-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
Nino Jangirashvili ტრავმატიზმის კიდევ ერთი შემთხვევა პრეზიდენტის გარემოცვაში – გიორგი ბარამიძეს ორი–სამი დღის წინ ფეხი მოტყდა. პრესსამსახური ადასტურებს. ოღონდ დეტალებს არ ამბობს. აი, ეგ უკვე აღარ ვიცი,რასთან რა შუაშია, მაგრამ მგონი ცუდი პალასა აქვთ მაგათ. :nekro: :givi: ამას ქვია პრეზიდენტ რაზბუშევალსა))))
-
http://www.facebook.com/notes/shalva-ramishvili/გუშაგის-შიშები/251379751545743 გუშაგის შიშები by Shalva Ramishvili on Friday, July 8, 2011 at 2:00pm ქართული პარტიის ოფისთან "კუდელები გუშაგობენ. ეს არაა ოპერატიული საქმიანობა. ჩასაფრება იმისაა რომ დაიმალო, რომ ის ვისაც უთვალთვალებ ვერ გამჩნევდეს. აქ კი ძალიან თავხედურად დგანან კუდელების მანქანები ოფისის კართან. მანქანაში მჯდომი ჯეელები არც კი ცდილობენ რომ ჩვეულებრივ მოქალქეებად შეინიღბონ. ოფისში შემსვლელებს სურათებს უღებენ, აკვირდებიან. რატომ აკეთებენ ასე? რატომ არღვევენ კონსპირაციის ელემენტარულ წესებს? ნუთუ ასეთი არაპროფესიონალები არიან? რა თქმა უნდა არა... ვანოს უშიშროებას სულ სხვა მიზანი აქვს. მათ სურთ რომ ყველას დაანახოს: აი აქა ვდგავართ და დაჟინებული მზერით შემოგცქერითო. კი არ გიყურადებთ და გითვალთვალებთ... არა, თავხედურად გიყურებთ რათა შეგაშინოთ, დაგანახოთ, რომ მალე ისევ შემოვარდებით ჯგროდ და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთო. სხვა ახსნა ასეთ ქმედებას არა აქვს. ქართულ პარტიას ახლახანს დაერხა . ფუჭი დაპირებები მრისხანების დღის მოწყობის თობაზე, ლიდერების წასვლა... ამ ყოველივემ მომაკვდინებლად იმოქმედა ისედაც არც თუ ისე მაღალი რეიტინგის მქონე პარტიაზე. მიშამაც იკრა სისხლის სუნი და ნადვილი ტერორი გამოუცხადა მათ. აბსურდული ბრალდებით დაიჭირა პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ბევრი მათგანი უბრალოდ აწამა, უმიზეზოდ შეიჭრა ოფისში 100–მდე ბრგე სპეცრაზმელით. ამას არ მოჰყოლია ადექვატური პროტესტი და ეს ბუნებრივიცაა. არ ევასება ბევრს ოქრო და კამპანია. და ვერც მოსთხოვთ რომ სხვაგვარად იყოს. ვერც იმას მოსთხოვ საშუალო სტატისტიკურ მოქალქეს, რომ განაზოგადოს აღნიშნული შემთხვევა მიხვდეს, რომ საქმე არაა ოქრუაშვილის კაი კაცობაში. თუ დღეს ქართულ პარტიასთან გასდის – მიშა ხვალ უარესს იზავს. მიშა ხომ ნაბიჯ–ნაბიჯ, გამოცდილი მტაცებელივით აფართოებს აგრესიულობის არეალს. ცდის ხალხს, სინჯავს რამდენად მტკიცეა მოთმინების ძაფი. ამის გათვისებას ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ ახერხებს. მას უამრავი მიმდინარე პრობლემა აქვს. სარჩო–საბადებლის ძებნა. ზრუნვა იმაზე, რომ სამსახური არ დაკარგოს და მისთ. იმისათვის რომ ხსენებული მოქლაქე ქუჩაში გამოვიდეს საჭიროა პოლიტიკოსი. რომელიც აგიტაციას გასწევს, ჩასახავს იმედებს და შეცვლის რელობას. