Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. რა ხდება ფორუმის პატრონებო? ორი შსს-ს მუშაკი მოდერად, არამართლმადიდებელი მოდერად. ყველასთვის დემოკრატიაა. ჩემთვის, მართლმადიდებლისთვის არა? მხარს ვუჭერ შიკმანდოს და მის მოთხოვნას.
  2. მე კიდევ დემოკრატია აუცილებლობა მგონია, პატრიოტიზმი კი ცხოვრების არსი.
  3. თუ შეიძლება ჩემს აზრს გამოვთქვამ და შევეცდები ობიექტური ვიყო! ჭანოს წასვლა ფორუმისათვის დიდი დანაკარგია, თუ ლიციც დაემატა აუნაზღაურებელი, ორივე ერთად კი... მე როდესაც პირველად შემოვედი ამ ფორუმზე, ჭანოს იმდენ რამეს პატიობდით, რომ საიტის პატრონის შვილი თუ არა ახლო ნათესავი მაინც მეგონა. კიდევაც ვიკითხე რამოდენიმეჯერ, ვინაა ეს ჭანო და ამდენს რატომ პატიობთ-თქო. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საიტის ხელმძღვანელებისაგან თავიდანვე იქნა დაშვებული შეცდომები ამ ახალგაზრდასთან მიმართებაში. ჭირვულობას შეჩვეულმა ვეღარ გაიგო სადამდე იყო ზღვარი და ამაში ის ხალხიცაა დამნაშავე ვინც "ჭანო დაგვიბრუნდის იძახოდა". წამსვლელს ვერ დააკავებ, ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პრიანიკები და ბულკები ხდება საჭირო, თუ მან თავის თავში არ გადალახა ეს ჭირვეულობა. რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას ჭანოსთან, მე ქართველი კაცი ვარ და როგორ უნდა მომწონებოდა მისი ხელმოწერების შინაარსი, ან ნორმალურ ქართველს რატომ უნდა მოეწონოს ეს. ადმინისტრაციამ, რომელსაც პატრიოტიზმე აქვს პრეტენზია (იქნებ ვცდები და დემოკრატიაა უმთავრესი?), ასეთი რამ რატომ თავის დროზე არ უნდა გაუსწოროს ახალგაზრდას, ნამდვილად არ ვიცი. გაიღიმეთ ბატონო ლიცი, დაწყნარდით და ყველაფერი კარგად იქნება.
  4. ჩემიც. ემიგრაციაში ქართველებად გაზრდილებს სამშობლო უანგაროდ უყვართ.
  5. ჩემდა თავად რუსეტის ჩექმის მნატვრელის დედაც და მამაც, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ჩაწყობილია და შენი პრეზიდენტი გაიქცევა, მისი მაქებრები სადღა წავლიან საინტერესოა. იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ თან წაიყვანს?
  6. გილოცავთ ბატონო ლაშა დაბადების დღეს. ბედნიერებას გისურვებთ თქვენი ოჯახითურთ.
  7. მტერი მტერია და რაც უნდა ის იყეფოს, მაგრამ მიშისტები რომ საქართველოს და ქართველების მტრები ხართ, ესეც ფაქტია და თქვენს ნათქვამზეც მასე უნდა იფიქროს ადამიანმა. მოირგეთ კარგი ცხოვრება? ერთი მუნიციპალური საავადმყოფო ვერ გაიმეტეთ თქვენი მოხუცებისათვის და უპოვართათვის, რა გაქვთ სალაპარაკო?
  8. თავისი ნებით გადამდგარი მწვრთნელი, არც გინახავს და არც გაგიგონია? ომის წამგები პრეზიდენტი და მთავარსარდალი თვითონ თუ არ გადადგება, ნდობის შესახებ რეფერენდუმი მაინც არ უნდა ჩაატაროს?
  9. პატივცემულებო! ხელის უფალთა დამცველნო! ნამუსიანი ფეხბურთის მწვრთნელი თამაშს რომ წააგებს გადადგება ხოლმე. სამარცხვინოდ ომი წავაგეთ, ტერიტორიები დავკარგეთ, გახსოვთ?
  10. აი მაშინ რომ გამოეყვანა ალასანიას თუნდაც ორასი კაცი გასაპროტესტებლად, მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მაგრამ მაგი პატრონებს არ უბრძანებიათ, ამიტომაც იქნება ამ არჩევნებში მიშას დემოკრატიული გაბრწყინების ყველაზე დიდი "ლამპოჩკა". ან საქმის უცოდინარი ფიგაროა, ან მიშას (ევროპის, აშშ) თამაშს თამაშობს. ორივე შემთხვევაში გაუმარჯოს მეტ - ნაკლებად კაცურ კაცს თოფაძეს.
  11. მაშინ ამოვისუნთქე, მიშა და მისი არმია მაგარია?
  12. სსრკ-ს ჯარში ვიმსახურე და ყველას უხაროდა ჩემთან თუ სხვა ქართველებთან ერთად ”დაზორში” წასვლა. 4 ქართველი ვიყავით ასეულში, ოთხივე რიგითები, მაგრამ ჯგუფის უფროსებად მარტო ჩვენ გვნიშნავდნენ. რამდენჯერ გავლახულვარ უთანასწორო ჩხუბში მაგრამ ვვაჟკაცობდით, ტოლს არავის ვუდებდით, ახლა კი ამ "საამაყო" ჯარისკაცებმა, თავიანთი მთავარსარდლის ჩათვლით, "Робкие грузини" დაგვარქვეს. ასეთ რამეებს ვერ ვყურობ, გულს მტკენს.
