-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
Siknadmo არა, 80-90% ახალგაზრდები იყვნენ! იმენა სპეციალურად ვაკვირდებოდი!პირველ სურათზე ნუ იმსჯელებთ, დასაწყისში გადავიღე http://a.pix.ge/k/iyb2c.jpg http://b.pix.ge/j/d3wyq.jpg საზოგადოებრივი პროტესტი, იქნებოდა 4 – 5 000 კაცი, ქართული სოცქსელები შედგა! სურათის ხარისხზე ბოდიში)))
-
DonCaredo რს ბიჭია http://gtn.ge/?p=12804
-
ახალგაზრდა იურისტთა ასაოციაციის განცხადება; 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ადვოკატებმა მოინახულეს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი აქციის მონაწილეები. თელავის იზოლატორში არსებული ვიათარება უმძიმესია და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ადვოკატებისა და პატიმრების ინფორმაციით: • სასტიკად არიან ნაცემი იზოლატორში მყოფი შემდეგი პატიმრები: ანდრეი გორა, მურმან დუმბაძე და ალეკო ჩუბინიძე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ნუგზარ დუმბაძე სასტიკად სცემეს დაკავების შემდეგ ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. • ზემოაღნიშნულ პირთათვის ხელმიუწვდომელია სამედიცინო მომსახურება. • 2 დღეა იზოლატორში მყოფ პირებს არ მიეწოდებათ საკვები. მიგვაჩნია, რომ დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, მოვითხოვთ: 1. პატიმრების სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებისა და საკვების მიწოდება დაკავებული პირებისთვის. 2. გამოძიებულ იქნას და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პატიმრებს.
-
მარჯანიშვილის თეატრში დღეს საღამოს მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულ ვახტანგ მაისურაძეს 90-დღიანი პატიმრობა შეეფარდა , გიორგი ლაპიაშვილს სასამართლომ 400-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, დავით ფაცაცია კი უდანაშაულოდ ცნო. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა კახა კოჟორაძემ განუცხადა, მაისურაძეს და ლაპიაშვილს ბრალი ედებათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულში, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. დავით ფაცაციამ და გიორგი ლაპიაშვილმა სასამართლო დარბაზი უკვე დატოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია პრეზიდენტის მიმართულებით შოკოლადის სროლაზე. ინციდენტი 27 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში მოხდა, სადაც "ეკვადორის დღეებისადმი" მიძღვნილ ღონისძიებას პრეზიდენტი ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, თავად დაკავებულებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ თეატრის შენობაში მათ პრეზიდენტის მისამართით სიტყვიერი უკმაყოფილება გამოხატეს 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო და არავითარ შოკოლადის სროლას ადგილი არ ჰქონია.
-
fashisti ვაბშე ტა... მომიტინგეების ალყაში მოქცევა რა უბედურებაა... გასაქცევს რომ არ დაუტოვებ? პ.ს. ბურჯანაძის დედას ##################... ვნახე ვიდეო, ფაქტია! აი მიშისტები ფაქტებსაც არ აღიარებენ..იხილეთ კარდუ კავასიაზე და არა მარტო კარდუ!
-
McLaren სტაბილურობა ურჩევნიათ მორალი, სანამ სხვას ვუყურებთ არაფერი გვეშველება
-
kisa ეს ზღაპარია...იცი რომელ მაღაზიაზე ამბობენ? მეტროს გვერდით როა ეგრევე!
-
babuagiorgi მარჯანიშვილის თეატრში დღეს საღამოს დაკავებული სამი ახალგაზრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დაკავება, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. კერძოდ, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან პრეზიდენტის მიმართულებით შოკოლადის სროლაში. Saturn 4 წელი მიუსაჯეს, მარა რამდენიმე თვეში გამოვიდა და არის განცხრომით
-
McLaren არ გეწყინნოს მაგრამ იმ ელჩების და შენი პოზიცია ძალიან გავს ერთმანეთს...იმასთან ხომ არ დავდგები, ამასთან ხომ არ დავდგები(საჩხუბრაად არ გეუბნები)
-
mtidan მინიმუმ ცემით გახეთქვენ
-
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზოში, სავარაუდოდ, 26 მაისს გამართული აქციის მონაწილე ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს. მას ოჯახის წევრები 26 მაისის აქციის დაშლის შემდეგ ეძებდნენ.
