-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. „ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და სიხარულს თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
-
ხარძიანის საქმეზე რატომ არ დაიბარეს მოსამართლე, ქალბატონი ნოზაძე? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ხარძიანი სისტემის მსხვერპლად? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ვერ ბედავს ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას - „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? - ეს საგამოძიებო კომისია ფარსია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოებას და „ქართული ოცნების“ წარმომდგენლების განცხადებებს, რომ კომისიის კითხვებზე პასუხის გაცემა გიორგი გახარიასაც მოუწევს, გოგიჩაიშვილის თქმით, „გაბედონ და იმ დღესვე მიიღებენ პასუხს ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით“. „ძალიან სასაცილოა! კომისიის სხდომაზე ზის შარმანაშვილი, რომელიც მიშას საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო, მერე წარადგინა ელჩად. იქ ზის ალეკო ტაბატაძე, ძალიან ოდიოზური პოლიციელი, ყველაფრის მკადრებელი თავისი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში, შევარდნაძის დროსაც. მერე მუშაობდა ვანო მერაბიშვილის პოლიციის უფროსად ქობულეთში. იყო აჭარაში სამმართველოს მოადგილე. [ვიცით] რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის პოლიციაში, განსაკუთრებით 2008-2009 წლებში, რა რეპრესიები იყო, რა ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადება იყო, რა კონვეიერი მუშაობდა უდანაშაულო ადამიანების ციხეში გასამგზავრებლად. იქ არის ადამიანი, რომელიც კუდ-ის ადვოკატი იყო, ალუდა ღუდუშაური. ის თავის დროზე ადეიშვილმა იმიტომ არ გახადა [მოსამართლე], რომ კუდ-ის ადვოკატია და ახალაიას კადრიაო. იმდენად მიუღებელი იყო სააკაშვილის სისტემაშიც კი, რომ მოსამართლე ვერ გახდა. იქ ზის ვიღაც ინჯია, გაურკვეველი ადამიანი. ხან მიშასთან არიან, ხან შევარდნაძესთან, ხან ბიძინასთან. ეს ხალხი არის ამ კომისიაში, რომელიც არასერიოზულია. მარტივად გეტყვით, ხარძიანის საქმეს იხილავენ. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა ამ ოჯახში. წინა ხელისუფლებამ გადაუარა მათ. ადვოკატი ჰყავდათ მოყვანილი, მოსამართლე არ მოუყვანიათ. მოსამართლემ ხარძიანი ციხეში არ გაუშვა? მისმა გადაწყვეტილებამ არ აქცია ეს ადამიანი სისტემის მსხვერპლად? მოსამართლეებს რატომ არ იხილავენ? რატომ არ დაიბარეს ქალბატონი ნოზაძე? რატომ არ იყო ასეთი მკაცრი ქალბატონი წულუკიანი? თითს მოსამართლეს რატომ ვერ უქნევდა? ეშინია მიშას მოსამართლეების? მათთან ბრძოლა წააგო? ვერ ბედავს ვიღაც ადეიშვილის მოსამართლის მიყვანას საგამოძიებო სხდომაზე, რომ კითხვა დაუსვას - „შე უნამუსო ადამიანო, ეს პატიოსანი ადამიანი ციხეში რატომ ჩააგდე?“ ქალბატონო თეა, ამის გამბედაობა არ გაქვთ? თუ გგონიათ, რომ პროკურატურის ყოფილ ადვოკატს და ახლანდელ გადმობარებულ ადვოკატს რომ მიიყვან და თითს დაუქნევთ, ამაში იზომება თქვენი გამბედაობა? მიიყვანეთ ის მოსამართლეები, თუნდაც, „მაგნატის“ საქმეზე ვინც იყო, ვინც წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. გაბედე და მიიყვანე ის მოსამართლე. აქ გამბედაობა არ გაქვს, თქვენთვის აქ წითელი ხაზია. ამიტომ, ვამბობთ, ფარსია ეს საგამოძიებო კომისია“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. რაც შეეხება კომისიის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაზე აგვისტოს ომის განხილვა „დისკრედიტაციას უწევს და ქართული არმიის მორალზე ცუდად მოქმედებს“. გარდა ამისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებასაც. მისი თქმით, ეს „ჩვენს სახელმწიფოსა სუვერენიტეტს ასუსტებს“. „განცხადებები, რომლებმაც სეპარატისტული ანკლავები აიძულა, ასეთი განცხადებები აკეთოს, რა თქმა უნდა, ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს ასუსტებს. ქართულ პატივმოყვარეობაზე, თავმოყვარეობაზე და ღირსებაზე მოქმედებს. ამ პროცესს თავის ზურგზე იწვნევს „ქართული ოცნება“. ის ძალიან დიდ ზიანს მიიღებს ამასთან მიმართებით. ეს ზიანი, შეიძლება, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველიც კი გახდეს მომავალში. მათი უპასუხისმგებლო ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ეს ზიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. ეს განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან. ადამიანთან რომ ჩახვალ და დახმარებაზე საუბარს