-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
კი ხმაც ისმის და გამოსახულებაც ჩანს...
-
შაქროII ჩაირთვება საცაა...
-
ონლაინ ტვ კონფერენცია სულ მალე, დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყება
-
kisa ნახე მაგის ინტერვიუები 25 ნოემბრამდე და დამეთანხმები
-
kisa არა, უბრალოდ მატყუარაა...
-
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
"ამ ხელისუფლების საწვავ-საპოხი მასალაა ოპოზიცია" "წარმოგიდგენიათ, ხალხს, რომელიც შიმშილით კვდება, ეუბნებიან, რეიტინგებში პირველ ადგილზე ხართო" "საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსული გამოთქმა - "ბესოვშჩინა" მიესადაგება" "სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის წევრ სოსო მანჯავიძის აზრით, 25 ნოემბერს ქართველი ხალხი დამარცხდა. მისი თქმით, ახალ წლამდე დაიწყება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის ამოცანა ეროვნული ფასეულობების გადარჩენა იქნება. - ბატონო სოსო, რატომ დატოვეთ "სახალხო კრება"? - არ დამიტოვებია. როდესაც ცენტრალურ ოფისში არ დავდიოდი (იმ მიზეზების გამო, რომელზეც ახლა ვერ ვილაპარაკებ), ვმუშაობდი საზოგადოების იმ ფენასთან, რომელიც არ იყო ჩართული ამ პროცესში. მე "სახალხო კრებას" განსხვავებულად ვუყურებ. თუ ის ყოვლისმომცველი არ გახდა, თავის სახელს ვერ გაამართლებს. თუ საზოგადოების დიდი ნაწილი არ ჩაერთო ამ პროცესში, არც კრებითობა იქნება და თუ კრებითობა არ არის, მას არც "სახალხო კრება" უნდა ერქვას. "სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრი 25 ნოემბერს ჩატარებულ "სახალხო კრებას" გამარჯვებად მიიჩნევს, მაგრამ ქართველი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ვერ დაინახა ეს გამარჯვება. - ანუ, თქვენი აზრით, 25 ნოემბრის "სახალო კრება" მარცხით დამთავრდა? - რა თქმა უნდა, ეს არ ყოფილა გამარჯვება. პირველივე დღიდან კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ხალხის კრებაზე მოყვანისა და მერე დაშლის. ეს საზოგადოებაში ნიჰილიზმს გამოიწვევდა, რაც არის კიდეც სახეზე. - აბა, რა უნდა მომხდარიყო კრებაზე? - კრების წინა დღეებში მე უკვე აღარ ვიყავი გადაწყვეტილების მიმღებთა შორის. ხალხი, ვინც 25 ნოემბერს პარლამენტის წინ მოვიდა, იყო გვარდია, რომელმაც უნდობლობის სინდრომი გადალახა და მოქმედებას ელოდებოდა. საზოგადოების ის ნაწილიც, ვინც კრებაზე არ მოვიდა, ელოდა მოქმედებას, რომ მერე შეერთებოდა ამ პროცესს. ამ კრების მერე არავინ აღარსად აღარ მივა. ხალხი იმ Dდღეს შედეგს ელოდებოდა, კონკრეტულ მოქმედებებს, პიკეტირებას, ბლოკირებასა და ა.შ. ის მზად იყო ამისთვის, ეს სურდა. როგორ შეიძლება 25 ათასი კაცი გამოვიდეს და ის უშედეგოდ გაუშვა? ალექსანდრე მაკედონელი 25 ათასი ჯარისკაცით შეიჭრა აზიაში და ჰინდიქუშამდე მივიდა. 