Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Watch live video from planeta_ge on Justin.tv დავით პაიჭაძესთან სკანდალური ეთერის შემდეგ მე მგონი საინტერესო იქნება მასთან დებატები არა?! დაუსვით კითხვები ...
  2. shavlego91 აი რა შუაშია გარეშე ძალები გაფიცებ რა...
  3. presa.ge ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა 14:38 20-12-2010 presa.ge ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ დატოვა. ამის მიზეზად ისინი ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლას ასახელებენ . presa.ge-ს ყოფილმა თანამშრომლებმა დღეს, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის დარბაზ "ჯაზუში" პრესკონფერენცია გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, "კავკასუს ონლაინის" მედიაჯგუფის ხელმძღვანელობა შეიცვალა, რომლის შემდეგაც, მათ მიმართ ზეწოლა ხორციელდება. როგორც ისინი აცხადებენ, ჰოლდინგის გენერალურ დირექტორად გიორგი კაპანაძე Real-Tv-დან გადმოიყვანეს, სადაც პრესის მიმომხილველად მუშაობდა. presa.ge-ს ყოფილმა ჟურნალისტმა როზი ჯღამაიამ კაპანაძის მხრიდან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა. კერძოდ, ჟურნალისტის ცნობით, კაპანაძე ეუბნებოდა, რომ ხელშეკრულებები მალე უმთავრდებათ, სამსახურიდან კი ვერ გაათავისუფლებს, ვინაიდან ისინი presa.ge-ს დამფუძნებლები არიან. ჯღამაიას განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ზეწოლები გაგრძელდებოდა, აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს, რომ საიტი მედიაჯგუფისაგან გამოეყოთ. ამაზე ჰოლდინგის ხელმძღვანელებთან ჰქონდათ საუბარი, თუმცა მათ საიტის დათმობაზე უარი განუცხადეს. საიტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გია იაკობაშვილის განცხადებით, presa.ge მათ 2007 წელს დააფუძნეს, 2008 წელს კი, როდესაც საიტი ძალიან პოპულარული იყო, "კავკასუს ონლაინის" მედიაჯგუფის შემადგენლობაში შევიდა. იაკობაშვილის განმარტებით, "კავკასუსის" მაშინდელი ერთპიროვნული მფლობელი მამია სანადირაძე ინტერნეტ მედიაჯგუფს ქმნიდა და ჰოლდინგის გასაძლიერებლად სჭირდებოდა presa.ge, რაზეც საიტის დამფუძნებლებს უარი არ უთქვამთ, ვინაიდან მათ გარანტირებული ხელფასები ექნებოდათ. იაკობაშვილის ცნობით, სარეკლამო სივრცე მთლიანად მიქონდა მედიაჯგუფს. მისი განმარტებით, საიტის დამფუძნებლებსა და "კავკასუსს" შორის არანაირი იურიდიული დოკუმენტი არ გაფორმებულა, მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება, რის საფუძველზეც შევიდნენ ჰოლდინგის შემადგენლობაში. ახლა კი, როდესაც სანადირაძეს "კავკასუსის" წილის 30% დარჩა, ჰოლდინგის დირექტორად presa.ge-ს ყოფილი თანამრომელი გიორგი კაპანაძე გადაიყვანეს. presa.ge-ს ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, კაპანაძის დირექტორად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა არც მამია სანადირაძემ და არც უცხოელმა ინვესტორმა, რომელიც 20%-ის მფლობელია. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ კაპანაძის დანიშვნის შემდეგ ჰოლდინგის მიმართულებაც შეიცვალა და I-TV, Real-Tv-ს დაემსგავსა. მათი განცხადებით, I-TV-ს და Real-Tv-ს ჟურნალისტები ერთად დადიან კონკრეტულ დავალებებზე. ჟურნალისტებმა, რომლებმაც presa.ge დატოვეს, შექმნეს ახალი საიტი, რომლის მისამართია presage.tv. ამ საიტზე შესაძლებელია ყველა იმ მასალის წაკითხვა, რომელიც აქამდე presa.ge-ზე იდებოდა. ამასთან, presa.ge-ს ყოფილი ჟურნალისტები აგრძელებენ ბრძოლას სამართლებრივად საიტის დასაბრუნებლად.
