-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
არიზის სასტუმრო "პარკ ჰაიატ ვანდომში" დათა ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის ინციდენტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ . როგორც "ინტერპრესნიუსს" სატელეფონო საუბრისას სასტუმროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო ორი-სამი კვირის განვალობაში, არც სასტუმროში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება სასტუმროში საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების შესახებ ინფორმაციას, "ინტერპრესნიუსს" "პარკ ჰაიატ ვანდომში" უთხრეს, რომ ეს კონფიდენციალურია. ჩვენ დავუკავშირდით საფრანგეთში საქართველოს საელჩოსაც, სადაც გვითხრეს, რომ ახალაია-ოქრუაშვილის ინციდენტზე არაფერი იციან. დეტალების კიდევ ერთხელ დასაზუსტებლად "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა ირაკლი ოქრუაშვილს და საქართველოს შს სამინისტროსაც. სამინისტროში კომენტარი არ კეთდება, ოქრუაშვილმა კი, შემდეგი განცხადება გააკეთა: "მაგათ რუსეთთან ომი წააგეს და ნახევარი საქართველო დააჯერეს, მოვიგეთო და მე მაგაში როგორ შევეჯიბრები. ისე, მერაბიშვილსა და სააკაშვილს თითო რეცეპტს მივცემ - მერაბიშვილმა გაარკვიოს, მისი ცოლი, რას აკეთებდა პარიზში ახალაიასთან ერთად; სააკაშვილმა ის უთხრას ხალხს, მისმა ჩინოვნიკმა საიდან დახარჯა ერთ ღამეში სასტუმროს ნომერში და რესტორნებში 21 000 ევრო". სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან ოქრუაშვილი იმ მოტივით იკავებს თავს, რომ შესაძლოა, ეს პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოიყენოს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზში, სასტუმრო "პარკ ჰაიატ ვანდომსთან" ირაკლი ოქრუაშვილსა და დათა ახალაიას შორის ინციდენტი მოხდა; პარიზში იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანიც. მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155461-qpark-haiat-vandomiq-ganmartavs-irakli-oqruashvili-ki-morig-ganckhadebas-akethebs.html პ.ს. ცემა არ ცემა, მარა მართლაც, რა უნდოდა პარიზში ახალ წელს ახალაიას და რა ფინანსებით?!
-
13:41 28-12-2010 არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის სკანდალის გამოძიებას სახალხო კრების სახალხო ომბუდსმენისგან ითხოვს . როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განუცხადა, "სახალხო კრების" მიერ არჩეულ სახალხო ომბუდსმენს, ეკა ბესელიას აღნიშნული იდეით უკვე მიმართა. კაკაბაძის აზრით, ბესელიამ უნდა შექმნას კომისია, სადაც არასამთავრობოებს და სპეციალისტებს შეიყვანს, ეს კომისია კი გამოიძიებს გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის სკანდალს. "სანამ "ასავალ-დასავალში" ინტერვიუ გამოქვეყნდებოდა, შეკითხვები ამ თემაზე საზოგადოებაში მანამდეც არსებობდა. ისევე როგორც შეკითხვები 5 იანვრის გაყალბებულ არჩევნებზე არსებობს და ეს მასალები ნინო ბურჯანაძეს აქვს. უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ასეთ თემებს გამოიკვლევს და პასუხს გასცემს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ამ კომისიას უნდა შეეძლოს ბურჯანაძის, გაჩეჩილაძის და ყველა იმ პირის მიწვევა და მათგან ინფორმაციის მიღება ვინც რაიმე ფორმით დაკავშირებულია გაურკვეველ თემებთან", - განაცხადა კაკაბაძემ და აღნიშნა, რომ ბესელიას იმიტომ მიმართა, რომ სახალხო კრების სახალხო ქომაგად აირჩიეს. მისივე განმარტებით, მართალია ეკა ბესელიამ უფლებამოსილება შეიჩერა სახალხო კრების აღმასრულებელ საბჭოში, თუმცა ომბუდსმენის თანამდებობა არ დაუტოვებია. კაკაბაძის განცხადებით, ბესელიას მას შემდეგ მიმართა, რაც გამოხმაურება აღნიშნულ სკანდალს სახალხო დამცველისგან, გიორგი ტუღუშისგან არ მოჰყოლია. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/155429-arasamthavroboebi-burjanadze-gachechiladzis-skandalis-gamodziebas-sakhalkho-ombudsmenisgan-ithkhoven.html პ.ს. მე არ ვენდობი ბესელიას, თქვენ?!
-
http://www.facebook.com/video/video.php?v=181350755225961 ოქროს ინტერვიუ ამ საკითხზე mtidan
-
nostradamusi ახალაიაო კინწმარიშვილმა დარეკა ინტერპრესში და ნახევარი საათი ილანძღებოდა, ნამდვილად ოქრომ ცემაო
-
T_A_T აბა როგორ განვიხილოთ? მაგას სპეციალისტები უნდა არა?!
