Jump to content
Planeta.Ge

newstudio

ადმინისტრატორი
  • პოსტები

    16.762
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    21

ყველა პოსტი newstudio

  1. Saturn უკაცრავად და ღორისთვის 5 000იც ცოტაა... და მაინც ჩაერთვება საცხოვრებლად და თან ნორმალურტად 2 000იც გეყოფა...
  2. Saturn პრემიაზეა აქ ლაპარაკი და არა ხელფასზე... და მინისტრის მოადგილეს თუ ექნება 2 000 ლარი ხელფასი... მე მგონი ამ გაღატაკებულ ქვეყანაში სრულიად საკმარისია! არ დაგავიწყდეს რომ მობილურშI და ტრანსპორტშI არ ხარჯავენ ფულს...ეს კი არის დამატებით 200-500 ლარი
  3. Siknadmo ხუმრობ? ჯერ ხო ძალიან მაღალი ხელფასები აქვთ საშუალო ქართულთან შედარებით... მერე მეორეც უამრავი ლგოტები (მობილური ტრანსპორტი და ა.შ.) და კიდე პრემიები? ნაგლობა გამიგია მარა ასეთი?!
  4. http://a.pix.ge/t/vqww1.jpg ანუ ამ მონაცემებით მინისტრმა, მოადგილეებმა და დეპარტამენტის უფროსებმა გაილაღეს რა./.. შარშან 500 000 ლარი დაიხარჯა ზემოთ ნახსენები გვამების პრემიებზე http://www.opendata.ge/pdf_files/20092010%20wlis%20ministris%20premiebi0001.pdf და ამ დროს ფული არ არისო და გვიძვირებენ ყველაფერს.... არა რა, ესენი ისე უნდა შეაჯანჯღარო, არასდროს აღარ მოუნდეთ მსგავსი დეგენერატობის გაკეტება...
  5. T_A_T კი მანდ იყო.,,, პ.ს. ერთი კითხვა მაქვს... რუსეთში მიმდინარე მოვლენები როგორ აისახება საქართველოზე თქვენი აზრით?!
  6. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების" ინსტიტუტსა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განათლების სამინისტროებმა უარი განაცხადეს . ამის შესახებ დღეს ახალი ვებგვერდის www.opendata.ge პრეზენტაციაზე საიტის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ახალ ვებგვერდზე განთავსებულია სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ ინფორმაცია, სამინისტროების ბიუჯეტი და სარეზერვო ფონდები. როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ყველაზე დახურული სამინისტროებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაცია; ყველაზე გამჭვირვალე კი – რეინტეგრაციებვის საკითხთა სამინისტრო. პროექტის ფარგლებში ზემოაღნიშნულმა ორგანიზაციებმა სახელფასო ფონდებისა და პრემიების შესახებ კითხვარები 21 უწყებას გადაუგზავნეს. მათ შორის 11-მა ორგანიზაციის შეკითხვებს უპასუხა ნაწილობრივ, 5-მა – სრულიად, 4-მა – უარი განაცხადა თანამშრომლობაზე, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ უარის მიზეზად კანონმდებლობა დაასახელა. "არის შემთხვევა, როდესაც გაცემული პრემიების ოდენობა აღემატება სახელფასო ფონდს. ეს შემთხვევა კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაფიქსირდა. ყველა სამინისტროში სახელფასო და პრემიების ფონდები თანაბარია. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეყრდნობა 2008, 2009 და 2010 წლების მონაცემებს",-ითქვა საიტის პრეზენტაციის დროს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/154302-prezidentis-administraciam-da-ramdenime-saministrom-akhal-saitthan-thanamshromlobaze-uari-ganackhades.html პ.ს. წარმატებები ვუსურვოთ... ისე, მეჩვენება თუ დემოკრატიული განვითარების გრანტების ახალი ტალღა წამოვიდა 2003 წლის შემდეგ?!