  13. აფეთქებები მოსკოვში, დაღესტანში. რუსეთის სადამსჯელო ნაწილების სპეცოპერაციები ჩრდილო კავკასიაში, ემარატის ლიდერების, საიდ ბურიატსკის და ანზორ ასტემიროვის ლიკვიდაცია. რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, როგორი განვითარება შეიძლება მიიღოს მოვლენებმა? ჩემი აზრით არსებული დესტაბილიზაცია არაფერ სასიკეთოს არ უქადის არც ჩრდილო კავკასიის ხალხებს, არც რუსეთს და არც საქართველოს. მგონი დროა ყველა მხარემ თქვას სტოპ და დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იმუშავებს, როგორც ნამდვილ დამპყრობელს შეეფერება: დაუმორჩილებელი ერების სრულ განადგურებამდე. იმის იმედი, რომ რუსეთი დათმობს ჩრდილო კავკასიას, ნორმალურ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, რუსეთს ასეთ შემთხვევაში კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს, რაც მისი, დედამიწის გეოგრაფიული რუკიდან დღევანდელი სახით გაქრობას გამოიწვევს. რუსეთისათვის ბევრად უფრო ადვილი იქნება გაანადგუროს დაუმორჩილებელი ერები ვიდრე ასეთი რამ დაუშვას. საქართველოსთვის ასეთი სცენარი ძალიან ცუდია, რადგან ამ შემთხვევაში ჩრდილო კავკასიის დამორჩილების შემდეგ აუცილებლად დადგება მისი ჯერი. თუ რუსეთმა თავისი მიზნები განახორციელა ჩრდ. კავკასიაში, ის აუცილებლად მოინდომებს მთელი სამხრეთ კავკასიის დამორჩილებას. მან შეიძლება სომხეთს და აზერბაიჯანს შეუნარჩუნოს შეზღუდული სუვერენიტეტი, მსოფლიოს სომხური ლობის და პანთურქული ფაქტორების გამო, მაგრამ ის საქართველოს სახელმწიფოებრიობას აუცილებლად გააუქმებს და რამოდენიმე ნაწილად დაშლის ("Робких грузинов" они боятся не будуть). ევროპა და ამერიკა საქართველოსთვის ომს არ დაიწყებენ, არც ამის იმედი ჰქონდეს ვისმეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
  14. მაგის თავი რომ ჰქონდეს ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ შეხედეთ რამდენი შეცდომები აქვს წინასაარჩევნო პერიოდშიც კი.
  15. დომინირებს ეს: ამ კატეგორიას მიეკუთვნება ის გლეხიც და მუშაც, ვინც თავისი ხმა 20 ლარში გაყიდა და ის მასწავლებლებიც რომლებმაც სული გაყიდეს 200 ლარიან ხელფასად. ჩემს ახალგაზრდობაში პირველი მასწავლებლის სადღეგრძელოს ვსვამდით, დღევანდელები აბა რა სადღეგრძელებლები არიან? ჯერ-ჯერობით მივეკუთვნები ამ კატეგორიას: წესით აღარ უნდა შევიცვალო
  16. გიგი უგულავაც, კობა სუბელიანიც, მგონი. გიორგი ანდრიაძე სხვაგვარად ფიქრობს. მე მგონი მან უკეთ იცის.
  17. მერე თქვე დალოცვილო სხვა გასართობი ვერაფერი ნახეთ? გახსენით მაგალითად ასეთი თემა: ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში, ან რატომ ითვლება დედა საქართველოში წმინდად და ა. შ. თუ ასეთი დავალება არ მიგიღიათ?
  18. სკოლის დონეზეც არ გისწავილია ბიძიკო თუ ქალბატონო? ასეთი თემების გახსნაში ფულს გიხდიან თუ გაფრენილი ახალგაზრდობის სინანულის გრძნობა გაიძულებს ამ თემაზე მუდმივად ირონიულად ილაპარაკო?
  19. მოგილოცავთ ბატონო ფრიდრიხ მოდერატორობას. სოზარი აქეთ, სოზარი იქეთ. ალასანია აქეთ, ალასანია იქით. ფიგაროები არიან რა და მათი იმედი უნდა ჰქონდეს საქართველოს?
  20. დაიღუპა საქართველო და ეგაა, თუ ერთი იაღოველი მოაკლდა ქართულ პოლიტიკას.
  21. ანატომია მაინც არ გისწავლიათ სკოლაში? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ გაციებისგან იცავს, ბავშვის დაბადება რომ შესძლოს ქალმა.
  22. თქვე დალოცვილო! მე ორად ორი პრინციპის გარშემო შემოგთავაზეთ გაერთიანება: სამშობლოს სიყვარეული და მისთვის ხან და ხან თავის შეწუხება. ამის მსურველი არ ბრძანდებით და მოწოდებებს რა აზრი აქვს? დაფიქსირდი და საითკენაც გინდა იქეთ მოუწოდეთ, მე რისკენაც მოგიწოდეთ ვერ გაგებინეთ და ჩემგან რაღას ითხოვთ? ა ბატონო თქვენ ტრიბუნა და რაც გინდათ ის უთხარით ხალხს. პ.ს. პოლიტგანყოფილებაში რომ ვწერთ, მიტომ დავარქვი პოლიტჯგუფი, ტორემ სექსუალერი უმცირესობის განყოფილებაში, რომ მომეთავსებინა ეს თემა, გეიჯგუფს დავარქმევდი.
×
×
  • შექმენი...