-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
temo.ge ვცინიკოსობთ? http://forum.ge/?f=29&showtopic=34267382
-
ძუკუ ეს არის მხოლოდ გასამართლებელი?
-
"ტაბულა" მთავარმა რედაქტორმა მოიტყუა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn ცხადია გადის, ყველა ნიშნიდ სრულიად! აი ეხლა მაიესტროზეც იგივეს ამტკიცებს ეს ქალი... კიდე კაი რადიო პალიტრაში მაჭკატელამ გარკვევით თქვა პლანეტას როლზე ძუკუ ეს არაა მერე ჩვენი პრობლემა -
სრულწლოვანთა მონაწილეობით შექმნილი უცხოური პორნოგრაფიული ფილმების გამრავლებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილები დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, დაკავებული არიან ორგანიზებულ–დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: გოჩა მაზანაშვილი, პაატა გეგია და გოგიტა გოგლიჩაძე. გამოძიებით დადგინდა, რომ გოჩა მაზანაშვილს საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა კომპიუტერი და ვიდეოაპატარატურა, რომელთა საშუალებითაც, პორნოგრაფიული ფილმების გამრავლებას ახორციელებდა. აღნიშნული დი–ვი–დი და სი–დი დისკების რეალიზაციას პაატა გეგია მშრალ ხიდთან არსებულ ბაზრობაზე, გოგიტა გოგლიჩიძე კი – ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენდნენ. მაზანაშვილი პორნოფილმების ნაწილს ე. წ. ვე–ჰა–ეს–ის სისტემის ვიდეოკასეტებიდან იწერდა, ნაწილს კი – პაატა გეგიას მიერ მიწოდებული პორნო–დი–ვი–დი დისკებიდან. პლასტმასის ყდაზე განსათავსებელი პორნო–ფოტოების კოლაჟებს კი ქსერო–სკანირების დანადგარზე ბეჭდავდა. ვიდეოპროდუქციას კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერთა ჯგუფში ექიმი–ფსიქოლოგი, ექიმი–გინეკოლოგი, კონომცოდნე და ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მუშაობდნენ. შესაბამისი დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ დისკებზე არსებულ გამოსახულებაში გარკვეულ ეპიზოდებში სქესობრივი აქტის ამსახველ კადრში მონაწილეობას იღებენ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე თხუთმეტ წლამდე ასაკის მოზარდები და თხუთმეტ წელს ზემოთ ასაკის პირები. გოგლიჩაძესა და გეგიას პორნოგრაფიული ფილმები შენიღბული სახით სხვა ფილმების დისკების ქვემოდან ჰქონდათ დალაგებული, თუმცა დღეში საშუალოდ 10–15 დისკს უპრობლემოდ ყიდდნენ. პორნო–ფილმების საცალო ფასი 3–დან 5–ლარამდე მერყეობდა. ფილმები არასრულწლოვანთა მონაწილეობით შედარებით ძვირი ღირდა. მომხმარებლები სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წევრები იყვნენ, მათ შორის, ახალგაზრდებიც. სამართალდამცველებმა რელიზაციის ადგილებიდან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა სახლებიდან ასეულობით პორნოგრაფიული დისკი ამოიღეს. წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255–ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. ––– სულ გამოქლიავნდნენ
-
lasha_alo კხმ აბა ეს ნახე მამუკა კაციტაძე: "ქუჩის აქციების გამართვასთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს" 15:07 10.06.2011 [პირველი] "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის მტკიცებით, "ქუჩის აქციების გამართვასთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს". როგორც "პირWელს" კაციტაძემ განუცხადა, "შეთანხმება მხოლოდ იმ საკითხებზეა მიღწეული, რომელიც "რვიანმა" 7 ივნისის განცხადებაში გაახმოვანა, მათ შორის - პლებისციტის მსგავსი სამოქალაქო გამოკითხვის ჩატარების თემაზე, ყველაფერი დანარჩენი კი, რაც ლიდერების მხრიდან აღინიშნა, მხოლოდ ზეპირი განცხადებებია". "8 თვის განმავლობაში, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი დაიწყო, "რვიანის" წარმომადგენლებს შორის ბევრ მინიშვნელოვან საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, მაგრამ სამსჯავროზე მხოლოდ შეთანხმებული საკითხები გადიოდა. ქუჩის აქციებთან დაკავშირებით "რვიანში" შეთანხმება არ არსებობს და ამაზე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებებია. "რვიანში" შესაძლოა, ჩვენც გვყავს თანამოაზრეები და ქუჩის აქციების მომხრეებსაც. "ახალი მემარჯვენეები" მივიჩნევთ, რომ ქუჩის აქციები პასუხისმგებლობას მოკლებული იქნებოდა რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის მაისის მოვლენებისა და ზაფხულის სეზონისა გათვალისწინებით", - განაცხადა კაციტაძემ. შეგახსენებთ, რომ "რვიანის" იმ ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართვას ისახავს მიზნად, ქუჩის აქციების დაგეგმვის შესაძებ განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 7 ივნისს გააკეთა, გუშინ კი "ახალმა მემარჯვენეებმა" განაცხადეს, რომ მათ აქვთ მყარი პოზიცია, რომლის მიხედვით, ქუჩის აქციებში მონაწილეობას არცერთ შემთხვევაში არ მიიღებენ.