  7. ჰა ჰა ჰაააააააა სულხან მოლაშვილი პრემიების გაცემისთვის დაუჭერიათ თავის დროზე
  8. ioio სომხეთში არა სომეხი რამდენი პროცენტია?! და რატომ უნდა გავაპროტესტოთ!?
  9. kisa არავის არ დაედგომება იგივე სომხები და აზერები მასიურად მიგრირებენ თავის დედა სამშობლოში...
  10. Grig :018: :018: და ამ დროს უამრავი ადამიანი ელემენტარული უსახსრობის გამო იღუპება
  11. არა ჯოგი არ დაგავიწყდეს, ეგეც ინსტიქტია მაშIნ პ.ს. თემა რატომაა დახურული?!
  12. lasha1997 არ ვიცი როგორც ჩანს ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა სამინისტრომ ჟურნალს/... მანდ შეიძLება უფრო მეტი ამბები გავიგოთ ვიდრე ველოდით...
  13. kisa ვარძელაშვილი,.,, ეხლკა სპორტის და რაღაცის მინისტრია... არც ნამუსი არც ადამიანობა... lasha1997
  14. ნინო რობაქიძე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ 2009 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე ხელფასის სახით 77 880 ლარი აიღო. ხელფასზე დარიცხული პრემიის სახით კი მისი შრომის ანაზღაურების 80%-ზე მეტი, ანუ ამავე პერიოდში მინისტრისთვის დარიცხულმა პრემიამ 62 580 ლარი შეადგინა. გოგა ცაჩიძე სამინისტროში ერთადერთი პრემირებული თანამშრომელი არ არის. მინისტრის მოადგილეებმა დავით იოსელიანმა და ვლადიმერ გეგელაშვილმა ხელფასთან ერთად დარიცხული პრემიების სახით შრომის ანაზღაურების 70%-მდე მიიღეს. პრემიებს სამინისტროში მხოლოდ თანამდებობის პირებს - მინისტრის მოადგილეებს, სამმართველოს უფროსებს, მინისტრის მრჩევლებს უწერენ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არცერთი სამსახურის მთავარ სპეციალისტსა თუ სპეციალისტს 2009 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 ნოემბრამდე პრემია არ მიუღია. სულ სამინისტროს სახელფასო დანახარჯი აღნიშნულ პერიოდში 3 485 389,69 ლარია. გარდა ამ სამი მილიონნახევრისა პრემიების სახით სამინისტრომ 619 120 ლარი გასცა და ეს თანხა მთლიანად სამინისტროს მაღალჩინოსან თანამშრომლებს გაუნაწილა. არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI (Institute for Development of Freedom of Information) რომელმაც ამ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი „ლიბერალს" მოაწოდა საქართველოში საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისთვის და ხელმისაწვდომობისთვის მალე ახალ ვებ-გვერდს www.opendata.ge- ს გახსნის. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, ამ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდები/პრემიები, ბიუჯეტები, სამინისტროების საკუმუნიკაციო ხარჯების ოდენობა და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაცია. საიტის პრეზენტაციაზე კი ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით დასახელდება ყველაზე გამჭირვალე და დახურული სამინისტროები. http://liberali.ge/node/4265 პ.ს. უკაცრავად და კორუფცია რაღაა?!
