
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჯერ ერთი მე არ მითქვამს პოლიტიკური პარტია დავაარსოთ თქო, მე ვთქვი პოლიტიკური ჯგუფი-თქო. მეორეც, მე მაინტერესებდა მზად იყვნენ თუ არა ადამიანები სამშობლოსათვის თავი შეეწუხებინათ, თორემ მე ისიც კი არ მითქვამს მარსის გამწვანება თუ საქართველოში 365 დღიანი კარგი ამინდები იქნებოდა ამ ჯგუფის მიზანი. დასკვნა არც თუ სასიამოვნოა მათთვის ვინც ამ თემაში დაფიქსირდა ან წაიკითხა. შენიშვნები კი ბატონო, მაგრამ სამშობლოსათვის თავის შეწუხება - ჩვენ ბოდიში. გთავაზობთ ლოზუნგს: ალასანია თბილისის მერად, მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ პრემიერ მინისტრად, უგულავა ან ვისაც სააკაშვილი აირჩევს პრეზიდენტად. ამ შემთხვევაში: "ჩვენისთანა ბედნიერი არ იქნება არსად ერი" და ამაში ჩვენი დიდი წვლილიც იქნება. -
21 წლის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეგ ნორმალურია?
ბადრი_წიქორაძე replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
როგორ ფიქრობთ ბატონო ნუკრი ახლა უკეთ იცით საკუთარი საქმე თუ 5 წლის მერე უკეთ გეცოდინებათ? თუ წინასწარ პასუხს ვერ იტყვით, მაშინ ასე შეგეკითხებით: დღეს უფრო მეტი იცით, თუ ერთ წლის წინათ იცოდით? -
21 წლის პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეგ ნორმალურია?
ბადრი_წიქორაძე replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა საქმეს? რისი გაკეთება შეუძლია კარგად 21 წლის გოგონას? თქვენ გამოცდილება ზედმეტი მიგაჩნიათ? არა და ყველა საქმეში საჭიროა. -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დარჩენილი 206 მოგწონთ? -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე საკუთარ პარტიას კი არ ვქმნი ბატონო ნიუსტუდიო. თუ ეთანხმებით ჩემს აზრს, ფორუმი თქვენია და როგორი მოწოდებებიც გინდათ ისეთი გააკეთეთ. -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
არავითარი წყენა ბატონო ნუკრი, ამით გამოვხატე, რამდენად არარეალური და არასერიოზულია დღევანდელ საზოგადოებას მოუწოდო სამშობლოსათვის თავი შეიწუხონ. კლავიატურასთან ჯდომას და სხვის კრიტიკას რა სჯობს, მით უმეტეს, როცა სახელიც არავინ იცის. -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რა თქმა უნდა ძნელია და ყველაზე ძნელი პირველი ნაბიჯია. ამიტომ ვთავაზობ საზოგადოებას თუ როგორ გადადგას პირველი ნაბიჯი: 1. გადაწყვიტოს უყვარს თუ არა საქართველო იმდენად, რომ ხანდიხან თავი შეიწუხოს. 2. თუ უყვარს დაფიქსირდეს თავისი სახელით და გვარით ამ თემაში. ათ კაცამდე თუ შეგროვდება ასეთი ადამიანები, განვაგრძობთ მსჯელობას. უარის თქმა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს. -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გვაერთიანებს ორი რამ: სამშობლოს სიყვარული და მზად ვართ მისთვის თავი შევიწუხოთ. დანარჩენი ვიმსჯელოთ, მე კი არ მინდა, ჩვენ თუ გვინდა. -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თუ არ მოხერხდება, ამ ჩემს ფეხებს. მე რა, ყველაზე მეტი მინდა? მამალმა თქვა: მე მიყივიაო და... -
არიან თუ არა ფორუმელები მზად?
