-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
babuagiorgi და არ იცი საქართველოშI სამართალი რომ არ არის?!
-
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადმინისტრაციის ტექნიკური პრობლემების გამო შეხვედრა გადაიდო , სავარაუდოდ ახალი წლის მერე... ხაზს ვუსვავ პლანეტას ადმინისტრაციის გამო , ანუ ჩემი და ლაშა-ალოს გამო, თორემ თავად ბექა კი არის ეხლაც ჩემს გვერდზე... რისთვისაც გიხდით ბოდიშს ... -
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
T_A_T Nukriko Siknadmo დაიწყება რამდენიმე წუთში ... ბოდიში დაგვიანებისთვის... -
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეგახსენებთ ლაივის ყურება შეგიძლიათ აქ... http://live.planeta.ge/ -
[ინტერპრესნიუსი] საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კერძო სექტორს "გამოღვიძებისკენ" და მესტიის საშუალებით "გამდიდრებისკენ" მოუწოდებს . როგორც პრეზიდენტმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მას უკვირს რატომ "სძინავს" კერძო სექტორს. "მთავარი რაც ამ ადგილს სჭირდება, სასტუმროებია. მართლა გამკვირვებია, რატომ სძინავს კერძო სექტორს. სასტუმროები შენდება ბათუმში, გუდაურში, მაგრამ გუდაურში არის სეზონი მხოლოდ ზამთრაში, ბათუმში - მხოლოდ ზაფხულში. ეს არის ადგილი, სადაც სეზონი არის სულ", - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, მესტია თავისუფალ ტურისტულ ზონად არ გამოცხადდება. "აქ არ ვაცხდებთ თავისუფალ ტურისტულ ზონას. ეს არ არის სწორი. აქ ჩვენ ერთ ლარად გავცემთ მიწას, ეს საკმარისზე მეტია, რა გადასახადებისგან გათავისუფლებაზე ვალაპარაკობთ, აქ ექნებათ ოქროს ზოდები. საწყისი კაპიტალი უჭირთ მეწარმეებს და ამიტომ ვაძლევთ მიწას ერთ ლარად, თორემ ისიც არ უნდა მიგვეცა. მოვუწოდებ ყველას, სანამ მიწა არის და მიწა არის ცოტა, თვალები გაახილონ, ააშენონ და გამდიდრდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. წინა სხდომა საქართველოს მთავრობამ სათაფლიის მღვიმეში გამართა. დღეს კი მესტიაში, ქვესკნელიდან მთებში აღმოვჩნდით", - აღნიშნა სააკაშვილმა. http://www.presage.tv/?m=news&NID=3599 პ.ს. კხმ
-
თბილისის მეტროპოლიტენმა შესაძლოა 2011 წლიდან მუშაობის ხანგრძლივობა 2 საათით შეამციროს. ელექტრონული მედია მეტროს ერთ-ერთ ოპერატორზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომავალი წლიდან მეტრო სავარაუდოდ დილის 7-დან 23 საათამდე იმუშავებს. ამავე ინფორმაციით, ამ ნაბიჯის მიზეზი ელექტროენერგიის ზედმეტი ხარჯვაა. დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი დილის 6–დან ღამის 12 საათამდე მუშაობს. შეგახსენებთ: მეტროს მუშაობაში მიმდინარე წელს უკვე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მეტროპოლიტენი დილით და საღამოს საათებში 10–წუთიანი ინტერვალებით მუშაობს. არის თუ არა რეალურად მოსალოდნელი მეტროს მუშაობის ხანგძლივობის შემცირება ამის გასარკვევად “თბილისის მეტროს” ხელმძღვანელს დავუკავშირდით. თუმცა, ლევან კოპლატაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ასეთი ცვლილება დღის წესრიგში არ დგას. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=21894&ct=6
-
მეტის ღირსები ვართ,რადგან თავმოყვარეობა აღარ გაგვაჩნია.