25 ათასი კაცი ვიღაცებს ცოტა ჰგონიათ, სინამდვილეში უზარმაზარი ძალაა. როდესაც კაცი ქუჩაში გამოდის, ის საკუთარ სიცოცხლესა და ქმედებაზე თავად არის პასუხისმგებელი. ვინც ფიქრობს, ხალხს თუ რამე დაემართება, ჩვენი პასუხისმგებლობააო, მწარედ ცდება. კრების ინიციატორები წარმმართველი ძალა უნდა იყვნენ, მაგრამ ვერ არიან და კიდევ ერთი დამარცხება აგემეს ქართველ საზოგადოებას. ნუ იკავებენ იმ ნიშას, რომელიც აქვთ, მიუხედავად თავიანთი უარყოფითი რეიტინგებისა. დროა ახალ ძალებს მისცენ პოლიტიკაში ჩართვის საშუალება. - პოლიტიკოსების განცხადების მიღმა, შეგნებულად არ მიგვყავს ხალხი სარისკო ნაბიჯზეო, სინამდვილეში ხალხზე ზრუნვა კი არა, რაღაც სხვა დგას? - რა თქმა უნდა. ეს არის უამრავი რამ: დაწყებული ფსიქოლოგიურ-მენტალური პრობლემებით და დამთავრებული ე.წ. შეკრულობის სინდრომით. ამაში ხელისუფლებასთან შეკვრას ვგულისხმობ. - იმას ამბობთ, რომ კრების ინიციატორები ხელისუფლებასთან არიან შეკრული? - ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვისთან არის შეკრული, მთავარი რეზულტატია, რომელიც ყველამ ვნახეთ. ბოლო რამდენიმე წელია კრებენ ხალხს, უღვივებენ საპროტესტო მუხტს და მერე დაშლას სთხოვენ. ნებისმიერი აქცია, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება, კონტრპროდუქტიულია. ადამიანები, რომლებიც ვერ ხედავენ, რას გამოიწვევს აქციის უშედეგოდ დაშლა, საზოგადოებამ განსაზღვროს, არიან ისინი არაადეკვატურები თუ ანგარებით მოქმედებენ. საზოგადოების მართვის მარტივი სქემები არსებობს. ჩვენთან სამკომპონენტიანი მართვის სქემაა: ხელისუფლება, მართული ოპოზიცია და კონტროლი უმაღლესი ეროვნულ-რელიგიური ფასეულობების უმაღლეს ინსტანციაზე, ეკლესიაზე. ვგულისხმობ არა მთლიანად ეკლესიის, არამედ ცალკეული პერსონის კონტროლს. ამ სამკომპონენტიან სქემას უარყოფითი ენერგია ამუშავებს. ჩვენ გვყავს აბსოლუტურად დისკრედიტებული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სადისტური მეთოდებით მოქმედებს და მიზანმიმართულად ანგრევს ყველაფერ ღირებულს, რაც ჩვენს ცივილიზაციასა და კულტურას გააჩნია. ეს არის სტრუქტუირებული აბსოლუტური ბოროტება. მეორე მხრივ, არის ოპოზიცია, რომელსაც საკუთარი ქმედებებიდან და ხელისუფლების პროპაგანდიდან გამომდინარე სრული უნდობლობა აქვს გამოცხადებული ქართველი ხალხისაგან. როდესაც გვყავს ხალხის მტერი ხელისუფლება და მასთან ბრძოლაში ნდობადაკარგული ოპოზიცია, ხალხი სვამს კითხვას: "აბა, სხვა ვინ?". ამ "აბა, სხვა ვინ?"-ის ენერგიაზე მუშაობს ხელისუფლება. ამ ხელისუფლების, ანუ ძრავას, საწვავ-საპოხი მასალაა ოპოზიცია. ამ ორი სუბიექტის შუაში დგას დიდი ტრადიციული ავტორიტეტი - ეკლესია, რომლის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ხელისუფლების მხარეს დგებიან და ამას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ ასე უნდათ, არამედ იმიტომ, რომ იძულებული არიან. მითური შიში - ეკლესიის ერთიანობა დაირღვევაო, გაუგებარია. თუ სიმართლეს არ ვიტყვით, რანაირი ქრისტიანები ვიქნებით? იმ საშინელებას, რაც გვჭირს, გრიპივით ვერ მოვიხდით, ყველაფერი