-
პლანეტას ფეისბუქ პეიჯი დაალაიქეთ თუ არ შეწუხდებით http://www.facebook.com/wwwwplanetage?success=1 წინასწარ მადლობთ...
-
სიტვასიტყვით ასე თქვა ჩერგოლეიშვილმა (ბოკერიას ცოლმა) გიგი უგულავა პირველი ქართველი პოლიტიკოსიაო რომელიც სოციალურ მედიაში პრესკონფერენციას დათანხმდაო უგულავას კონფერენციის დაწყებისას! იმედია გახსოვთ არა პლანეტას პრესკონფერენციები???!? აგერ არის ვიდეო http://www.livestream.com/gigiugulava/video?clipId=pla_9210c3fb-4f2c-4f53-b6e1-dbd678ece98d პ.ს. გადაცემა სადღაც 31 წუთიდან წყება, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ გადაახვიეთ
-
ორი იდოტობა by Shalva Ramishvili on Thursday, June 9, 2011 at 4:38pm ორი იდიოტური დრამატურგიული შეცდომა ფილმისა "აგვისტოს 5 დღე". მთავარ გმირს თითქმის მთავარი ბოროტი გმირი უმიზნებს იარაღს. უეცრად მას თავისიანი ბიჭუნა კლავს. ბიჭუნაში თურმე კათარზისი მომხდარა. როდის, როგორ და რანაირად არ ჩანს. დადებითი ტიპები (მათ შორის ქართული სამხედრო პირები) გორის ცენტრში აღმოჩდნენ ოსების მიერ ალყაშემორტყმულნი. დადებითებიდან ერთ-ერთს, ამერიკელ რეპორტიოს აქვს ვიდეოკამერის ჩიპი, რომელსაც ბოროტები მთელი ფილმი დასდევდნენ. ერთი მუჭა ხალხი ტანკების რკალშია. მთავარი ბოროტი გმირი ხედავს ამერიკელ რეპორტიორს რომელსაც რა ხანია ეძებს და რომლის დაჭერასაც ბევრი თავისი მებრძოლი შეაკლა. ყველა ელის რომ ახლა ატყდება ხოცვა-ჟლეტვა. უეცრად მთავარი ბოროტი ფეხზე იკიდებს ჩიპს, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მისთვის, ასევე ფეხზე იკიდებს რომ მის წინ ქართველი სამხედროები იმყოფებიან და დაღლილი ხმით იძახის... "გაუშვით ყველა, გვეყო ამდენი სისხლის ღვრა". ყველას უშვებენ. აი ეს არის დებილობა! ––– :givi:
-
lasha_alo უნიჭო ნაგლები!
-
PEPE. რა იცი?
-
Siknadmo ვაბშე ეს ჟურნალისტიკაც აღარ არის... როცა კითხვის მაგივრად რესპოდენტს ეკამათები, ძალიან დაბალი დონეა, ძალიან!
-
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორც "მედიაპალიტრის" დამფუძნებელმა აღნიშნა, პირადად მას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები დაუკავშირდნენ და ყველა დეტალზე საქმის კურსში ჩაყენება სთხოვეს და ჰოლდინგი მათთან აუცილებლად ითანამშრომლებს. -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ ფინანსური შემოწმება "მედიაპალიტრას" სერიოზულ პრობლემებს არ შეუქმნის და ამ პროცესის პოზიტიურ მხარეებზეც საუბრობს. "მე მოგილოცავდით დღევანდელ დღეს, რადგან მსგავს სიტუაციებში მედია საშუალება კიდევ უფრო ძლიერდება, კიდევ უფრო პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი ხდება მისი მიუკერძოებლობა და სამართლიანობა", – აღნიშნა ლიკლიკაძემ. -
რატომ მოხვდა ყველაზე წესიერ კაცს ყველაზე მეტი
newstudio replied to PEPE.'s თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
PEPE. არადა მე არ ვფიქრობ რომ დუმბაძეს რამე დააკლდა, პირიქით... -
4 ადამიანის პლასტმასის ხელბორკილებდადებული გვამი მცხეთაში იპოვეს რამდენიმე წუთის წინ საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო–საქინფორმის რედაქციაში შემოვიდა სატელეფონო ზარი, რომლის მეშვეობითაც ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში, ერთ–ერთი ხიდის ქვეშ 4 ადამიანის გვამი იპოვეს, რომელთაც ხელებზე პლასტმასის ხელბორკილები ადევთ. http://boqlomi.blogspot.com/2011/06/4.html პ.ს.
