
ბადრი_წიქორაძე
პლანეტელი-
პოსტები
568 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე
-
ირაკლი ალასანია "ალიანსში" ბრუნდება.
ბადრი_წიქორაძე replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
კაცს თავისი ბედი ვერ გაურკვევია, დახტის წინ და უკან, სადაც ჰგონია, რომ ბულკებს აჭმევენ, საქართველოს ბედი როგორ უნდა ანდო? მესია მისგან არ გამოვიდა, ახალგაზრდაა ძალიან. მაგას სჯობდა უსუფაშვილს თვითონ ეყარა კენჭი, ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი მაინცაა. -
სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, ორნივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა. ვისაც ეს ახსოვს, მე იმ ადამიანს ვცემ პატივს. ვინც სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს იმ ადამიანს ვცემ პატივს. ემიგრანტობის პრობლემაა, ჩემთვის კარგადაა ცნობილი, ისეთებიც მინახავს სამშობლო პატოლოგიურად რომ ეზარებად და პომოიკაში სძინავთ, სამაგიეროდ ნათესავებს თავს ახარბებენ ასე ვარ და ისე ვარო. პატრიარქის ნათქვამს ვინც აკრიტიკებს, გაიგო რა თქვა პატრიარქმა?
-
მე პატრიარქის მოწოდების გარეშე ჩამოვედი 2005 წლის აგვისტოში და შემიძლია გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე ვიყავი, ორი ბინა მქონდა, 22 წლის ბუხჰალტერი, მდივნებს ხშირად ვიცვლიდი და აუცილებლად ბუხჰალტერზე ახალგაზრდები უნდა ყოფილიყვნენ, ფულსაც შეუდარებლად მეტს ვშოულობდი, აქ კი ისეთი ქვეყანაა, რომ მარტო შენ რასაც აკეთებ იმით შეგიძლია ირჩინო თავი, ვერც მუშას ენდობი და ვერც მოადგილეს, მაინც აქ მირჩევნია, რადგან აქაა ჩემი სამშობლო. სამშობლო, დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა, ორნივ ტკბილია ძმობილო, მირჩევნის ორთავ თვალზედა. ასეა მგონი.
-
იცით რა მიხარია? ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გულთან ღებულობენ ამ საქმის წარმატებას. ცოტანი ვართ, მაგრამ ხომ ვართ? საქმე იმაში კი არაა გაიყიდება თუ არა ბილეთები (ალბათ არა), საქმე იმაშია, რომ ჩვენ უნდა ხელახლა მივეჩვიოთ ერთმანეთის დაფასებას და პატივისცემას. რამ გადაარჩინა საქართველო და ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში მასზე ბევრად უფრო ძლიერი მტრებისაგან? ჩემი აზრით მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის გვერდით თანადგომამ და ერთმანეთის ჭირის თუ ლხინის გაზიარებამ. ვისაც საბჭოთა ჯარში უმსახურია, თავის თავზე ექნება გამოცდილი, რა ძლიერები ვიყავით ერთი მუჭა ქართველები სხვა ტომელთა გარემოცვაში, რადგან ჩვენ ერთიანობა გვქონდა. ყველას ვთხოვ: იმდენი ბილეთი არ გაიყიდება, რომ თავისუფალი ადგილები არ დარჩეს, ამიტომ ყველანი მობრძანდით კონცერტზე, ბილეთიანებიც და უბილეთოებიც, ჩათვალეთ, რომ თითეულის დიდგორი 3 მარტს, 3 საათზე, კინოს სახლში მისვლა თუ არ მისვლაა. ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ერთობა.
-
ალბათ ხალხს ძალიან უჭირთ. მგონი არ გამოვა.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძველი აფიშა ფასიანად და ახალი უფასოდ. http://planeta.ge/index.php?showtopic=15267&st=225 უფრო ზუსტად არ ვიცი როგორ დავწერო. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გადადება გამორიცხულია, უანგაროდ მონაწილე მომღერლებს ამას ვერ ვაკადრებ. სახელოვანი და საპატივცემულო ადამიანები არიან. ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებ (მაინც ასეა), მაგრამ ერთი სუვენირული საინიც, რომ ვიყიდო და წარწერა გავუკეთო, იგიც სასიამოვნო იქნება და სამახსოვროდ დარჩება. ყველაფერს კი ფანდურის ჩუქება აჯობებდა. ტელევიზიებს თუ შეგიძლიათ ვინმემ გააგებინოთ, რომ კონცერტი გადაიღონ და ახალ ამბებში აჩვენონ? -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჩემგან ამის გაკეთება უხერულია, თუ თქვენ დაგვეხმარებით, სასიამოვნო იქნება. გაყიდული ბილეთები: 1. მაკლარენი ------------------ 4 ცალი (20 ლარი) 2. ჩემი ნათესავი ---------------4 ცალი (20 ლარი) ------------------------------------------------------------- სულ----------------------------8 ცალი (40 ლარი) -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ბატონო ლაშა! ალბათ ვერ მოვახერხე ამ აქციის იდეა გადმომეცა. რეალურ ფულს ამ აქციით ვერ გავაკეთებდით და არც მიზანი მქონდა. მაგრამ ხალხს რომ პატივისცემა ჯერ საკუთარი თავის მიმართ გამოეხატა ეს კი ნამდვილად მინდოდა. ძალიან გამიხარდება თუ მობრძანდებით კონცერტზე, იქ ჩემთვის ბევრი უცნობი ადამიანიც იქნება და მე სახელს და გვარს არავის შევეკითხები. დღეს გავაკრავ ახალ აფიშებს კინოს სახლთან და ვაგზალზე. -
მე კიდევ მგონია, რომ თავიდან შეიძლება შიკს თავი დაანებო და ერთი კამერით დაიწყო. ამ უმუშევრობის ეპოქაში უფულოდ მუშაობის ენთუზიასტებიც გამოჩნდებიან. კარგ საქმეს ღმერთი ეხმარება. ღმერთის იმედის ქონა დიდი საგანძურია. თუ შეგიძლიათ მომწერეთ ემაილზე bazakade@mail.ru რა არის ტექნიკურად აუცილებელი ამ საქმისათვის და საერთოდ, "с чего начинается родина". წინასწარ გმადლობთ.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რას გულისხმობთ სხვა ფორმაში ბატონო ლაშა? იქნებ რამეს გაკეთება კიდევ არ არის გვიან? -
მოგილოცავთ ბატონო გიორგი ქალიშვილის დაბადების დღეს. ღმერთმა ბედნიერი ცხოვრება მისცეს. ეხლა თემას რაც შეეხება. გეთანხმებით ბატონო გიორგი. ვიღაც უნდა გამოჩნდეს, რადგან ვინც ჩანან, ისინი თავის კეთილდღეობაზე უფრო მეტს ფიქრობენ ვიდრე სამშობლოზე. ისმის კითხვა: საიდან უნდა გამოჩნდნენ? მარსიდან ხომ არ ჩამოფრინდებიან. პასუხი იმდენად მარტივია, რომ სასაცილოც კია, ინტერნეტის ეპოქაში ასეთი კითხვის არსებობა. ადამიანმა ლაჩრობას თავი უნდა დაანებოს, თუ სამშობლო უყვარს. ერია დაავადებული და მისთვის მკურნალი არ არსებობს. ხალხი საკუთარ თავს არ სცემს პატივს და სამშობლოსთვის თავგანწირვას ვის მოსთხოვ? საკუთარი თავის პატივისცემიდან იწყება ყველაფერი, მეზობლის სიკეთისათვის ზრუნვა, უცნობი ადამიანის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერება და ა. შ. დამთავრებული სამშობლოს სიყვარულით. რა მაგის პასუხია და ამ საიტის პატრონი ბატონები ინტერნეტ ტელევიზიას რატომ არ აკეთებენ? როგორც ვიცი ლიცენზია არ სჭირდება.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს.
