Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. დღეს ქავთარაძის ქუჩაზე იყო ამომრჩევლებთან ირაკლი ალასანიას შეხვედრა, თბილისის მერობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და რადგანაც მე საკმაოდ უარყოფითად ვიყავი განწყობილი მისი პიროვნების მიმართ, გადავწყვიტე დავსწრებოდი მის შეხვედრას. მინდა გაგიზიაროთ პირველი შთაბეჭდილებები ზოგადად ამ აქციის და კერძოდ ირაკლი ალასანიას შესახებ, რომელიც ამ შეხვედრიდან გამოვიტანე. მასში მისი ალიანსის აქტივისტების გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ მემარჯვენეთა ლიდერები დავით საგანელიძე და მამუკა კაციტაძე. შეხვედრა დაიწყო დაახლოებით 20-30 წუთის დაგვიანებით, რაც არ არის მისასალმებელი და რასაც შეიძლება ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ვისთვისაც აქვს (მაგ. ჩემთვის), ნამდვილად არ არის სასიამოვნო. წინასაარჩევნო პროგრამით გამოვიდა ირაკლი ალასანია. მოკლედ რომ ვთქვა ყველა წინასაარჩევნო ”პრიანიკი” იქნა ნახსენები და ამ მხრივ ახალი არაფერი ყოფილა. გულსატკენია ის ფაქტი, რომ გამარჯვების ერთადერთ შესაძლებლობად თვითონ ალასანიამ დაასახელა ამომრჩეველთა აქტიურობა 80 - 85 % ფარგლებში, რაც სრულ უტოპიას წარმოადგენს ჩემი აზრით. ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე, მგონი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთ ქვეყანაში. ჩემს კითხვაზე: ვინ აიღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ამომრჩეველთა 60% (ძალიან მაღალია ადგილობრივი არჩევნებისთვის) გამოვა და ოპოზიცია წააგებს არჩევნებს-თქო, მივიღე შემხვედრი შეკითხვა: ასე ხომ გვაქვს შანსი და თუ არჩევნები არა, მაშინ სხვა რა გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლებაო, რამაც არც თუ ძალიან დამაკმაყოფილა. რა თქმა უნდა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, მაგრამ თუ ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს, მგონი სჯობს სახლში დაჯდე (როგორც მე ვაპირებ) და ხელისუფლებას არ მისცე საშუალება, თავისი დიქტატი დემოკრატიის ზეიმად გადააქციოს. ერთადერთი სასიამოვნო მომენტი ამ შეხვედრაზე ჩემთვის იყო ის, რომ თვითონ ალასანიამ დატოვა აი, ძალიან სასიამოვნო და საყვარელი ახალგაზრდის შთაბეჭდილება. მას ნამდვილად შეუძლია განაწყოს მისთვის სასარგებლოდ პირად დონეზე მოწინააღმდეგე, მაგრამ ეს უფრო საგარეო საქმეთა მინისტრს მოუხდება, ვიდრე ოპოზიციის ლიდერს, რომელსაც არსებული, არც თუ დემოკრატიული ხელისუფლება ჰყავს დასამარცხებელი. უკეთეს შემთხვევაში ალასანიას იყენებენ ”ტიომნად” არსებული ხელისუფლების დემოკრატიული იმიჯის განსამტკიცებლად, უარეს შემთხვევაში, ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე იმნაირ საქმეს მოჰკიდა ხელი, რომელშიც გამარჯვების შანსები არა აქვს.
  2. რატომ ასეთი უკიდურესობები? მე მაგალითად რუსეთის არბიტრაჟშიც კი მომიგია საგადასახადო დავები და აქ რატომ არის შეუმცდარი საგადასახადო? თუ შეცდა რატომ არ უნდა აგოს პასუხი?
  3. კაცი უშიშროებაში მსახურობდა, მეტი გასვრა პოლიტიკოსისთვის რაღა უნდა იყოს? ჩვენ ყველას საქართველოსთვის სიკეთე გვინდა და ვისაც როგორ ესმის, ისე ემსახურება ამ სიკეთეს. ძალიანაც გამიხარდება, თუ ალასანია საქართველოს მესია იქნება, მაგრამ დიდი ეჭვები მაქვს და თუ შევცდები არ მეწყინება.
  4. ეხლა კარგად დავუკვირდეთ, თქვენ რა თქვით ალასანიაზე: შეიძლება ასეთ (არ ვიცნობთ, იდუმალი..) პიროვნებისათვის ხმის მიცემა? რომ მოგვატყულოს, მერე რაღა ვქნათ? P.S. ჩემი გვარია წიქორაძე.
