Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. რამდენად სანდოა საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ამერიკული კომპანიის "Greenberg Quinlan Rosner"–ის ახალი კვლევები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი ამ კომპანიისგან კი არა, არამედ – ხელისუფლებისგან მართული ტელეკომპანიებისგან გახდა ცნობილი? პრესა.გე ორშაბათიდან გამოკითხვების ბლოkში ზუსტად იმ კითხვებს დასვამს, რაც "Greenberg Quinlan Rosner"–მა 1200 ამომრჩეველს დაუსვა და ამით შევეცდებით, გავარკვიოთ, რამდენად ობიექტური სურათი დახატა ახალმა კვლევითმა ორგანიზაციამ.
  2. სად არის კვლევა? თამარ ჩხეიძე Greenberg Quinlan Rosner–ის მიერ ჩატარებულ კვლევას,რომელსაც დღეს თითქმის ყველა მედია საშუალება ავრცელებს, და რომლის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას, მოსახლეობის 67%–იანი მხარდაჭერა აქვთ, ნეტგაზეთმა ვერ მიაკვლია. ნეტგაზეტმა დაადგინა,რომ კვლევა არის კონფედენციალური. ის არ დევს კომპანიის საიტზე, ხოლო ქართული ორგანიზაცია,რომელმაც საველე სამუშაოები ჩაატარა ამბობს,რომ გამომდინარე იქიდან,რომ კვლევა შეკვეთილია,ის არ არის საჯარო. შესაბამისად მისი გავრცელება არ მომხდარა მათ მიერ. რუსთავი2, რომელმაც ერთ–ერთმა პირველმა გაავრცელა აღნიშნული კვლევის შედეგი აცხადებს, რომ კვლევა მათ პოლიტიკური პარტიისგან მიიღეს. გიორგი ლაფერაშვილმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ არ დაუსახელებს წყაროს: „ეს კვლევა პარტიებს დაეგზავნათ,ზუსტად ვიცი,რომ ეს კვლევა აქვს ალასანიას პარტიას, ქრისტიან–დემოკრატებს და ნაციონალურ მოძრაობას“,–ამბობს ლაფერაშვილი, კურიერის პროდიუსერი. ნეტგაზეთი დაუკავშირდა დასახელებულ პარტიებს. ალასანიას პარტიასა და ქრისტიან–დემოკრატებში გვითხრეს,რომ არავითარი კვლევა მათ არ მიუღიათ. რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ცენტრალურ ოფისში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ქეთევან ქოჩრაშვილმა გვითხრა, რომ კვლევა არ აქვს და გადაგვამისამართა პარლამენტში. საპარლამენტო უმრავლესობის აპარატში, გიორგი პატარაიამ გვითხრა, რომ მასაც არ აქვს კვლევა. სხვა საინფორმაციო არხები,რომლებიც ასევე დილიდან აშუქებენ კვლევის შედეგებს, ვერ ასახელებენ კვლევის ზუსტ წარმომავლობას. იმედის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი ამბობს, რომ მას კვლევა „უფროსმა“ გაუგზავნა.პირველ არხში, მაკა გაფრინდაშილმა გვითხრა, რომ მისი ინფორმაციით კვლევა ერთ–ერთმა ჟურნალისტმა მიიღო მეილზე. გადაგვამისამართა ელისო ჯარიაშვილთან. ჟურნალისტმა გვითხრა, რომ ის არ აშუქებდა აღნიშნულ მოვლენას და მხოლოდ გაახმოვანა დღის ეს ახალი ამბავი. გაფრინდაშვილთან ხელახალი ზარის შემდეგ, ის დაგვპირდა,რომ გაგვირკვევდა კვლევის მიღების წყაროს, თუმცა ჩვენ შემდეგ სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა. ტელეკომპანია მაესტროს საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერი, თამარ რუხაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს,რომ მისი არხი აღნიშნული ფაქტის გაშუქებისას დაეყრდნო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. თავის მხრივ, საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსში განგვიცხადეს,რომ ისინი ტელეკომპანიის ეთერით გადაცემულ ამბებს დაეყრდნენ. აისითი, ქართული კომპანია,რომელმაც აღნიშნული კვლევისთვის