-
ეროსი კიწმარიშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა დათა ახალაიას სცემა 21:09 27-12-2010 "ქართული პარტია" პარიზში ირაკლი ოქრუაშვილსა და დათა ახალაიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს . "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდა "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა დათა ახალაიას სცემა. მისი მტკიცებით, ოქრუაშვილსა და ახალაიას შორის შელაპარაკება პარიზში, სასტუმრო "პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან" მოხდა, სადაც დათა ახალაია თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. "ისინი იმდენად შეშინდნენ, რომ მოგვიანებით, სადაც იყვნენ დაბინავებული, იქ აღარ დაბრუნებულან",-ამტკიცებს ეროსი კიწმარიშვილი. იგი ასევე ირწმუნება, რომ ინციდენტი დაფიქსირებულია სასტუმროს ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ და თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან, შეუძლიათ ჩანაწერები გამოითხოვონ. მისივე თქმით, იგი ირაკლი ოქრუაშვილს ამ ინციდენტამდეც და მას შემდეგაც რამდენჯერმე ესაუბრა. მომხდართან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" განსხვავებული ინფორმაცია გააჩნია. სარწმუნო წყაროს ცნობით, გუშინ საღამოს პარიზში მომხდარი ინციდენტის დროს დათა ახალაიამ ირაკლი ოქრუაშვილი ცემა. ინციდენტის შედეგად, ოქრუაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოსაც კი მიმართა. კერძოდ, მას აღენიშნება ჭრილობები და ნეკნების მოტეხილობა. დაზიანებები აქვს მიყენებული ასევე სახის არეში. ირაკლი ოქრუაშვილმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსმა" "ქართულ პარტიას" თავიდანვე მიმართა, სადაც ახალაიას მიერ ოქრუაშვილის ცემის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს და საპირისპირო განაცხადეს. მეტი თვალსაჩინოებისთვის "ინტერპრესნიუსმა" პრესსამსახურს ირაკლი ოქრუაშვილთან ინტერნეტით დაკავშირება და მისი გადაღებაც შესთავაზა, თუმცა პრესსამსახურმა ეს ფაქტი არასაჭიროდ მიიჩნია და უარი განაცხადა. თავად ოქრუაშვილს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.
-
ფაშისტადაც გამოიყვანეს :DDDDDDDDDDDD
newstudio replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo ეგრე იქნება... -
T_A_T პარიზში ვინც ტრიალებს იმან მითხრა... მარა ყველა ლოგიკით ოქრუაშვილმა სცემა და არა პირიქით თუ მართალი ჩხუბი და როგორც ჩანს მართალია
-
მოკლედ , სააგენტო პირველმა ხო გამოაქვეყნა ახალაია სცემესო ხოდა სასწრაფოდ გამოაქვეყნა ინტერპრესმა, არა კაცო, ახალაიამ სცემაო მე როგორც ვიცი, ოქრუაშვილს უცემია თან მაგრად, მარა თავს ერ დავდებ ინფოს სისწორეში
-
მოკლედ , სააგენტო პირველმა ხო გამოაქვეყნა ახალაია სცემესო ხოდა სასწრაფოდ გამოაქვეყნა ინტერპრესმა, არა კაცო, ახალაიამ სცემაო მე როგორც ვიცი, ოქრუაშვილს უცემია თან მაგრად, მარა თავს ერ დავდებ ინფოს სისწორეში
-
პარიზში მყოფი "ქართული პარტიის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დათა ახალაიამ სცემა . როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ინციდენტი გუშინ პარიზში, სასტუმრო "პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან" მოხდა, სადაც ირაკლი ოქრუაშვილს დათა ახალაია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანთან და კიდევ ერთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირთან ერთად შეხვდა. წყაროს ცნობით, დათა ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეხლა-შემოხლის შედეგად, ოქრუაშვილმა სხეულის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოსაც კი მიმართა. კერძოდ, მას აღენიშნება ჭრილობები და ნეკნების მოტეხილობა. დაზიანებები აქვს მიყენებული ასევე სახის არეში. ირაკლი ოქრუაშვილმა თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა მოახერხა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული პარტიის" ოფისში კატეგორიულად უარყვეს, სადაც საპირისპიროს ამტკიცებენ. პარტიის პრესსამსახურში ცალსახად აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად დათა ახალაიაა ნაცემი. "ინტერპრესნიუსმა" პრესსამსახურს ირაკლი ოქრუაშვილთან ინტერნეტით დაკავშირება და მისი გადაღებაც შესთავაზა, თუმცა პრესსამსახურმა ეს ფაქტი არასაჭიროდ მიიჩნია და უარი განაცხადა. ) :TAT:
-
Lo Janko სასტიკად ) :TAT: ნუგზარ ფოფხაძე როა, მანდაა რადიო თავისუფლებაში მუშაობს და ეგეც ადასტურებს თან მაგრად უცემიაო...