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ადამიანი, რომელსაც ინტერნეტი და კომპიუტერი აქვს, სურვილის შემთხვევაში 5 ლარს იშოვნის. 800-დან მარტო ერთ კაცს, რომ აღმოაჩნდა ასეთი სურვილი ესაა, ერის უბედურება, თორემ სხვა კი არ მაღელვებს, მაინც და მაინც დიდი იმედი არ მქონდა, ქართველი ვარ და კარგად ვიცნობ ქართველთა ბუნებას. კითხეთ ბატონ მაკლარენს, როგორ ვცხოვრობ და მაქვს კი იმის საშუალება რასაც ვაკეთებ? გული მაქვს და დანარჩენს ღმერთი მომცემს. მე ალბათ ვერ შევძელი, ან ხალხმა არ გაიგო ამ აქციის მიზანი. მას ფასი მაშინ ექნებოდა, თუ ხალხის რაღაც რაოდენობა ამ ადამიანის პატივისცემას თავის საქმედ ჩათვლიდა. მე მაინც მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი ადამიანების არსებობაში დამარწმუნა. თუნდაც ბატონი ნუგზარ კვაშალი და მისი მეგობრები, ქალბატონი ირმა სოხაძე, ბატონი აჩიკო და ბატონი მაკლარენი და სხვებიც, რომლებმაც თვითონ იციან, რომ რაღაც საპატიო მიზეზების გამო ვერ შეძლეს საკუთარი აზრის გამოხატვა. ყველას დიდი მადლობა. ეხლა კი ახალ აფიშას დაუკვირდით. დასწრება უფასოა. http://i026.radikal.ru/1002/19/c89fdda66786.jpg კარგი იქნება, თუ მობრძანდებით პატივცემულო ფორუმელებო და დარბაზს შევავსებთ -
შედეგი ამ საქველმოქმედო აქციის სავალალოა: გაყიდულია 8 ბილეთი. 4 იყიდა ჩემმა ნათესავმა. 4 იყიდა ბატონმა მაკლარენმა. სირცხვილია, რომ საიტზე, რომელსაც დღევანდელი მონაცემებით თითქმის 800-მდე მომხმარებელი ჰყავს გაიყიდა მხოლოდ 4 ბილეთი. ესენი ხართ თქვენ - სხვისი ლანძღვა შეგიძლიათ, პირადად კი ბევრად უვარგისები მათზე, ვისაც თქვენ ლანძღავთ (არც ისინი არიან თქვენზე უკეთესები). ბატონ აჩიკოს და ბატონ მაკლარენს მადლობა.
-
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ხალხოოოოოოოოო! ბილეთები იყიდეეეეეეეეეთ! დამეხმარეთ, მეტს აღარ ვიზააააააააააამ! -
gია თორთლაძემ რუსეთუმეებს გული გაუხეთქა
ბადრი_წიქორაძე replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ყოველთვის მიხარია, როდესაც ახალგაზრდობა ეროვნულ პოზიციებზე დგას, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძალიან გთხოვ ხვალ! მე მჭირდება დრო გასარკვევად: Что к чему. -
დავეხმაროთ ლელა ვეფხვაძეს
ბადრი_წიქორაძე replied to ბადრი_წიქორაძე's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დიდი მადლობა! ეს აფიშა წაშალეთ და ლინკი დამიტოვეთ. ადმინს სთხოვეთ ტელეფონით და ის წაშლის. ერთი საინის ფული მაინც რომ შეიკრიბებოდეს პლანეტაზე, რამეს დავაწერდი და სუვენირად მაინც ვაჩუქებდი. ხალხი რომ შემპირდა და მიმატოვა ქართული ვარიანტია? მთლად მარტო რომ შემძლებოდა ამ საქმის გაკეთება, ამდენი წერით მაინც თავს აღარ შევიწუხებდი. გათვლა კი მქონდა მაგრამ მთლად ასე არ მოველოდი. გაყიდული ბილეთები: 1. მაკლარენი -----------------------------------------4 ცალი (20 ლარი). ამ ადამიანს ერთი სიტყვაც არ დაუწერია ამ თემაში, ისე იყიდა ბილეთები. ბატონო ადმინო! წაშალეთ ახალი აფიშა აჩიკოს ზედა პოსტში და ლინკი დატოვეთ.