საველე სამუშაოები ჩაატარა, აცხადებს, რომ კვლევა არის კონფედენციალური,იმიტომ, რომ ის შეკვეთილია. ამ მიზეზით არ დევს ის Greenberg Quinlan Rosner–ის ოფიციალურ საიტზე. კომპანიის პიარ მენეჯერმა, გიორგი კალატოზიშვილმა გვითხრა, რომ მის კომპანიას არ გაუვრცელებია აღნიშნული კვლევა და არ მიუწოდებია ის მედიისთვის. Greenberg Quinlan Rosner–ის საიტზე ჩამოთვლილია ის კომპანიები და პირები,რომლებიც მათი შემკვეთები არიან. მათ შორის არიან: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თბილისის მერი გიგი უგულავა. http://netgazeti.ge/GE/30/News/2845/სად-არის-კვლევა--საზოგადოება-მედია.htm :givi: დიდი ცირკია ეს ქვეყანა რა... ისე ამ გამოკვლევას ვინც სერიოზულად შეხედავს იმის ტვინში ჩამახედა რა
  3. რამზან კადიროვის განცხადება: "ბოევიკებს ახლა მორალური და ფინანსური მხარდამჭერი ცოტა დარჩათ. ადრე ისინი ფინანსებსა და იარაღს საქართველოს ტერიტორიიდან იღებდნენ. ასევე, საქართველოს გავლით შედიოდნენ ჩეჩნეთში ბანდიტების ჯგუფები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთადერთი წყარო, ვინც მათ ეხმარება და სადაც ისინი ემზადებიან, საქართველოა".
  4. "ქართული პარტიის" ლიდერები სოზარ სუბარი და კოკა გუნცაძე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებს შეხვდნენ . შეხვედრა საზოგადოებრივ დარბაზ ~ჯაზუში~ გაიმართა. Pპარტიის ლიდერებმა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს სამოქმედო გეგმები გააცნეს. ~ქართული პარტია~ მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან, ვისთვისაც მთავარი მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა~, - განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ახალი პოლიტიკური გუნდი ~სააკაშვილის რეჟიმის~ შეცვლაში უკომპრომისო იქნება. მისი თქმით, ერთი შეხედვით ჩანს, რომ ~ქართული პარტიის~ წევრები ერთმანეთთან შეუთავსებლები არიან, მაგრამ ისინი ერთიანი არიან მთავარ საკითხში - ~ქვეყანა უნდა გადარჩეს სააკაშვილისგან~. პარტიის დამფუძნებელ ყრილობამდე, რომელიც 24 ნოემბერსაა დაგეგმილი, ~ქართული პარტიის~ ლიდერები მსგავს შეხვედრებს პერმანენტულად გამართავენ.
  5. lasha1997 არ მომწონს მაგათი ბაქიაობა... აი ძალიან არ მომწონს იმიტომ რომ სოციალური ფონი უკიდურესად მძიმეა...
  6. ერფორუმის მომხრეებო გაარკვიეთ სადაა ის დაჭერილი კაცი (გვარი არარ მახსოვს)/// ასე წყნარად რომ გაატანეს პოლიციას როგორ მოგწონთ? და გუბაზაა რამის გამკეტებელი? ეჭვი მეპარება////
  7. PEPE. არადა ეს უკვე დიდი ხანია კონტრპროდუქტიულია!
  8. lasha1997 წლიური ბრუნვა მილიონს თუ არ აღემატება არ უნდა გაეკარო ნავთობს, შაქარს, ზეთს ... არ უნდა გახსნა კარგ ადგილას რესტორანი...ძვირიან მიწაზე ანუ...
  9. PEPE. ხო შემშლია... ისევ ალასანიასი დავდე როგორც ჩანს... მარა რა მნიშვნელობა აქვს...
  10. PEPE. ეს გუბაზა სადაც უნდა ყოფილიყო კავკასიაზე http://b.pix.ge/v/onblb.jpg
  11. Marta1 ბევრი აფრიკის სახელმწიფო ყველა თვალსაზრისით გვისწრებს ნუ ზიმბაბვე არა რასაკვირველია, ჯერ...
  12. dire არ არის ომი გამორიცხული, აბა არჩევნებით, სულ რომ იდეალურად ჩატარდეს, რუსეთი თავის კანდიდატურას ვერ მოიყვანს...
  13. Marta1 მართალი ხარ...PEPE. ალასანიას და კუბლაშვილის დებატები იყო... http://maestro.ge/?address=reporter ეს!
  14. proletari და რამე ტყუილს წერს თუ ამბობს? ჩვენ არ ვიცით რომ მასეა?
