Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. მე პირადად მორალური ღირებულებიდან გამომდინარე ვერ დავდებ ამ ინფორმაციას ჩოხოსანთა საიტზე, მაგრამ სხვა თუ ვინმე ამას გააკეთებს წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები, რადგან ვეთანხმები ამას: ჩვენი ოპოზიცია იმდენად უსუსურია, რომ ასეთი კარგი თემა გახადეს ამ ჯგუფის საპატრონო. ეხლა, რაღამც ორგანიზატორები არ მომწონს, ამის გამო არ დავუჭირო მხარი საქართველოს დეოკუპაციას? ეს ხომ სუფთა ქართული ვარიანტი იქნება: მე თუ არ ვაკეთებ, მაშინ ყველაფერი ცუდია?
  2. მშობლები რა შუაშია პატივცემულო. არც მე მყავს ცოცხლები და ღმერთმა ნათელი მოჰფინოს ყველას სულებს.
  3. მაგის გარდა კიდევ ბევრია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. წესიერი პოლიტიკოსი ისაა, ვინც წაგებული არჩევნების შემდეგ გადადგება. თქვენ ასეთს იცნობთ?
  4. ლევან გაჩეჩილაძე გიორგი გაჩეჩილაძე - მისი ძმა ნოღაიდელი ბურჯანაძე ბაჩუკი ქარდავა ირაკლი წერეთელი გიორგი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძე...... ..................... რა გამოლევს საქართველოში პატიოსან პოლიტიკოსებს?
  5. რა უნდა დავაბრალო ჩემს თავს, მაგათი უტოპია და უსუსურობა? მხედართმთავარმა ბრძოლის ველი უნდა შეარჩიოს და არა უგუნურად გაჰყვეს მოწინააღმდეგეს. საბრძოლველი 50% იყო, თორემ ახლა გვიანია თითზე კბენანი. ხალხს თავის უსუსურობას ნუ დააბრალებენ. ხალხმა ყინვაშიც იარა იპოდრომზე, სიცხეშიც იდგა რუსთაველზე, არც სტადიონზე მისვლა დაიზარა და ეხლა ოპოს ლიდერების უნიათობა თუ გამყიდველობა მათი ბრალია?
  6. ყველანი სუსტები და უსუსურები არიან, 50% არ უნდა დაეთმოთ. გაიმარჯვებს ნაცები და უგულავა. თავის დეგენერატობას მე ნუ გადმომაბრალებენ: "ნიჰილიზმს თესავსო"
  7. არავითარ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, ვისიც უნდა იმის დაფინანსებული იყოს. არის გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა. მუსიკას ხაზეინები უკვეთავენ. ისე, თუ სატურნის გაკეთებული თემაა, "პუსტიშკას" გაკეთებისთვის საზოგადოებრივი გაკიცხვა ეკუთვნის, ეტყობა დიდი პატრონისაგან ისწავლა.
  8. იპოდრომი, სტადიონი დაგავიწყდათ ბატონო. ან გამყიდველია, ან სუსტი. ორივე ვარიანტში მიუღებელია. დანარჩენში 100%.
  9. ამის მეტი პრობლემა, თუ ვინ აფინანსებს ამ ფორუმს აღარაა ქვეყანაში? ვთქვათ შსს, რა მერე? რა თქმა უნდა სასურველია, რომ ფორუმი უფრო მეტად ქართული იყოს, მაგალითად როგორც ჩემი, მაგრამ მე დღეში 24 მომხმარებელი მყავს, ამათ 800. ამიტომ აქაც ვწერ როცა გული არ ითმენს.
  10. ამ ფორუმს 800-მდე მომხმარებელი ჰყავს დღეში. ხომ გაძლევენ წერის უფლებას, ხო და მომხმარებელი რასაც წაიკითხავს, იმაზე თავის აზრს გამოიტანს. ვის რეკლამას ეწევა რა ჩვენი საქმეა, ყველამ თავისი უბეროს და ენა და გული მოფხანოს (ბოდიშით თითები) მკითხველი კი რასაც უნდა იმას დაიჯერებს.
  11. ნაწყვეტი ოტია იოსელიანის წერილიდან 22 მარტის გაზეთ "კვირის პალიტრაში": ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიცია მთავრობას აკვალიანებს, მარა იქ ოპოზიციას აქვს ხალხის ნდობა. ალასანიამ დამირეკა ამას წინათ, თბილისში დამპატიჟა, ნაოპერაციები ვარ-მეთქი. მაშინ მე ჩამოვალო. მე საერთოდ პოლიტიკოსებს სახლში არ ვუშვებ და ვუთხარი კიდეც, შენ მიმართ უნდობლობა მაქვს-მეთქი. რას მერჩიო, გაუკვირდა. რო ჩამოდი ამერიკიდან და მიშაიას ათი დღის ვადა მიეცი, ვიფიქრე, რაცხა ძაან დიდი ძალითაა ჩამოსული-მეთქი და მემეცა იმედი. გევიდა 10 დღე, რა ქენი მერე? შენს სიტყვას ხო დაუკარგე ფასი? რომ მოგიშვა ჩემთან, ხო მეტყვი რაცხას? გონია, დაგიჯერებ? იმ ოპოზიციაში მე სიტყვის კაცი ვერ დავინახე.
  12. თქვენზე და ჩემზე ხომ არ არის დამოკიდებული ამ ხელისუფლების გამარჯვება. უტოპიაა 80-85%-ის გამოყვანა და რომ წავაგოთ, ვინ აიღებს დემოკრატიის ზეიმზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? ეს არის ზუსტად ხელისუფლების თამაშის თამაში. ადგილობრივი არჩევნებისთვის 30%-ც კი დემოკრატიაა. თუ ამდენი არ იცის (რაც ძალიან მეეჭვება) პოლიტიკოსმა, მაშინ მისი პოლიტიკაში ყოფნა მარტო საქართველოშია შესაძლებელი. უაპელაციოდ რომ აწვებიან, გავიმარჯვებთო, რომ ვერ გაიმარჯვოთ მაშინ რა? ბოდიში? და ეს საკმარისია?
  13. ერთი სიტყვით სამწუხაროა, რომ დემოკრატიის შუქურის მომავალი გაბრწყინების ფაქტის წინაშე ვდგავართ. ვიდრე ახალი, გაუსვრელი პოლიტიკოსები არ გამოჩნდებიან (თუ გვიან არ იქნა) ჩვენი დღევანდელი პოლიტიკოსების იმედი მტერს ექნა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ ალასანია ამ ხელისუფლების თამაშს არ თამაშობს, არ იყო ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწილეობა საჭირო 50% -იანი ზღვარის გარეშე. თუ დამარცხდა მისი ფასი, როგორც პოლიტიკოსის ნოლის ტოლი იქნება (ჩემს თვალში მაინც) და მიშასგან კარგი ფული ეკუთვნის ნაცმოძრაობის გაპრავებისთვის.
  14. რატომ შე დალოცვილო, რატომ მოვიკოჭლებთ? მე მაგალითად არ მოვიკოჭლებ. რასაც ხელი მომიკიდია ყველაფერი ბოლომდე მიმიყვანია, რასაც ვერ მოვერეოდი, არ შევჭიდებივარ. არ მჯერა, რომ მარტო მე ვარ ასეთი.
  15. ამის გარდა მას ალბათ სხვა დადებითი, პოლიტიკოსისათვის საჭირო თვისებებიც ჰქონდა.
  16. სწორი დასკვნა იქნებოდა 50% -ზე ვერ შეთანხმების შემდეგ ბოიკოტის გამოცხადება და აქციების მოწყობა. რომ იკვეხნიან ამდენი და ამდენი წევრი გვყავსო, გამოეყვანათ ისინი მაინც პერმანენტულ საპროტესტო აქციებზე ამ (მარტო ამ) მოთხოვნით. დაეშანტაჟებინათ ხელისუფლება არ მონაწილეობით. პარალელურად ემუშავათ საერთო კანდიდატზე (არა გრეჩიხებთან და ნოღაიდელ - ბურჯანაძესთან) და შეექმნათ სხვაგვარი მოცემულობა, ვიდრე დღესაა. მკვდარის გაცოცხლება ძნელია და მე თუ უფრო მართალი გამოვედი ვიდრე ალასანია, რაღაა მაშინ მისი, როგორც პოლიტიკოსის ფასი?
  17. კამსამოლცები გასაგებია, მაგრამ ქუთეისლებს რას ერჩი? არც ჭიჭიკია და არც ბიჭიკია ტყუილს არ იტყვიან.
  18. ლევან ბერძენიშვილი ამბობს: პოლიტიკოსი შეიძლება 37 - ჯერ შეცდესო. ვინც ვერ ხვდება რა შედეგი მოაქვს ასეთი პოლიტიკოსების "შეცდომებს", ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს.
  19. მაგ "გურჯების" გამო პოლიტფორუმზე მარტო კოტეს ხათრით შემოვდივარ და აქ გთხოვ ნუ იტყვი.
  20. თუ მასე მოხდება ამოქმედდება პრინციპი: ხარი ხართან რომ დააბაო.. გრეჩიხების გვერდით მდგომი, ალასანია კი არა ქრისტე არ მინდა. (ღმერთო მაპატიე)
  21. 80-85% ოდნავი კი არა, ფანტასტიკურად მაღალი აქტიურობაა.
  22. პატივცემულო! პირველივე ბრძოლაში დამარცხება ნებისმიერ სფეროში, მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადამიანს გამარჯვებისათვის საჭირო გათვლის უნარი არა აქვს და ამის შემდეგ, ის მარტო საქართველოში შეიძლება ჩაითვალოს პერსპექტიულად (როგორც ვუყურებ)
  23. ვთანხმდებით, მაგრამ რატომ ფიქრობთ, რომ არჩევნებით წავლიან? პოლიტიკოსმა პასუხი უნდა აგოს თავის გადადგმულ ნაბიჯზე. მიტინგებით რომ ვერ გავუშვით ეს ხალხის კი არა ოპოების ლიდერების ბრალია.
  24. თუ ამ არჩევნებზე დამარცხდა, მაშინ მისი ადგილი ძიძიგურის, დავითაშვილის და სხვათა გვერდით იქნება. არ შეიძლება პოლიტიკოსმა თავისი პირველივე არჩევნები წააგოს, მით უმეტეს, რომ მას ამ შემთხვევაში მიეკერება ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯის გამყარებლის სახელი. უი, მესიაა? წამებულის გვირგვინი ნამდვილად არ შემიმჩნევია.
  25. თქვენ გჯერათ ბატონო ლაშა, რომ შესაძლებელია ამომრჩეველთა 80-85%-ის გამოყვანა? თუ არ არის შესაძლებელი, მაშინ როგორ გაიმარჯვებს? თუ ვერ გაიმარჯვებს მაშინ რას ემსახურება ეს ყველაფერი?
×
×
  • შექმენი...