-
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არსებობს როგორც თავისუფალი პრესა, ისე ოპოზიციური და არავის არანაირი პრობლემა არ ექმნება. მიშა მაჭავარიანი -- მაწავარიანო, რო შეგაგინო გაგიტყდება? -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, "მედიაპალიტრის" ეზოში სოლიდარობის აქცია გაიმართა. სოლიდარობის აქცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები "მედიაპალიტრის" კუთვნილ საწარმოებში შემოსავლების სამსახურის შესვლას მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას უკავშირებენ. აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში არაგეგმური შემოწმება გუშინ ერთდროულად დაიწყო, დაილუქა რამდენიმე ობიექტი, ზოგიერთ მათგანზე ამ დროისთვის ლუქი დროებით მოხსნილია. ვიდეო http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/5416-qmediapalitrisq-ezoshi-solidarobis-aqcia-gaimartha.html -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://a.pix.ge/i/xyuy7.jpg დღევანდელი აქცია -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მედიასახლ “პალიტრასთან” მედიის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციას, რომელიც მედიასახლისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით იმართება, ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებიან. “ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ვსაუბრობდით – 26 მაისს სააკაშვილმა მოახდინა დიქტატორული რეჟიმის გაფორმება და ყველანაირად ცდილობს ხალხის დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მედიაპალიტრას, რომელიც შესაძლოა უკანონობის მსხვერპლი გახდეს”, – განუცხადა ჟურნალისტებს აქციაზე მისულმა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაემ. ამასთან, მისივე თქმით, პირადად მისთვის ცნობილია ის სცენარი, რითაც შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ ორგანიზაციაში შედის. “ჩემთვის ცნობილია როგორ შედის შემოსავლების სამსახური ამა თუ იმ ორგანიზაციაში და აფორმებს უკანონობას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა ორგანიზაცია ამბობს სიმართლეს და არ ეთანხმება ხელისუფების პოზიციას. თუ ხმას არ ამოვიღებთ მედიაზე ეს ზეწოლები გაგრძელდება”, – განმარტა ბურჯანაძემ. აქციას ასევე ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელი ინგა გრიგოლია და რესპუბლიკელების ლიდერები ესწრებიან. -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვეფხვი ამჯერად ყველამ და ყველაფერმა მხარი დაუჭირა მედია პალიტრას... -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
7 ივნისს "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურმა შემოწმება ერთდროულად დაიწყო; მათ შორის 4 კომპანიის საწყობები დაილუქა ინვენტარიზაციისთვის. "მედიაპალიტრა" არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად 6 სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა. "მედიაპალიტრის" ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა დღეს დილით მაკონტროლებლების მუშაობის გამო იყო გარკვეული შეფერხებები გაზეთების (აღსანიშნავია, რომ ამ სტამბაში "მედიაპალიტრის" გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება) დისტრიბუციასთან დაკავშირებით. "მედიაპალიტრა" წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებებს (ბეჭდვური, ინტერნეტი, რადიო), ასევე, მათი მუშაობისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და სხვა). "მედიაპლიტრის" სხვადასხვა სტრუქტურებში დღეისთვის დასაქმებულია ათასზე მეტი ადამიანი. "მედიაპალიტრა" მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციასა -
ეტყობა ზუგდიდელებიც გაამწარა სოფელ ანაკლიიდან ქვეყნის პირველი პირის ექსკორტმა ზუგდიდისკენ გადმოინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად რესტორან "დიარონში" ივახშმა, როდესაც პრეზიდენტი და მინისტრი შენობას ტოვებდნენ, ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს. შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტს რესტორანთან ძალოვანების მიერ დაკავებული 2 პიროვნება დახვდა, მათი დაპატიმრების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ინციდენტთან დაკავშირებით ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. ძნელი სათქმელია ზუგდიდელებმა ვისი მიმართულებით ისროლეს კვერცხები, თუმცა ერთი კი ფაქტია, ვერა ქობალიამ რაიონი შეურაცყოფილმა დატოვა. http://boqlomi.blogspot.com/2011/06/blog-post_2639.html
-
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მედია კორპორაცია "ასავალ დასავალი" სოლიდარობას უცხადებს "მედია პალიტრას" და აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია . "ასავალ დასავალი" უკიდურეს შეშფოთებასა და პროტესტს გამოთქვამს "მედიაპალიტრაში" შემოსავლების სამსახურის მიერ არაგეგმიური შემოწმების დაწყების გამო. "მედიაპალიტრის" 6 შპს-ში შემოსავლების სამსახურის ერთდროულად შესვლა სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური მოტივებით და მიზნად ისახავდეს საქართველოში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ კიდევ ერთი და გადამწყვეტი იერიშის განხორციელებას",-ნათქვამია განცხადებაში. მედია კორპორაცია "ასავალ დასავალი" სოლიდარობას უცხადებს "მედიაპალიტრას" და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ იმოქმედოს პოლიტიკური მოტივებით. "ასევე, მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს, ვიყოთ სოლიდარულნი, რათა ძირშივე ავღკვეთოთ ხელისუფლების შესაძლო განზრახვა – დაატეროროს და საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშულებები",-აღნიშნულია განცხადებაში. -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
22:40 07-06-2011 "პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ", - ამ სიტყვებით მიმართა ხელისუფლებას რადიო "პალიტრის" ეთერით საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ინგა გრიგოლიამ . მან მოუწოდა ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეეშვას "მედია პალიტრას" და თავი დაანებოს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას. "მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას: გეყოთ ტელევიზიებში შეჭრა! გეყოთ "იბერიაში", ტელეკომპანია "იმედში" შეჭრა! პირობას გაძლევთ, რომ "პალიტრას" უკვე აღარ დაგითმობთ!", _ დასძინა გრიგოლიამ. "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა "მედია პალიტრის" სტრუქტურებში შემოსავლების სამსახურის დაუგეგმავი შემოწმების გამო. გრიგოლია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ფაქტი "პალიტრის" მიერ 26 მაისის მოვლენების ობიექტურ გაშუქებას უკავშირდება. "ყველა ადამიანი ობიექტურ ინფორმაციას მხოლოდ "პალიტრა ტვ"-დან და "მაესტროდან" იღებდა. ეს შემოწმება არ შეიძლება იყოს რიგითი და შემთხვევითი. მე ამ ფაქტმა ის დრო გამახსენა, როდესაც სააკაშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" მიტინგებს უმართავდა შევარდნაძეს, როდესაც მაშინდელი საგადასახადო პოლიცია შემოსავლების შემოწმების მიზნით "რუსთავი 2"-ში შევიდა. როგორი საპროტესტო გამოსვლები მოყვა ამას!", _ დასძინა გრიგოლიამ. -
კვირის პალიტრაში საგადასახადო შევიდა
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები "მედიაპალიტრის" ერთ-ერთ სტამბაში მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სტამბის ხელმძღვანელმა დავით ბეგიაშვილმა განუცხადა . მისი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები სტამბაში დღეს, დილით ორი ბრძანებით მივიდნენ. ბრძანებები ითვალისწინებს ინვენტარიზაციის განხორციელებას სტამბაში და საკონტროლო შესყიდვას. თუმცა, საკონტროლო შესყიდვის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უარი თქვეს, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ სტამბა საბანკო გადარიცხვების მეშვეობით მუშაობს და საკონტროლო შესყიდვის განხორციელება საჭიროდ აღარ ჩათვალეს. დავით ბეგიაშვილის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანებები ითვალისწინებს შემოწმებას 2005 წლის 1-ელი იანვრიდან 2011 წლის მაისამდე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მათ სტამბაში არაფერი დაულუქავთ, თუმცა, დალუქულია მხოლოდ ქაღალდის საწყობი. ბეგიაშვილი ასევე ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული აქვს პირობა, რომ ქაღალდის საწყობი ხვალ დილისთვის გაიხსნება. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ღამის განმავლობაში აწარმოებენ როგორც შემოსული, ასევე გასული პროდუქციის აღრიცხვას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დღეს, "მედიაპალიტრის" 6 სხვადასხვა შპს-ში არაგეგმიური შემოწმება ერთდროულად დაიწყო. ამ დროისთვის დალუქულია "პალიტრა L", სტამბების და პოლიგრაფიული მასალების საწყობები.