დაუწყებ, შემოგიტრიალდება და გეტყვის - აგერ, სოზარ სუბარს სხვა ამოცანა აქვს და ჩვენგან რა გინდათო. ამიტომ ვამბობ, ჩვენი გამოსასწორებელი იქნება ის ზიანი, რომელსაც ახლა ეს კომისია, თუნდაც ამ საკითხთან მიმართებით აყენებს. ბიძინა ივანიშვილს ძალიან მარტივი ამოცანა აქვს. ის სისტემური ძალადობა, რაც მან არჩევნების შემდგომ დაიწყო, ასეთი პროცესები დაგეგმილი არ ჰქონდა. ეგონა, რომ ყველაფერი მარტივად შერჩებოდა, გადააგორებდა და გააგრძელებდა გზას. მას სისტემური ძალადობა მოუწია. ბიძინა ივანიშვილი ადამიანებმა სხვა თვალით დაინახეს. როგორც თავად აშინებს მიშათი, თვითონაც საშიში გახდა. მან გააფუჭა ურთიერთობა ევროპასთან, აშშ-სთან, მან პოლიცია ქართველი ახალგაზრდების საცემად გამოყენება და ამას დღემდე აგრძელებენ. მან ციხეები სინდისის პატიმრებით გაავსო, ხალხის ტყვედ აყვანა დაიწყო. ახლა მარტივი ამოცანა აქვს - გახსნას ეს იარები და თქვას, რომ მე კი ვარ ნაძირალა, არაადამიანი და ცუდი, მაგრამ ესენი ჩემზე უარესები არიან. ამ პრაქტიკული ამოცანის განხორციელების საშუალებასაც არ მივცემთ, ჩვენ ყოველთვის გვექნება რეაქცია ამ ე.წ. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. გარდა აღნიშნული თემისა, გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. გოგიჩაიშვილის თქმით, „სასაცილოა, როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი“. „მივმართავ „ქართული ოცნების“ ჯერ კიდევ შემორჩენილ ამომრჩეველს - ჩემო ძვირფასებო, ჩემთვის ძალიან სასაცილოა ხოლმე, როდესაც „მიშას ნაცი“ გამოდის 2025 წელს და ჩვენ გაუქმებით გვემუქრება. „მიშას ნაცი“, მდინარაძე, ადეიშვილის პროკურატურის ხელის ბიჭი და ყველაზე დისკრედიტებული, ბინძური ადვოკატი იყო. ყველაფერს ეგ აკეთებდა, ყველაფერს მას ავალებდნენ. ქვეკონტრაქტორი იყო ადვოკატების. უბინძურესი როლი ჰქონდა მიშას რეჟიმში. ეს „მიშას ნაცი“ 2025 წელს მე მეუბნება, რომ მან უნდა მიმართოს იმ კომისიის საფუძველზე, სადაც უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც ასევე, პირდაპირი მნიშვნელობით „მიშას ნაცები“ იყვნენ. მან უნდა მიმართოს როინიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო მოსამართლეა და რომელიც თავის დროზე, ადეიშვილისა და შავაძის პროკურორი იყო, რათა გამაუქმოს. ამ ტრაგედიაზე, სისულელეზე, სიბრიყვეზე ძალიან გვეცინება და ძალიან არასერიოზულია. არაფრის თავი არ აქვთ მათ. რისი ამკრძალავები არიან? „ქართული ოცნების“ საპარლამენტო შემადგენლობა რომ აიღოთ, 30%-ზე მეტი ყოფილი „მიშას ნაცები“ არიან. ამ ორსახეობას, უნამუსობასაც თავის საზღვარი აქვს. მათ ბობოქრობას, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევის არანაირი რესურსი [არ აქვთ]. როგორ უნდა მოხდეს ეს პროცესი, უბრალოდ, ძალიან სასაცილოა“,- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. რაც შეეხება დღეს დაგეგმილ აქციას, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ „დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ის, რომ ხვალ სხვა რეალობა დადგება, ამ მოლოდინების შექმნა საჭირო არ არის“. „პოლიტიკური პროცესი დინამიკური პროცესია. დღევანდელი აქცია და ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია. ამ აქციას გარეთაც უყურებს ხალხი. ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები, ეს ბევრ გადაწყვეტილებას ტონს აძლევს. ეს ემოციას აძლევს, თუნდაც იმ სენატორებს, რომლებმაც ცივი შხაპი და ცივი წყალი გადაასხეს „ქართულო ოცნებაში“. გვახსოვს ამ აქტის მიღების შემდგომ ყოფილი პორტირებული ნაცის ბრიფინგი, სადაც მან ფაქტობრივად, ყველას განადგურებით დაგვემუქრა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, „კობახიძეს 34 წლის წინ რომ მიეღო რეფერენდუმში მონაწილეობა, „არას“ შემოხაზავდა“. იპნ
-
მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას - გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 34-ე წლისთავს ყველა ერთად უნდა ვზეიმობდეთ, თუმცა „სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს“. „დღეს 31 მარტია. ზუსტად 34 წლის წინ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი რადიკალიზაციის დაძლევის, ჩვენი ერთიანობის სიმბოლოცაა. წესით, დღეს ყველანი ერთად უნდა ვზეიმობდეთ - განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. ეს ჩვენი წინაპრების ანდერძია. თუმცა, სამწუხაროდ, მტერმა მაინც შეძლო, გაგვხლიჩა და დაგვაპირისპირა ერთმანეთს. მოვუწოდებ ყველას, სისხლის ფასად მიღებულ უმთავრეს მონაპოვარს - სამშობლოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ნუ გადავაყოლებთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვრის დასაცავად. გილოცავთ 31 მარტს!“ - წერს გახარია. იპნ
-
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. „ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვენი ძალიან ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, ხშირად დაუფასებლად, მაგრამ როგორ დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ექიმობა სამოქალაქო გმირობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში როგორშიც გიწევთ მუშაობა და მე გპირდებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში. ipn
-
ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს - მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება, - ამის შესახებ განცხადებას ქალთა ორგანიზაცია "საქართველოსთვის" ავრცელებს. "ქალთა ორგანიზაცია "საქართველოსთვის" ვგმობთ ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას მიმართ ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებულ ძალადობრივ და დამამცირებელ ქმედებებს, ასევე სამართალდამცავების მხრიდან მათ უკანონო დაკავებებს. ასეთი ძალადობრივი მოქმედებები ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პრინციპებს ჩვენს საზოგადოებაში. მოვუწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, დაიცვან დემოკრატიული პრინციპები, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებს და გამიჯნონ პოლიტიკური კრიტიკა ძალადობისა და შეურაცხყოფისგან. მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რათა დაუყოვნებლივ დაიწყონ ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უზრუნველყონ კანონის სრული ძალით აღსრულება", - წერია განცხადებაში.
-
Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპირებული აფხაზეთის დროშა დაწვა. ამით მან სოხუმში აფხაზეთის ომის 27 წლის საზეიმო ღონისძიებები გააპროტესტა. დე ფაქტო მილიციამ ბებუას სახლი გაჩხრიკა და ბრალად ყუმბარის ფლობა დასდო, ე.წ. სასამართლომ კი და 9-წლიანი პატიმრობა და 10 ათასი რუბლის გადახდა მიუსაჯა. პუბლიკა
-
ისე არ მოხდეს, რომ ამ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ხელახლა გამოსაძიებელი იქნეს, ეს ადამიანები ამახინჯებენ ფაქტებს, მალავენ ადამიანებს, მურუსიძეს გირგვლიანის საქმიდან აქრობენ. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/957912563202763
-
როდესაც მეგობრებს დაკარგავ, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩები - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე კი, ამ ქვეყანას, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, არანაირი შანსი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ“. „ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შემოსავალი, საუბარია 2 მილიარდ ევროზე მეტზე, რომელიც უნდა გამოეყო ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დგას გზაზე, რომელსაც ავტორიტარიზმი ჰქვია. „მეგობარი აქტი“, რომელიც 27-ში განიხილება, მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტება. როდესაც დაკარგავ მეგობრებს, რუსეთთან დარჩები ერთი ერთზე. „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე უბრალოდ, არანაირი შანსი არ აქვს ამ ქვეყანას, თუ ჩვენ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ერთი ერთზე დაგვტოვოს რუსეთთან და ჩვენი სუვერენიტეტი შესუსტდეს. ჩვენი სუვერენიტეტის სიძლიერეა მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით დგანან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. იპნ
-
“ოცნებას” დისკომფორტი აქვს, სტაბილურობის განცდა, რა იქნება ხვალ და ზეგ, ივანიშვილი მარცხნივ წავა თუ მარჯვნივ თვითონაც არ იციან, მათ შორის, არც კობახიძემ. ისინი დამოკიდებულები არიან ერთი ადამიანის ახირებებზე და ის ერთი ადამიანი როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს წარმოდგენა არ აქვთ, რაც უდიდესი პრობლემაა პოლიტიკაში. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/686115997191778
-