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
თანახმა ვარ ვიყო საქართველოს მოყვარული და საქართველოსთვის თავის შეწუხებაზე მზადმყოფნი მხარე. -
სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ისეთია, რომ ფორუმელთა დიდ ნაწილს არც ხელისუფლება მოსწონს და არც ოპოზიცია. ასეთ ადამიანებს ალბათ ხშირად უფიქრიათ: ”ვინ, მე თუ არა?” და მილიონი მიზეზი მოუძებნიათ, რატომ თვითონ არა. წინადადება შემომაქვს სერიოზულად ვიფიქროთ ახალი პოლიტიკური ჯგუფის დაარსებაზე, რომელშიც გაერთიანება შეიძლება მოხდეს ორი მთავარი პრინციპის გარშემო: 1. საქართველოს სიყვარული მიუხედავად ეროვნებისა და მოქალაქეობისა და 2. საქართველოსთვის თავის შეწუხებაზედ მაინც მზადყოფნას, თავგანწირვას არავინ ითხოვს. ამისათვის: 1. მსურველები დაფიქსირდნენ ნამდვილი სახელებით და სურათებით. 2. ინფორმაცია დავდოთ ყველა დიდ თუ პატარა საიტზე სადაც ხელი მიგვიწვდება. 3. შევიმუშავოთ წესდება და პროგრამა, თუ ვინ შეიძლება გაერთიანდეს ამ ჯგუფში, მიზნები და ამ მიზნების რეალიზაციის გზები. 4. ორგანიზაციის დაარსება შესაბამისი სამუშაოების შემდეგ. 5. პლანეტას, როგორც ყველაზე პოპულარულ ფორუმს, შეთავსებით დაეკისროს ამ ჯგუფის საინფორმაციო გაზეთის როლი, რისთვისაც გაიხსნას შესაბამისი, ცალკე ფორუმი. შესწორებები და შენიშვნები ჩემს მიერ გამოთქმული აზრის შესახებ, მიიღება ყოველგვარი წყენის გარეშე.
-
კი. საწერმა ველმა შემიკლა ხელში, გაწელილია.
-
ალასანიას კიდევ ერთი დაბნეულობა, თუ სუბარს უარი უნდა ეთქვა, რას ახურებდა მაშინ თავის დროზე? კვირაში შვიდი პარასკევი ამას ჰქვია: ხან ალიანსში, ხან პრეაიმერისტებთან, ხან სუბართან, ხან უსუბაროდ. პოლიტიკოსი კი არა, ფიგაროა რა.
-
დიდი სიამოვნებით. ყოველთვის მზად ვარ სამშობლოსათვის უანგაროდ გავაკეთო რაც შემიძლია. დადევით ის პოსტი ცალკე თემად და დავიწყოთ ნაბიჯ ნაბიჯ განხილვა. დღეს 12 საათამდე შემიძლია ვიმუშაო, გაგრძელება აღდგომის შემდეგ. (თემა-ქართული ნეტსივრცე დემოკრატიის ხსნის ერთადერთი გზა, პოსტი N20)
-
ქალებში ჩამჭერით ბატონო შიკმანდო! მაქვს მაგ ცოდვა. კარგად რომ დავაკვირდეთ შეიძლება სხვებიც აღმომაჩნდეს, მაგრამ ჩემს გულში შური და ბოროტება არასდროს ყოფილა, არც არავინ დამიჩაგრავს ცხოვრებაშ და ბევრი დაჩაგრულის ფეხზე დაყენებაც მიცდია. როგორც ცოდვილ ადამიანს შეფერის, ისე ვცდილობ, რომ რაიმე ნაბიჯის გადადგმის დროს გავიაზრო, მოეწონება ეს ნაბიჯი ღმერთს თუ არა. წმინდანობის პრეტენზია ნამდვილად არა მაქვს. კაცობის კი.
-
მართალი ბრძანდებით. საქმის კეთების უნარი ამ ჯგუფის დაარსებით ამოეწურათ მის ორგანიზატორებს(პლიუს ორი განცხადება, მგონი). ზემოთ, თუ სხვა თემაში აღარ მახსოვს, მე შევთავაზე მკითხველებს, როგორ შეიძლება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. პირადად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ბელადობის პრეტენზია არა მაქვს, არც საორგანიზაციო კომიტეტში ვითხოვ ადგილს, ოღონდ საქმე გაკეთდეს და ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, როგორიც აჩიკოა. (პირადად სხვას არავის ვიცნობ, ისიც ერთხელ მყავს ორი წუთით ნანახი, მაგრამ მგონი არ უნდა ვცდებოდე). ამოვიდნენ ყელში ეს უსური ოპოლიდერები. ფული, რა თქმა უნდა საჭიროა, მაგრამ არც უფულობაა იმის ხელის შემშლელი, რომ რაც შეგვიძლია. ის მაინც გავაკეთოთ. ღმერთის რწმენა გქონდეთ ბატონებო და ქალბატონებო და ყველაფერი კარგად იქნება.