-
babuagiorgi ნუ გასაქცევი რომ არ დაუტოვეს მომიტინგეებს ეგ ფაქტია!
-
დღეს საღამოს, მარჯანიშვილის თეატრში სამი ახალგაზრდა: დავით ფაცაცია, ვახტანგ მაისურაძე და გიორგი ლაპიაშვილი დააკავეს. ერთ-ერთი ვერსიით, დავით ფაცაციამ მიხეილ სააკაშვილს შოკოლადი ესროლა. პრესაგე.ტვ-მ ინფორმაცია დავით ფაცაციას მამასთან გოგი ფაცაციასთან გადაამოწმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა. „რაღაც ეკვადორის დღეები ყოფილა, დღეს საღამოს, მეგობარმა მარჯანიშვილის თეატრის მოსაწვევი მისცა და იქ წავიდა. რახან ჩემი შვილია, ამიტომ არ ვამბობ, მაგრამ ძალიან წესიერი და ზრდილობიანი ბავშვია. ამ აქციებში არ მონაწილეობდა, ავსტრიაში იყო, გუშინწინ ჩამოვიდა, გუშინ მთელი დღე ეძინა და არსად გასულა. დღეს თეატრში წავიდა, რამდენიმე წუთის წინ კი შემატყობინეს, რომ დააკავეს, რაღაც ინციდენტი მოხდაო- მითხრეს. თუმცა რა ინცინდენტი მოხდა არავინ გვეუბნება. მართალია, რომ თქვენმა შვილმა მიხეილ სააკაშვილს, თითქოს, შოკოლადი ესროლა? - ბიჭებმა მითხრეს შოკოლადი ეჭირა ხელშიო და ვარაუდი გამოთქვეს, სააკაშვილს ხომ არ ესროლაო. თუმცა ვინც ეს თქვა ის იქ არ ყოფილა. ახლა სად არის თქვენი შვილი იცით? - ახლახანს მომწერეს „მესიჯი“: დაცვის ბიჭებმა გაიყვანეს და ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიჰყავთო. სხვა არაფერი ვიცით. http://www.presage.tv/?m=politics&AID=4996 პ.ს. ეხ!
-
Saturn დენის ტრანსფორმატორთან შეძვრნენო ...არ გამოვრიცხავ რმ დამალვას ცდილობდნენ. იმიტომ რომ გასაქცევი არსად ქონდათ ბინძური დარბევა !!!დედას ##################!
-
kote-1962 არა
-
ორი გვამი იპოვეს იტოგში... ეხლა ვყავი ჟურნალისტებთან ერთად გასული!
-
amar Giorgadze ვაიმეეეეეეე. გვამი დააგდეს ვიღაცის პიონერთა სასალის ეზოში. ეხლა გადაკეტილია იქაურობა. Tamar Giorgadze ვისი არ ამბობენ ჯერ, მეტროს მატარებელიც არ გაჩერდა იმ გაჩერებაზე და მაესტრომაც ტქვა ეხლა http://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=215236371832271&id=100000377288968&ref=notif¬if_t=feed_comment_reply
-
23 რიცხვიდან აქციაში ჩავერთე თბილისში, დარბევის დროს ბიჭებთან ვიყავი და მეც პლასტმასის ხელკეტი მეჭირა, როცა სპეცნაზმა შემოუტია ბიჭებმა ნელ-ნელა უკან დავიხიეთ, ჰაერში ტყვიები ზუზუნებდა, გაზი თავის საქმეს აკეთებდა, ხალხის ტალღამ სცენის უკან გამიტაცა და ლიდერების გვერდით აღმოვჩნდი, ორივე მხრიდან სპეცნაზი გვიტევდა, რუსთაველის მხარეს გზა გახსნეს და ხალხმაც იხუვლა, ნონა გაფრინდაშვილი წაიქცა, ვიღაცა მის წამოყენებას ცდილობდა მაგრამ უკანა რიგებმა მოაწვა და ქალბატონი ნონა გადათელეს, მოკლედ ყველანი სეგვრეკეს რუსთაველში, სპეცნაზმა ეტყობა შეგნებულად-ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, თავი მოვიყარეთ დარბაზში სადაც რაღაც ფილმი გადიოდა, დაახლოებით 