Jump to content
Planeta.Ge

ბადრი_წიქორაძე

პლანეტელი
  • პოსტები

    568
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი ბადრი_წიქორაძე

  1. ასეთი ხალხი არის, მაგრამ ძალიან ცოტა. კარგი დასაწყისი იყო ინტერნეტ ჯგუფის დაარსება, მაგრამ თამადობის წართმევის შეეშინდათ და ინტერნეტ საზოგადოება ფაქტის წინაშე დააყენეს. მე მაგალითად ქვე ქვე დამარსებლობა შემხვდა მარტო. არა და სათანადო ორგანიზების გაწევის შემთხვევაში, საკმაოდ კარგ განაცხადად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ინტერნეტი საკმაოდ დიდი ძალაა და ამ საიტს სხვებთან ერთად შეეძლო კარგი სამსახური გაეწია მედია პროპაგანდის მხრივ. არც ახლაა გვიან, მაგრამ ამისათვის საჭიროა არა მიშა-2 პროპაგანდა, არამედ საკუთარ ნაწერზე ხელმოწერა. ხალხმა და არა მარტო მეგობრებმა უნდა იცოდეს ვინაა ლაშა, აჩიკო, ნიუსტუდიო და ა. შ. ეს ოპოზიცია რომ უვარგისია და თავის ადგილზე თბილად გრძნობს თავს, მგონი ფაქტია, და პატრიოტები თვითონ თუ არ გაინძრევიან, მუდამ სხვის იმედზე ვიქნებით.
  2. მღვდელი (ეკლესია) არ აკრიტიკებს სახელმწიფოს, სახელმწიფო არ აკრიტიკებს მღვდელს (ეკლესიას). ორივე ამ მდგომარეობით კმაყოფილია. ერს კი სულიერობა სჭირდება არა მარტო ეკლესიაში ყოფნის დროს, არამედ სახელმწიფოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხელი ხელს ბანსო, გაგეგონებათ ბატონო ლიცი.
  3. ჩემი აზრით სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობის პრინციპი აწყობს ორივე მხარეს. მე ერთი ადამიანი ვარ და რატომ უნდა ვიყო ცალკე მრევლი და ცალკე მოქალაქე. როგორ შეიძლება რომ მღვდელი სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდეს, ის ხომ ამავე დროს მოქალაქეცაა. ასეთი დაყოფა არ აწყობს მარტო ქართველ ერს.
  4. გაყიდვა თუ არა, მაშ რაა უკონტროლოდ ტყის იჯარით გაცემა. არ მითხრათ ახლა მოიჯარეები დღე და ღამ გაკაფული ტყის აღდგენით არიან დაკავებულიო. თვითონ წავაწყდი ასეთ პრობლემას: 700 წიწვოვანი (ნაძვი და კიპაროსი) მჭირდება დასარგავად და ვერსად მიშოვია, სხვათაშორის ხომ არავინ დამეხმარება? პრაქტიკულად ჯერ იჯარა, მერე შესყიდვა. მიწა და წყალი თუ იყიდება, თქვენს შვილებს ამით რა?
  5. მე ბატონო ლაშა ადამიანებზე ვსაუბრობ, როგორც პოლიტიკოსებზე, განა ჩემი მეზობლების შესახებ ოდესმე ან სადმე დამიწერია, ასეთია და ისეთი - თქო? ცაგარეიშვილმა თავის კაცობას პოლიტიკაში მაშინ გადაუსვა ხაზი, როცა პარლამენტში შევიდა, ერთი პარტიიდან მეორეში სირბილს რომ თავი დავანებოთ.
  6. როდესაც სახელმწიფოში ასეთი მოგებით იყიდება წამლები, სიმბოლურ ფასად მდინარეები, ტყეები და მთა-ბარი, ვინც ყველაფერ ამას 2; 3; თუ 5000 ლარიანი ხელფასის გამო ამართლებს, დაფიქრდეს საკუთარ შვილებზე, რას უტოვებს მას?
  7. იქნებ სჯობდა ერთი მუნიციპალური საავადმყოფო? ვალებს, ვალებს ვი და საიდან გაისტუმრებს?