  15. სანდო წყარომ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტს ამცნო რომ სახალხო კრებამ და ნინო ბურჯანაძემ ასავალ–დასავალის ჟურნალისტებს ჯაბა ხუბუას და გიორგი მამაცაშვილს სახალხო კრების სპეციალური გაზეთის მომზადების შეკვეთა მისცა. მკითხველს შევახსენებთ რომ ორშაბათს ასავალ–დასავალმა გამოქვეყნა წერილი ჯაბა ხუბუას ავტორობით, სადაც ლევან გაჩეჩილაძის ხელნაწერზე იყო საუბარი–რომელიც თითქოს მან მიხეილ სააკაშვილს დაუწერა. გაჩეჩილაძე ავტორის მტკიცებით სააკაშვილს 15 მილიონს და პრემიერ–მინისტრის პოსტს სთხოვდა. გაზეთის ორივე ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა და ჯაბა ხუბუამ დაადასტურეს ინფორმაცია რომ სახალხო კრებამ ნამდვილად შეუკვეთა მათ სპეციალური საგაზეთო ნომრის მომზადება სადაც სახალხო კრების სამომავლო პროგრამაზე და მათ გეგმებზე იქნება საუბარი... –––––გიორგი მართალია რომ ასავალ–დასავალის ჟურნალისტები, კერძოდ თქვენ და ჯაბა ხუბუა მუშაობთ სახალხო კრების და ნინო ბურჯანაძის სპეციალური საგაზეთო ნომრის მომზადებაზე... კი, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის ანუ აქ ასავალ–დასავალი არაფერ შუაშია ჩვენ როგორც კერძო პირებს გვაქვს შეკვეთა აღებული... –––––კი მაგრამ ხომ იცით რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად გაამყარებს თქვენი ოპონენტების განცხადებას რომ ასავალ–დასავალში ლევან გაჩეჩილაძის მბრალდებელი წერილის გამოქვეყნების უკან ნინო ბურჯანაძე და სახალხო კრება დგას?! იცი რა ჩემო კარგო ენას ძვალი არ აქვს და ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს.. –––––ჯაბა თქვენ და ასავალ–დასავალის სხვა ჟურნალისტები ნამდვილად მუშაობთ ნინო ბურჯანაძის და სახალხო კრების დაკვეთით სპეციალურ საგაზეთო ნომერზე?! კი ეს ასეა მაგრამ აქ ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ, ეს არის კერძო შეკვეთა და ჩვენ ვმუშაობთ ამაზე.. ––––კი ჯაბა მაგრამ ხომ ხვდები რომ ეს გაამყარებს თუნდაც იგივე ეროსი კიწმარიშვილის განცცხადების შინაარსის ვერსიას სადაც მან ნინო ბურჯანაძე ირიბად დაადანაშაულა ამ ლევან გაჩეჩილაძის წინააღმდეგ ასავალ–დასავალის მეშვეობით შავი პიარის აგორებაში?! მე ჩემო კარგო საპარლამენტო არჩევნები რომ იყო მაშინ ქრისტიან–დემოკრატებზე ვმუშაობდი.., ––––ხომ იცი რომ ეს ბევრ შეკითხვას გააჩენს–და იმაშიც დამეთანხმები რომ როდესაც კონკრეტული სუბიქეტის შეკვეთაზე მუშაობ ეს წარმოშობს ჟურნალისტის მორალურ პასუხისმგებლობას ?! კი მაგრამ მე არ ვმუშაობს ერთი ადამიანის შეკვეთაზე და მინდა ეს იყოს დაფიქსირებული–მე არ ვმუშაობ ნინო ბურჯანაძეზე მე ვმუშაობ სახალხო კრებაზე... ––––რომლის ლიდერადაც მოიაზრება ქალბატონი ნინო ხო? მე არ ვიცი ვინ ლიდერად მოიაზრება და ვინ არა მაგრამ მინდა იცოდეთ ჩემი დამოკიდებულება რომ მე სახალხო კრებას ვუკეთებ საქმეს და არაპოლიტიკოსებს... ისე არ დაიდოს მასალა რომ მე ერთ ადამიანზე ვმუშაობ–მე ვაკეთებ გაზეთს სახალხო წარმომადგენლობისთვის და არ ვმუშაობ მხოლოდ ბურჯანაძეზე.. და ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ რომ რომ ეს კრებისთვის კეთდება... –––კი მაგრამ ოპონენტები ხომ იცი რომ ბევრ შეკითხვას დაგისვამენ..?! რაც უნდა ის ქნან ისინი ამბობენ რომ მე მერაბიშვილის აგენტი ვარ მაგრამ ვაარ?! http://journalist.ge/?menuid=2&id=1011&lang=1 პ.ს ხო ვიძახდი გრეჩიხას წინააღმდეგ (და ასევე მიშას) ბურჯააძე ჩალიჩობს თქო.. არა რა. სერიოზულ დებილები არიან ყველა მხარეს...
  16. Saturn ხო მარა ასეთი მიჩმორებაც ტეხავს... ზოგადად, ადამიანურად
  17. თუ ჩხუბია აგერ დღევანდელი გინება))) http://www.interpressnews.ge/ge/video.html?view=video&video=261
  18. T_A_T ანუ რა ქნან მორიგეობა მოაწყონ? იქ მაცხოვრებლებმა
  19. სპორტის სასახლესთან მდებარე ქუჩების მობინადრეები საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ. სპორტის სასახლესთან და ~მაკდონალდსთან~ მდებარე სკვერში დღეს კომპანია ~საბურთალო 2010~-ის წარმომადგენლებმა შესაბამისი ფირნიში გამოაკრეს, სადაც აღნიშნულია, რომ ამ სკვერში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა აშენდეს. ტერიტორიის შემოსაღობად ფიცრები მიიტანეს, ხეების ამოსაძირკვად კი ბულდოზერიც მიიყვანეს. აღნიშნული ფაქტის გამო კოსტავას, ტყვარჩელისა და ბერბუკის ქუჩის მოსახლეობამ მშენებლებს სამუშაოების დაწყების საშუალება არ მისცა და საპროტეატო აქცია გამართა. სკვერთან მცხოვრები დარეჯან ნეფარიძის განცხადებით, ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს პოლიციის განყოფილების აშენება უნდოდათ, მაგრამ მცხოვრებთა თხოვნის გათვალისწინებით შენობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით აშენდა. ~დიდი მადლობა ვანო მერაბიშვილს გულისხმიერებისთვის. ამ სკვერში ეკლესიის აშენებას მცხოვრებლები საკუთარი ხარჯებით ვგეგმავთ, თან ისე, რომ ერთი ხეც არ მოიჭრება, მაგრამ ნებართვას არ გვაძლევენ. სამაგიეროდ სანაყინის მშენებლობის ნებართვა გასცეს. მიმდებარე ქუჩებზე ეს სკვერი ერთადერთია, სადაც გამწვანებაა და ამის განადგურება დაუშვებელია~,-განაცხადა დარეჯან ნეფარიძემ. მობინადრეთა პროტესტს ~რესპუბლიკური პარტიის~ წარმომადგენელი თინა ხიდაშელი, ~კონსერვატიული პარტიის~ აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, ~ხალხის პარტიის~ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე, ~ახალი მემარჯვენეების~ ლიდერები დავით საგანელიძე და მამუკა კაციტაძე შეუერთდნენ. მამუკა კაციტაძე, რომელიც აღნიშნულ სკვერთან ცხოვრობს, აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მერიის ორი დოკუმენტი არსებობს. ერთი დოკუმენტის საფუძველზე მშენებლობა ნებადართულია, ხოლო მეორე დოკუმენტის თანახმად, მშენებლობა იკრძალება. ~ამბობენ, აქ სანაყინე უნდა აშენდესო. აქ სკოლაც რომ ააშენონ და ეს უკანონოდ განხორციელდეს, მაინც დიდი პროტესტი მექნება. ეს ადგილი ამ ქუჩების ერთადერთი სკვერი და ~ფილტვებია~,-აღნიშნა მამუკა კაციტაძემ. თინა ხიდაშელის თქმით, აღნიშნული ვითარების გარკვევა სასამართლოს გზით უნდა მოხდეს და ის სარჩელს სასამართლოში აუცილებლად შეიტანს. საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებიც იმყოფოდნენ. იქვე იყო მშენებლობის მწარმოებელიც, რომელმაც არც ვინაობა დაასახელა და კომენატარზეც უარი განაცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/154107-sportis-sasakhlesthan-mdebare-quchebis-mobinadreebi-sazogadoebrivi-danishnulebis-obieqtis-msheneblobis-datsyebas-aprotesteben.html
×
×
  • შექმენი...