თვითმმართველობის არჩევნების საკითხი სპეციალურადაა ორიენტირებული, შემოგდებული და პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან - ეს არ არის საკითხი, რომელიც პოლიტპატიმრების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ბექა ლილუაშვილის თქმით, დღის წესრიგში არსებული ამოცანების გადაჭრისთვის თვითმმართველობის არჩევნებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. „არ შეიძლება უპასუხისმგებლოდ, არარეალისტური აღქმები და მოლოდინები შეუქმნა საზოგადოებას მათ შორის განსაკუთრებით იმ მოწყვლად ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც რეჟიმის ტყვეებს წარმოადგენენ. ასე ხდებოდა არტიკულაცია, რომ პოლიტპატიმრების დახსნის გასაღები გადის რაიმე ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა, ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ვარქმევთ გადაჭარბებულ მოლოდინებს. ეს არ არის საკითხი, რომელიც ამ ადამიანების გამოშვება/არ გამოშვებასთან პირდაპირ რაიმე ფორმით არის დაკავშირებული. ამას რომ სთავაზობენ საზოგადოებას, ასე რომ წარმოაჩენენ საქმეს ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები, ეს უპასუხისმგებლობაა. როდესაც შენ ან ერთ, ან მეორე პოზიციას აფიქსირებ და დისკუსიაში შედიხარ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ადამიანებს[პოლიტპატიმრებს] დეკლარირებულად ეუბნები, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში არაფერი არ შეიცვლება. გადაწყვეტილება ერთი იქნება თუ მეორე, „ქართული ოცნება“ ამ საკითხს გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ამოცანებისთვის. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს იმ ამოცანების გადაჭრისთვის, რაც დღის წესრიგში დგას იმიტომ, რომ ეს საკითხი არის თავიდან ბოლომდე, ფუნდამენტურად პროვოცირებული „ქართული ოცნების“ მხრიდან, რათა ადამიანებს, მათ შორის მათ, ვინც რუსთაველის გამზირზე დგანან, გაუჩინოს განცდა, რომ ოპოზიციის მოლოდინია, რომ არაფერი შეიცვლება მინიმუმ თვითმმართველობის არჩევნებამდე“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილმა გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციის კოორდინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საერთოდ უკუაგდო კოორდინაციის იდეა“. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მათი მიზანია, რომ საზოგადოებას „თავგზა აურიონ“. „ჩვენ ნებისმიერ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზად ვართ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს არის საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის პრაგმატული შესაძლებლობა, [გააჩინა], გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა. სიმართლე ის არის, რომ ამ ადამიანების მოტივი და მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას თავგზა აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე და ბრალი დასდონ ვიღაცას, რომ შედეგს ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ. უნდათ, რომ იძახონ, აი, სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება. როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა თვითონ გამოვიდნენ და „ააფეთქეს“ ეს შესაძლებლობა. როდესაც ვამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და ჩვენ შორის ვერასდროს ვერ იქნება ერთობა, ვერც წარსულში და ვერც ახლა იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შევუთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას და ვერც ფასეულობებს, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ „აფეთქებენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
სტრასბურგის სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევაზე „საიას" საჩივარი დაარეგისტრირა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საჩივარი, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, მას შემდეგ, რაც საჩივრები ადგილობრივ სასამართლოებში არ დაკმაყოფილდა, მიენიჭათ უფლება, მიემართათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი (თავისუფალი არჩევნების უფლება). ფარულობის დარღვევა უკავშირდებოდა ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალის გამოჩენას, ასევე ჩარჩო კონვერტის გამოყენებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ხმის მიცემის ფარულობის დაცვას. მისივე განცხადებით, „საიას“ მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილი საჩივარი თავისი შინაარსით პრეცედენტულია – ECHR-ს მსგავსი შინაარსის დავაზე მანამდე არ უმსჯელია. „საიას“ შეფასებით, ეს საქმე სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა. პუბლიკა -
"ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს - „ოცნებამ“ 150 ადამიანი გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროდან - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას. „150 ადამიანი გაათავისუფლა „ოცნებამ“ თავდაცვის სამინისტროდან - პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება! „ოცნების“ კორუმპირებული და გაუმაძღარი რეჟიმი დიდი ხანია საჯარო სექტორს ხრავს, ისინი ხალხს მხოლოდ იმის გამო ტოვებენ შემოსავლის გარეშე, რომ მათ საქართველოს ევროპული მომავალი სურთ. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთი გამოვლინება. ხელისუფლება ცდილობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მხოლოდ საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და საკუთარი გავლენა ამ ფორმით, შიშით და საჯარო მოხელეების მძევლად აყვანით შეინარჩუნოს! პროფესიონალი ადამიანი უმუშევრად დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლების და ევროპული კურსის მხარდაჭერა გაბედა! ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე სამართლიანად უნდა აღდგეს სამსახურში! პოლიტიკური რეპრესიები უნდა დასრულდეს და საჯარო სამსახური უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ოლიგარქიას“,- წერს ბექა ლილუაშვილი. იპნ
-
მიშა ჩვენთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის, დამნაშავეა. ცინიზმია ის, რომ მიშას, რომელმაც სისტემური ძალადობის მექანიზმები შექმნა, საზღვრის კვეთის გამო ასამართლებენ და სამართლიანი სასამართლოს არქონაში ისეთივე დამნაშავე მიშაც, როგორც ბიძინა, რომელმაც მურუსიძის სასამართლო გადმოიბარა. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/572811909106870
-
თუ არარეალისტურ ამოცანას დავისახავთ, როგორიცაა ერთობა, მაშინ ეს ჩიხში შეგვიყვანს პოლიტიკურ კლასს. რეალისტურია კოორდინაცია ისეთ ძირეულ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს ევროპული მომავალი, ტყვეთა განთავისუფლება და ახალი არჩევნები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3897196080521550
-
მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა “ოცნებამ“ მშვენივრად გადაიბარა. სოფო ხორგუანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/SophiaKhorguaniofficial/videos/1154492252829393
-
თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები - ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ტატა ხვედელიანის თქმით, თბილისის მერიიდან საჯარო მოხელეები უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდნენ. „გვსურს გამოვეხმაუროთ საჯარო მოხელეთა პოლიტიკურ დევნასა და უკანონო გათავისუფლებებს. თბილისის მერიის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ ვნახეთ თბილისის მერის მუქარა საკუთარი თანამშრომლების მიმართ. კალაძემ მუქარის აღსრულება და საკუთარი თანამშრომლების დევნა 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო. განცხადების ხელმომწერი თანამშრომლების უმრავლესობას იბარებდნენ უშუალო ხელმძღვანელები და ფსიქოლოგიური ზეწოლით ცდილობდნენ მათ გაეტანათ უკან საკუთარი ხელმოწერა. თავდაპირველი 239 ხელმოწერიდან ზეწოლის შედეგად განცხადებას გამოაკლდა ათეულობით ხელმომწერი. მათ ვინც რეპრესიების შედეგად არ გაიტანა საკუთარი ხელმოწერა „ოცნების“ რეჟიმმა თბილისის საკრებულოს დახმარებით გამოუცხადა რეორგანიზაცია და დაიწყო მერიის სამსახურების წმენდა. თბილისის მერიის რიგებიდან გათავისუფლებულთა შორის არიან 10, 25 და 45 წლის გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები, 3 წლამდე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედები. რეორგანიზაციის შედეგად კალაძემ საერთოდ გააუქმა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომელიც, როგორც ჩანს, მას აღარ ჭირდება. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მერიაში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად დღემდე საქართველოს მასშტაბით 300-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან 45-მდე თბილისის მერიიდან. მე დარწმუნებული ვარ და ამისთვის ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გათავისუფლებულმა საჯარო მოხელეებმა აუცილებლად იპოვონ სამართალი, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი გზებით. მე, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ისინი აუცილებლად აღიდგენენ კუთვნილ პოზიციებს, ხოლო საჯარო სამსახური საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნებს მის ღირსებას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. იპნ
-
ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად პენსიას ელოდება, რომ წამალი იყიდოს ან ელემენტარული საჭიროებები გადალახოს, ხედავს, რომ პარლამენტის წვერებს 3-ჯერ ან 4-ჯერ ეზრდებათ ხელფასები, როდესაც მათ წლის დასაწყისში მხოლოდ 50 ლარით გაუზარდეს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1902364073857645
-
ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ემზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს მართული ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე. “ჩვენ, ოპოზიციური ძალები ყოველთვის უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები. მე ახლა მიზანმიმართულად არ ჩამოვთვლი სისუსტეებსა და პრობლემებს, რომელიც, შესაძლოა, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არსებობდეს. არ მჩვევია სხვა ოპოზიციურ ძალებზე საუბარი და ჭორაობა, მაგრამ ნამდვილად ბევრი პრობლემა არსებობს, ამის მიუხედავად, ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს - ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოდის და მართული, ერთ-ერთი მინი ოლიგარქის ტელევიზიის საშუალებით პროპაგანდას ეწევა და საუბრობს ოპოზიციის სისუსტეზე, ამავდროულად ერთპარტიულ, მიტაცებულ პარლამენტში აინიციირებენ ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც კიდევ უფრო მეტად უქვემდებარებს “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კანონმდებლობას - ერთის მხრივ, ამბობენ, რომ ოპოზიცია სუსტია, ამბობენ, რომ ამ ბრძოლას აზრი არ აქვს და მეორეს მხრივ, კანონმდებლობას ცვლიან, რათა კიდევ უფრო მეტად დაამყარონ კონტროლი საარჩევნო კანონმდებლობაზე. ორიოდე დღის წინ მიიღეს ცვლილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, რომლითაც, ფაქტობრივად, თუ ადრე ემიგრაციაში იყო ადამიანი და მითითებული იყო სამაგიდო სიაში, ის გაატარებდა თავის ID ბარათს და აპარატი გამოსცემდა სიგნალს, რომ ის არ უნდა იმყოფებოდეს მონაცემების მიხედვით უბანზე, ეს ცვლილება ემსახურება იმას, რომ აპარატმა ხმა აღარ გამოსცეს. კიდევ რაღაც ახალ მეთოდებს იფიქრებენ და ცდილობენ, რომ ახალი მეთოდები გამოიყენონ მომდევნო არჩევნებზე, რათა გააყალბონ და მიიტაცონ. ერთია, რა პროპაგანდას ეწევა კობახიძე თავისი უმეტყველო სახით და რას ასაღებს საზოგადოებას, მაგრამ მეორეა მათი მზადება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მართული იყოს ყველა ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნებზე”, - განაცხადა ლილუაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ოპოზიციურ გაერთიანებებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია სრულ კოორდინაციაშია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა, მისივე განმარტებით, გაერთიანება ან საერთო სია გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა, ამავდროულად, არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში. “ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ და სუბიექტები გადიან მათი კოალიციიდან. საზოგადოება ამას რომ უყურებს, ადამიანები, რომლებიც ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებში ხდება დაშლა და გამოყოფა, ერთმანეთთან დაპირისპირება, აბსოლუტურად ერთმანეთთან დაპირისპირებული გზავნილების საზოგადოებისთვის მიწოდება - აი, აქ როგორ შეიძლება ჩვენი მხრიდან მათი წინადადება, როგორც პრაგმატული ნაბიჯი, ისე განვიხილოთ. ერთის მხრივ, ამ ადამიანებისგან ერთობაზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ შინაარსით არ შეუძლიათ სხვა რამეზე საუბარი, რომ საზოგადოებას სხვა რამ შესთავაზონ, სხვა გზა დაანახონ ხელისუფლების ცვლილების და მეორეს მხრივ, დამაჯერებლობა აკლია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თავად ეშლებათ კოალიციები. რა ერთობაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ ორი მიმართულებით (ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ახალი არჩევნები) აბსოლუტურად სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ამ ქვეყანაში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც არის მაკოორდინირებელი ამ პროცესის ოპოზიციურ ძალებს შორის. რა ერთობაზეა საუბარი, ასეთი ერთობა ჩვენთვის მიუღებელია მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო - ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, უმრავლესობას ნამდვილად არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ადამიანების არანაკლებ რაოდენობას არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ასევე შეეხო მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენსაც. ლილუაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. “ჩვენ დღეს ვსაუბრობთ სააკაშვილზე, რომლის ბრალეულობასთან დაკავშირებითაც მხოლოდ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არსებობს, არსებობს ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობას სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ადასტურებს, მაგალითად სანდრო გირგვლიანის საქმეში. ჩვენ, ყველას გამოვლილი გვაქვს ის პერიოდი, გამოვლილი გვაქვს ყველა საქმე, ყველა პრობლემა, ყველა აღვირახსნილი ქმედება ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი და გვიწვნევია ჩვენს თავზე იმ რეჟიმის წნეხი, ამიტომ, სააკაშვილის ადვოკატირებისთვის მე ნამდვილად ვერ გამოვდგები. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა ძალიან მკაფიოდ და მარტივად, რომ ადამიანი, რომელიც ბრალდებულია სხვადასხვა დანაშაულში, დღეს სრულად გამოყენებული და ექსპლუატირებულია “ქართული ოცნების” მხრიდანვე პოლიტიკური მიზნით. სულ არ ვეხები მის სასამართლო გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებების სამართლიანობა-უსამართლობას ამ კონკრეტულ ეპიზოდში. დღეს ჩვენ ვუყურებთ სააკაშვილის "ქეისით" როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” დააშინოს საზოგადოება, როგორ უქმნიან მას საშუალებას, რომ ციხის ნაცვლად იყოს საავადმყოფოში, როგორ უქმნიან საშუალებას, რომ პროცესებზე საქმის ნაცვლად ისაუბროს პოლიტიკური პროპაგანდით, როგორ უთმობენ მას პირდაპირ ეთერებს და როგორ აშინებენ საზოგადოებას სააკაშვილის დაბრუნებით ან “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებით. ახლა ხომ გესმით, რატომ ვამბობ, პრაგმატული პოლიტიკური თვალსაზრისითაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება კონტრპროდუქტიულია. “ქართული ოცნების” ხელისუფლება დღეს სააკაშვილს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის”, - აღნიშნა ლილუაშვილმა. იპნ
-
სტუდია „მონიტორის” ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრის, A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს უძრავი ქონება დაუყადაღა. საჯარო რეესტრს ყადაღის რეგისტრაციის მოთხოვნით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 13 მარტს მიმართა. „სტუდია მონიტორის” ცნობით, დაყადაღებულია: აკაკი ქევხიშვილის უძრავი ქონება, კომპანიის წილი და დედის სახელზე რეგისტრირებული ქონება. მერი შოთაძის კომპანიის წილი და უძრავი ქონება, რომელიც მან 25 თებერვალს გადააფორმა სხვა პირზე; ლანა ვახტანგაძის სახელზე რეგისტრირებული პარკინგი თბილისში; თახირ სულთანოვის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთი მცხეთაში და ბინა თბილისში; თაღლითური ქოლ-ცენტრის A.K. GROUP-ის საქმიანობის გამოაშკარავება საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოხდა. გამოძიებაზე 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები მუშაობდნენ, მათ შორის: „ფლანგვის დეტექტორი”, „სტუდია მონიტორი”, „აი, ფაქტი”. გამოძიება დაფუძნებულია შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის წყაროს მიერ მიწოდებულ მასალაზე. გამოძიებას კოორდინირება გაუწია OCCRP-მა, საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ორგანიზაციამ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად: თბილისის ცენტრში მდებარე ქოლცენტრმა 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში მსხვერპლებისგან სულ მცირე 35 მილიონი დოლარი მოიპარა. ქოლცენტრს მართავს კომპანია სახელად A.K. Group, რომლის მფლობელიც არის 36 წლის მერი შოთაძე. ის ასევე ხელმძღვანელობს მრავალ ენაზე მოსაუბრე ახალგაზრდა ქართველების ჯგუფს, რომლებიც საინვესტიციო თაღლითობების მეშვეობით მთელ მსოფლიოში ადამიანებს ცხოვრების დანაზოგს ჰპარავენ. ქოლცენტრს ასევე ხელმძღვანელობს აკაკი ქევხიშვილი, მერი შოთაძესთან დაკავშირებული ახლო პირი. A.K. Group მოქმედებს ფარულად, არ ტოვებს კვალს ინტერნეტში და დაქირავებულ ოფისებში — თუმცა კომპანიის წვეულების ფოტოებით, რომლებმაც ონლაინ გაჟონა, ჟურნალისტებმა თაღლითების იდენტიფიცირება შეძლეს. გამოძიების თანახმად, თბილისის ცენტრში მდებარე ოფისებიდან თაღლითებმა და დანარჩენმა პერსონალმა, რომელიც ჯამში მინიმუმ 85 ადამიანს აერთიანებდა, 2022 წლის მაისიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს 6,100-ზე მეტ მომხმარებელს 35.3 მილიონი დოლარი მოჰპარეს. ეს მონაცემები ფიქსირდება შიდა დოკუმენტებში, რომლებიც გამოიყენებოდა თითოეული მსხვერპლის დეპოზიტის გასაკონტროლებლად, მათ შორისაა A.K. Group-ის ხარჯებიც, როგორებიცაა პერსონალის ხელფასები, CRM-ის გადახდები, ქირა და სხვა ხარჯები. გამოძიებაში ნათქვამია, რომ ქოლცენტრების თანამშრომლები თვითონვე ღიად უწოდებენ საკუთარ თავს „სკამერს“ და ტრაბახობენ მდიდრული არდადეგებით, ძვირფასი სამკაულების შეძენითა და მაღალი კლასის ტანსაცმლით. მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი „სკამერი“ ქორწილში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ქოლცენტრების თანამშრომლები იღებენ დეტალურ შეფასებებს და რანჟირდებიან გაყიდვების მოცულობის მიხედვით, რასაც ონლაინლიდერბორდი აკონტროლებს, რათა განსაზღვროს ყველაზე წარმატებული თანამშრომლები. წამყვანმა თანამშრომლებმა შეიძლება თვეში 20,000 დოლარზე მეტი გამოიმუშაონ და იბრძოლონ პრიზებისთვის, როგორიცაა iPhone-ები და BMW-ები. გამოძიებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტებმა შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს A.K. Group-ისა და თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჰკითხეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მათ შემდეგი პასუხი გასცა: „საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას“. პუბლიკა
-
ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლაა, ერთი მხარე, რომელიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობს და ძალაუფლების განმტკიცების მიზნით სხვადასხვა ბერკეტებს იყენებს და მეორე მხარე, რომელსაც ქართული, ევროპული ქვეყნის მშენებლობა სურს, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მოემსახურება. „ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს თაობათა შორის ბრძოლა კი არა, არამედ ორ იდეას შორის ბრძოლაა. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ფეოდალური სახელმწიფოს მშენებლობას ცდილობენ. ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ ავაშენოთ ქართული, ევროპული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები და ვერტიკალი მოწადინებული იქნება, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს. ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს. ვხედავთ ადამიანებს ძალაუფლებით ხელში, რომლებიც ცდილობენ, რომ ეს ძალაუფლება განამტკიცონ, სწორედ ამას ემსახურება დევნა, ახალი კანონპროექტების მიღება. გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ. სწორედ ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერება, საჯარო სექტორში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესიც, რომელსაც ეს სახელი დაარქვეს. ეს საჯარო სექტორის მარწუხებში მოქცევის მცდელობაა. საჯარო სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხაზზე დგას, ჩვენი ევროპული სახელმწიფოს გადარჩენისთვის. მინდა გათავისუფლებული საჯარო სექტორის თანამშრომლების კოლეგებს ვუთხრა, მათ შორის უნივერსიტეტშიც - შემდეგი ისინი იქნებიან, დღეს შეიძლება მათი პოლიტიკური განცხადება არ მოეწონოთ, შემდეგ შესაძლოა, მათ მიერ დაკავებულ თანამდებობაზე ვიღაცას თავისი ოჯახის წევრის დასმა მოუნდეს, ზეგ შესაძლოა, ჩაცმულობა აღარ მოეწონოთ... ეს ასე იწყება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარობის დონე მაღალი იყოს“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა. სხვა საკითხებს რაც შეეხება, სოფო ხორგუანი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა საჭირო, თუმცა ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალური მოძრაობის“ კომპლექსი გაუჩინა. სოფო ხორგუანის შეფასებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ კომპლექსებს უნდა მიხედოს, რადგან „ქართული ოცნება“ სწორედ იმ სისტემაზე დგას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შემოქმედების ნაწილია. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავის კომპლექსი უნდა ჰქონდეს. სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს მათი შემოქმედების ნაწილია. მურუსიძე და ჩინჩალაძე დღეს არ შესულან სასამართლო სისტემაში, ასევე დღეს არ შესულა სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობა. ეს სისტემა მათ დატოვეს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს მშვენივრად გადაიბარა. ამიტომ საკუთარ კომპლექსებს მიხედონ, უპრიანი იქნებოდა მათ თავად ესაუბრათ თუ როგორი სისტემა შექმნეს. იგივე არჩევნების გაყალბების სისტემაზეც, „ქართულმა ოცნებამ“, უბრალოდ ძველ სისტემას ელექტრონული თაღლითობაც დაუმატა“,- განაცხადა სოფო ხორგუანმა. იპნ