  8. გაგიმარჯოთ ღმერთმა ბატონო ძუკუ! ეს ის სიმართლეა რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ და მდგომარეობის შეცვლაზე უნდა ვიფიქროთ. ამ საქმეზე თუ დროულად დაფიქრდებიან ჩვენი მესიები, ხალხი გვერდით დაუდგებათ (მგონი), ყოველი შემთხვევისათვის ჩემნაირები მაინც. ოღონდ ღალატი არ უნდა იყოს.
  9. რატომ თუ დარაზმავ. ამაშია საქმე ზუსტად. თუ კი არა, აუცილებლად საჭირო იყო. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე 2500 თქვენი ალიანსის წევრები და შეკითხვა: რატომ გგონიათ რომ თბილისში 500კაცზე მეტი არ გამოვიდოდა 50%-ის მოთხოვნით და ხვალ 85% მივა არჩევნებზე? ლოგიკა სადაა?
  10. მართალია. ესეც მართალია. ეს გზა უკვე გამორიცხულია. ეს 50% - სათვის ბრძოლის დროს უნდა გამოეყენებინათ. პარტიის წევრები მარტო მაშინ კი არ უნდა გაახსენდეთ რესპებს (სხვებსაც), როცა დეპუტატებს ირჩევენ, არამედ ასეთ შემთხვევებში სავალდებულო უნდა იყვეს მიტინგებზე გამოსვლა. ახლა გვიანია თითზე კბენანი. ალასანია შეიძლება მისი ახალგაზრდული ასაკიდან გამომდინარე ტყულდებოდეს, მას პატრონები (”საერთაშორისო საზოგადოება”) ატყულებდნენ და ყველაფერი ამის მიზანი, მათი მიშიკოს დემოკრატიული იმიჯის აღდგენა იყოს და არა რეალურად საქართველოს დახმარება. ერთი სიტყვით ამ არჩევნების მოგება უტოპიაა და ალასანიას იმედზე ყოფნას არ ვურჩევდი მათ, ვისაც საქართველო უანგაროდ უყვარს. ძალიან გამოუცდელია. რაზეც მის პარტიაში ცაგარეიშვილის გაწევრიანებაც მეტყველებს. კაცობა დაუწუნა ოტია იოსელიანმა ალასანიას და ამიტომ უთხრა უარი შეხვედრაზე. ცაგარეიშვილის გვერდით ყოფნა კი რა კაცობას შემატებს?
  11. მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ ალილო და ხვალეო...
  12. ბატონო ძუკუ! არ შეიძლება საკუთარ უგუნურებაში მუდმივად სხისი ბრალის ძებნა. რომ გაიძახით: საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო საზოგადოებაო, თუ რამე მხარდაჭერის იმედი გქონდათ გამოგეყვანათ ხალხი მიტინგებზე ამ 50%-ის მოთხოვნით, ქულებსაც დააგროვებდით. ხალხიც გვერდით თავის დროზე დაგიდგებოდათ. ამდენი არ ესმით თქვენს ალიანსში და სხვას რას აბრალებთ? ახლა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ცაგარეიშვილი, ხმების მოგროვებაც რომ არ შეგიძლიათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ესეც სხვისი ბრალია?
  13. ეს საიდან? ამაში გეთანხმები საიდანაც არ უნდა იყოს. იქნებ ქართველობა არ მოგესპოთ და ერის თვითმყოფადობაზე დაფიქრებულიყავით?
  14. მოკლედ დავწერ გამგები გაიგებს. უგულავა გაიმარჯვებს მხოლოდ და მხოლოდ ამ უსუსური ოპოზიციის უნიათობის გამო, მაგრამ ქართველი ხალხისთვის ეს იქნება ერის გამანადგურებელი პოლიტიკის გაგრძელება, რასაც წარმატებით ეწევა სააკაშვილი. ასე რომ მის გამარჯვებაში საზეიმო არაფერია. ვინ გაიყვანს მერე ამერიკის ჯარებს? თუმცა ეს საკითხი აქტუალური აღარ იქნება.
  15. რას იზამს და იტყვის ხალხის ბრალიაო, არ დამიჯერესო, 40%-ზე მეტი არ გამოვიდა, ჩემს გამარჯვებას კი 85 სჭირდებოდაო. დაჯდებიან ის და დღეს მაგის პარტიაში გაწევრიანებული და ორ ხმაში ცოტა ხანს იტირებენ, მერე კი ბარიშებს დაითვლიან.