თუ ძველებურად გაგრძელდა, ლეტალური შედეგით დასრულდება. ამიტომაც აუცილებლად მიმაჩნია, რომ ეს ძრავა გავაჩეროთ. სამყაროში არსებობს არაადეკვატურ სისტემათა თვითლიკვიდაციის კანონი. ამ კანონის თანახმად, საზოგადოება, რომელიც თავისი მდგომარეობის შესახებ სწორ წარმოდგენას ვერ იქმნის და თავს იტყუებს, აუცილებლად დაისჯება. სულიერ სამყაროში ტყუილი მკვლელობას ნიშნავს. ჩვენ კი ტყუილებში ყოველგვარ ზღვარს გავცდით და ბოროტებაში გაშმაგება დაგვემართა. საქართველოში არსებულ მდგომარეობას რუსული გამოთქმა - "ბესოვშჩინა" მიესადაგება. ეს მახსენებს ბოლშევიკური მმართველობის პირველ პერიოდს, როდესაც მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ("მუკ"-ი) და მსგავსი ორგანიზაციები არსებობდა. ჩემთვის გაუგებარია შეფასება, ეკლესია არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკაშიო. პოლიტიკა საზოგადოებრივ ცხოვრებას ნიშნავს და ყველა, ვინც ფიზიკურად არსებობს, პოლიტიკაში მონაწილეობს. როდესაც ქვეყანა იღუპება, შეიძლება ეკლესია პოლიტიკაში არ ჩაერიოს? "არ ვერევი" ჩემთვის ნიშნავს, რომ "კარგად ვარ". ქართველ ხალხს თუ არ უნდა, მონად იქცეს და ამ სამოთხის დარი მიწიდან გადაშენდეს, უნდა გამოფხიზლდეს და იმოქმედოს. ქართველებმა ტყუილების ტირაჟირებას თავი უნდა დავანებოთ და სიმართლე ვთქვათ. მრცხვენია იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც ამ ხელისუფლების გვერდით დგანან და ფასადს ულამაზებენ. იმ ცხოვრების გამო, რომელშიც ვცხოვრობთ, დავისაჯეთ და კიდევ უარესად დავისჯებით. თუ დროზე არ გამოვფხიზლდებით, ის, რაც ცხინვალსა და აფხაზეთში მოხდა, თბილისშიც განმეორდება. ხალხმა არ უნდა უყუროს იმ არხებს, რომლებიც ფსიქოტრონული იარაღია ხელისუფლების ხელში. თუ დროზე არ ვიმოქმედეთ, დაახლოებით იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკა გაჩერდება, რადგან შიდა პროდუქტი, ფაქტობრივად, არ იქმნება, ბიზნესი დატერორებულია. ამის შემდეგ დაიწყება დეზინტეგრაციის პროცესი, რასაც სოციალური ბუნტი მოჰყვება. გაჩნდება მშიერთა ბანაკები, დაიწყება არეულობები. ასეთ ქაოსში შემოვლენ საერთაშორისო ძალები და ჩვენს სამშობლოს პასუხისმგებლობის ზონებად გადაინაწილებენ. დაფიქრდით, ეს რომ არ ჰქონდეს განზრახული საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარ ეკონომიკას მოკლავდა? ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისათვის მსოფლიო ბანკი რეიტინგებში საქართველოს ეკონომიკას პირველ ადგილზე ასახელებს. წარმოგიდგენიათ, ხალხს, რომელიც შიმშილით კვდება, ეუბნებიან რეიტინგებში პირველ ადგილზე ხართო. უნდა გამოცხადდეს დაუმორჩილებლობა ამ თვეშივე, გაზაფხულს არ დაველოდებით. ამ მოძრაობაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ არიან დამარცხებასთან ასოცირებული. ამ მოძრაობაში იქნებიან შოთა გლურჯიძე, ზაზა შათირიშვილი, ირმა ინაშვილი, დათო მაღრაძე... ამ მოძრაობაში არ იქნება არანაირი პარტიკულარიზმი. ეს იქნება "სოლიდარობის" ტიპის ორგანიზაცია. ბრძოლას თავგანწირვა სჭირდება. უამისოდ გამარჯვება არ მოდის. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ბრძოლა იქნება. ჩვენი იარაღი მართლის თქმა იქნება. ქართველი საზოგადოება სიმართლის თქმით უნდა განიკურნოს. ბოლო დროს საქართველოში ძალიან გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა. სიცრუის ნიაღვარმა და ამდენმა ბოღმამ ქართველი ერი დააავადა. ხომ გახსოვთ, "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა". ლამის ნახევარი საქართველო, ერის მოაზროვნე ნაწილი ციხეში ყრია და ქართველი საზოგადოება ამას ეგუება. ერთ დღეს 170 ქალი დაიჭირეს უაზრო ბრალდებებით და ესეც გადაყლაპა ქართველმა საზოგადოებამ. ლევან რამიშვილმა პრესაში ქართველ საზოგადოებაზე დაწერა, ფრუსტრირებული ბიომასაო. ქართველ ხალხს თუ უნდა, მას ექცეოდნენ როგორც ფრუსტრირებულ ბიომასას, იყოს მშვიდად და შეეგუოს ყველაფერს. მდგომარეობა კატასტროფულია, მაგრამ ტელევიზიით გვესმის, რაოდენ წარმატებულია ქართული სახელმწიფო. ამით ქართველი ხალხის ცნობიერებას აზიანებენ. ეს არის საზოგადოების ზომბირებისა და დაჩლუნგების მცდელობა. ზოგისაგან გამიგია, გზებს აგებენ და ეს კარგიაო. სინამდვილეში კი მსოფლიო ბანკის კლასიკური სქემა ხორციელდება. წაიკითხონ პერკინსის "ეკონომიკური მკვლელის აღსარება", გაახილონ თვალები და მიხვდნენ, რომ ამ ვირტუალური დახმარების სანაცვლოდ იპოთეკაშია ჩადებული მთელი საქართველო. ქართველ ხალხი გაღატაკდა, ქვეყნიდან გარბის და ვის რჩება საქართველო? ტრანსნაციონალურ კომპანიებს, რომლებიც ტრადიციული კულტურების ქვეყნებს ანადგურებენ. მარი ზანდუკელი http://www.kvirispalitra.ge/politic/5968-qipothekashia-chadebuli-mtheli-saqarthveloq.html -
Saturn იცის უკვე
-
გაგახსენებთ, "კვირის პალიტრასთან" ბოლო ინტერვიუში განაცხადეთ, 2010 წლის მერე "ფორუმი" პოლიტიკაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავსო. ორი კვირა დარჩა. - მუხტის ასაწევად პოლიტიკოსმა შეიძლება ასეთი უტრირება გააკეთოს. მინდა მტერიც და მოყვარეც დავამშვიდო, არსად წასვლას არ ვაპირებ. "სახალხო კრება" ისეთი ორგანოა, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. -- ინტერვიუს ნაწყვეტი გუბაზ სანიკიძესთან... http://www.kvirispalitra.ge/politic/5961-qme-arsad-tsasvlas-ar-vapirebq.html პ.ს. ამის უნამუსო დედა ვატირე... კი ვთქვი მარა ვხუმრობდიო?! თუ რას ნიშნავს უტრირერება? მოკლედ გუბაზ შენ ოპოსპექტრში ყველაზე დიდი Y აღმოჩნდი :yes:
-
zabette +1 ძალიან ძალიან ბევრი რამე რაც გვჭირს, მაგის ბრალია!
-
ტუბერკულოზის პრობლემა საქართველოს ციხეებში
newstudio replied to ANDRIA64's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
FRIDRIX სანამ ხელისუფლებაში არიან -
zabette მარტო ერორებს უსმენ თუ?! კონკრეტულად რა გაინტერესებს>!?
-
PEPE. fashisti რამე კანონი დაირღვა? :018:
-
FRIDRIX FRIDRIX რა მეთოდებით?
