქმით, გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრისგან“ შეიტყო. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმის მხრიდან მოხდა რამდენიმე გოგოს გაუპატიურება. თუმცა არ ვიცი, ეს იყო გაუპატიურება, თუ იყო მცდელობა. ყოველ შემთხვევაში მცდელობას რომ ჰქონდა ადგილი, ეს ცხადია“, - ამბობს ნანუაშვილი. 26 მაისს აქციის მონაწილეების და კინოთეატრ „რუსთაველში“ მყოფი მაყურებლების გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ. http://ick.ge/ka/articles/6429-26-.html პ.ს. სამწუხაროა... რომ ამ წუმპეში მოგვიწია ცხოვრებამ
-
T_A_T http://www.youtube.com/watch?v=lvcbley7jpk&feature=player_embedded#at=49
-
mtidan ნუ ეხლა... შეცდომები სახეზეა... მაგრამ ოქრუაშვილი კიდე კაი არ ჩამოვიდა
-
ევროკავშირმა კონსტიტუცია არ გივარგათო
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
mtidan არც ისე, მალე ავღანეთში ომიც დასრულდება... -
რა ხდება ქართულ პარტიაში მაისის მოვლენების შემდეგ http://www.presage.tv/?m=politics&AID=5085 მე მგონი ყველაფერი სწორად წერია
-
Anima Libera მაიაზე რომ იყოს გამოსახული და მეცვას, რას იზამენ გამხდიან თუ?
-
mtidan კი... ჩეულებრივი ხალხი იყო მიტინგზე, დაჟე ჩვეულებრივზე გაბედულები!
-
ევროკავშირმა კონსტიტუცია არ გივარგათო
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ მე რა ვიცი Соединенные Штаты поддерживают вступление России во Всемирную торговую организацию и проходящие в Женеве грузино-российские переговоры, заявил вице-президент США Джозеф Байден президенту Грузии Михаилу Саакашвили. Их встреча прошла в Риме, где американский политик находится с официальным визитом. "Вице-президент заявил о поддержке проходящих при посредничестве Швейцарии переговоров Грузии и России по вступлению РФ в ВТО", – говорится в заявлении офиса вице-президента. США ранее неоднократно заявляли, что поддерживают вступление России в ВТО. Нынешнее сообщение Байдена стало первым подтверждением того, что США фактически пытаются оказать давление на Тбилиси с целью поддержать Россию на пути в международную Байден также обсудил с грузинским президентом вопросы безопасности, демократии и прозрачности в Грузии. Эта тема прозвучала на встрече несколько дней спустя после жестокого разгона митинга оппозиции в Тбилиси. Байден поблагодарил Саакашвили за участие Грузии в операции в Афганистане, сообщает ПРАЙМ-ТАСС. Также, по уже сложившейся традиции, вице-президент заявил, что США поддерживают территориальную целостность и суверенитет Грузии. Михаил Саакашвили и Джозеф Байден поговорили и о кино, уточняет Русская Служба Новостей. Саакашвили сообщил вице-президенту, что в ближайшие дни в Тбилиси состоится премьера фильма о событиях 2008 года под названием "Пять дней августа". Его снял американский режиссер Рени Харлен, где роль Саакашвили сыграл Энди Гарсия. Байден в ответ пошутил: он выразил надежду, что на его роль приглашен не менее талантливый актер. http://www.dni.ru/polit/2011/6/2/213305.html ესეც საინტერესოა -
