Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. ამ გაერთიანებებზე და მესიებზე ლაპარაკი უნდა დამთავრდეს. ის რა პარტიაა, ან რა შემადგენლობა (წევრები) ჰყავს, რომ თავის რიგებში მერობის კანდიდატიც ვერ მოუძებნიათ? შეიძლება რაღაც ინტერესისთვის საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვის კანდიდატს კი არ უნდა დაუჭირო მხარი, არამედ არაპარტიულს, რომ ის რამოდენიმე პარტიის კანდიდატი იყვეს ერთდროულად. თუ გრიგოლიას შეუძლია საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კენჭი იყაროს, ნონა გაფრინდაშვილი (მაგალითად) რითი იქნებოდა ცუდი, საერთო ოპოზიციურ კანდიდატად? ოპოზიციამ არჩევნებს მაშინ დაუკარგა ფასი, როდესაც 30% - ს დასთანხმდა. ნებისმიერ ვარიანტში ხელისუფლების კანდიდატი გაიმარჯვებს. ვენიძლავები ვისაც უნდა.
  2. მაშინ პატივცემულებო მიაწერეთ: ქვექვედამფუძნებელი ბადრი წიქორაძე (bazakade; qartlosi) ქართული ანბანის მიხედვით ბოლოში ვარ, ასე რომ სუბორდინაცია დაცული იქნება. არ გეწყინოთ ხუმრობა. ისე კი ბოდიშის მოხდით, ეს სერიოზული აქციაა თუ სერიოზულად მივუდგებით, სჯობდა ეს განცხადება განსახილველად გამოსულიყო, მხარდამჭერებს თავისი აზრი გამოეხატათ, სხვა ფორუმებზეც გამოქვეყნებულიყო, შემდეგ კი დამთავრებული სახით დადებულიყო ცალკე თემად. ეს უბრალოდ ჩემია აზრია და ქართულ ვარიანტად (ჭკუის სწავლებად) არ ჩამითვალოთ.
  3. შეკითხვები ამ ინტერნეტ ჯგუფის დამფუძნებლებს: ეს კერძოდ პლანეტას მიერ დაარსებული შპს-ეა თუ დახურული სააქციო საზოგადოება? იქნებ სხვა ფორუმებზეც გეკითხათ და იქაც გამოჩენილიყვნენ მსურველები? 4 კაცის ხელმოწერილი განცხადება სჯობია თუ უფრო მეტის? დაფნის გვირგვინის წართმევის ხომ არ შეგეშინდათ? იქნებ ჯერ ტექსტი შემდეგ კი ხელმოწერები. ჯერ საკუთარი სახელით ანბანის მიხედვით, მერე კი ნიკებით? და ბოლოს: ქვექვედამფუძნებლობა შეიძლება?
  4. მე საკმაოდ ობიექტური პიროვნება ვარ და არ მიმაჩნია, რომ ერთადერთი ჩემი აზრია სწორი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ჩემი ბრალდების უაპელაციობაში. გავიმეორებ ჩემს წინადადებას: თუ თანახმა ხართ, ჩვენს საიტზე შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია ფორუმის შესახებ, სადაც ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა, დაიცვას თავისი აზრი. ერთადერთი წინაპირობაა საკუთარი სახელით და ფოტოთი. სხვა შემთხვევაში თქვენ გამოთქვით თქვენი აზრი, მე ჩემი, ამიტომაა ფორუმი.
  5. მე საკმაოდ ობიექტური პიროვნება ვარ და არ მიმაჩნია, რომ ერთადერთი ჩემი აზრია სწორი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით ჩემი ბრალდების უაპელაციობაში. გავიმეორებ ჩემს წინადადებას: თუ თანახმა ხართ, ჩვენს საიტზე შეგვიძლია გავმართოთ დისკუსია ფორუმის შესახებ, სადაც ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა, დაიცვას თავისი აზრი. ერთადერთი წინაპირობაა საკუთარი სახელით და ფოტოთი. სხვა შემთხვევაში თქვენ გამოთქვით თქვენი აზრი, მე ჩემი, ამიტომაა ფორუმი.