  15. Precursor ვნახოთ რას იზამთ Marta1 სპონტანურად არაფერი არ ვარგა...
  16. ეს თავისუფალი დემოკრატების შეფასებაა რესრელიზი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გასულ წელთან შედარებით მცირდება 31 მილიონი ლარით. თუმცა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი (6 მილიარდ 960 მილიონი) იმდენად ხელოვნურად არის გაზრდილი, რომ მოსალოდნელია მისი სეკვესტრი. ბიუჯეტით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ, როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა გადააჭარბა მილიონ რვაასი ათასს. მათგან მხოლოდ ყოველ მოეთხე ადამიანს ეხმარება სახელმწიფო დღეში 72 თეთრით. მთავრობა ვეღარ აკონტროლებს ინფლაციურ პროცესებს. კატასროფულად გაიზარდა ფასები სასურსათო პროდუტებსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე. პური მხოლოდ წელს საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. შაქარი 70-80 თეთრით. სამაგიეროდ იზრდება ბიუროკრატიული აპარატის შენახვის ხარჯები, ასევე ე.წ „სხვა ხარჯები“. უცნობია რაში დახრჯავს მთავრობა 900 მილიონ ლარს. 2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს დაზღვეულთა რაოდენობის ზრდას. სახელმწიფო უარს ამბობს 5-დან 60 წლამდე მოსახლეობის გარანტირებულ სამედიცინო მომსახურებაზე. კვლავ არ დაფინასდება ამ კონტინგენტისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ინფექციურ, ონკოლოგიურ და გულის დაავადებათა მკურნალობა. შემცირდა განათლების ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა „ ქართული ენის პროგრამა“, “ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამა. გაუქმდა „საზღვარგარეთ ქართული სკოლების დახმარების“, ასევე „კვალიფიციური ქართული ენის სპეციალისტები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში“ პროგრამა. საგარეო და საშინაო ვალი ბოლო სამი წალის განმავლობაში გაიზარდა 3-ჯერ და თითქმის 10 მილიარდ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის აღნიშნული პროექტი გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის მთავრობამ პრატქიკულად მოიხსნა პასუხიმგებლობა საკუთარ მოქალაქეებზე. არსებული სოციალური კრიზისის კიდევ უფრო გარღმავებას ნაციონალური მოძრაობა თავად უწობს ხელს. თავისუფალი დემოკრატები დებატებში ვიწვევთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა საზოგადოებამ თავად ნახოს, თუ როგორ ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხზე.
  17. Saturn და ამ თემასთან რა კავშირშია?? იქ დანაშაული არის რამე? რწმენის საკითხია ხო? შეგიძლია გაიცინო შეგიძლია არა... აქ კი ძალოვნების და ანაფორიანის დანაშაული იკვეტება!
  18. სახალხო დამცველის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, არსებული საკანონმდებლო გარანტიების მიუხედავად, საქართველოში საკუთრების უფლების დანაშაულებრივი ხელყოფის რიცხვი მატულობს. ძალოვანების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად, მოქალაქეები იძულებულები ხდებიან, უძრავი ქონება ჩუქების ფორმით ეპარქიებს გადასცენ. ოფიციალურად, სოლომონ ხახუტაშვილმა საკუთარი მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები კი იმაზე მიუთითებს, რომ წინამძღვრის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ ქონება მას შანტაჟის გზით წაართვეს. http://ick.ge/ka/jinvestigation/558-2010-03-10-05-44-33.html?ref=nf პ.ს. სტატია ძალიან დიდია და არ გადმოვაკოპირე მთლიანად ... ლინკზე იხილეთ ვისაც სურვილი გექნებათ... პ.პ.ს. საპატრიარქოს და რწმენის ლანძრვა არაფერ შუაშია! ეს არის კონკრეტული მღდვლის დანაშაულობაზე და ძალოვანების კიდე!
  19. Siknadmo არ არის ასე გუბაზა წავა, და მერე ამათ მოუხნავენ ერთ ადგილს.... ხოლო ოპოზიციამ ვერაფრიტ დაიცვა თავის მომხრეები თავის დროზე!!!
  20. გიორგი68 ბიუჯეტი კი არაა პრობლემა...სოციალური გაჭირვება და მთავრობის ფეხებზე მკიდიობა, რასაც აფიქსირებს კიდეც...თუ არ უნდა ეთქვა?
×
×
  • შექმენი...