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანან ასეთი პოლიტიკოსები. ჰოდა ვანოს კაცებიც დგანან უტიფრად და უყურებენ პოტენციურ მსხვერპლს. შიშს თესავენ... გუშაგობენ! მაგრამ არაა ვანო და მიშა ასეთი მაგარი. აი მე წავიყოლე ოპერატორი და მივუხლოვდი ერთ–ერთ ასეთ გუშაგს, რომელიც "აუდიში" იჯდა. მანქანას დაბურული შუშები ჰქონდა, მაგრამ სალონში მჯდომ შორტებიან ახალგაზრდა კაცს კარგად ვარჩევდი. დავუკაკუნე ფანჯარაზე და ვუთხარი "გადმო, საქმე მაქვს მეთქი". ეს შორტებიანი კუდელი თამამად უნდა გადმოსულიყო მაქანიდან და მკაცრად ეკითხა – რა გნებავთ და ვინ ბრძანდებითო? მოწმობა უნდა ეჩვენებინა და ჩემი საბუთებიც უნდა მოეთხოვა. მაგრამ ვანოს კაცმა გააკეთა ყველაზე სამარცხვინო რამ ... გაიქცა. ვდიე ასე 10 წუთი. ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა ჩემთვის იმის შეგრძნება, რომ აქეთ დასდევ "კუდს" კუდში. ბოლოს როცა შევატყეთ რომ ცუდ მძღოლს მივდევდით და ამიტომ ის შეიძლებოდა რამეს შესკდომოდა – თავი დავანებეთ. ამ ყოველივედან ერთი სასარგებლო დასკვნის გაკეთება შეიძლება. ვანო საშიშია თუ მზერას არიდებ მას, თუ შიში თავად შენშია. საკმარისია მიუახლოვდე და დაელაპარაკო, თამამად შეხედო თვალებში, კომუნიკაციაში შეხვიდე, რომ საშიში ვანოს გუშაგი იბნევა, მას თავად უჩნდება შიში შენთან სიახლოვისა. მან ხომ არ იცის რა უნდა გიქნას? დაგიჭიროს? მოგკლას? გცემოს? ზუსტად ვერ წარმოუდგენია რას აკეთებს და რა უნდა. კი ბატონო, გამოულაყეს თავი იმის ძახილით, რომ ყველგან რუსების აგენტებია. მაგრამ პატარა ქვეყანაა ეს საქართველო. აი ამ შორტებიანმა გუშინ გაიგო რომ მისი კლასელი კარგი და პატიოსანი ბიჭი სულ ტყუილად დაიჭრეს. აი მოძღვარმა უთხრა, რომ მიშა ცუდად ექცევა ეკლესიას. აი ოჯახში დედამ დაიჩივლა, რომ ხორცი გაძვირდა და გადასახადები გაიზარდა. და ამ გუშაგმაც არ იცის რა ქნას, კარგად ვერ ხვდება, მაგრამ ეჭვობს რომ რაღაც შარშია, რომ ისე არაა ყველაფერი როგორც მიშა და ვანო ეუბნება. ამიტომ გარბის გუშაგი... გარბის რადგან თავადაც ეშინია. შეშინებული გუშაგი კი უკვე გუშაგი აღარაა... –– არ დაიზაროთ, წაიკითხეთ!