  16. ვინ უშლიდათ რესპებს, ალასანიას, შალიკოს, გუბაზის და ა. შ. თვითონ მოეფიქრებინათ ეს საჭირბოროტო თემა? რამდენია კიდევ ასეთი საკითხი? სად არიან ზემოთდასახელებულები? მერე იტყვიან სატყუარააო?
  17. თქვენ გავიწყდებათ ბატონო შამილ, რომ მე მაქვს უფლება საჯაროდ გამოვთქვა ჩემი აზრი ნებისმიერი პოლიტიკოსის (ვიმეორებ, პოლიტიკოსის) შესახებ. რაც შეეხება გადაწყვეტას, მე გენპროკურორიც რომ ვიყო, სასამართლოს გარეშე არც კი ვიფიქრებდი რამეს.
  18. ვერ დაგეთანხმებით ბატონო ნუკრიკო და აი რატომ: ყველა ტრადიციას შავ ფერში ნუ წარმოიდგენთ და არც ყველა ავტორიტეტის უარყოფაა პროგრესის ნიშანი. შეიძლება მასეთი ადამიანებიც არსებობენ ბატონო შიკნადმო, მაგრამ განზოგადოება მართალი არაა. მე ერთ ქართულ ტრადიციას დაგისახელებთ, რომელსაც თქვენც იცავთ ხოლმე მგონი: ქართველი ქალი - დედა, დედის პატივისცემა, ეს ერთ ერთი ტრადიციული ინსტრუმენტია საქართველოს გადარჩენის. მგონი არ არის საჭირო ტრადიციებთან ბრძოლის საფარველქვეშ ქართველ დედას ვებრძოლოთ და "არაფრისმომცემ აპკთან" ბრძოლაში ქართველი დედის ტრადიციული, წმინდა სახელი დავივიწყოთ. ახალგაზრდებს შეუძლიათ ძველის და უვარგისის მაგივრად, ერისათვის სასარგებლო ტრადიციების დამყარებას ჩაუყარონ საფუძველი.
  19. როგორ თუ რა. ცაგარეიშვილი დეპუტატია. საპარლამენტო არჩევნებში ალასანიას პარტიას გარანტირებული შეღავათები, ის რომ ცაგარეიშვილმა თავის დროზე გაერთიანებულ ოპოზიციას უღალატა და პარლამენტში შევიდა და ამით იმ ხალხს, ვინც მათთვის ერთ დღეში სამჯერ გაილახა, სულში ჩააფურთხა, რა მნიშვნელობა აქვს, სხვებივით ნახირს ხომ არ ეძახიან. ქართველი ერი კეთილია, ყველაფერს დაივიწყებს.და იკაკოს და გიიკოს ხმას მისცემს, მერე რა რომ იკაკო ამ არჩევნებს წააგებს, მოგება, რომ სდომებოდა სხვაგვარ ტაქტიკას აირჩევდა. არც ასე დარჩებიან ნაწყენები და ღარიბები.
  20. ამის წინააღმდეგი ვარ და არ გადამაფიქრებინოთ მოსვლა. აგენტებს თავი დაანებეთ. მაგ საქმეს სახელმწიფო მოუვლის და მაგ ოპოზიციას (?) უფლება არა აქვს ვინმეს იარლიკები მიაწეროს. ისე, ბატონო შამილ, რომელი იქნება მთავარი მიტინგზე, დეოკუპაცია თუ "აგენტურა"?
  21. არ ხდება ”ჩვენი ოპოზიციის” მიერ ერისათვის საჭირბოროტო საკითხების წამოწევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ლიდერების ბრალია, რომელთაც ჩვენ ოპოზიციას ვუწოდებთ. მათი უუნარობის ბრალია, რომ ასეთი ხასიათის აქციები ხდება განსჯის საგანი: ვინ აწყობს, ვინ იქნება კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ა. შ. არ არის საჭირო არავითარი მათი გაერთიანება, გარდა გაერთიანებისა რაიმე თემის ირგვლივ, მაგალითად ასეთის. საქართველოს დეოკუპაციას პირადად მე ვთვლი იმ თემად, რომელზეც სააკაშვილის მიტინგზეც წავალ. ასეთმა თემებმა ერი და ბერი უნდა გააერთიანოს. თუ ალასანია ან ლეიბორისტები ამას არ აკეთებენ, ეს თემა აქტუალური აღარ არის?
×
×
  • შექმენი...