newstudio replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მგონი ამ თემას ზუსტად ეხება: "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ და აცხადებენ , რომ 2011 წლის ბიუჯეტი საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა ირაკლი ქადაგიშვილმა და დავით ონოფრიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ირაკლი ქადაგიშვილმა ხელისუფლების პოლიტიკა შეაფასა, როგორც უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და ფსევდოლიბერალური და აღნიშნა, რომ სწორედ ამ პოლიტიკამ შეიყვანა ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში. მისივე თქმით, ამის შედეგად საქართველოში გაიზარდა უმუშევარობა, საგარეო და საშინაო ვალი და შემცირდა ინვესტიციები. მან საკუთარი ხალხის მიმართ ცინიზმი უწოდა პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ინფლაციის გაძლიერება მსოფლიო ფასებმა განაპირობა. "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ინფლაცია უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია ხელისუფლების უუნარობით და უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკით. საქართველოში არსებული 11%-იანი ინფლაციის გადაბრალება საერთაშორისო ფასების ზრდაზე ნავთობსა და საკვებ პროდუქტებზე, არის პასუხისმგებლობის თავის არიდების მცდელობა", - განაცხადა ქადაგიშვილმა. საკუთარი ხალხის წინაშე უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი მაგალითი უწოდა დავით ონოფრიშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. მისი თქმით, ბიუჯეტის მიხედვით არ იზრდება პენსიების ოდენობა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარება, მაშინ როდესაც საქართველოში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვმა 1,8 მილიონს გადააჭარბა. ონოფრიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ბოლო წლებია, ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. "ასევე კატასტროფულად გაიზარდა ფასები სასიცოცხლოდ აუცილებელ სასურსათო პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას სხვადასხვა სახის გადასახადების გაზრდით და არაადექვატური ჯარიმა-საურავების დაწესებით ცდილობს", - აღნიშნა მან. "თავისუფალი დემოკრატები" მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას სოციალური აფეთქების საშიშროების წინაშე აყენებს, რაც თავის მხრივ, პოლიტიკური პროცესების შემდგომ მარგინალიზაციას გამოიწვევს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155120-irakli-qadagishvili-khelisuflebis-politika-upasukhismgeblo-arakvalificuri-da-fsevdoliberaluria.html -
"ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია თბილისში წყლის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებს . წყლის გაძვირებასთან დაკავშირებით, საპროტესო აქცია ~ახალი მემარჯვენეების~ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ დედაქალაქის მერი გიგი უგულავა გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ისედაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უმძიმეს პირობებში აყენებს. როგორც აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა დავით ფაცაციამ აღნიშნა, საჭიროა მოსახლეობის საერთო პროტესტი, რათა წყლის ტარიფი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს და ~უგულავას მიერ დაწესებული~ და თბილისელების მიერ გადახდილი ~ალოგიკური~ გადასახადებით ~ჯორჯიან ვათერ პაუერის~ უცხოელი მეპატრონეები არ გამდიდრდნენ. დავით ფაცაციამ თბილისელებს მოუწოდა 1 დღე-ღამის განმავლობაში ყველა ონკანი მოუშვან და ასე გამოხატონ გაზრდილი წყლის ტარიფის გამო პროტესტი. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155117-qakhalma-memarjveneebmaq-meriasthan-saprotesto-aqcia-gamarthes.html იმედი მაქვს ასე წვეთწვეთობით ნელნელა გამოფხიზლდება ყველა...
-
analgin მადლობა და იხურება
-
თბილისის მერიამ აღარ იცის სატრანსპორტო კოლაფსს თავი როგორ დააღწიოს. მთელი წლის განმავლობაში ყვითელი ავტობუსების რაოდენობას წარმატებით ამცირებდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ხაზებზე საკმარისი რაოდენობის მანქანები არ მოძრაობს და ამიტომ გაზრდა იგეგმება. მუნიციპალური ტრანსპორტი მერიის მოურჩენელ პრობლემად გადაექცა. თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თამაზ შოშიაშვილის თქმით, დედაქალაქში გარკვეულ სამარშრუტო ხაზებს ავტობუსები დაემატება. მისი თქმით, ავტობუსების სამარშრუტო ხაზების რაოდენობის შემცირებამ, პირველ ხანებში, მოსახლეობაში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია. ამიტომაც, მერია აღნიშნულ თემაზე მუშაობს, მუდმივად ხდება პროცესის შესწავლა. “იგეგმება ავტობუსების დამატება იქ, სადაც საკმარისი არ არის. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, - აღნიშნა შოშიაშვილმა. http://www.presage.tv/?m=society&AID=2552 პ.ს. ასე დაუგეგმავად რომ ახორციელებენ ყველაფერს. იმიტომაც არის რომ კარგი საქმეებიც ცუდად მტავრდება... აბრალონ ოპოზიციას და რუსეთს თავის უტვინობა...და ქვეყანაც აშენდება
-
ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დღეს შვიდ საათზე -
T_A_T ერთი შეიძLება ითქვას... ჩვენი მთავრობა უსაქმურთა სბროდია...