-
ფრიდომ ჰაუსი რევოლუციებს აანონსებს?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საპროცესო პროცედურებზე, რაც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლებრივ საქმეებთან მიმართებაში. ისეთი ფაქტორების პირობებში, როგორებიცაა დამნაშავედ ცნობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელის მკაცრი ზომები და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დაბალი დონე, მიუხედავად უდანაშაულობისა მსჯავრდებულმა შესაძლოა თავი დამნაშავედ სცნოს, რაც სამართლის დამახინჯებას იწვევს”, - აღნიშნულია ანგარიშში. http://www.tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=3812&Itemid=1 -
21:08 04-07-2011 მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე დღეს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზურაბ ქაფიანიძე დაიბადა 1937 წლის 1-ელ აპრილს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1961-1964 წლებში მოღვაწეობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად. 1964 წლიდან კინოსტუდია ”ქართული ფილმის" მსახიობია. საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2003). საქართველოს სახალხო არტისტი (1979 წ.), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985). მონაწილეობდა ფილმებში: ”ხევსურული ბალადა", ”დათა თუთაშხია", ”ივანე კოტორაშვილის ამბავი", ”ყველაზე სწრაფები მსოფლიოში", ”დიდოსტატის მარჯვენა", ”ღიმილის ბიჭები", ”ნეილონის ნაძვის ხე", ”ლონდრე", ”ბებერი მეზურნეები", ”ფეოლა", ”ნერგები" და სხვა. http://burusi.files.wordpress.com/2009/09/picture11.jpg მაგრად მეწყინა :(
-
Freedom House: "გარემოებები, რომელმაც "არაბული გაზაფხული" გამოიწვია, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც არსებობს" 12:53 04.07.2011 [პირველი] Freedom House-ის შეფასებით, "გარემოებები, რომელმაც "არაბული გაზაფხული" გამოიწვია, ყოფილ საბჭოთა კავშირშიც არსებობს". ამის შესახებ Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრამერი და კვლევითი მიმართულების დირექტორი კრისტოფერ ვოლკერი სტატიაში "ტირანიის ფორპოსტი" წერენ, რომელსაც "Foreign Policy" აქვეყნებს. სტატიის ავტორების აზრით, "აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი ქლინთონი მართალი იყო, როდესაც განაცხადა, "სახელმწიფოს მართვის ძველი მეთოდები მიუღებელია, დროა, ლიდერები მართვას პასუხისმგებლობით მოეკიდონ, საკუთარ ხალხს ღირსეულად მოეპყრან და მათ ეკონომიკური შესაძლებლობები გადასცენ, ხოლო თუკი ამას არ გააკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მათი წასვლის დროაო". "ეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ საჰარას სამხრეთით მოღვაწე აფრიკელი დიქტატორების მისამართით მკაცრი გაფრთხილება იყო იმ ცვლილებებზე მინიშნებით, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მოიცვა. მაგრამ ქლინთონის შენიშვნები კიდევ უფრო სერიოზულ ელფერს იძენს, როდესაც საქმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ეხება, სადაც ისევე, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ღრმად ფესვგადგმულ ავტორიტარულ მმართველთა კრიტიკული მასა ჩამოყალიბდა. 