საქართველოში 2010 წელს უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდა 17:53 30.12.2010 [ჯი-ეიჩ-ენი საქართველოში წლის განმავლობაში უმუშევართა რაოდენობა 0,4 %-ით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "მცირედ, 0,4 %-ით შემცირდა უმუშევრობის რაოდენობა, მაგრამ მაინც აღნიშვნის ღირსია", - განმარტა გილაურმა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს მთავრობა 4,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, 2-3 წელიწადში კი, გილაურის გათვლებით, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდება. "წელს იქნება ახალი საგადასახადო კოდექსის გამოცდის წელი და თუ გავითვალისწინებთ იმ მზარდ ტენდენციას, რაც წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა, 2011 წელს 4,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც უნდა ველოდოთ. 2-3 წელში კი ეს მაჩვენებელი უკვე ორნიშნა რიცხვში იქნება გამოხატული", - დასძინა პრემიერმა. ამასთან, გილაურმა მთავრობის მიერ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპტიმალური შედეგი უკვე მიღწეულია. "ადმინისტრაციული ხარჯების ამაზე მეტად შემცირება აღარ შეიძლება", - აღნიშნა ნიკა გილაურმა. http://www.presage.tv/?m=news&NID=3855 როგორ ფიქრობთ?! წელს რამდენიმე ჩემმა ახლობელმა დაკარგა სამსახური.. შოვნით კი არავის უშოვია... არადა თურმე შემცირებულა უმუშევრობა...