  4. "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ ახალ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს . ლევან გაჩეჩილაძის ბრიფინგი პარტიის ოფისში დღეს, 16:00 საათისთვის არის დანიშნული. ამასთან, "ქართული პარტიის" ლიდერები უზნაძის ქუჩაზე ოფისში უკვე მივიდნენ, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადეს. გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" დღეს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ბადრი ბიწაძე ყვება ლევან გაჩეჩილაძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს, აგრეთვე, საუბრობს ოპოზიციის სხვა ლიდერებს შორის მოლაპარაკებების შესახებ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/154677-levan-gachechiladze-dghes-ganckhadebas-gaakethebs.html პ.ს. ვნახოთ აბა...რას იტყვის...
  5. lasha1997 არ არის მასე... საპრეზიდენტოზე 100 000 კაცი გამოვიდა 26 მაისს 60 000+ თუნდაც ეხლა 25 ნოემბერს 15 000... მარა რა ქნან... ოპოზიციაც ისეთივე ნაგავია როგორც ხელისუფლება... პ.ს. ლიდერი ყოველთვის საჭიროა!
  6. Вечером в воскресенье представители белорусской оппозиции предприняли попытку штурмовать Дом правительства в Минске, где располагаются Совет министров, нижняя палата парламента и ЦИК. ОМОН пытается оттеснить митингующих от здания. По некоторым данным, представители оппозиции вошли внутрь и требуют переговоров с властью. http://lenta.ru/news/2010/12/20/push/ აბა ომონი წავიდაო?
  7. lasha1997 ჩვენი ჩმორიკა დედა ვატირე რა....
  8. Митингующие на площади Независимости начали бить стекла в здании белорусского парламента и правительства. Милиция предупредила оппозицию о возможности применения силы. Лидеры оппозиции заявляют, что их сторонники стекла не били.
  9. vanos-shnirebi :givi: კარგი რა... ძაან ხო არ აბუქებ ჟოაოს ? ეხლა ალბათ ამ პოსტებს რომ კითხულობს სიამაყით გაბერილი ზის... შენივე ლოგიკას რომ მივყვეთ.
  10. ინტერნეტ საიტი presa.ge ხელისუფლების მორიგი მსხვერპლი გახდა. ამიერიდან, ჟურნალისტთა ჯგუფი, რომელიც კონტენტზე მუშაობდა, მთელი შემადგენლობით presage.tv–ს დომენით გავა ინტერნეტ სივრცეში. თუმცა, გურამ დონაძეს, რომელიც გიორგი კაპანაძის ხელით ცდილობს ჩვენი საკუთრების წართმევას, ვპირდებით, რომ სტრასბურგამდე ჩავყვებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ presa.ge–ს დასაბრუნებლად, თუნდაც იმის დასამტკიცებლად, რომ ქართულ მედიაში არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც მათ მსგავსად, არც იყიდებიან და, მითუმეტეს, არც მკვლელობების თანამონაწილეები ხდებიან. RTV-ს რომ თავი დავანებოთ, რომელიც დონაძის ავადმყოფურმა წარმოსახვამ, ჟურნალისტურ მუტანტად ჩამოაყალიბა, ამ უკანასკნელს ცხოვრების ბოლომდე ეყოფა გირგვლიანის მკვლელობასთან მისი გვარის ასოცირება. რაც შეეხება კაპანაძეს, სანამ ჩვენ საკუთრებაში მოინდომებს ხელების ფათურს, გაიხსენოს თავისი სტატიით, რა როლი მიუძღვის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცულ სიკვდილში. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა და დადგება დრო, როცა ორივე ამ მკვლელობას მოეფინება ნათელი, ხოლო ამ ორ გვარს კიდევ ერთხელ, ყველა ბრუნვაში დაატრიალებს ქართული და, არა მხოლოდ ქართული, მედია. ახლა კი, მთავარი – ინტერნეტ გამოცემა presa.ge ინტერნეტ სივრცეში პირველად, 2007 წლის 7 ოქტომბერს ჩაირთო. საიტმა, მისი არასტანდარტული ფორმატისა და სარედაქციო პოლიტიკის გამო, პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. presa.ge–ს დღეში საშუალოდ, 9000–9500 IP მისამართიდან სტუმრობენ, რაც დღეში 20–25 ათას მკითხველს ნიშნავს. სხვათა შორის, presa.ge–ს არასოდეს დაუხურავს საკუთარი მრიცხველი და ხელოვნურად არასოდეს გაუზრდია შემომსვლელთა რიცხვი, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ presa.ge მედია–სივრცეში დღეს ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემაა. presa.ge არასამთავრობო ორგანიზაცია „პრესა საქართველოს“ მიერ იყო დაარსებული და, ბუნებრივია, დომენიც არასამთავრობო ორგანიზაციის საკუთრება იყო. 2008 წელს „კავკასუს ონლაინის“ დამფუძნებლის, მამია სანადირაძისგან მივიღეთ შეთავაზება თანამშრომლობაზე. მამია სანადირაძეს, როგორც ინტერნეტ კომპანიის მფლობელს, ყველა ტექნიკური რესურსი ჰქონდა, რომ ინტერნეტ–მედია განევითარებინა. მისი წინადადება იყო, რომ presa.ge–ს ბაზაზე, ინტერნეტ ტელევიზია გაგვეკეთებინა და ასე შევქმენით itv.ge, რომელიც დღეს droni.ge–ს ჟურნალისტებით კომპლექტდება. მამია სანადირაძეს, გარდა იმისა, რომ ინერნეტ–მედიის განვითარებისთვის ყველა რესურსს ფლობდა, მედიის მიმართ სხვა ინტერესიც ჰქონდა – სანადრაძე მედიის საშუალებით ცდილობდა ხელისუფლებისგან საკუთარი კომპანიის დაცვას. იმ დროისთვის, კომპანიის წინააღმდეგ ხელისუფლებას ნამდვილი ომი ჰქონდა გაჩაღებული. თბილისის მერიის დავალებით, ზედამხდეველობის სამსახური, იმ მოტივით, რომ „კავკასუსის“ კაბელები კორპუსიდან კორპუსზე საჰაერო გზით იყო გაყვანილი, ყოველდღიურად, ათასობით აბონენტს კაბელებს უჭრიდა, თუმცა ამავე მიზეზით, საკაბელო ტელევიზიების და სატელეფონო ოპერატორების კაბელები არავის ჩაუჭრია, რომლებიც გვერდიგვერდ მისდევდა „კავკასუსის“ კაბელებს. ახლა კი, როცა მთელს თბილისში ახლადდაგებული მრავალმილიონიანი ასფალტი ითხრება, რატომღაც ეს არ აღელვებს გიგი უგულავას და ამაზე პასუხს არ ითხოვს „კავკასუს ონლაინისგან“, რადგან მათივე მონდომებით, მამია სანადირაძე საკუთარი ქვეყნიდან წავიდა და კომპანიას დღეს, სახელისუფლებო კლანი მართავს. რაც შეეხება დონაძეს – როგორც წესი, ტურა მტაცებლებს უკან დასდევს… სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, როცა „კავკასუს ონლაინმა“ ფილარმონიაში პომპეზური პრეზენტაცია გამართა, უგულავამ კომპანიის გენერალურ დირექტორთან გია ადეიშვილთან ერთად, სიმბოლურად, ისეთი სიამაყით შეაერთა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელები, გეგონებოდა, სულ რაღაც ერთი წლის წინ მე მქონდა მიზნად დასახული „კავკასუს ონლაინის“ დანგრევა. რაც შეეხება გია ადეიშვილს, presa.ge–ს მთელს ამ სკანდალში ისტორიული როლი მიუძღვის – სწორედ მან წარუდგინა ინტერნეტ მედია ჯგუფს გენერალურ დირექტორად გიორგი კაპანაძე. ეს ის ადეიშვილია, რომელიც ამ ხელისფლებამ თავის ძმასთან, მერაბ ადეიშვილთან ერთად, ფლოსტების ამარა მიაბრძანა იქ, სადაც – შევარდნაძის დროინდელი სხვა მაღალჩინოსნები. დღეს იგივე ადეიშვილი წარმატებით თანამშრომლობს ამავე ხელისუფლების ხელისბიჭებთან, რომლებმაც უზრუნველყვეს presa.ge–ს დონაძისთვის გადაცემა. სათქმელს რომ არ გავცდე, presa.ge–ს ისტორიის თხრობას დავუბრუნდები. ერთი სიტყვით, ჩვენთვისაც ხელსაყრელი იყო მამია სანადირაძის წინადადება მითუმეტეს, რომ ჩვენ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას ვინარჩუნებდით. 2008 წელს შეიქმნა „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი“ (CIMG), რომლის 100%–ანი დამფუძნებელი იყო „კავკასუს ონლაინი“. CIMG-ის შემადგენლობაში შედიოდა რამდენიმე ინტერნეტ საიტი: itv.ge, avoe.ge, bude.ge, radio.ge, internet.ge, და სხვა. Presa.ge კი მედია ჯგუფთან თანამშრომლობდა. თუმცა, მედია-პროექტის განსახორციელებლად, ფინანსების განკარგვა ბუღალტრულად რომ გამარტივებულიყო და ამასთან, სარეკლამო თვალსაზრისით, ჰოლდინგი მიმზიდველი რომ გამხდარიყო, მამია სანადირაძის თხოვნა იყო Presa.ge დომენი დროებით, CIMG-სთვის გადაგვეფორმებინა. დათქმა იყო ასეთი – რედაქცია და ჟურნალისტები ინარჩუნებდნენ აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის დატოვება presa.ge–ს შეეძლო იმ დღიდან, რა დღიდანაც ამას გადაწყვეტდა. რა თქმა უნდა, დომენი presa.ge უნდა დაბრუნებოდა მფლობელს. ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა, რადგან, მაშინ ვერც ვიფიქრებდით, რომ მოვლენები ამგვარად წარიმართებოდა. მას შემდეგ, რაც CIMG–ში გენერალურ დირექტორად გიორგი კაპანაძე მოიყვანეს, გასაგები გახდა, რომ ხელისუფლება ინტერნეტ სივრცის გაკონტროლებას ცდილობდა. ამაზეა ნათქვამი: „მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო…“ მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხრიდან სულ უფრო ძლიერდება ზეწოლა ქართული მედიის ხელისუფლებისგან გასათავისუფლებლად, ხელისუფლება ერთი ხელით მედია გამჭვირველეობაზე “მუშაობს”, ხოლო მეორე ხელით ინტერნეტის გაკონტროლებას ცდილობს. მედია-ჰოლდინგში კაპანაძის მოსვლის შემდეგ, ჩვენ ნათლად ავუხსენით მას, რომ მისი ხელმძღვანელობით არ ვიმუშავებდით, დომენს დავიბრუნებდით და ჩვენ თავად განვკარგავდით ჩვენს ბედს. პარალელურად, „კავკასუსის“ ახალ მფლობელებს ავუხსენით მდგომარეობა, რომ ჩვენთვის მიუღებელი იყო კაპანაძესთან ერთად მუშაობა და დომენის უკან დაბრუნებას ვითხოვდით. პასუხის მოლოდინში რამდენიმე კვირა გავიდა, თუმცა კაპანაძე ვერა და ვერ გადმოლახა ის ბარიერი, რაც მისი მოსვლის დღიდან აღვმართეთ მასსა და ჩვენს შორის. მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ცდილობდა ჩვენთან მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი გვქონდა. ამის შემდეგ, კაპანაძემ გამოგვიცხადა, რომ დომენს არ დაგვითმობდნენ. ჩვენთვის გაუგებარი იყო რად უნდოდათ 6 ასო–სიმბოლო, თუ იგივე ჟურნალისტები დატოვებდნენ საიტს, თუმცა ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენთან საერთო ენის პოვნის რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ კაპანაძემ მორიგ ხერხს მიმართა და ფარღალალა ფურცელი მოიტანა, სადაც 9 ათასი ლარის გადარიცხვა იყო დაფიქსირებული. გადარიცხვა 2008 წლით თარიღდებოდა, თუმცა იქ გადარიცხვის საფუძველზე არაფერი იყო მითითებული. როდესაც განმარტება მოვთხოვეთ – რას ნიშნავდა ეს გადარიცხვა – პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ საუბარში თანდათან გავარკვიეთ, რომ მას დამტკიცება სურდა, თითქოს ჩვენ დომენი 9 ათას ლარად გვქონდა გაყიდული. ამაზე presa.ge–ს მთავარმა რედაქტორმა გია იაკობაშვილმა