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან 9 (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ავტორიტარული რეჟიმების სიაში მოხვდა. ასეთია ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განვითარებაზე Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის ავტორთა დასკვნა. ანგარიშში სახელწოდებით "ქვეყნები გარდამავალ ეტაპზე" ჩანს, რომ ამ რეგიონის მოსახლეობის 80% ავტორიტარიზმის უღელქვეშაა. ყოფილი საბჭოთა დიქტატორების ხანგრძლივმა მმართველობამ მთელი რიგი სერიოზული პრობლემები შექმნა. ჯერ ერთი, ამ სისტემებში არ არის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლების მშვიდობიან როტაციას უზრუნველყოფს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად დადგმული არჩევნები ტარდება. ხელისუფლების გადაცემის პრობლემები გადაუჭრელია უზბეკეთსა და ყაზახეთში. არადა, ამ ქვეყნის მმართველთა ასაკი 70 წელზე მეტია. მაგრამ კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა ის არის, რომ რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლებაში შედარებით ახალგაზრდა ავტორიტარები არიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სულ 49 წლისაა, ხოლო ბელორუსი ლუკაშენკო – 56 წლის, ტაჯიკეთის მმართველი ემომალი რაჰმონი – 58-ის, ისევე, როგორც რუსეთის უმაღლესი ფაქტობრივი ლიდერი ვლადიმერ პუტინი. ასეთი სიტუაცია სასოწარკვეთილ მოქალაქეებს მომდევნო უამრავი წლის განმავლობაში პოლიტიკური უძრავობის პერსპექტივას უქადის", - მიიჩნევენ Freedom House-ის მკვლევარები. მათივე აზრით, მეორე პრობლემა ისაა, რომ "ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრი მთავრობა ზომიერ პოლიტიკურ ძალებს სივრცეს არ უტოვებს და ასეთმა მარგინალიზაციამ საზოგადოება შეიძლება, ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ექსტრემისტული ქმედებების მანკიერ წრეში მოაქციოს". ავტორები თვლიან, რომ ეს ტენდეცია პოსტსაბჭოთა სივრცის უდიდეს ნაწილში არსებობს, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრადაა გამოხატული რუსეთსა და უზბეკეთში. "რაც უფრო ხანგრძლივად არსებობს სერიოზული რეფორმების მოლოდინი, მით უფრო რთული და ჩახლართული ხდება რეფორმირების პრობლემები, რადგან ავტორიტარული მმართველობის მეთოდებს მომაკვდინებელი გავლენა აქვს. ამ დროს შემდეგი დაბრკოლებები წარმოიქმნება: მასშტაბური ეკონომიკური ინტერესებისა და სულ უფრო ძლიერი პოლიტიკური ძალაუფლებით აღჭურვილი უშიშროების თავდაჯერებული ძალები, სასამართლო სისტემა, რომელსაც დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმზე ძალიან სუსტი წარმოდგენა აქვს, ასევე იმ ნიჭიერი ადამიანების მუდმივი დევნა, რომლებიც სხვა გარემოებებში კომპეტენტურ პოლიტიკოსებად, ტექნოკრატებად ან მეწარმეებად ჩამოყალიბებას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, არცერთი ეს ავტორიტარული რეჟიმი ნამდვილი რეფორმების განხორციელების ნებას არ ავლენს. ამის ნაცვლად იქ ქანჩის მოჭერის მოკლევადიანი სტრატეგიაა გაბატონებული", - წერენ Freedom House-ის მკვლევარები. მათივე აზრით, "საეჭვოა, პოსტაბჭოთა სივრცეში ავტორიტარული რეჟიმების დამხობა უახლოესი მომავლის გარდაუვალ პერსპექტივად იქცეს, თუმცა აბსოლუტურად ცხადია, რომ ყველა მათგანს ის სერიოზული პრობლემები აქვს, რასაც წელს არაბული აჯანყებები მოჰყვა". "ასეა თუ ისე, ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, რომლებსაც დღეს დიქტატორები მართავენ, მათი მრავალრიცხოვანი პრობლემების გადაწყვეტა უნდა დაიწყონ, სხვა შემთხვევაში ეს პრობლემები მათ დაანგრევს. ამიტომ ტრანსატლანტიკური დემოკრატიები აშკარად დაინტერესებულნი არიან იმით, რომ ამ ქვეყნებში რეფორმები ადრე განხორციელდეს. მშვიდობიანი და მდგრადი ტრანსფორმაცია ბევრად უფრო შესაძლებელია იქ, სადაც ამ თემაზე ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის მოლაპარაკებების გამართვა შეიძლება, ვიდრე იქ, სადაც კრიზისი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ხალხის მასა ქუჩაში გადის", - ნათქვამია სტატიაში. http://www.presage.tv/?m=news&NID=12125 :TAT: :TAT: :TAT: :TAT:
-
nika3012 კი, დამუშავება ჭირდება , მაგრამ თუ სწორად დაამუშავა, მართლა კარგი სურათი გამოვა...