  6. კარგად გადაგორდა თემა. იმედი მაქვს სამშობლო არ გიყვარსო, მაგაში მაინც არ დამადანაშაულებთ. სავალდებულო არაა ყველანი ერთ აზრზე ვიყვეთ.
  7. მე არცერთი არსებული პარტიის (მათ შორის ვინც არჩევნებზე მიდის) კმაყოფილი არა ვარ, ან რატომ უნდა ვიყო კმაყოფილი? ჩვენ ყველას, ვისაც სამშობლოს გამარჯვება გვინდა, ერთი უბედურება გვჭირს: ეს არის უსუსური და გამყიდველი ოპოზიცია ერთ მხარეს და ხელისუფლება მეორე მხარეს. ჩემი აზრით ესენი "სიამის ტყუპები" არიან. მჯერა ღმერთის და იმედი მაქვს, რომ მისი შემწეობით გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. პ.ს. პირადად არც მიფიქრია შეხება, მაგრამ მაინც ბოდიშს ვიხდი, რადგან ვერ შევძელი ჩემი აზრის უფრო ზუსტად გადმოცემა.
  8. კი მაგრამ, არ იცით და არ იცით, რა არის ამაში საკამათო? არ გჯერათ და ნუ დაიჯერებთ, ესეც თქვენი ნებაა. მე ბევრჯერ გამიგონია და ალბათ ამ დიალოგის წამკითხველებსაც, მაგ. "კავკასიის" ეთერში.
  9. ბატონო 'Blaugranator'! იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს გულწრფელად არ გცოდნიათ და არა იმიტომ ამბობთ, რომ ვინმეს გათეთრება გინდათ. მე ასევე არ შემიძლია დავამტკიცო ელემენტარული რაღაცეები, მაგ: თეთრი ფერი, რომ თეთრი ფერია, წყალი რომ სველია და ა.შ. მაგრამ ამით ამ საგნების მახასიათებლები არ იცვლება. კითხეთ თვითონ ბატონ გუბაზს. ქუთაისელი კაცია და ალბათ, "სიტყვას არ გადაახტება", როგორც ჩემი ახალგაზრდობის დროს ამბობენდნენ ჩვენს მშობლიურ ქალაქში.
  10. არ გეტკინა არც თქვენ და არც ჩემს ოჯახს არაფერი, არც მაგ და არც სხვა პარტიასთან მე პირადული გასარჩევი არაფერი მქონდეს. უბრალოდ მეტად მოტყვილების უფლებას აღარავის აღარ მივცემ, თორემ მართლა ნახირი ვეგონები და ღირსიც ვიქნები. ამაზე კი ბოდიში. სხვა პარტიებს თქვენს უსუსურობას ნუ გადააბრალებთ, არც ისინი არიან უკეთესები და მიტომაა საქართველო ამ დღეში.
  11. 100% აეღო ფორუმს ფული სიების შემოწმებაში და ჩაეტარებინა ნამდვილი შემოწმება, ვინ უშლიდა ხელს? მაგრამ ეს ხომ რეალური და გასაკეთებელი საქმეა და არა ტელევიზორში ხალხის დამოძღვრა. ერთი შეუძლიათ მეორე არა. ლაპარაკი შეუძლიათ, საქმის გაუკეთებლობა სხვისი ბრალია. ესაა სულ.
  12. რატომ არა აქვს გაგრძელება და იძირება ასეთი კარგი თემა?
  13. მე ჩემს ფორუმზე ვიღებ ინტერვიუებს სხვადასხვა ჩემი აზრით საინტერესო ადამიანებისაგან. თუ ბატონ შხარას სურს მზად ვარ ვესაუბრო "ეროვნული ფორუმის" შესახებ. აქ უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება მოხდეს ეს. ერთადერთი და აუცილებელი პირობაა, საკუთარი სახელით და არა ნიკით. თუ ამ პოსტით რამე მიუღებელი ვთქვი საიტის ხელმძღვანელობისათვის, ბოდიში და შეგიძლიათ წაშალოთ.