უთხრა, რომ მსგავსი აბსურდის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა და იქვე განუმარტა: შენს droni.ge–ს, რომელზეც დღეში 200 კაცი შედის, შენ არ გაყიდი 9 ათასად და presa.ge–ს მე როგორ გავყიდდი მაგ ფასადო? აბა რამდენი ღირს presa.ge? – იკითხა კაპანაძემ, რაზეც პასუხი მიიღო: „ჩვენ არც შეგვიფასებია, რადგან არაფრის გაყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ სადაც bude.ge 65 ათას ლარად შეაფასეს, presa.ge 9 ათასი როგორ ეღირებოდა.“ ამით კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ კაპანაძეს რამდენი გადარიცხვის ფურცელიც უნდა მოეტანა, ვერასოდეს დაამტკიცებდა, რომ დომენი გაყიდული გვქონდა, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა. თუმცა კაპანაძე დაჟინებით ცდილობდა, როგორმე მე და გიას თანხა დაგვესახელებინა, როგორც ჩანს, შანტაჟის მოწყობას გეგმავდა. თუმცა, ვერაფერს გახდა და ბოლოს, იძულებული გახდა დაგვთანხმებოდა, რომ დომენის საკითხზე პასუხს „კავკასუსის“ მესაკუთრეებისგან ჩვენთან ერთად დალოდებოდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენლებს და ავუხსენით, რომ დომენს არავის დავუთმობდით. პირობა მივიღეთ, რომ ერთ კვირაში გვეტყოდნენ პასუხს. თუმცა, მეორე დღესვე, ანუ 17 დეკემბერს, პარასკევს საღამოს გვაცნობეს, რომ დომენს არ გვიბრუნებდნენ, ხოლო დანარჩენი საკითხების გასარკვევად კაპანაძეს დავკავშირებოდით. ყველაფერი გასაგები იყო – ჩვენ მანამდეც გვქონდა ინფორმაცია, რომ დონაძე კაპანაძის ხელით ცდილობდა საიტის ხელში ჩაგდებას, მაგრამ რისთვის – მაინც გაუგებარია. მას შემდეგ, რაც „კავკასუსიდან“ პასუხი მივიღეთ, რამდენიმე საათში კაპანაძემ ნეტარი ხმით მაუწყა, რომ ჩემთან და გიასთან უნდოდა შეხვედრა, რაზეც ვუპასუხე, რომ მასთან სალაპარაკო არაფერი გვქონდა. თუ რამე სათქმელი ჰქონდა შეეძლო დონაძესთვის მიემართა და ტლეფონი გავუთიშე. ამას ის მოჰყვა, რომ მეორე დღესვე, კაპანაძის მდივანმა დამირეკა და გამომიცხადა, რომ სამსახურიდან მათავისუფლებდნენ. ჩემთან ერთად გათავისუფლებაზე ზეპირი შეტყობინება გაუკეთეს ჟურნალისტებს ნინო ჯაფარიძეს და გოჩა ჯელიას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სამსახურიდან გვათავისუფლებდა ადამიანი, რომელიც ოფიციალურად ჯერ ვერ დაუნიშნავთ – კაპანაძის დანიშვნას ყველა დამფუძნებლის თანხმობა სჭირდება, რასაც დონაძემ ჯერ ვერ მიაღწია. სამართლებრივად, კაპანაძე ჯერჯერობით, უძლურია ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ იმდენად დამამცირებელი და მიუღებელია დონაძის და კაპანაძის გვარებთან ჩვენი ასოცირება, რომ დამოუკიდებლად, თუნდაც მინიმალური სახსრებით, რომელიც რეკლამიდან შემოდის, სახლებიდან განვაგრძობთ მუშაობას. პარალელურად, საქმის კურსში ჩავაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ყველა საელჩოს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რად უღირს ხელისუფლებას თავისუფალი მედია ქვეყანაში. აუცილებლად სასამართლოთი ვიბრძოლებთ „კავკასუსის“ წინააღმდეგ, რომელსაც, როგორც ჩანს, თურმე დონაძეც მართავს და ვპირდებით, რომ უკვე http://www.presage.tv უყურადღებოდ არ დატოვებს მის არცერთ ავადმყოფურ გამოხდომას, რომელიც ქართული მედიის და ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული. http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=2496