-
“ახალი მემარჯვენეების” და “ქდმ-ს” საბანკო ანგარიშებზე, სავარაუდოდ, 500 ათასი ლარი ჩაირიცხა “ახალი მემარჯვენეების” და “ქრიატიან-დემოკრატების” პარტიის საბანკო ანგარიშზე, სავარაუდოდ, 500 ათასი ლარი ჩაირიცხა. როგორც “ექსპრესნიუსს” სანდო წყარომ აცნობა, პარტიების საბანკო ანგარიშზე აღნიშნული თანხა 1 ივლისს დაჯდა. ვის მიერ იქნა გადარიცხული აღნიშნული თანხა, წყაროსთვის ცნობილი არაა. აღნიშნული იფნორმაცია, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ არ დაადასტურა. მისი თქმით, ჩამორიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. “ვერ გეტყვით ვერაფერს, თუმცა, შესაძლოა, საბანკო ანგარიშზე საბიუჯეტო თანხა ერთიანად გადმოირიცხა და სწორედ ამ თანხაზეა საუბარი”,- განუცხადა “ექსპრესნიუსს” ნაჭყებიამ. “ქდმ”-ს ერთ-ერთი ლიდერის ინგა გრიგოლიას განცხადებით კი, იგი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. http://epn.ge/?p=70968 :givi:
-
ვერა ქობალიას ზუგდიდში კვერცხები დაუშინეს სიახლეები დღეს, 21:34 partia.ge საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან ერთან ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ესტუმრა. პრეზიდენტმა და მინისტრმა აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ ბავშვებს, რომლებიც ბანაკში ისვენებენ სიტყვით მიმართეს და ანაკლიის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრესსოფელ ანაკლიიდან ქვეყნის პირველი პირის ექსკორტმა ზუგდიდისკენ გადმოინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად რესტორან "დიარონში" ივახშმა, როდესაც პრეზიდენტი და მინისტრი შენობას ტოვებდნენ, ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს. შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტს რესტორანთან ძალოვანების მიერ დაკავებული 2 პიროვნება დახვდა, მათი დაპატიმრების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინციდენტთან დაკავშირებით ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ძნელი სათქმელია ზუგდიდელებმა ვისი მიმართულებით ისროლეს კვერცხები, თუმცა ერთი კი ფაქტია, ვერა ქობალიამ რაიონი შეურაცყოფილმა დატოვა.
-
lasha_alo ნაკლებად რომ დაცინვა... ანუ უკვე მიტინგს ჩატარება ლამის სახემწიფო გადატრიალებასთან ასოცირდება... არადა ეს ოპოებს აწყობთ
-
nika3012 ანუ რა გინდა თქვა რომ ადამიანებს ბედნიერების ეშინიათ?
-
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ისეთ საარჩევნო გარემოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, ჯონ ბასმა პარლამენტში ვიზიტისას, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე გნაცხადა. "ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ პირს ან პარტიას, არამედ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, როგორც ქვეყანას, მის საზოგადოებას მტკიცე დემოკრატილუი ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რომლის ფარგლებშიც მოხდება საზოგადოებების ნების გამოხატვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ საარჩევნო გარემოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, იმის გარანტიით, რომ კანონმდებლობის წინაშე იქნება დაცული თანასწორობა. მიგვაჩნია, რომ შეთანხმება რომელსაც აღწევს, ერთი მხრივ, მმართველი გუნდი და მეორე მხრივ - ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ნაწილობრივ ეს პასუხობს ეუთო-ს მიერ უკანასკნელი არჩევნების ჩატარების შემდგომ გამოთქმულ შეშფოთებას, ასევე პასუხობს ხელმომწერი მხარეების მოთხოვნებს. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ვფიქრობ მე ან - ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ამ ქვეყნის მოსახლეობა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში პროცესში გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, გააქტიურებენ საუბარს საერთო ენის გამოძებნის მიზნით", – განაცხადა ჯონ ბასმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/173466-jon-basi-saparlamento-umravlesobasa-da-opozicias-shoris-shethankhmebas-tsin-gadadgmul-nabijad-miichnevs.html .ს. ერთი ადგილი გაანძრიეთო პირდაპირ ამბობს.///
-
4 ივნისს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მომხდარი ინციდენტის შედეგად სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მაღალჩინოსანი კოხტა კოდუა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას ყბისა და თავის ქალის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. მრავლობითი დაზიანებები მას დანაშაულში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა, ნიკა დაგარგულიამ ზუგდიდის პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას სამუშაო ოთახში მიაყენა. ამის შესახებ სოფელ ურთის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლემ სასამართლო პროცესზე თავად აღიარა, თუმცა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რამაც პოლიციელის მიმართ ანგარიშწორება გადააწყვეტინა. ნიკა დაგარგულიამ მის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტიც აღიარა და კოდუა კიდევ ხუთ პოლიციელთან ერთად მისი გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულა. არასრულწლოვანი ამჟამად ზუგდიდის N4 საპყრობილეშია გადაყვანილი და მას 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. რა ხდება ზუგდიდის პოლიციაში და სასურველი ჩვენების მიღების სურვილით რატომ ემუქრებიან დაკავებულებს გაუპატიურებით, ამის გარკვევას დღეს დაგარგულიას ხუთი შვილის დედა ცდილობს. ლალი ბენდელიანი, ბრალდებულის დედა: „შვილის დაკავების შესახებ პოლიციიდან ღამის 11 საათზე შემატყობინეს. ანუ, მას შემდეგ, რაც ნიკა 6 საათის განმავლობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ჰყავდათ გამოკეტილი და სასტიკად აწამებდნენ. იქ მისულებს ნიკა სამხარეო პოლიციაში გადაყვანილი დაგვხვდა. ბავშვის ნახვის უფლება პოლიციამ არ მომცა. ვნახე მხოლოდ სამი დღის შემდეგ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს. ვნახე გატანჯული შვილი და კიდევ უფრო დიდი საშინელება მოვისმინე. სასამართლო დარბაზში ნიკა ყვებოდა, თუ როგორ სცემდა მას ზუგდიდის სამმართველოში 6 პოლიციელი. განსაკუთრებული სისასტიკით კი ერთ–ერთი პოლიციელი, კოხტა კოდუა გამოირჩეოდა. რა არ აკადრეს თურმე, აფურთხებდნენ, პანღურს ჰკრავდნენ და რაც ყველაზე ამაზრზენია, ერთს უთქვამს, მიაკარით მაგიდაზე და ვიხმაროთო. ამ სიტყვების გაგონებაზე საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და ხელი მეც ავღმართეო. ვიფიქრე, ალბათ მკლავენ და სულერთია ყველაფერიო. მანამდე ძლიერი დარტყმები მუცლისა და თავის არეში უგრძვნია. გონება დაუკარგავს. პოლიციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მისულა. სამედიცინო დახმარების გაწევამდე ექიმებს ხელბორკილების ახსნა მოუთხოვიათ. ხელების გათავისუფლების შემდეგ ნიკას უკანასკნელი ძალ–ღონე მოუკრებია და კოხტა კოდუასათვის მუშტი ყბაში ჩაურტყამს. იგი წაქცეულა და თავი მაგიდის კიდეზე დაურტყამს. იმ სასწრაფოთი, რომელიც ჩემი შვილის დასახმარებლად გამოიძახეს, საავადმყოფოში კომაში მყოფი კოდუა გადაუყვანიათ.
-
პარტიის თავმჯდომარისგან ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ნანა კაკაბაძემ შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ უახლოეს დღეებში მისი ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ოფიციალური სტუმრის სტატუსით, მიწვეულია ევროკავშირში და ის "ქართული პარტიის" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს. შეხვედრის დროს ზაქარია ქუცნაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 19 ივლისს ჩატარდეს კონფერენცია ძველი და ახალი პოლიტპატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით, რომელიც "საზოგადოებას აჩვენებს, რომ პოლიტპატიმრების თემა დღითიდღე მძიმდება". –– კარგი იდეა ჩანს...
-
FRIDRIX მაიცა ვერ ხვდები ამ ნიუსის აბსურდულობას?!
-
21:36 30-06-2011 უსინათლოებს მეტროს სადგურებში სიმღერისა და მოწყალების თხოვნის უფლება გარკვეული პირობით დართეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის წარმომადგენელმა ავთანდილ ფავლენიშვილმა განუცხადა, უსინათლოებს საშუალება ექნებათ, მეტროს სადგურებში მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გაჩერდნენ. "ეს ისეთი ადგილებია, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთე არ დაემუქრება. შარშან, ერთ-ერთი უსინათლო ბაქანიდან გადავარდა. ნამდვილად არ გვინდა, რომ მსგავსი რამ განმეორდეს, ამიტომ ვთხოვთ, რომ უსაფრთო ადგილას გაჩერდნენ. იქ ყოფნას მათ ვერავინ აუკრძალავს", _ განაცხადა ფავლენიშვილმა. მერიის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ უსინათლოებმა მერიის შენობაში შიმშილობის დაწყებაზე უარი თქვეს იმის იმედით, რომ ხვალ მეტროს სადგურებში მისულებს იქ გაჩერებას არავინ დაუშლის. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/173399-usinathloebs-metros-sadgurebshi-motsyalebis-thkhovnis-ufleba-garkveuli-pirobith-darthes.html
-
დააპატიმრეს ოქრუაშვილის ბიძა - ზურა გიგუაშვილი.
-
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული პარტიის" ორი წევრი, პარტიისა და ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლები და ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლი დააკავა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან გოჩა ლიჩელი, თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი და გოჩა ჩიხლაძე. მისივე განცხადებით, დაკავებულებიდან ორი "ქართული პარტიის" წევრია, თეიმურაზ ელყანიშვილი პარტიის პოლიტიკური მდივნის ეროსი კიწმარიშვილის პირადი მძღოლია და "ქართულ პარტიაში" ორი კვირაა მუშაობს. პარტიის მძღოლია ბესიკ ბერიტაშვილიც, გოჩა ჩიხლაძე კი ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი მძღოლია. სოფო ხორგუანმა ასევე აღნიშნა, რომ სპეცოპერაცია ჩატარდა გორის რაიონის სოფელ ტყვიავშიც, სადაც ასევე დაკავებულია ორი პირი გიგა გიგუაშვილი და თამაზ ოდიაშვილი. ხორგუანის თქმით, მათი დაკავების მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ "ქართული პარტიის" წევრები არიან, ან ნაცნობობა აკავშირებთ ირაკლი ოქრუაშვილთან. დღევანდელ პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ დაკავებული თემურ ელყანიშვილის მამიდა ნორა ელყანიშვილი და ასევე ბესიკ ბერიტაშვილის მეუღლე თამარ ბერიტაშვილი, რომელთაც სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენეს. ნორა ელყანაშვილის თქმით, სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ის გარეთ გაიყვანეს, სახლის კარი ჩაუკეტეს. როდესაც ელყანაშვილმა სახლში დაბრუნება მოახერხა, სამარათალდამცველებმა ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები აჩვენეს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/173317-sofio-sorguanis-informaciith-shss-m-qqarthuli-partiisq-tsevrebi-da-kitsmarishvilis-piradi-mdzgholi-daakava.html პ.ს. შსს–ს რო უსმინო, ქართული პარტიის წევრები ავტომატებით დარბიან სულ...ადამიანებს რომ არ ეხებოდეს, ერთი დიდი კომედიაა...
-
http://www.facebook.com/pages/შუქი-ჩააქრეთ-ნაგავს-წერს/181939085192659?sk=app_201143516562748 http://a.pix.ge/n/b87yj.jpg
-
verusi რაც თქვა არაა საინტერესო?! თან იოლად დადასტურდება თუ მასეა..
-
კობა დავითაშვილმა ღიად თქვა ხელისუფლება ახლებს შეპირდა ბარიერის გადალახვას, სატელევიზიო ეთერის დათმობას, მაგათი სასარგებლო რეიტინგების გამოქვეყნებას...ხოდა დავაკვირდეთ!
-
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მიღწეული შეთანხმების დოკუმენტზე ამ დროისთვის ხელი ხუთმა პარტიამ მოაწერა: "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ახალმა მემარჯვენეებმა", "ქრისტიან-დემოკრატებმა", "ეროვნულ-დემოკრატიულმა" პარტიამ და პარტიამ "ჩვენ თვითონ" .