17:22 03-01-2011 საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე სამი ვეტერანი დააკავეს . ისინი ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის, ზურაბ აბაშაძის ინფორმაციით, დაკავებულები არიან თოფურია, იამანიძე, რევიშვილი. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაკავებულია კიდევ ორი პირი. მათი ადგილსამყოფელი ჯერ უცნობია. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეების ერთ-ერთ ახლობელ ქალბატონს ფიზკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ვეტერანებმა გააპროტესტეს, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. მანამდე ვეტერანებთან მივიდა გია ყარყარაშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდა. როგორც გია ყარყარაშვილმა მათ განუცხადა, მათი მიზანი, რომ ხელისუფლების ყურადღება მიიპყრონ, უკვე შესრულებულია და აქციის მონაწილეები უნდა დაიშალნონ. ყარყარაშვილთან ერთად ვეტერანების აქციაზე მივიდა ასევე ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ბათიაშვილი, სახალხო კრებისა და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები. ისინი პოლიციელების ქმედებას აპროტესტებდნენ და ვეტერანებს მხარდაჭერას უცხადებდნენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-1993 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოთხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ. ვეტერანები შიმშილობის შეწყვეტას 6 იანვრისთვის გეგმავდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/155813-policiam-sami-veterani-daakava.html პ.ს. ძაღლები ყოველთვის ძაღლებად დარჩებიან