  11. Saturn შეიარაღებული რამე რო მოხდეს, მიშას ხელისუფლება 2 საათში დაეხმობა... აბა თუ მიხვდები რატომ...
  12. გუგლმა ეს მოძებნა და ეგაა?! http://4.bp.blogspot.com/_439c08GQdRI/TQPKMT7hCKI/AAAAAAAAATo/Y5Didu3kZqg/s1600/cignebi.jpg გილოცავ!
  13. 19.12.2010 22:08 : Белорусская оппозиция перекрыла центральную улицу Минска - проспект Независимости Об этом передает корреспондент РИА "Новости". Собравшись на Октябрьской площади, оппозиционеры после непродолжительного митинга вышли на проспект Независимости и, несмотря на попытки сотрудников милиции помешать им, перекрыли движение. Сейчас колонна оппозиционеров движется в сторону площади Независимости, где расположены парламент, Совет министров и Центризбирком. Колонне преградила путь цепь из немногочисленных сотрудников ГАИ.
  14. vanos-shnirebi კარგი რა... 1. ვიდეო ონლაინი ჯერ სატესტო რეჟIმშია 2. რა დაშავდა რო მოვიწვიეთ? ადამიანად იგრძნო თავი?! ))) მკლედ ვერ დაგეთანხმები...
  15. DonCaredo გავწურავდით მენდე... არავინ დაინდობდა... უბრალოდ გამოცდილება... ლაშამ პირველად წაიყვანა...დაუფასეთ, რო ლანძღავთ აქ...
  16. kisa ვაუ :TAT: :TAT: ბიჭო ჩვენ რა ბუნჩულა ხალხი ვყოფილვარტ ერთი ვიტრინა არ გაგვიტეხია ამის ჯეკაც ,,,
  17. Siknadmo არა მგონია რამე გამოუვიდეთ... მარა ნადაც იქოქება სიტუაცია...
  18. vanos-shnirebi ანუ უფრო მწვავედ უნდა დაესვა ლაშას კითხვები? შესაძლოა... მარა ლაშაც სტაჟიანი წამყვანია ხო იცი... ნელნელა გაიზრდება და ლარი კინგი მოგენატრებათ...
  19. vanos-shnirebi და ჟენი აზრით რა უნდა გვექნა, პირდაპირ ეთერში ჟაო დუელში უნდა გამოგვწევია თუ რა?>!?
  20. kisa :givi: Несколько тысяч белорусов, недовольных очередной победой президента Александра Лукашенко на выборах 19 декабря, вечером в воскресенье двинулись с Октябрьской площади по проспекту Независимости к зданию ЦИК. По разным данным, в шествии участвуют от 5 тысяч до 30 тысяч человек. Милиция пытается остановить демонстрантов, но часть из них продолжает движение.
  21. analgin რა პუნქტებშია მართალი?! ამაში?! პ.ს. აუ ბაბუსნაირი ხალხი ხელისუფლებაში რო მიუშვა, რა დღეს დააყრიან ქვეყანას ხო წარმოგიდგენია?!
×
×
  • შექმენი...