150-მა კავმა, პრინციპში ქალბატონი ნინოს(რომელიც სპეცნაზის მის მანქანაშსთან მოახლოებამდე უარს ამობობდა მანქანაში ცაჯდომაზე მაგრამ როცა სპეცნაზი 10 მეტრში მივიდა დაცვამ ძალას ჩასვა) და ქალბატონი ნონა. ერთი მხარე კარები ჩავკეტეთ და მეორე მხარე ღიად, დაახლოებით 15 წუთში პირველმა სპეცნაზელმა ტავი შემოყო და დანარჩენებს დაუძახა, ბიჭებმა დაუყვირეს ქალები არიან დარბაზში და გაზი არ შემოუშვათო, შემოცვივდა სპეცნაზი, რამდენიმე ადამინმა დაიყვირა ჩვენ კინოში ვიყავით და აქციასთან შეხება არ გვაქვსო-მაშინ ბილეთები წარმოადგინეთო, დაახლოებით 30-მა ადამიანმა ბილეთი წარმოდგენა შეძლო და ისინი გაუშვეს, პირწელი ლიდერებს მიადგნენ გოგი ქავთარაძეს პირდაპირ სახეში ჩაარტყეს ხელკეტი, სოსო ჯაჭვლიანი გაიყვანეს, შაშიაშვილიც, კურტანიძეს როცა ხელი შეახეს ამ ბიჭმა მაგრა იბრძოლა, სამჯერ დააგდეს ვანოს ბიჭებმა მაგრამ კურტანიძემ ირგვლივ ყველა დაასახიჩრა, მესამე წამოდგომაზე დაახლოებით 20 სპეცრაზმელი მივარდა და ჩაქოლეს-მერე უკვე გაათრიეს ადამიანების წამება პირწელი რიგებიდან დაიწყო, ეკითხებოდნენ რომელი რეგიონიდან იყვნენ წარმოდგენილი და ჩამოსულებს ორმაგად ცემდნენ, ხელკეტებს პირდაპირ სახეში ურტყამდა რამდენიმე ადამიანი, დარბაზში დაახლოებით 100სპეცრაზმელი იმყოფებოდა, ჩემამდე დაახლოებით 15 წუთში მოაღწიეს(მეხუთე ტიგში ვიჯექი), მომვარდა 2 სპეცრაზმელი და უმოწყალოდ ცემა დამიწყეს, პირწელი ტალჭის სემდეგ თავზე ხელები დამაკრეფინეს და სადაურობა გამომკითხეს, როცა ხელკეტი მომიღირა ერტერტმა ჯიბეში სანტელი დამინახა და ამომიღო ჯიბიდან და მითხრა -სანთელის გამო ხელს არ დაგარტყამო, გვერდით მდგომმა სპეცრაზმელმა ჯიბეში ხელი ჩამიყო და ფული ჯიბის ერთად ამომგლიჯა (ჯიბეში 300 ლარამდე მქონდა), მიყვირა ბურჯანაძესთან ფულს აკეთებო და უმოწყალოდ მცემა,უკნიდან ვიღაცა შეუსვენებლივ თავში მირტყამდა სკამზე მჯდიმარეს, ბოლოს კეფაზე ბატინკის კბილები ვიგრძენი, ჩემთან რომ მოამთავრეს სკამებზე გადაბიჯებით ქვემოთ ცასვლა მიბრძანეს, მეორე რიგამდე ცავედი და მიბრძანა რიგებშუა გავსულიყავი რომ დარბაზი დამეტოვებინა, სულ დამავიწყდა ხელები ჯერ კიდე მეხუთე რიგში თეთრი პლასტმასის ხელბორკილით სემიკრეს, ერთი უკან მომსდევდა და განუწყვეტლივ თავში და გვერდებში ხელკეტს მირტყამდა, კიბეებზე ჩასვლის დროს მამაო ამოვიდა და სპეცრაზმელს ჩემი ცემის შეწყვეტა სთხოვა სპეცრაზმელმა უხესად მიუგო- შენს საქმეს მიხედეო, ქვემოთ ცამიყვენეს ფოიეში და მუხლებზე დამაყენე, იატაკი გატეხილი მინით იყო დაფარული, ფეხებზე როცა მიმათრევდნენ ფეხსაცმელები გამძვრა, მეორე მამაო ახლოს მოვიდა და ვთხოვე სანთელი ჯიბიდან ამოეღო-მამაომ თხოვნა შემისრულა, სპეცრაზმელმა მიბრძანა წამომდგარიყავი და ავტობუსისაკენ დავძრულიყავი რომელი 15 მეტრში იდგა, მე ვთხოვე ფეხზე არ მაცვია და გვერდითი კარებიდან გავსულიყავით, ამაზე სპეცრაზმელმა უმოწყალოდ მცემა, შემათრიეს ავტობუსში, ჩამაგდეს გასასვლელში, პატარა ავტობუსში 30 კაცამდე ვიყავით, თავების ჩაღუნვა გვიბრძანეს, რომ არ დამავიწყდეს ეს ყველაფერი მიმდინარეობს ადამიანების ბღავილის და სპეცრაზმელების ღრიალის ფონზე, სულ დედას გვაგინბდნენ, ოჯახებს და რუსეთი აგენტებს გვიწოდებდნენ, ავტობუსი დაიძრა და დაახლოებით 20 წუთში მთავარ სამმარტველოსთან მივიდა, ჩამოგვყარეს ავტობუსებიდან ცემა-ტყებით და ჩაგვამწკვრივეს, ძლირი წვიმა იყო, ნახევარი ადამიანები ფეხსაცმელები გარეშე და ზოგიერთი ერთი ფეხსაცმლითაც კი იყო, თავის აწევის საშუალებას არ გაძლევდნენ, იყვნენ ძლიერად დაშავებულები, სამმართველოდან პატრულის ბიჭები მგამოვიდნენ რამდენიმე ადამიანი, ბიჭებმა თხოვეს დაჭრილებს და მაგარ ნაცემებს დახმარებოდნენ, ზოგიერთმა ხელზე ხელბორკილების მოშვება სთხოვეს, პატრული ბიჭები კარგად იქცეოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ ბიჭებს დახმარებოდნენ, ერთი საათი კოკისპირულ წვიმაში გვამყოფეს და მერე შეგვიყვანეს, ბიჭების დანაწილება დაიწყეს სართულების მიხედვით, მე მეხუთე სართულზე ამიყვანეს, მე როგორც შევნიშნე ეს სართული ეტყობა ნიღბიანების სამფლობელო იყო. ამ სართულზე ამოიყვანის მურმან დუმბაძე, უმოწყალოდ ნაცემი და ოთახში შეათრიეს,როგორც მესმოდა მას რაღაც დოკუმენტზე ხელის მოწერას სთხოვდნენ მან კი უარი უთხრა, დაუწყეს უმოწყალოდ ცემა, დუმბაძის მარტო არა ისმოდა, რამდენიმე წუთის სემდეგ მისი დასისხლიანებული სხეული გამოათრიეს. ამ დროს ჩვენ დანარჩენი პოლიციელები და სპეცრაზმელები უმოწყალოდ გვცემდნენ, ძალიან ერჩოდნენ ახალგაზრდა ბიჭებს, სამი ბიჭი ოთახში შეათრიეს, ხელკეტებზე პრეზერვატივები ჩამოაცვეს და ცვენს თვალწინ გააპატიურეს, როცა ამ წერილს ვწერ ძალიან მიჭირს ამის გახსენება, ტიროდა ვაჟკაცი ხალხი, რამდენიმე კაცი გამოგვათრიეს ბიჭებმა ერთმანეთს გადავულაპარეაკეთ თუ ოთახისაკენ წასვლას მოგვიწევდა ფანჯრიდან გადამხტარიყავით, მაგრამ მეშვიდე სართულზე აგვიყვანე. იქ დერეფანში დაახლოებით 100 კაცი დაგვხდა კოლონებად დაწყობილი, ყველა იყო უმოწყალოდ ნაცემი დაიწყეს გამოცხრილვა, ვისავ სურათში ამოიცნობდნენ ხელკეტით ხელში პირდაპი ორთვიანზე უშვებდნენ, დანარჩენებს ახალგაზრდა პოლიციელები გვაკითხავდნენ და დაკავების ოქმს აკეთებდნენ. დერეფანში აქტიურობდნენ ახალგაზრდა პოლიციელები დაახლოებით 22-დან 25 წლამდე, გავლა გამოვლაზე კაცებს ცემდნენ, ამ სართულზე ახალგაზრდებს ერჩოდნენ ახალგაზრდები, მაგრამ აქ გაუპატიურება არ ყოფილა, ფეხები გამიშავდა მაგრამ შენობაში მაინც თბილოდა. როცა გათენდა პოლიციელები არ ეყოთ და თბილისის ძღვის ტერიტორიის ახლოს აგვიყვანეს და დაგვყარეს 20-მდე ადამიანი(ღამეში ინვალიდები და 45 წელს გადაცილებულები გაუშვეს), ისე ჰუმანურობამდე ეს ადამიანები უმოწყალოდ ნაცემი იყვნენ
-
Siknadmo babuagiorgi ra qveyana daangries fashisti უყურეთ ვიდეოს http://police.ge/index.php?m=8&newsid=2514
-
nostradamusi აუ რა დებილია მასტი
-
fashisti ხოდა ვიდეოში გაუგებარი რაღაცეებია... ის მეორე რო მანქანას არ გაუტანია ეჭვიც არ მეპარება...
-
nika3012 როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაარბიეს. როგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დარბევის დროს „კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ნინო ბურჯანაძის, ესკორტი რუსთაველის გამზირიდან დიდი სიჩქარით დაიძრა და რამდენიმე ადამიანს შეეჯახა, რომელთაგან ორი – პოლიციელი ვლადიმერ მასურაშვილი და მომიტინგე ნოდარ ცხადაძე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. მოგვიანებით ნოდარ ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვით, ის სამართალდამცველების ცემის შედეგად გარდაიცვალა და მას ავტომანქანა არ შეჯახებია. დღეს კი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მეორე გარდაცვლილის მონაცემების სიზუსტის საკითხი. საქმე ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრმა“ აქციის დარბევის შედეგად დაშავებულთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პირველ კლინიკურ საავადმყოფოში (არამიანცის) სხვა დაშავებულებთან ერთად შსს-ის თანამშრომლებმა ვლადიმერ მასურაშვილიც მიიყვანეს, რომელიც ამ დრომდე რჩება იქ ტრავმული შოკის დიაგნოზით და შესაბამის მკურნალობას გადის. დეტალების გასარკვევად საქინფორმი ორგანიზაცია „თავისუფლების ცენტრის“ თავმჯდომარე ეკა ჯიხვაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სწორედ ზემოხსენებულ უზუსტობაზე ისაუბრა. „დიახ, ვლადიმერ მასურაშვილი არამიანცში მკურნალობს. მე დაზუსტებით ვერ გეტყვით, ეს სხვა მასურაშვილია, თუ ის, რომელიც შსს-მ მკვდრად გამოაცხადა, თუმცა როდესაც პროზექტურაში მივედი, იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც ინციდენტის დროს დაიღუპნენ, მასურაშვილი ნამდვილად არ არის. პროზექტურაში მითხრეს, რომ შემთხვევის ადგილიდან ცხადაძე და მოსულიშვილი მიიყვანეს, მასურაშვილი კი არ უხსენებიათ“, – განაცხადა ჯიხვაშვილმა. ამის შემდეგ საქინფორმი შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორ შოთა უტიაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა უშედეგოდ – მან სააგენტოს კორესპონდენტის ზარს არ უპასუხა. P.S. ალბათ, მკითხველი დაგვეთანხმება, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი განმარტებების გაკეთება აუცილებელია. -- პ.ს. რა არის ეხლა ეს? :TAT:
-
fashisti მაშIნ ცოტა უფრო დამაჯერებელი მასალები წარმოადგინონ SHARI ნახე 2003-ში მაშინდელი ელჩის განცხადებები.. ნახე ეგვიპტეში მიმდინარე პროცესის დროს ამერიკის განცხადებები... დასკვნა..სანამ დასავლეთს ან რუსეთს ვუყურებთ, არაფერი გვეშველება!