-
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Marta1 თბილისის მერს რო 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი ოფიციალურად, ბიუჯეტიდან ცხადია... :018: ისევ და ისევ საზოგადოება თუ არ გამოვფხიზლდით... ბოლომდე დაგვერხევა... -
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Marta1 უშეცდომო არავინაა და ნაცებს ჩვევიათ იდეის კი არა პერსონების დისკრედიტაცია, როცა იდეას ვერ უპირისპირდებიან -
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator რა რეაქცია იყო?! -
საზოგადოების ამოძრავება შესაძლებელია?!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Blaugranator მე კიდევ მგონია რომ კი უბრალოდ ნამეტანი დაფანტულია და იმედგადაწურული... -
მართალია ძველი ვიდეოა.. მაგრამ რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენ ჩვენიც რო გავიხსენოთ არ გვაწყენდა მგონი :018:
-
ვუსვამ- პოლიტიკოსების გარეშე!!!!!! პოლიტიკური მეძავეების გარეშე, თუ გნებავთ... მოძრაობას, რომელიც ქართული საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან ერთად, მესამე სექტორის ლიდერებს, მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, ქართულ ემიგრაციას გააერთიანებს. დიდხანს ვაკვირდებოდით პოლიტიკურ ძალებს... ველოდით... ვაძლევდით შანსს, რათა შეეცვალათ არსებული ვითარება, მაგრამ... ვერ შეძლეს, ან არ შეძლეს... ზოგი არჩევნებისკენ იწევს, ზოგიც გაურკვევლი მარშრუტებით ატარებს ისედაც დაღლილ და ფეხსაცმელდახეულ ჩვენს თანამოქალაქეებს... მიწაზე გვაწვენენ... ამასობაში კი, თამაზ დადვანებს გვიკლავენ... ჩვენ არ ვუპირისპირდებით სახალხო კრებას, ან სხვა რომელიმე საზოგადოებრივ გაერთიანებას. პირიქით, ვმოქმედებთ სწორედ ქართული საზოგადოების დაკვეთის თანახმად, რომელიც დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკოსების მუქარით, დაპირებებითა და დემაგოგიით... გიწვევთ ყველას... იცოდეთ: ყოველი თქვენგანის მონაწილეობას ამ მოძრაობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს... ამ მოძრაობას სწორედ თქვენ შექმნით... თქვენ დაგეგმავთ და განახორციელებთ კონკრეტულ ნაბიჯებს... გეტყვიან: პოლიტიკოსების გარეშე არაფერი გამოვა! დამიჯერეთ: ეს არასწორი ხედვაა... მსოფლიო იცნობს კონკრეტულ მაგალითებს, როცა ქვეყნის ცხოვრება საზოგადოებამ, ხალხმა შეცვალა და განავითარა... აქ არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს დახურულ კარს მიღმა... მხოლოდ ერთეულები...ვიმეორებ: აქ ერთად შევთანხმდებით, როგორ ვიმოქმედებთ... ერთად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ამ ქმედებებს... და გვეყოლება არა ერთი, ან ათი, არამედ 100 ლიდერი... 2000 ლიდერი... წინააღმდეგობის მოძრაობა პირველ ეტაპზე თბილისში გააქტიურდება... დამირეკეთ... შემხვდით... ვისაც ამ მოძრაობაში გაერთიანების სურვილი გაგიჩნდებათ... ნუ გადადებთ ამ შეხვედრას, რადგან დრო არ ითმენს... კარგად გააანალიზეთ, ხართ, თუ არა მზად თავდადებისათვის, რომელიც ასე აკლდა ჩვენს ბრძოლას ბოლო 7 წლის მანძილზე... პატივისცემით, სიყვარულით ირმა ინაშვილი... 897 11 99 11; წყარო, ფეისბუქი
-
Saturn და პარლამენტი იდეაშI რა სტრუქტურაა?!