ემის სათაური: შემოღამება მთაწმინდაზე არასტუმართმოყვარე რუსთაველს სიყვარულით ბათუმიდან ბოდიში ყველას, აღელვებული ვიყავი და უცენზურობის გამო ბანი მაქვს. არ ვიცი რითი დავიწყო, აწმყოთი , წარსულით თუ მომავლით? აწმყო: ჩემს აწმყოს თავში ერთი აზრი უტრიალებს სად წავიდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ? რატომ? არა არა შიში არა უფრო ზიზღი, ზიზღი რაც ისე მაღიზიანებს რომ სანდასუფთავების ფორმის დანახვაზეც გული მერევა.ფსიქიკურად აშლილი ვარ. შიში? შიში ვერ იხსნის სიკვდილსაო ამბობს რუსთაველი..... ოჰ რუსთაველი არ გამახსენო, ასეთი არასტუმართმოყვარე რუსთაველი მე არ მინახავს.... კარი გამიღე კარი გამიღე 1 კაცი ვარ ვეუბნები, ვიღაც შავგრემან კაცი სომხურ -ქართულად მპასუხობს ცადი თორემ პოლიციას ვეტქვი.... რა იყო მანამდე??? მანამდე იყო აზიზეს მეჩეთი, შიში იმისა რომ ჩვენი ქვეყანა სელჩუკებს მიყიდეს, მე რიგითი აჭარელი ამის წინაღმდეგი ვარ და ზოგიერთი თბილისელი მეუბნება რომ რა მოხდა მერეო, მე აჭარელს?? არა არ მეცინება, მეტირება. რატომ ჩავერთე მიტინგებში?? იმიტომ რომ არ მინდა ჩემი ქვეყანა, კერძოდ ჩემი კუთხე თურქებმა იხმარონ (უიმისოდ) , არ მინდა რომ ძველი ბათუმივით ყველა უბანში ისინი იყვნენ, გარყვნან ახალგაზრდა გოგონები, არ მინდა რომ სულთანი აზიზეს დიდების მემორიალი დადგან შუა ბათუმში, კახელებო თქვენ გინდათ რომ შაჰ-აბასისი ძეგლი იდგას თელავში?? ხოდა გამიგეთ. ამ ყველაფერის თავი და ტავი არის უსუსური და უპასუხიმსგებლო ხელისუფალი, უზურპირებული სასამართლო, მედია, ბიზნესი, დაკარგული ტერიტორიები, უმუშევრობის მაღალი დონე, არა მოვრჩE თორემ მიტინგი გამომდის…. რატომ ბურჯანაძე? მანდ თუნდაც ღობეგლეჯიაშვილი ყოფილიყო, მაინც ჩავერთვებოდი, ვერ დაველოდები 2013 წელს(მით უმეტეს რომ არის ხმები მერე პრემიერობაზე) ენა-მამული-სარწმუნოება, ამ პრინციპებს ვკარგავთ. ჩემი კუთხე ამ ტემპით 5 წელიწადში იქნება თურქული ქალაქი დიდი თურქული დიასპორით. მერაბიშვილს თუ ჰქონდა კადრები და ჩანაწერები გადატრიალებაზე რატომ არ გამოაქვეყნა ჩვენი გაჟლეტა უნდოდა??? ეჩვენებინა და არ წამოვიდოდი, მე არ მინდა სამოქალაქო ომი და ასე შემდეგ, ვანო დამნაშავე ხარ ! მე არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი და მითუმეტეს ბურჯანაძესი, ჩევ გვაქვს გეგმა ჩვენ გვაქვს გეგმა, სად ჯანდაბაშია თქვენი გეგმა დაწყდა ხალხი !!! ცისკარას ზღაპარი გახსოვსთ??? 12 საათი ვიყავი გზაში, არა ბატონებო ტბილისი ნიუიორკი არ მიფრენია, ეს ბათუმი-თბილისი დაფარვის დროა. გზაში მასიური გაჩEრებები და მანქანების ჩAმორთმევები. თქვენ წარმოიდგინეთ გზაში ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობდა, ასე როგორ დააშინეს საქართველო, იმდენად ცოტა მანქანა რომ თავი სოფელში მეგონა და არა საქართველოს ცენტრალურ გზაზე.ლანჩხუთში მივუხვიეთ სადღაც სოფელში ფარული გზებით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანს გადაადგილების უფლება ასე შეელახოს გინახავთ??? 2007 წელი მახსოვს ე.წ. "შედუღებული დუპლის ლურსმნები რო დაგვიყარეს" ეხლა ესე არ იყო, ეხლა პირდაპირ დამბაჩა ჩაუდეს ყველას პირში და მორჩა. ეხლა ისევ წარსული, შუაღამეა, გაწვიმდა საშინლად, თითქოს ბუნებაც ტიროდა იმ საშინელების წინათგრძნობა ჰქონდა რომელიც ჩვენ ვიგრძენით, გამოდის ალყაში ვართ?? გამოდის ალყაში ვართ?? კი, არსად გზა, ჩAკეტილია ყველაფერი, უნდა გაგვჟლიტონ და რატომ რატომ??? 2003 წელს ხომ არ გაგვჟლიტეს და გადააბარეს ხელისუფლება იმ ტირანებმა, ვითომ მიშა იმაზე უარესია??? მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს ავყვირდი მე, პანიკამ მოიცვა რუსთაველი. ფორმალობისათვის მოვიდა მერიის წარმომადგენელი და მანქანაში ჩამჯდარი არ იყო რო ატყდა საშინელი ხმა (სპეც აუდიო ხმა რომ ჰკივის) მოდიან მოდიან, ყველა მხრიდან დაიწყო შემოსვლა, ჯერ ჯერობით ვიღებ კადრებს, იარაღის სროლაზე და კვამლზე ბიჭებმა დროშის ტარების ძებნა და იწყეს მაგრამ აღარ იყო, ხალხი ერთმანეთს ეზილებოდა, ადგილი არ დაგვიტოვეს, ბახტრიონის ააღება გამახსენდა, ყველა მხრიდან მოდიან , პირდაპირ სროლით, წყლის ჭავლი მიახლოვდება, ისმის ღრიალი, კივილი, არ ვიცი ენით აუწერელი ამბავი ჩემს წინ ბოლოს ვხედავ ( კადრებშიც ჩანს) მურმან დუმბაძეს ( ჩვენი თაობის მემედ აბაშიზეა ეს კაცი ასე ვიტყოდი) ნუ გეშინიათ ნუ Gეშინიათ ყვირის მურმან დუმბაძე, უკვე თვალები ამეწვა, ხრჩობა დავიწყე, ცუდად ვხედავ მასაm სცენის უკან აღმომაჩინა, ვაიმე ფეხი იღრიალა ვიღაცამ, მე მგონი იმ კაცს გადაუარეთ, არ მახსოვს, უკვე გვჭ####ტენ, სცენი უკან ანუ პარლამენტის პირდაპირ რაღაც შემოღობილია, აშენებენ იქით, იმ შემოღობილის ღობე გატყდა, პატარა ადგილი გატყდა, როგორ ავღმოჩნი იმ პატარა ადგილთან არ ვიცი, ღმერთმა გადმომხედა და გავძვერი, ფაქტიურად ავღმოჩნდი ომის მიღმა თუმცა ტბორში , უკან მომკვა და წინაც იკო სადღაც 30 კაცამდე გავბივართ და ვაწყდებით ამ მაღალ ღობეს, გასასვლელი არ არის გასასვლელი არ არის, ერთი მიხედვა მივიხედე უკან, ქაშუეთი ბოლშია, პარლამენტიც, ბაში აჩუკი გამახსენდა რატომღაც. ამ შემოღობილის ერთი მხარე ადგებოდა სახლებს თუ შენობებს, ვიღაცამ თეატრიაო, მე რ ვიცი სიმართლე გითხრათ კარგად თბილისი. ამ სახლებზე ასასვლელი არ არის დავიწყეთ ვენახებზე აძრომა, ზოგი აძრომის დროს ჩავარდა და იბღავლა, ავედით რაღაც შენობის უკანა მხარეს ავღმოჩდით როგორც ჩანს, იმიტომ რომ მარტო კიბეა ასასვლელი სადღაც 3 სართული და სახურავზე ხარ, სხვა გზა არ არის, აქედან კარგად ჩანს ქაშუეთი და პატარა ნაწილი რუსთაველის, ღობეს "რობოტები" მოადგენ და შემოვიდენ, ვინც ღოებში დაიჭირეს ყველა ცემეს 5 ერთ კაცს ურტყამს, ხელი გაუშვით დაიყვირა ვიღაცამ, ვაიმე ესენი ბოლომდე მოდიან ბიჯო ვუთხარი ჩმეს გარშემო სრულიად უცხო ხალხს, ვაიმე მოკვლას გვიპირებენ ჩქარა "კრიშაზე" ყველამ დავიწყეთ ტემპში "კრიშაზე" ასვლის ოპერაცია, სადღაც მეორე სართულზე ერთი კარი დამხვდა კიბის ქვეს, იმ კარს მივადექი, ჭუჭრუნაში შუქი ენთო და კაცი დავინახე, შუა ხნის, კარი გამიღე მეთქი მარტო ვარ მარა ეჰ, გაოგნებული გამოვბრუნდი,მოგვდევენ მოგვდევენ, "რობოტები" ჩვენსკენ დაიძრნენ, აშკარად ვერ დაგვეწეოდენ, გაუჩირდებოდათ გადაადგილება, ავასწარით ნაწილმა სახურავზე, ნაწილი დაიჭირეს და ჩაათრიეს, იქით გადავხტეთ მეორე "კრიშაზე" დავიწყეთ ხტუნაობა "ჯეკი ჩანი ჯეკი ჩAნი თავში მიტრიალებს" დახტომისას ფეხი ვიღრძე, ავბობღდი მაღლა, სულ ბოლო სახურავია, აქედან კარგად ჩანს ქვევით რა ხდება. ამ ორ სახურავს შორის რაღაც კიბე თუ ხარაჩო იყო გადებული რომელიც ჩატყდა და ფატიურად იზოლირებული გავხდით სხვა სახურავებთან შედარებით, მერე ვიღაცამ ჭუჭრუტანაში შეძვრა, მეც მივყევი, იქ 7 კაცი დამხვდა, სულ სველი ვართ, გარეთ ქვეყანა ინგრევა ისეთი წვიმაა, თავი არ გაყო ისმის ჩურჩული, ბნელა, მუხლებზე ვართ, დაბალია სხვენი, ვიღაც კვნენის ჩემს გვერდით, თავლში აქ განარტყამი ტყვია, მობილური მივანათე, გამორთეო დამიყვირეს. მოკლედ ჩავჯექით და სიტუაციაც მიწყნარდა, სასწრაფოების ხმა ისმის და აქა იქ ხმაური, სადღაც 1 საატში უკვე სახურავზე გვესმის გადაადგილებები, გამოდი შე ნაბ**** არის კიდევ მაქ ვინმე, 3 ჯერ ვირაცამ გაისროლა, სავარაუდოდ პოლიციაა ამოსული, გვეძებენ, დაიჭირეს სახურავზე ბევრი, რა იყო პრეტენზია გაქ დაიჩოქე შე ****, წვიმამ იმატა, ჩვენ ვითარცა გვამები არ ვსუნთქავთ. მე მგონი გადავრჩით. თითქმის გაიხადა ყველამ, ანთება რ ამცდება მეგრული კილოთი ამბობს ვიღაცა, სახელები არც გვიკითხავს ერთმანეთის, წინდა გავიძრე და თითი შევიხვიეს სისხლიანი, ისე ჩამუხლული დაგვეძინა, ღამე რამოდენიმეჯერ სროლის ხმამ გაგვაღვიძა, ზეიმობდენ თუ რატო ისვროდენ არ ვიცი, აშკარად პოლიცია არ მოშორებია იმ ტერიტორიას. დილით მიკროფონის ხმამ გამოგვაფხიზლა 1-2, 1-2-3 ასწორებს აღლუმის წამყვანი აპარატურას, აუ ატარებენ ტოო, თქვა ვიღაცამ და მოგვიწევს ამაღამაც აქ ყოფნა, გავიხედეთ ჭუჭრუტანაში სნაიპერები ზიან, ისმის გადაადგილება ჯარის და მოკლედ მზადება, თვითმფრინავები ლამის დაგვასკდა თავზე, პრეზიდენტსი სიტყვას სასწრაფოს თუ პოლიციის სირენის ხმა ფარავს, რატომ ნეტა აი რამოდენიმე წუთი ეგრე იყო, მალე დაიშალნენ. აღლუმს ვუყურებდით, ხომ ჩავიბარე მაინც აღლუმი თავისი მიშიანად , გაეღიმა კველას. საღამოს ჩამოვიპარეთ, ჩამოსვლისას ფანჯარა რაზეც ჩამოვეკიდე გაიღო და ცალი ხელით ჟალუზს რო არმომეკიდა ეხლა მაღაზიის თავზე 3 გვამს აღმოაჩენდნენ დენ დარტყმულს. კიდევ გადავრჩი. ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა. ოჰ ღმერთო ჩემო სულ ძილი ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება http://forum.ge/?f=29&showtopic=34262735&st=0
-
Nukriko სალამი... არ ვიცი... სოზარს?! ალბათ...