-
საერთაშორისო ავიახაზების, "სკაი ჯორჯიას" პრეზიდენტი გიორგი კოდუა თებერვალში საქართველოს დატოვებს და ტანზანიაში გააგრძელებს საქმიანობას . საქართველოდან წასვლის მიზეზებს კოდუა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს და საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ქართულ ავიაციაში არსებობს. "ავიაცია ისეთი პოლიტიზებულია, რომ ყოველთვის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. ამას წინათ პრეზიდენტმა ახსენა სინგაპურიზაცია, რაც სწორი მესიჯი იყო, მაგრამ ამას შესრულება უნდა. მცირემიწიან სინგაპურში ტურიზმის განვითარება ავიაციამ განაპირობა... მოსაზრება, რომ არაქართული ქვეყანა და ავიაცია ტურიზმს აგიმუშავებს, მაგალითად, "თურქიშ აერლაინი", მიამიტურია", - აღნიშნავს კოდუა. "სკაი ჯორჯიას" პრეზიდენტის განცხადებით, ავიაციის სფეროში სრული უკონტროლობაა, რაც არაპროფესიონალიზმით არის გამოწვეული. "პირველ რიგში, ავიაციის დეპარტამენტი კვალიფიციური კადრებით უნდა დაკომპლექტდეს. ჩვენ გვიხარია აქ უცხოური ავიაკომპანიის შემოსვლა, მაგრამ ეს არ არის ამოცანის გადაწყვეტა", - დასძენს ის. მისი მოსაზრებით, თუ გსურს, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკაში წარმატებას მიაღწიო, ყველა ქვეყანაში უნდა გქონდეს რეისები და ადვილად უნდა იყოს შესაძლებელი საქართველოში დაბალი ტარიფებით ჩამოსვლა. როგორც კუდუა აღნიშნავს, ამას მხოლოდ ქართული ავიაცია გააკეთებს, თუმცა, მისივე თქმით, დღეს ქართული ავიაცია არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. "ჩვენი ერთადერთი კონკურენტის, ავიაკომპანია "აირზენას" თავის ტკივილი არის ის, როგორ გადაიხადოს ფული, არ დაიჭირონ და სხვა... "ვარდების რევოლუციის" შემდეგ კონტროლი მოიშალა; დღეს საქართველოს ავიაბაზრის 13 პროცენტი უკავია "თურქიშ ეარლაინს", 14% - "ლიუფტჰანზას" და 14% - "აირზენას", თუმცა ამ უკანასკნელში მგზავრი აღარ ჯდება. არავითარი პატრიოტიზმი ქართულ ავიაციაში აღარ არსებობს და მთავრობიდან დაწყებული, უბრალო ადამიანებით დამთავრებული, აქებს და ადიდებს უცხოურ კომპანიებს. საქართველოში ავიაციის განვითარების სტრატეგია არ არსებობს. მე, პირადად, დავიღალე ბრძოლით, ხელები ამიწევია, მივდივარ!", - აცხადებს გიორგი კოდუა. 5-წლიანი კონტრაქტის თანახმად, გიორგი კოდუა ტანზანიაში, კერძოდ, ქალაქ დარ-ეს-სალამში სახელმწიფო ავიაკომპანიის გენერალურ მენეჯერად იმუშავებს. მას ასევე გადაეცა "კილიმანჯაროსა" და "არუშას" ავიაკომპანიების ინფრასტრუქტურა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155103-giorgi-kodua-qvardebis-revoluciisq-shemdeg-aviaciashi-kontroli-moishala.html პ.ს. ხეხ, კოდუები რომ ოპოზიციაში გადავიდნენ და ნანა ჟორჟოლიანი კიდე მთავარ ოპო ჟურნალისტად მოგვევლინოს...
-
მამულის, ენისა და სარწმუნოების "დამცველები"
newstudio replied to Saturn's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Saturn მაიცა აყვავებული საქართველოდან ამერიკულ საბანძეთში მიდიხარ?! -
ტრადიციული ბინძური კამპანია SHARI რას ერჩი?
-
ისე, ყველაზე კარგ ფორმად დებატების გამართვა მეშვენება, ერთი ჩავატარეთ და მერე ჩაკვდასავით ეგ იდეა...
-
Ostap იმიტომაც ყავთ ჟირინოვსკი
-
lasha1997 ბაღაფშმა და კოკოითმაც მიულოცეს, ...
-
Александр Лукашенко проиграл прошедшие президентские выборы в Белоруссии и должен уйти со своего поста, заявил вице-спикер Госдумы РФ, лидер ЛДПР Владимир Жириновский. "Сейчас он, видимо, должен уйти, никакой инаугурации, он должен объявить новые выборы и сам в них не участвовать. Это было бы с его стороны единственно правильным шагом и подарком и белорусскому народу, и российскому", - цитирует российского политика сайт "Белорусский партизан". - Белорусская оппозиция документально подтвердила, что "убедительная победа" Лукашенко - обман (ВИДЕО) http://newsru.com/world/23dec2010/zhirlook.html პ.ს. მოკლედ ჟIრინოვსკიმ , ბელორუსის პრეზიდენტმა წააგო არჩევნებიო ხოდა, ჟირონოვსკი რომ ხელისუფლების რუპორია ეგეთ საკითხებში არ არის დიდი საიდუმლო...ვითომ ლუკაშენკოს წყალი შეუდგა?!დასავლეთიც არ ცნობს არჩევნებს...
-
მოკლედ როგორც მივხვდი ბურჯანაძეები მაგარი აჭრილები არიან რა უნდოდა ერფორუმს მაგ ქალთან?
-
DonCaredo მაღალინტელექტუალურად ვიგინოთ მაშIნ
-
გიორგი68 კი, მარა იქნებ ვინმემ ვინც იცის, ვიდეო ზარი კეთდება გოოგლი ტოლკ-ში?!
-
lasha_alo მოკლედ ოპოზიცია მიშაზე უფრო გვეკაიფება რა...