-
რამდენიმე წუთის წინ პარიზში მცხოვრებმა ერთერთმა ქართველმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა გვიამბო, რომ გუშინ საღამოს შვიდ საათზე ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში შვილებს ასეირნებდა, როდესაც ქართული პარტიის ლიდერმა ერთერთ პრესტიჟულ სასტუმროსთან პარკ ჰაიატ პარიზ ვანდომთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია შენიშნა, ირაკლი ოქრუაშვილი ახალაიასთან ერთად სასტუმროს მამაკაცების ტუალეტში შესულა და შემდეგ ახალაია უცემია. ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორ წყარო ექსკლუზიურად ჟურნალისტისთვის ყვება თავდაცვის ყოფილი მინისტრი შემთხვევის ადგილას მოგვიანებით დაბრუნდა ბავშვების გარეშე და ახალაიას მასთან შეხვედრას კიდევ სთხოვდა, თუმცა შიანაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოქრუაშვილს აღარ შეხვდა და მოგვიანებით საცხოვრებელი ადგილიც კი გამოიცვალა. ქართული პარტიის ოფისში მომხდართან დაკავშირებით განაცხადეს რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ, რადგან ისინი შემთხვევის დეტალებს არკვევენ. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შოთა უტიაშვილი მომხდარზე აცხადებს რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა როგორ ქართულ პარტიაში ჟურნალისტს განუმარტეს ისინი ინციდენტის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ახალაია–ოქრუაშვილის შეხვედრის ამსახველი ვიდეო მასალა სასტუმროს დაცვის პერსონალს აქვს. http://journalist.ge/?menuid=2&id=1598&lang=1) პ.ს.
-
ისე , ნნო ბურჯანაძემ ძალიან არია ოპოზიციაში საქმე, მაგრამ მეორეს მხრივ, იქნებ მსგავსი ფაქტების გახმაურება(თუ მართალია) ისევ ოპოზიციას წაადგება... ანუ საზოგადოება გაიგებს ვინ ვინაა...
-
Saturn არ არის ცუდი იდეა მე რო მკითხო.. მიწების დარიგებაზე რა ხდება?! პატრიარქმა რო გამოაცხადა...
-
მიხეილ სააკაშვილი: "მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს" 14:59 - 27.12.2010 საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს". ამის შესახებ საააკაშვილმა დღეს წვევამდელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აქვე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ქართველი გმირების დამსახურებაზე ისაურა. "ჩვენი შეიარაღებული ძალები ორი წლის წინ ბევრად მრავალრიცხოვან მტერთან შერკინებას არ შეეგუენ და ის, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას და საქარველო არსებობას განაგრძობს, სწორედ იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც მტერთან ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. საქარველოში ჩვენი შეიარაღებული ძალების ავტორირეტი დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. როდესაც თქვენ ამ ფორმით გაივლით თქვენს სამეზობლოში, უბანში, სოფელში ან საქართველოს სხვა კუთხეში, ყველა ადამიანის მხრიდან პატივისცემის, რიდის და გარკვეული კეთილი შურის გამოხატულებაც შეგხვდებათ. თქვენ მართლაც მაგარ საქმეს მოჰკიდეთ ხელი. ქვეყნის შეიარაღებული ძალები მართლაც ყველაზე მაღალი დონის სახელმწიფო ინსტიტუტია საქართველოში და მას ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოს შეიაღებულ ძალებს შორის", - მიმართა პრეზიდენტმა წვევამდელებს. მისივე შეფასებით, "საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისთვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და მომავლისთვის". სააგენტო "პირველი" ---- პ.ს. კარგი ფსიქიატრი არავის გყავთ!?!
-
mtidan რავი მეც სილქნეთი მაქვს და რა სიჩქარეც მქონდა ის დამრჩა...
-
Siknadmo აბყ რაც ფეხებზე კიდიათ და არ კიდიათ ჩანს მკაფიოდ
-
Siknadmo საბჭოეთის ლოზუნგები რომ იყო ყოველ ფეხის ნაბიჯზე , იმიტომაც იყვნენ სსრკ-ში გულანტებული კომუნისტები... :018: საუკეთესო გზაა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების იდეის გაუფასურებისთვის
-
lasha_alo არ უნდა აგინო ეხლა , ფული სჭირდებათ თურმე ბიჭებს...
-
DonCaredo ბადრი მკვდარია და ვინ უნდა ამოწყვიტოს? ცოლმა? :018: