
planeta.ge
პლანეტელი-
პოსტები
3.681 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი planeta.ge
-
ქობულეთის “შუქურამ” ბათუმის “დინამოს” 19 წლის მეკარე ლუკა ხარატიშვილი დაიმატა. “დინამოში” გიორგი ბეგაშვილის მისვლის შემდეგ ცხადი იყო, რომ ხარატიშვილი გუნდის მე-4 მეკარედ განიხილებოდა და სათამაშო დრო საერთოდ არ მოუწევდა. ლუკა 19-წლამდე ახალგაზრდული ნაკრების წევრია. შესაძლებელია, კლუბიდან მიხეილ ალავიძეც წავიდეს, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმელთა კაპიტანი იყო. “შუქურამ” ახალწლამდე კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ) და დავით სამსონია ( გაგრა ) დაიმატა. გუნდში დარჩნენ მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე. წავიდნენ ლუკა შეროზია, ნიკა ჭანტურია, ლევან ხმალაძე, გიორგი გაფრინდაშვილი, გელა გოგიტიძე და შალვა ექვთიმიშვილი. შუქურა 2- დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე. The post ბათუმის “დინამომ” მეკარე “შუქურაში” გაუშვა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
UFC-ის მსუბუქი წონის 33 წლის ჩემპიონმა ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ გიგა ჭიკაძეზე ისაუბრა. “ყოველთვის არის ხალხი, რომლებიც “თრეშ” საუბარს იყენებენ და ეს თამაშის ნაწილია, მესმის ეს. მაგრამ სხვა ასპექტებიც არსებობს და ეს უკვე უპატივცემულობაა, არა მარტო ჩემთვის, კელვინ კატარისთვისაც. შენ წინ ტოპ კანდიდატია და ისე იქცევი და საუბრობ, თითქოს, უბრალოდ გადაუვლი. არადა, ყველამ ვნახეთ რაც მოხდა. როცა ამბობ, რომ უფრო მარტივ გზას ირჩევ და ამით კორეელ ზომბს შეურაცხყოფ, ეს უკვე ყველას შეურაცხყოფაა.” “გიგას შევხვდი და მითხრა, რომ ჩემთან ბრძოლა სურდა. მე ვუთხარი, გააგრძელე ის, რასაც აკეთებ. ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ ცუდი არჩევან იყო მსგავსი განცხადებები, რადგან მატჩამდე ყველას განადგურებას აპირებდა, ახლა კი ცოტა იდიოტივით ჩანს” “კატართან მატჩმა გიგას თვალები აუხილა. თუ Giga Kick-ს გაანეიტრალებ, ის უბრალოდ სავარჯიშო ტომარა ხდება. როცა კონკურენტებს ებრძვი, საუკეთესო ბიჭებს, უფრო მეტი უნდა იმუშავო კარდიოზე, ოპონენტის შესწავლაზე და სხვადასხვა კომპონენტებზე. ჩემთან ბრძოლისას ძალიან ცუდ სანახავს გავხდიდი. ის ჩემ დონეზე არაა”, – განაცხადა ჩემპიონმა. ჭიკაძე კატართან გამარჯვების შემთხვევაში ვოლკანოვსკის გამოწვევას აპირებდა, თუმცა ეს მომენტი გარკვეული დროით გადაიდო. The post ვოლკანოვსკი: “გიგა ჭიკაძეს ძალიან ცუდ სანახავს გავხდიდი” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა. 24 საათში 56 367 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო 7 დღის – 10,26%. დღიურად 9 290 აიცრა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 14 512 ადამიანია გარდაცვლილი. The post 24 საათში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ვერძი მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. პაემანი შეიძლება ისეთი რომანტიკული არ გამოვიდეს, როგორსაც ელოდებოდით. ვარჯიშის დროსაც კი დაიცავით უსაფრთხოება. კურო თუ პარტნიორი ჭირვეულობს და ყველაფრით უკმაყოფილოა, მეტად მოეფერეთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. დღეს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ტყუპი ნუ ელოდებით, რომ ვინმე რამეს გაგიკეთებთ, საქმეები თავისით მოგვარდება. შეიძლება დაგჭირდეთ ლოდინი, საქმეები გაჭიანურდეს. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა. კირჩხიბი დღეს ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს. მოაგვარეთ გართულებული ურთიერთობა პარტნიორთან. კარგი დღეა პირველი პაემნისთვის. მოიმატებს ხარჯი ბავშვების გამო. ლომი მეტი დრო გაატარეთ შინ. იყავით ღიმილიანი და მოსიყვარულე ოჯახის წევრების მიმართ. საღამოს გაანებივრეთ ისინი გემრიელობებით. ქალწული საკუთარ თავს ცუდი განწყობისთვის ნუ გაიმეტებთ. იყავით პოზიტიური. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. სასწორი გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან და ახლობლებთან. კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ფორმაში ჩასადგომად. განსაკუთრებით, მამაკაცებისთვის. ფულს აზარტულ თამაშებზე ნუ დახარჯავთ. მორიელი ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა და თავად ყველაფერში საუკეთესო ხართ. ენერგიის დასახარჯად გამოიყენეთ სპორტი. მშვილდოსანი დილიდან ოპტიმისტურ განწყობაზე იქნებით. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს და ეცადეთ, წარსულში ჩადენილი საქციელი დღეს ცუდად არ შემოგიბრუნდეთ. თხის რქა დღეს განგება ხშირად მოგიწყობთ გამოცდას. დრამატული სიტუაციებით აღსავსე იქნება პირადი ცხოვრება. იყავით ძლიერი და მობილიზებული საკუთარ გამარჯვებაზე. მერწყული ნუ წუწუნებთ. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თქვენ გეჩვენებათ. გააუმჯობესეთ პარტნირული ურთიერთობები. მეტად თბილი და მოსიყვარულე უნდა იყოთ ოჯახის წევრების მიმართ. თევზები მეტად რბილი და დამთმობი უნდა იყოთ და ზოგჯერ დაარღვიოთ თქვენი მკაცრი წესები. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გაააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. The post დღეს 18 იანვრის ღამეს სურვილების ასრულების დღეა, დაწერეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და გაიგეთ რა მოგელით უახლოს მომავალში – ცაგარელი appeared first on InterPost.ge. View the full article
-
შვილი, რომლის ბრმა ტყვიამ წალენჯიხაში დედა იმსხვერპლა, სკოლის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაციას tia.ge ავრცელებს. ბოლო პოსტი, რომელიც მაია ფიფიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, 30 დეკემბრით თარიღდება. აი რას წერდა გარდაცვლილი: „ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად მკაცრი და თბილი მშობლები ჰყავთ, ბედნიერ ადამიანებად იზრდებიან.“ შეგახსენებთ, წალენჯიხაში, რამდენიმე საათის წინ შვილის მიერ გასროლილმა ტყვიამ შემთხვევით, დედა, 50 წლამდე ქალი იმსხვერპლა. შუახნის ქალი მაია ფიფია წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის სერტიფიცირებული პედაგოგი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. The post ბიჭი, რომლის ბრმა ტყვიამ წალენჯიხაში დედა იმსხვერპლა, სკოლის მოსწავლეა – ნახეთ რას წერდა გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ appeared first on InterPost.ge. View the full article
-
ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების თავკაცების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია); 3. თომას ტუხელი (“ჩელსი”). ანალოგიურად გადანაწილდა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია); 3. თომას ტუხელი (“ჩელსი”). საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. რობერტო მანჩინი (იტალიის ნაკრები); 2. თომას ტუხელი (“ჩელსი”); 3. ჰანსი ფლიკი (“ბაიერნი”/გერმანია). შეგახსენებთ, რომ ფიფას 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა თომას ტუხელმა მოიპოვა. The post ფიფას დაჯილდოება — რომელმა მწვრთნელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. კარიმ ბენზემა („რეალი“, ესპანეთი); 2. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი); 3. კილიან მბაპე („პსჟ“, საფრანგეთი). საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („პსჟ“, არგენტინა); 2. ნგოლო კანტე („ჩელსი“, საფრანგეთი); 3. ჟორჟინიო („ჩელსი“, იტალია). საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, გერმანია); 2. კარიმ ბენზემა („რეალი“, ესპანეთი); 3. კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი“, პორტუგალია). შეგახსენებთ, რომ ფიფას 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. The post ფიფას დაჯილდოება — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
საქართველოს ნაკრების შემტევმა თურქეთის სუპერ ლიგაში “გალათასარაის” 2 გოლი გაუტანა და “ჰათაისფორს” “გალასთან” 4-2 მოაგებინა. გოლების გატანის შემდეგ მთელი სტადიონი ლობჟანიძის სახელს გაჰყვიროდა, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. The post საბა, საბა! – 20 ათასი თურქი გულშემატკივარი საბა ლობჟანიძის სახელს სკანდირებდა (ვიდეო) appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
-
მიზეზი: რატომ წავიდა ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკაში?
planeta.ge posted a topic in rss სიახლეები(სპორტი)
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის მერი გახდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ხინჩეგაშვილმა შვებულება აიღო და ამერიკაში გაემგზავრა. ხინჩეგაშვილი ამერიკაში, სავარაუდოდ, თავისუფალი ჭიდაობის გამო ჩავიდა. ლადომ, 2020 წელს ამერიკელ მოჭიდავეებს მასტერკლასი ჩაუტარა და საქველმოქმედო ტურნირებზეც მიიღო მონაწილეობა. სპორტსმენი ნიუ ორკში, ოჰაიოში და კალიფორნის შტატებში იმყოფებოდა. კალიფორნიაში გიგა ჭიკაძესთან ერთად ვარჯიშობდა. ხინჩეგაშვილი ამ მატჩში ამერიკელთა მთავარ იმედს, იანი დიაკომიჰალის ებრძოდა და ტექნიკური ქულებით დაამარცხა. The post მიზეზი: რატომ წავიდა ლადო ხინჩეგაშვილი ამერიკაში? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article -
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხეში მისმა ძმისშვილმა, ელენე სააკაშვილმა მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ ელენე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობა. მისი თქმით, ოჯახს ყველაზე მეტად ადარდებს ის, რომ ექს-პრეზიდენტი 2 კვირაა ექიმს არ მოუნახულებია და არ გაწვია ადეკვატური მკურნალობა. „ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, გეოპოლიტიკურ თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. არის ძალიან მხნედ. რა თქმა უნდა, ოჯახს მისი მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს და იმედი გვაქვს, რომ ექიმი მოახერხებს შესვლას და გასინჯვას. როგორც მან მითხრა, ორი კვირის განმავლობაში მასთან ექიმი არ ყოფილა შესული და არ მომხდარა ადეკვატური დიაგნოსტიკა“, – განაცხადა ელენე სააკაშვილმა. dailyinfo
-
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ თელავის ქუჩის კვეთამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „გამზირის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოები 20 იანვარს დაიწყება, რომელიც მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ჩატარდება. თბილისის მერია გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება. მეტროსადგურ „300 არაგველის“ მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ წურწუმიასა და თელავის ქუჩების გამოყენებით, „300 არაგველიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრისკენ“ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, გადაადგილდებიან თელავისა და წურწუმიას ქუჩების საშუალებით, ასევე, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და შემდეგ ბარათაშვილის აღმართის საშუალებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები – N2, N25, N37, N39, N43 იმოძრავებენ თელავის ქუჩის გადაკვეთამდე, მარცხნივ მოხვევით, მოძრაობას განაგრძობენ ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით, რის შემდეგაც, ნოე ჟორდანიასა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ევროპის მოედანს. ავტობუსები ნოე ჟორდანიას სანაპიროსა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მგზავრებს ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩამდე მიიყვანენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან გადაადგილდებიან ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, 300 არაგველის ხიდის, ნოე ჟორდანიას სანაპიროს, იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩების გავლით, დაუკავშირდებიან ლეხ კაჩინსკის ქუჩას, ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ. მიკროავტობუსები – N2, N34, N62, N68, N117, N120, N170 ქეთევან დედოფლის გამზირიდან მოძრაობას თელავის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ალექსანდრე წურწუმიასა და ნიკიფორე ირბახის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბარს“ დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მოძრაობას ალექსანდრე წურწუმიასა და თელავის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, დაუკავშირდებიან ქეთევან დედოფლის გამზირს და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში. The post თბილისში 20 იანვრიდან ოთხი თვის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
მთავრობის ახალი განკარგულებით, დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელი გახდა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე და საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ პირობითად ღირს ათი ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არანაირი არგუმენტი, რატომ არ უნდა ყოფილიყო თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე და მივიღე გადაწყვეტილება, თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა და მე იმედი მაქვს, იმპორტიორი კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. The post დღეიდან თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი შესაძლებელია appeared first on სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია. dailyinfo
-
საგანგებო სიტუციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება ინფორმაციის მიღებისთანავე მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, გადაწყდა სამაშველო ოპერაციის ვერტმფრენის საშუალებით ჩატარება. უმოკლეს დროში, ომალოს მიმართულებით თბილისიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრნენ სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თელავის საავადმყოფოში, სადაც მას აღმოუჩენენ აუცილებელ სამედიცინო დახმარებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. The post მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს: „მისაბაძი ადამიანი .ზვიად ფუტკარაძის თქმით, ფეხმოტეხილი შველი მეზობელმა გზაზე იპოვა და გადაწყვიტა, გამოჯანმრთელებამდე შეეფარებინა. მისი თქმით, როგორც კი შველი სიარულს შეძლებს, მას ბუნებაში დააბრუნებენ“ – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. The post მოქალაქემ ფეხმოტეხილი შველი იპოვა და გამოჯანმრთელებამდე შეიფარა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
ექსპერტი ლევან ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო. რეპრესიებზე ის ადამიანები ყვირიან, რომელთაგან ერთი ნაწილი სულ რამდენიმე წლის წინ თავად ატერორებდა მთელ ერს და მეორე ნაწილი კი ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. თეა წულუკიანი კულტურის სფეროს აჯანსაღებს და სწორედ ამას ემსახურება მისი გადადგმული თითეული ნაბიჯი. ასე რომ, ვინც ამ სფეროში ხელის მოთბობას არის მიჩვეული, რა თქმა უნდა, მათთვის ეს რეფორმები მტკივნეულია და თეა წულუკიანიც მიუღებელი“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი. შეგახსენებთ, კულტურის სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: მოვითხოვთ, ქართული ლიტერატურის მუზეუმმა შეწყვიტოს ელენე ბაქრაძის (დარიანი) გამოცემა, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. განცხადებაში საუბარია უშუალოდ ლაშა ბაქრაძეზეც, სადაც ვკითხულობთ: “რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია”. The post ის ადამიანები, ვინც თავის დროზე მთელი კულტურის მოღვაწეები ჩარეცხა, დღეს კულტურის მინისტრს მოუწოდებენ, ლექსის ქურდს თავი დაანებეთო – ლევან ნიკოლეიშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE
-
მთავარი არხის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მოინახულა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 ციხე და ბიძასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა “ვილაპარაკეთ სხვადასხვა თემაზე. გეოპოლიტიკურ, თუ შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. არის ძალიან მხნედ, რა თქმა უნდა, ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მეტად გვადარდებს და იმედი მაქვს, რომ ექიმი მოახერხებს შესვლას და გასინჯვას.” განაცხადა ელენე სააკაშვილმა. The post „იმედი მაქვს, რომ ექიმი მოახერხებს შესვლას და გასინჯვას“- მიხეილ სააკაშვილი ძმისშვილმა მოინახულა appeared first on [/url]. ALIA.GE
-
სანატორიუმ “ქართლში” გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრი ზურაბ თირქია ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს. არ გიცნობთ და არც მაინტერესებს ვინ ხართ. იქ რომ გამოვედით, იმ ღამითვე რომ გამოსულიყავით, შეიძლება ბიძაჩემი ახლა ცოცხალი ყოფილიყო. ტელევიზორში რომ აცხადებს, ეს უბედური შემთხვევა არის და ამ ბინებთან დაკავშირებით არაფერი არაა, ძაან ცდებით. ერთ კვირაში გავასაჯაროებთ და ყველა ჩვენთაგანი და ყველა ვინც ჩვენ გვიცნობს, ყველა დადგება მისი კარის წინ. სამინისტროშიც და სახლიდან გამოგათრევთ და ურნაში ჩაგაგდებთ, შენ გეუბნები პირადად, – ამბობს ის იხ. ვიდეო: მთავარი არხი The post სახლიდან გამოგათრევთ და ურნაში ჩაგაგდებთ – ვის მიმართავს გარდაცვლილი დევნილის ნათესავი appeared first on [/url]. ALIA.GE