  5. რომ არ ყოფილიყო არჩევნების საერთო - სახალხო ბოიკოტი, სპეციალურად გაიბერა ალასანიას ბუშტი. ალასანია არც მიშა-2-ია. ეს არის, არსებული ხელისუფლების განსამტკიცებელი დუღაბი.
  6. newstudio პატივცემულო! როდესაც იკვეხნიან ამდენი და ამდენი წევრი გვყავს პარტიაშიო, ის წევრები მასიურად უნდა გამოეყვანათ მიტინგებზე, რომ 50% არ დაეთმოთ. ამის ტვინი და ტრაკი მათ არ ჰქონდათ და ახლა მილიონი მიზეზი არსებობს არჩევნების ობიექტურად წასაგებად ოპოზიციის მიერ, მათ შორის სიებიც.
  7. ვისი გამარჯვების? ვისაც უნდა დავენიძლავები, ხელისუფლებას არჩევნები უკვე მოგებული აქვს ყოველგვარი გაყალბების გარეშე. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვინც დღეს პოლიტიკანობას თამაშობს ოპოზიციის მხრიდან, ისინი იმდენად უვარგისები არიან, რომ ელემენტარულად სსაარჩევნო კამპანიის წარმართვაც არ შეუძლიათ. თქვენ გრძნობთ, რომ ორ თვეში არჩევნები იქნება? თქვენს გარშემო რამე ხდება, რომლითაც შეიძლება მიხვდეთ, რომ ხალხი ხმას ოპოზიციას მისცემს? თუ ხალხი ცალკეა და პოლიტიკოსები ცალკე?
  8. კოტე ჩიკვილაძე და ევგენი მიქელაძე. არ იცნობთ? წაიკითხეთ ინტერვიუ ჩოხოსანთა საიტზე. ასევე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს აჩიკო თქვენს საიტზე და ერთი-ორი სხვა პიროვნებებიც. დროა "შინაურ მღვდლებს" მივაქციოთ ყურადღება, თორემ მაგათმა და ხელისუფლებამ, რა დღეში ჩაგვაგდეს თვითონაც კარგად იცით.
  9. არავითარი დავა. მე გთავაზობთ ინტერვიუს დიალოგის ფორმით, სადაც ორივე მხარეს ექნება შეკითხვების დასმის უფლება კულტურულ ფარგლებში. ვორნი და ბანი, რომელიც გენებოთ.
  10. მომეწონა პასუხი. განსაკუთრებით ეს: "მაგ განვითარების დონეზეც არ ავსულვარ, შენს საიტზე რომ შემოვიდე და იქ ვიბრძოლო საკუთარი წარმოდგენების ლობირებისა და დასაცავად." მე შემიძლია ჩემი შეხედულებების დაცვა საკუთარი სახელით სხვის საიტზეც.
  11. ჯერ ამაზე გაეცით პასუხი: საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება (იხილეთ ამ თემის პირველ გვერდზე) ვინც პროდვინუტი ხართ და ნამდვილად ისე ფიქრობთ, როგორც წერთ, გთავაზობთ ინტერვიუს ჩემს საიტზე. მიუხედავად არც თუ ისე დიდი პოპულარობისა მკითხველი მაინც ჰყავს. ორი კვირის განმავლობაში ინტერვიუ ბატონ ევგენი მიქელაძესთან ნანახია 700-ზე მეტჯერ, ბატონ კოტე ჩიქვილაძესთან 2000 - ზე მეტჯერ და ა. შ. ხართ პროდვინუტები? კეთილი ინებეთ და საკუთარი სახელით და სურათით გეპატიჟებით ნებისმიერს.
  12. b][/b] საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიების წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადება 2010-01-23 http://www.patriarchate.ge/gallery/news/542.jpg ა.წ. 25-29 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალ სესიაზე სხვა საკითხებთან ერთად იგეგმება "სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე დისკრიმინაციისა და სქესის იდენტიფიკაციის" კანონპროექტის განხილვა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმის და სხვა სექსუალური გადახრების ლეგალიზებას გულისხმობს. ამავე სესიაზე გამოტანილი იქნება დოკუმენტი რომელიც აბორტს წარმოგვიდგენს, როგორც ქალის უფლებასა და ოჯახის დაგეგმვის საშუალებას. შეუძლებელია, ევროპა, რომლიც უძველესი ქრისტიანული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს და რომლის კულტურაც მთლიანად რელიგიური ნიშნით არის განმსჭვალული, ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან ხმას აძლევდეს ისეთი მოვლენის ჩვეულებრივ ნორმად ქცევას, როგორიც არის სექსუალური გადახრები. ჰომოსექსუალიზმი, ბისექსუალიზმი და სხვა მსგავსი ქმედებანი არამარტო ქრისტიანობაში, არამედ ყველა ტრადიციულ რელიგიაში უდიდეს ცოდვად არის მიჩნეული, რადგან იგი ადამიანის გადაგვარებას, მის სულიერ და ფიზიკურ დაავადებებს იწვევს. ბუნებრივია ისმევა კითხვა: თუ კი შესაძლებელია, ადამიანის უფლებების დაცვის მოტივით, მის თავისუფალ ნებაზე აპელირებით, ცხოვრების დასაშვებ ნორმად იქცეს ეს უზნეობა, მაშ რა ლოგიკით ვგმობთ ნარკომანიას, პედოფილიას, სუიციდს და სხვა მსგავს მახინჯ ფორმებს?! იგივე ითქმის აბორტთან დაკავშირებითაც. არავის აქვს უფლება მუცლადღების პერიოდში შეუწყვიტოს სიცოცხლე ჩვილს. არა აქვს მნიშვნელობა რა ხნისაა ჩანასახი. იგი პირველი დღეებიდანვე იმ უფლებებით უნდა სარგებლობდეს, როგორც ზრდასრული ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოში არსებული სხვა ტრადიციული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თავს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ვთვლით, მივმართავთ ევროსაბჭოს დეპუტატებს, არ დაუჭირონ მხარი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გაემიჯნება ამ კანონპროექტებს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დოკუმენტის მიღების შემთხვევაშიც კი საქართველო არ შეუერთდება მას. საქართველოს საპატრიარქო: მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში: მონსენიორ კლაუდიო გუჯეროტი სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ხელმძღვანელი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი საქართველოს მთავარი რაბინის მოვალეობის შემსრულებელი: აბი-მელექ ალექსანდრე როზენბლატი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი ახუნდი ალი ალიევი 22.01.2010
  13. პატივცემულებო! რუსეთი ამას იზამს, ამაზე წამოვა, ამაზე არა, ეს მარჩიელობაა. უნდა იცნობდეთ თანამედროვე რუსეთს, რომ გაიგოთ: თუ ძალას (სამხედრო ძალა არა მაქვს მხედველობაში) არ დაინახავს არაფერზეც არ წამოვა. ნინიკოს და ზურიკოს ვიზიტები არაფრის მომტანია საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, საკუთარი ბედნიერებისათვის რისი გამწირავები არ არიან ესენიც და სხვა რიგში მდგომებიც. ხელისუფლებაც არაა მათზე უკეთესი და საერთოდ, მათზე ლაპარაკიც არა ღირს. გამოსავალი თვითონ ხალხია, ქართველი ერი, რომელიც თავისი ავადმყოფობის გამო მოხვდა ამ მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ თვითონ ჩვენს თავს თუ არ ვუმკურნალეთ, კეთილი ბიძია ვალოდია მთლად ჩაგვკლავს ლოგინში, აშშ-სა და ბებერი ევროპის დახმარებით.
  14. ყველა ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მარტო არჩევნებით. ამისათვის საჭირო და აუცილებელია მათი იძულება სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო და აუცილებელია ხალხის გამოსვლა პერმანენტულ მიტინგებზე. პერმანენტული აქციიბის გამართვის ხელმძღვანელობა უნდა აიღოს თავის თავზე არა გრეჩიხებმა, ეროვნულმა ფორუმმა და სხვა უსუსური "ოპოზიციის" წარმომადგენლებმა, არამედ პატიოსანმა, ნამდვილმა ოპოზიციამ. პატიოსანი, ნამდვილი ოპოზიცია არა გვყავს. დასკვნა თქვენთვის მომინდია. ამიტომაც ვართ იმ დღეში, როგორშიც ვართ.
  15. რუსეთი არაფერსაც არ დაგვიბრუნებს, რაც დაგვრჩა იმასაც წაგვართმევს. დღევანდელი რუსეთი საბჭოთა რუსეთი აღარაა.
  16. "Мечтат не вредно". ჩვენც წავიოცნებოთ. დიდი სიამოვნებით შემდეგი პირობებით: 1. მცირერიცხოვანი შტაბით თბილისში. 2. დისლოკაციის ადგილი: თბილისიდან და საზღვრებიდან შორს, იმერეთი, კახეთი. 3. კონტინენტის რაოდენობა არ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს უშიშროების საფუძველს. 4. ჯარის გადაადგილება ქართულ ხელისუფლებასთან შეთანხმებით.
  17. ღამე მეძინა, ამიტომ პასუხებს ამით დავიწყებ: რა არის დემაგოგია? ის, რომ პუტინი არაფერს დაგვიბრუნებს? რატომ ასეთი აგრესიული, უაპელაციო ტონით? მერე თავს გაიმართლებთ შევცდიო? ამით საქართველოს რა? განა მე სადმე ვთქვი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები არ უნდა ვაწარმოოთ?ამ მოლაპარაკების დროს საჭიროა, რომ საქართველოს ინტერესები არ იქნეს დათმობილი და გათვალისწინებული იქნეს რუსეთის ინტერესები, ანუ მოლაპარაკება თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ეს კი: არის საქართველოს დანგრევის და ტერიტორიების დაკარგვის აღიარების გზა, რასაც შეიძლება გვერდი აევლოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში: იურიდიული ლაბირინთების მოგვარების (გათვალისწინების) შემდეგ კონსტიტუციაში ჩაეწერებათ რეგიონებსაც და ფედერალურ სახელმწიფოსაც: რეგიონებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფოდან გამოყოფა და ნებისმიერი ასეთი აქტი ცხადდება ანტიკონსტიტიციურად. (გერმანიის მაგალითი), რუსეთის ჯარები შეიძლება დისლოცირებული იყვნენ, მაგალითად ქუთაისში ან თელავში, მაგრამ არა თბილისთან ახლოს და არა ამ რეგიონების ტერიტორიაზე. ამას მეც ვისურვებდი.
  18. ქართველებო! დაივიწყეთ საბჭოთა კავშირი: რუსეთი ის ქვეყანა აღარ არის, რომელიც თქვენ გახსოვთ. გავუფრთხილდეთ ღმერთისგან ნაბოძარ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. აღვიდგინოთ რეალური სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა ნუ ქნას და თუ რუსეთი ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში ის აჩვენებს "робким грузинам” где раки зимують. რუსეთის შემოსვლა საქართველოში ნებისმიერი მიზეზით თუ საფარვლის ქვეშ, გამოიწვევს ერის დაქუცმაცებას, მის დაყოფას არა მარტო ტერიტორიულ ნაწილებად, არამედ ეთნიკურ-კუთხური ნიშნითაც. რუსეთი, ეს არის ერთ თაობაში ქართველი ერის გადაშენება. გინდათ თქვენ ეს? საიდან ასეთი პესიმისტური ფიქრები? პირადი გამოცდილების საფუძველზე. ჩემს თვალწინ ხდებოდა რუსი ერის და რუსული სახელმწიფოს ტრანსფორმაცია საბჭოთა რუსეთიდან დღევანდელ იმპერიალისტურ-შოვინისტურ სახელმწიფომდე. პ.ს. ეს თემა ჩემს საიტზე მქონდა გახსნილი, მაგრამ აქ ნინოზე თემა რომ წავიკითხე, გადავწყვიტე აქაც გამომექვეყნებინა. თქვენ გჯერათ, რომ პუტინი ქართველებს რამეს დაუბრუნებს?
  19. პატივცემულებო! ასე არ შეიძლება? ჯერ გამოაქვეყნოთ პროექტი. 4-6 საათის განმავლობაში განხილვა და ხელმოწერების შეგროვება, შემდეგ კი საბოლოო განცხადება ხელმოწერებით.
  20. ახლა ის 30%, ხელისუფლებას ხმას რომ მისცემს, მართლა ყველაფრის ღირსი არაა? ისევ რუსეთი სჯობს ამნაირ დეგენერატულ ხელისუფლებას, ალბათ. (შოკი რომ გამივლის, მერე ვიტყვი დანამდვილებით)
  21. კიდევ ერთი შეკითხვა: ალასანიას ქართული ოჯახი აქვს? მეუღლე რა გვარია?
  22. შებრძანდით რესპების საიტზე. ძალიან კარგი, დემოკრატიული ფორუმი აქვთ და გამოთქვით თქვენი აზრი, ბანს არ დაგადებენ და პასუხსაც კულტურულად გაგცემენ. თქვენი პოსტიდან ასე მგონია დედამიწა რომ ტრიალებს, მაგიც რესპების ბრალია. სხვათაშორის, "ეროვნულმა ფორუმმა"(?) რომ საიტი გაიკეთა, საერთოდ არა აქვთ ფორუმი. დასკვნა თქვენთვის მომინდვია. ბატონ ლაშას ვეთანხმები, ნებისმიერი ოპოზიციონერი და მათი პარტიები, რომ ჩასარეცხია, ამას არ უნდა დიდი მიხვედრა, მაგრამ ალასანია რომ მიშა - 2 გამოდგეს, ამის საშიშროებას ვერ ხედავს? შეკითხვა, რომელიც უკვე იყო ამ ფორუმზე: რითია ალასანია მიშაზე უკეთესი, რატომ უნდა მივცე ხმა? ოღონდ ფაქტებით და არა ზოგადად.
  23. ლელა ვეფხვაძის ბანერი წაშალეთ პატივცემულებო.
×
×
  • შექმენი...