-
Четыре кинопроекта об основателе скандально известного интернет-ресурса WikiLeaks Джулиане Ассанже вскоре стартуют в Голливуде, сообщает в субботу интернет-портал об американском шоу-бизнесе Wrap. Режиссером одного из проектов станет известный американский документалист Майкл Мур - автор нашумевшего фильма "Фаренгейт 9\11" , который уже высказался в поддержку Ассанжа в социальной сети Twitter. По данным издания, в своей новой картине Мур собирается сфокусироваться на связях между правительствами разных стран и "разоблачить способы, которые они используют для вовлечения ничего не подозревающих граждан в свои махинации". Кроме того, для своей новой картины Мур собирается раздобыть новые секретные документы и данные. Бюджет всех картин может составить от 7 до 100 миллионов долларов. Помимо Майкла Мура, в проектах могут принять участие такие известные режиссеры, как Стивен Гэган, Джон Камерон Митчел, Роланд Эммерих, снявший фильм-катастрофу "2012", и создатели "Социальной сети" Аарон Соркин и Девид Финчер. В качестве претендентов на роль Ассанжа в проектах фигурируют Лайэм Нисон, Аарон Экхарт и даже Бред Питт. При этом жанры будущих картин - от приключенческого до документального, сообщает сайт. Несмотря на четыре кинопроекта, работа над которыми уже ведется, возможно появление и новых продюсеров, заинтересовавшихся историей Ассанжа, отмечает издание. http://newsru.com/cinema/11dec2010/assange.html პ.ს. ოთხ ფილმს გადაიღებენ...ერთერთი დოკუმენტური იქნება მაიკლ მურის რეჟისორობით...ფარენჰეიტ 9/11 ვინც გააკეთა რავი თუ მოდერები გადაწყვეწტენ შეუერთონ სხვა თემას... მაგრამ ცოტა სხვა კუთხით რო შევხედოთ? შესაძLებელია თუ არა ინტერნეტით რევოლუციის მოხდენა?!
-
Lo Janko სეკულარული არ ნიშნავს რომ ჩვენ ისტორიულ მემკვიდრეობაზე უარი ვთქვათ... ისა და ბიუჯეტი როგორ უნდა დგებოდეს? საზოგადსოების თანხმობით ხო? სხვა პრობლემა ვერ ნახეთ ვერაფერი?!
-
ძალიან კარგი სტატიაა 2001 წლის ბიუჯეტზე http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2352 რასაც შეიძლება მოჰყვეს დამშეული ხალხის ქუჩაში გამოსვლა?! – დიახ, კლასიკურად ეს იწოდება, როგორც ბუნტი. მასობრივი უკმაყოფილობის გამომხატველი რევოლუცია ჩვენთან არასდროს მომხდარა. ერთი რევოლუციაც და მეორეც, რუსთაველის გამზირის რევოლუცია იყო, შედეგებს აღმაშენებლის გამზირამდეც არ ჩაუღწევია, არათუ მაგალითად, ორთაჭალამდე, პერიფერიებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ. ფაქტობრივად, ეს იყო სკამებისთვის ბრძოლა და შედეგად, რაც მივიღეთ, დღეს ყველასთვის ცნობილია. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სოციალურ ბუნტზე, ამაზე საუბარი კიდევ უფრო მიმძიმს, რადგან ყველა ქვეყანაში ეს არის სისხლისღვრის, ძმათაკვლის და უსამართლობის სინონიმი, რისი შედეგიც არაპროგნოზირებადია. ღმერთმა გვაშოროს, უფალმა დაგვიცვას ამისგან; ასეთ შემთხვევაში, პრაქტიკულად არ არის შანსი მოვიდეს გონიერი ხელისუფალი. ყველაზე მეტი ალბათობა ისაა, რომ მშიერ მასას ვიღაცა მაღალ პენსიას, მაღალ ხელფასს დაპირდება, შემდეგ დანაპირებს ვერ შეასრულებს, ექვს თვეში მისი დამხობის საკითხი დადგება და დაამხობენ კიდეც. ეს პროცესი დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს. თუ სოციალური ბუნტის კლასიკურ გაგებას დავამატებთ ქართულ ტრადიციულ ემოციურობას, მომიტევეთ, მაგრამ წინდაუხედაობას და არაპრაგმატულობას, ასეთი ბუნტი ქართველების შესრულებით, კაცობრიობის ბოლო საუკუნეების ისტორიაში სამაგალითო შეიძლება გახდეს. 2011 წლის ბიუჯეტი, სახელემწიფოს ამ საფრთხისგან სამწუხაროდ, ვერ დაიცავს.