  14. პოლიტიკურ პარტიას ისევე, როგორც კონკრეტულ ადამიანს, რისი თავიც აქვს სხვისგან დამოუკიდებლად ის უნდა გააკეთოს და სხვას არაფერი უნდა დააბრალოს. მაგათმა ხომ სხვისგან დამოუკიდებლად შესძლეს ხალხისათვის "ნახირის" წოდება. იმ ხალხისათვის, ვინც 7 ნოემბერს სამჯერ გაილახა, არჩევნებში გვერდით დაუდგა და იპოდრომზე, სიმწრისაგან მართლაც ნახირივით იღმუვლა, ნახირივით სახლში რომ გაუშვეს. მათ დამოუკიდებლად "გაანთავისუფლეს" თბილისი, რეგიონებში "შეკრიბეს" მილიონი კაცი. მეტს მათგან რაღას უნდა მოველოდეთ? დამოუკიდებლად აჩვენონ თუ რამეს თავი აქვთ, ჩამონათვალის გარდა და სხვაზე გადაბრალებას თავი დაანებონ.
  15. თურმე, მარტო სააკაშვილს არ შეძლებია ყველაფრის გამართლება.
  16. ოპოზიციის სიბრიყვის და მათი გამყიდველობის (მათ შორის ეროვნული ფორუმიცაა, დაავიწყდათ ”თბილისი რომ გაანთავისულეს”?) გამო.
  17. ეხლა როგორ ავხსნა, რომ ადრე ანონიმკებს, რომ წერდნენ ხელმოწერას უკეთებდნინ -"კეთილისმსურველს". მოდი, თუ მნიშვნელობა არა აქვს სახელს, მაშინ ასე მოვაწეროთ ხელი: ტექსტი:....................................................................................................................................................................................................................................... ........................................................................................................................................"კეთილისმსურველი" - 1. "კეთილისმსურველი" - 2 "კეთილისმსურველი" -3 და ა. შ.
  18. ბოდიშს კი ვითხოვ თუ ნამეტანი "ნასტოიჩივი" ვარ, მაგრამ მხედველობაში მაქვს, რომ თუ გვინდა, ჩვენი მოთხოვნა თუ განცხადება გასაგები და პსუხის მოთხოვნის გამომსახველი იყოს, მგონი მაშინ ნიკები არ გამოგვადგება და ამ შეკითხვას მე კი არ ვსვამ, ასე დასვამენ წამკითხველები.
  19. სამწუხაროდ არ ცდებით, მაგრამ ნოღაიდელის უკან გაყოლას ისევ მიშიკო მირჩევნია. ამაზე აქვს ხელისუფლებას გათვლა. ამ უსუსური ოპოზიციის ხელში ხელისუფლება ყოველგვარი გაყალბების გარეშე გაიმარჯვებს.
  20. პლანეტა.გე-ს იუზერთა ჯგუფი - ეს ანონიმები ვიღანი არიან? როგორც ნუკრიკომ თქვა, ისე მოვიქცეთ და საკუთარი სახელით დავწეროთ და მოვითხოვოთ, თუ რამეს მოთხოვნა გვინდა, ან პროტესტის გამოხატვა. კარგი თემაა და იძირება. ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვა ეშინია, მგონი.
  21. გამარჯვების სხვა ფორმები არ არსებობს? 300 არაგველის სიკვდილი საჭირო არ ყოფილა? ბატონო სატურნო! მე არ ვიცი თქვენ ვინ ბრძანდებით, მაგრამ რამდენად აუცილებლობას წარმოადგენს ამ შემთხვევაში თქვენგან, არდასაცავის დაცვა?
  22. ხელისუფლებას, ისევე, როგორც ქართველთა (აბა სხვას რა უნდა მოსთხოვო) უმრავლესობას, უმსხვერპლოდ და თავის შეუწუხებლად უყვარს სამშობლო. ომის და მსხვერპლის გარეშე, რომელ სახელმწიფოს დაუცავს თავისი თავი? ომის გაჭიანურების შემთხვევაში ქართველი ერი გაიმარჯვებდა, მაგრამ ხელისუფლება სკამებს ვერ შეინარჩუნებდა. ამ უკანასკნელებმა კი საქართველოს გამარჯვებას, საკუთარი თავის გადარჩენა ამჯობინეს. ამიტომ, იმ მამაცი ქართველებიდან, რომელთა სახელსაც მეც ვატარებდი სავალდებულო საბჭოთა ჯარში, ჩვენი შვილები გახდნენ "Робкие грузини"
×
×
  • შექმენი...