-
ევროკავშირისათვის საკონსტიტუციო ცვლილებების ტემპი და პროცესი კრიტიკის საგანს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ახალი შესწორებები არ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, რადგან ძალზე გართულებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვება. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები საკონსტიტუციო კომისიამ მოამზადა; საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები 2010 წლის ოქტომბერში მიიღო. ცვლილებათა უმრავლესობა 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში. საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ძალაუფლების უფრო დაბალანსებული გადანაწილებაა, რომელიც პრეზიდენტის ძალაუფლებას შეამცირებს და პარლამენტის როლს გაზრდის; ამ გზით განმტკიცდება ურთიერთ გამაწონასწორებელი მექანიზმი და გამყარდება სასამართლოს დამოუკიდებლობა. თუმცა, ახალი შესწორებები არ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, რადგან ძალზე გართულებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვება. კრიტიკის საგანი იყო, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებების ტემპი და პროცესი, რადგან კონსტიტუცია პარლამენტმა იმ დღეს მიიღო, რა დღესაც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა", _ ნათქვამია ანგარიშში. ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომზადებული 2010 წლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა გამართა. ანგარიში შუალედურია და ასახავს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლოს პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ,,სამოქმედო გეგმის~ შესრულებას 2010 წლის განმავლობაში. ეს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ",სამოქმედო გეგმის" შესრულების მეოთხე ანგარიშია. ევროპის სამეზობლოს 12 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს შესახებ შუალედური ანგარიშები 26 მაისს ბრიუსელში გამოქვეყნდა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/170586-evrokavshiri-sakonstitucio-cvlilebebis-temps-da-process-akritikebs.html პ.ს. აქამდე სად იყვნენ?
-
babuagiorgi ცოტა სხვა სიმაღლეებზე დავწერე და არა მაგ დონეზე...
-
Siknadmo მიხეილ სააკაშვილისთვის არ არის პრიორიტეტული იმაზე ფიქრი, თუ რა პოზიციას დაიკავებს იგი პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ. ამის შესახებ პრეზიდენტმა „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში რუსეთისგან განსხვავებული სისტემაა, ამიტომ პუტინის მსგავსად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ვერ მოახერხებს. „ვფიქრობ, პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება. ჩემი მომავალი პოზიციის შესახებ დებატები ჩემთვის პრიორიტეტული არ არის, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვლება, საქართველოს ექნება კიდევ უფრო ღია საზოგადოება, საქართველოს აღარასოდეს მართავს ერთი კაცი ან მცირე ჯგუფი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. -- ან პირიქით... ამერიკოსებმა მოუწყვეს მიშას პროვოკაცია...ვითმ მწვანე შუქი და რამე 26 მმაისის დარბევაზე...ეხლა კი რას ქვია დაარბიე შე სისხლისმსმელოოო :TAT:
-
ძუკუ დასტურ
-
Вице-президент США Джо Байден на переговорах в Риме с президентом Грузии Михаилом Саакашвили заявил, что Вашингтон поддерживает вступление России в ВТО. "Вице-президент заявил о поддержке проходящих при посредничестве Швейцарии переговоров Грузии и России по вступлению РФ в ВТО", - сообщил офис вице-президента. Россия согласовала вопрос членства в ВТО со всеми членами организации, кроме Грузии. Сейчас переговорный процесс с Тбилиси продолжается. В Рим несколько часов назад прибыл российский президент Дмитрий Медведев, у него также Нажать запланированы переговоры с Джо Баденом, на которых, как предполагается, он обсудит вопрос вступления России в ВТО. http://www.bbc.co.uk/russian/rolling_news/2011/06/110601_rn_georgia_us_wto.shtml პ.ს. სულ ბატონის ძიებაში რომ ვართ, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად...