-
პოსტები
16.762 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
21
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი newstudio
-
ყარყარაშვილის ძალიან კარგი განცხადება
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds მე მგონი სხვა კონტექსტში თქვა...თუ ვინმე რამეს დაარღვევს ჩვენ თვითონ მოვუვლითო -
ყარყარაშვილის ძალიან კარგი განცხადება
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
asds რაო? babuagiorgi სერვერის ბრალია... -
ყარყარაშვილის ძალიან კარგი განცხადება
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko ნაცები მორალურად გაფუჭებულები არიან, მაგათმა ვის უნდა დასცინონ? :TAT: -
Siknadmo მე მგონი მიზეზ შედეგობრივი კავშირია... საზოგადოებრივი აღშფოთება... შემდეგ ელჩი და შედეგი(მცირე ჯერ)
-
გიორგი ყარყარაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 18:55 05-01-2011 გმირთა მოედანზე სამართალდამცველების მიერ ვეტერანების აქციის დარბევასთან დაკავშირებით, "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "შთამბეჭდავი სპექტაკლის მომსწრე გავხდით. ჯერ 27 დეკემბრიდან 3 იანვრამდე კანონიერი აქციის სრული იგნორირება, შემდეგ განაჩენი დარბევის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევას რომ წააგავს. შემდეგ, ყველას შესაშინებლად და ყველას დასანახად დაჭერა-დაპატიმრება, როგორც ბრძოლაში გამარჯვებული ფიზიკურად რომ გაგისწორდება მოწინააღმდეგეს სანამ საბოლოოდ არ დატკბება გამარჯვების ხიბლით. განსხვავებაც არის ჩვეულებრივი ბრძოლისაგან, სადაც დაპირისპირებული ორთავე მხარე წესების დაცვით იბრძვის. აქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს, სადაც იარაღი ჩვეულებრივი ტელევიზიებია და მათი საინფორმაციო გამოშვებები, ხოლო ტყვიები ამ არხებზე მომუშავე ჟურნალისტები. შემდეგ პოლიტიკოსების ჯერი დგება. უცბად გამოძვრებიან რათა წაქცეულებს, გაჭირვებულებს თავისი პოლიტიკური განცხადებებით და შეფასებებით საბოლოოდ გადაუარონ. გაგიკვირდებათ და ვინ ლაპარაკობს, ზოგი დიდი კაცის ,,პატარა" ძმაა, ზოგი კი უბრალოდ ,,პატარა" კაცი. თანაგრძნობისა და მხარდაჭერის ნაცვლად მემორიალის წაბილწვას აბრალებენ ვეტერანებს ყველაფრის დასრულების შემდეგ. დაახლოებით ისე, როგორც ბრძოლის ველზე ხდება: ბრძოლაში დამარცხებულს, ბრძოლის ველზე თავდადებულ მიცვალებულის უსულო ცხედრებს, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეუძლია, უცბად ათასი სახის ჭია და მწერი, ჭიაყელა და მატლი საიდანღაც გამოძვრებიან და მიესევიან როგორც ნადავლს, რათა შეურაცხყოფილად და წაბილწულად აქციონ სულ ცოტა ხნის წინ მჩქეფარე ცოცხალი სული. სამწუხაროდ, უფრო სწორად, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, პატივსაცემი ელჩები გარკვეული მიზეზების გამო სპექტაკლს ვერ უყურებენ და შეფასებებს არ აკეთებენ. თუმცა ამ სპექტაკლში დადებითი პერსონაჟებიც არიან. ყველაზე უფრო დიდი მოულოდნელობა დასარბევად მოსული პატრულის ქმედება იყო. მე იქ ვიხილე კეთილშობილი და კეთილსინდისიერი თანამშრომლები, კაცთმოყვარე და ჰუმანური ადამიანები, რომლებიც ადამიანობით გამოირჩეოდნენ. თითქმის ყველა, ზუსტად ისეთი სამშობლოს ჯარისკაცები, როგორებიც 18 წლის წინ გაგრა-ლესელიძის ბრძოლაში მინახავს, რომლებიც ჩემ ძმასთან ერთად დაეცნენ და უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. მადლიერებით უნდა აღვნიშნო სახალხო დამცველის და მისი აპარატის ობიექტურობა. სიმართლე გითხრათ ჩემთვის მოულოდნლად და სასიამოვნოდ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოუცხადა ვეტერანებს. კვლავ გაიმარჯვეთ. ეს უკვე მერამდენეჯერ. გამარჯვებას გილოცავთ. ალბათ საკუთარ ხალხზე მიღწეული თუნდაც ეს მცირედი გამარჯვება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ. არ მჯეროდა კეთილშობილების ზღაპრის. ვუთხარი აქციის დაწყებამდე მოშიმშილეებს საკუთარი აზრი, არ დამიჯერეს. ღარიბების ,,აჯანყების" მცდელობა დამარცხდა, უფრო სწორად მათი გასაჭირის თქვენამდე მოღწევის მცდელობა, მაგრამ სიღარიბე არ დამარცხებულა. პრობლემა კვლავ პრობლემად დარჩა. ღორი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ არავიზე ფიქრობს და არავის ინდობს. ჭამა უყვარს, ჭამს ყველაფერს, ჭამს ყველას მაგივრად და ყველას ულუფას, ადამიანსაც ჭამს, მისგან შეჭმული ადამიანიც მინახავს, რამოდენიმე ადამიანი, თითქოს შიმშილით დამშეული ხარბად რომ შეექცევა სახეს, ყელს, კისერს, ვიდრე ბოლომდე არ გაძღება, იმიტომაც ჰქვია ღორი. გაგრის ტყეებში ვნახე ეს. დღევანდელი დაპატიმრებულებიც იქ იყვნენ, ჩემს გვერდზე და დამემოწმებიან, რომ არ ვტყუივარ. სიკვდილამდე გამყვება ეს ნანახი. ადამიანიც ჭამს ადამიანს. რა გაეწყობა. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეტერანთა ერთ ჯგუფს აქციის ფორმა და ადგილი დაუწუნეს, ამავდროულად ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პროტესტის გამოხატვის უფლებას პატივს სცემს. ძალიან გამიჭირდა თავშეკავება. დიდი სურვილი გამიჩნდა ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენების, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც გაღატაკებულ, ალალმართალ ხალხს 400 ლარიანი ჯარიმები დააკისრეს. მათ გაჭირვებულ ცხოვრებას ესღა აკლდა?! ერთი თვის განმავლობაში სამართლებრივი გზით შევეცდებით, რომ ვიხსნათ თანამებრძოლები უსამართლო ხარკისგან. გამოვიჩენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და 10 იანვრიდან აუცილებლად შევხვდები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მიმდინარეობს კონსულტაციები თანამებრძოლებთან, ვეტერანთა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პატრიოტულ ძალებთან, აზრსაც გავითვალისწინებ და რჩევასაც მივიღებ. ვიფიქრებ კიდევ და შემდეგ მივიღებ სინდისის კარნახით საკუთარ გადაწყვეტილებას",-ნათქვამია გიორგი ყარყარაშვილის განცხადებაში http://www.interpressnews.ge/ge/politika/156007-giorgi-yaryarashvili-specialur-ganckhadebas-avrcelebs.html
-
PEPE. სახელმწიფოზე მაქვს ლაპარაკი
-
აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა . ელჩის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება ბასმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ გააკეთა. "მინდა გამოვეხმაურო გმირთა მოედანზე მომხდარ იმ მოვლენებს, რომელთაც 2-3 დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას", _ განაცხადა ჯონ ბასმა. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ელჩი სასამართლოს მიერ 11 დაკავებული ვეტერანისთვის 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ, ბასმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ აპირებს. "სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ომბუდსმენისგან მოვისმენთ. რაც შეეხება ფაქტს, უნდა ითქვას და განისაზღვროს, თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლება პროტესტი გამოიხატოს. მაგალითად, აშშ-ში არსებობს თავშეყრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა. ჩვენთან მონუმენტებთან, ომში დაღუპულთა მონუმენტებთან მკვეთრად ლიმიტირებულია პროტესტის გამოხატვა. ვფიქრობ, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა _ გმირთა მოედანთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს, შეიძლება თუ არა ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა. აქ ორი საკითხია: უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რადგან სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ სად და რა ფორმით შეიძლება შეკრება", _ განაცხადა ჯონ ბასმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155999-ashsh-s-elchma-gmirtha-moedanze-veteranebis-darbevis-gamo-sheshfotheba-gamothqva.html
-
ოთარ გვენეტაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 თავისთავად... მაგრამ მაინც წარმატებაა... -
ოთარ გვენეტაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
-
Siknadmo ხო მარა ობიექტურად რუსეთის სახემწიფო მტერია...
-
ოთარ გვენეტაძე სამსახურიდან გაანთავისუფლეს!
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
machkatela მაგის სურათს ვეძებ და ვერ ვპოულობ ძუკუ გავიგებთ მაგასაც, თბილისი პატარა ქალაქია... და ისა, დაჩი ცაგურიას რო ემუქრებოდა, (არის ჩანაწერი) არ უნდა აღიძრას საქმე? -
მეც გილოცავ გუგლი ბიძიამ ესაო: http://farm4.static.flickr.com/3178/2702688697_b7a149e4da.jpg
-
2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე, საქათველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა უკანონო ქმედებების აღკვეთის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის - ოთარ გვენეტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ოთარ გვენეტაძე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. http://www.police.ge/index.php?m=8&newsid=1945
-
როგორც ცნობილია რუსეთში ყოველ 31 რიცხვში საპროტესტო აქციები იმართება (31 მუხლის დასაცავად) ჩვენთან 25ე მუხლია ეგ (მანიფესტაციების თავისუფლება) ხოდა თუ დაიწყო ეს მოძრაობა ჩვენთანაც, რუსულ 31იანელებთან ურთიერთობის დამყარება ტეხავს თუ არა?!
-
PEPE. ხო, მე მგონი ცალკე არავის გადაუგია...მარ აუდზილაურის დგევანდელია..ალასანიას გვერდზეც
-
PEPE. http://www.facebook.com/pages/irakli-alasania-tavisupali-demokratebi-Irakli-Alasania-Free-Democrats/160714773952273 და აქ http://www.facebook.com/udzilauri
-
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
newstudio replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo აბაა ცაგურიას რომ დაგავასებენ ამათი დედა ვატირე)))) -
ქვეყანა უნდა იცნობდეს თავიანთ" ძაღლებს"
newstudio replied to babuagiorgi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Dachi Tsaguria - ,,დღეს მემუქრებოდნენ. დამპირდნენ რომ მომკლავენ, ოჯახს ამომიჟუჟავენ... მაგინეს ძალიან ბევრი. სავარაუდოა რომ ეს კუდის თანამშრომელი ოთარ გვენეტაძე იყო... ეს "პატივი" იმით დავიმსახურე, რომ დავადგინე მისი სახელი, გვარი, მისამართი და გამოვაცხადე რომ მის სახლთან აუცილებლად გავმართავთ აქციას!" -
მშვენიერი იდეაა.25ში ყველანი აქციაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
king depressQUOTE Roofus 25-ში რას აპირებთ ხოლმე, ცოტა უფრო დაწვრილებით ვერ დაწერ? ჯერ- ჯერობით არის ასეთი დრაფთი: საქართველოს 25- ე მუხლი სანამ არ იქნება დაცული საქართველოში, არსებობს ტირანისს, იგივე პუწინიზმის, იგივე ბოლშევიზმის ისევ დაბრუნება ჩვენ სამშობლოში ამიტომ 1) ყოველი თვის, ყოველ 25 რიხვს ვიკრიბეით უფრო მვიდნი და უფრო შეკრულებეი გმირთა მოედანზე - ზუსტდ 3 საათზე (და არა 2 სან 3 მდე როგორც დღეს) 2) სოლიდარობას ვუცხადებთ ვეტერანებს და ამს მიემატება- ღმერთმა არ ქნას - მაგრამ თუ კიდევ წაიკადრა ხელისუფლებამ რაიმე მსგავსი უსამართლობა ვინმეს მიმართ(თუნდაც ეს ვანო მერაბიშვილი იყოს) 3) არსებობს აზრი, რომ ჩვენ უნდა ჩავებათ ტირანიის, პუწინიზმის, ბოლშევიზმის ბრძოლაში და სოლიდარულები უნდა ვიყოთ ჩვენ რუს კოლეგებთან, რომლებიც იცავენ რუსეთის კონსტიტუციის 31 მუხლს(იგივე შინაარსის, რაც საქართველოს 25 მუხლი). შესაძლებელია პერმანენტული აქციები სხვა დღეებში. მაგალითად, ამ საღამოს ბჭომის საგანი სასამართლოს გადაწყევტილება იქნება, რომელიც გუშინ დაკავებულ ვეტერანთა მიმართ გამოიტანეს ასევე ჩევნ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკოსებისგან საუკეთესო თავდაცვის მეთოდია დავირქვათ სახელი- მაგალითად "სოლიდარობა 25" მოვიკრებთ მთელ ძალებს და შევეცდებით უპრიოკების გარეშე დავიწყოთ დიალოგი პუწინიზმთანმებრძოლ რუს საზოგადოებას- ისინი ყოველ თვე 31 ში(ან სხვა დღეებშიც) იკრიბებიან და მათ არბევენ ჩვენც ამას ვაპირებთ- მანამ, სანამ ან ეს, ან შემდგომი უზენაესი მთავარსარდალი არ მოიხდის ბოდიშ გუშინდელ სამარცხვინო დარბევაზე, ან არ უზრუნველყოფს კონსტიტუციის 25 მუხლის ახსრულებას მოტხოვნები რჩება ძალაში. სახეწიგნაკზე გავაკეთებთ დახურულ ჯგუფს- იმათთვის, ვინც სოლიდარულია სამართლიანობის მიმართ -
მშვენიერი იდეაა.25ში ყველანი აქციაზე
newstudio replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 აბა რას გვირჩევ?! -
ჯაბა ტყემალაძის ორგანიზებით, საპროტესტო აქციების გამართვა ყოველი თვის 25 რიცხვში იგეგმება 18:26 04-01-2011 გმირთა მოედანზე დღეს გამართული აქციის ორგანიზატორები საპროტესტო აქციების გამართვას ყოველი თვის 25 რიცხვში გეგმავენ . როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დღევანდელი აქციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ჯაბა ტყემალაძემ განუცხადა, 25 რიცხვი კონსტიტუციის 25-ე მუხლს უკავშირდება, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას ეხება. ~ჩვენ ვებრძვით ბოლშევიზმს, კონსტიტუციის 25-ე მუხლის დამრღვევებს და ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, ყოველი თვის 25 რიცხვში ჩვენს აქციებზე მოვლენ, რომელიც სავარაუდოდ ისევ გმირთა მოედანზე გაიმართება~,-განაცხადა ჯაბა ტყემალაძემ. -- მე ვუერთდები, შენ?!
-
Jonathan livingston მიშია მიდიოდა
-
mtidan არაა ცუდი იდეა...
-
babuagiorgi +1 მერე ამოიღეთ ზვიადის მებრძოლებმა ხმა