-
მე შემიძლია ვთქვა, რომ მორწმუნე ვარ, მაგრამ ცხოვრებაში ჯერ არ მითქვამს აღსარება და არ დამიცავს მარხვა. ღმერთის არსებობის ძალიან მწამს და არაერთხელ დავრწმუნებულვარ მის არსებობაში. სხვა მხრივ ცხოვრებაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რაც ღმერთს არ ესიამოვნებოდა. ღმერთი ნამდვილად არსებობს და იმიტომაა ღმერთი, რომ ჩვენ მის არსს ვერასოდეს ჩავწვდებით. თუ ვიცხოვრებთ ისე, როგორც მას გაუხარდება, მისი თანადგომა გარანტირებული გვაქვს. როგორც მამას უყვარს თავისი შვილები, ისე ვუყვარვართ ჩვენ მას და ხან და ხან თუ განსაცდელს მოგვივლენს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი ცოდვები შეგვაგნებინოს და სწორ გზაზე დაგვაყვენოს. "პროდვინუტი" ქართველების საკუთარი სარწმუნოების სიძულვილი და ქართველ ერს თავს დატეხილი სხვა უბედურებები განპიროვნებულია იმ რისხვით, რაც ქართველმა ერმა დაიმსახურა ღმერთის გზიდან გადახვევით. თქვენ გგონიათ ღმერთი ასე ადვილად გვაპატიებდა მას, რაც ჩვენ მის რჩეულ შვილს, ზვიად გამსახურდიას დავმართეთ? ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ღმერთი სამზარეულოში დაუჯდებათ და ეტყვით: ამას ამიტომ და ამიტომ ვაკეთებო. ისეთი ბედნიერი როლის შესრულება, რომელიც მას ერგო, მხოლოდ და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. არასდროს ვყოფილვარ გამსახურდიას მოთაყვანე და გთხოვთ არ ჩათვალოთ რომ მე მას მესიად ვთვლიდე. ღმერთმა თავისი რჩეულიც დასაჯა იმ შეცდომების გამო რაც მას ცხოვრებაში ჰქონდა. (ღმერთო მაპატიე თუ ვისმეს განვსჯი) აკეთეთ კეთილი საქმეები, რომელიც ღმერთს გაუხარდება, განათავისუფლეთ თქვენი გული შურისა და სხვა ბოროტებისაგან და თითეული თქვენთაგანი შეიგრძნობს ღმერთის თანადგომას.
-
პლანეტასთვის დიდი დანაკარგია რა თქმა უნდა.
-
ქართული ნეტსივრცე დემოკრატიის ხსნის ერთადერთი გზა
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ვინც ამ საქმეს ხელს მოკიდებს და გაიმარჯვებს, შეიძლება მინისტრიც გახდეს, დეპუტატიც და ქალაქის მერიც შესაბამისი ხელფასებით და შეღავათებით, რაც გამდიდრებასაც გამოიწვევს. რა არის ამაში ცუდი? ბატონო ლაშა! ფულს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჭკუით და შრომით, მისი საწყის ეტაპზე კომპენსირება შესაძლებელია. ფული ეშმაკისაა, კეთილი საქმე კი ღმერთის. -
ქართული ნეტსივრცე დემოკრატიის ხსნის ერთადერთი გზა
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ღმერთმა როგორ უთხრა თავის მოწაფეებს? "წადით, ტანსაცმელი არ წაიღოთ, საჭმელი არ წაიღოთ, ფეხსაცმელზე არ იდარდოთ, ყველაფერი მოგეცემათო"! ვისაც იმის იმედია აქვს, რომ ამით გამდიდრდება, გამდიდრებამდე ბევრი ბრძოლა იქნება გადასახდელი. -
ქართული ნეტსივრცე დემოკრატიის ხსნის ერთადერთი გზა
ბადრი_წიქორაძე replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
წინადადება შემომაქვს სერიოზულად ვიფიქროთ ახალი პოლიტიკური ჯგუფის დაარსებაზე, ამისათვის: 1. მსურველები დაფიქსირდნენ ნამდვილი სახელებით და სურათებით. 2. ინფორმაცია დავდოთ ყველა დიდ თუ პატარა საიტზე სადაც ხელი მიგვიწვდება. 3. შევიმუშავოთ წესდება და პროგრამა, თუ ვინ შეიძლება გაერთიანდეს ამ ჯგუფში, მიზნები და ამ მიზნების რეალიზაციის გზები. 4. პოლიტიკური ორგანიძაციის დაარსება, შესაბამისი სამუშაოების შემდეგ. 5. პლანეტას შეთავსებით დაეკისროს ამ ჯგუფის საინფორმაციო გაზეთის როლი, რისთვისაც გაიხსნას შესაბამისი, ცალკე ფორუმი, როგორც ჩემს საიტზეა. შესწორებები და შენიშვნები ჩემს მიერ გამოთქმული აზრის შესახებ, მიიღება ყოველგვარი წყენის გარეშე. თუ საიტის ადმინებს ეს აზრი მოეწონათ, დასაწყისისათვის გამოყავით ცალკე თემად. -
ხელისუფლება სიტუაციის არაადეკვატურია
ბადრი_წიქორაძე replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მე მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი.