Jump to content
Planeta.Ge

planeta.ge

პლანეტელი
  • პოსტები

    3.681
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი planeta.ge

  1. რუსი ოკუპანტების გახსნელი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილი ხანძრის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”. “რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით”, – თქვა ზელენსკიმ. ზაპოროჟიის ატომურ ელექტოსადგურში ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. “რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ეს ტანკები უზრუნველყოფილია სითბური ხედვით, ანუ მათ იციან თუ საით ისვრიან, ისინი ამისთვის ემზადებოდნენ”, – თქვა ზელენსკიმ. “ვაფრთხილებთ ყველას – არც ერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არასდროს გაუხსნია ცეცხლი ატომური ენერგობლოკებისთვის. პირველად, პირველად ჩვენს ისტორიაში ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. მან ასევე ევროპის მოსახლეობას შეახსენა ჩერნობილის ტრაგედია და ხაზი გაუსვა, რომ მაში მხოლოდ ერთი ატომური ბლოკი აფეთქდა, ზაპოროჟიის სადგურში კი 6 ასეთი ბლოკია. The post ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება appeared first on [/url]. ALIA.GE
  2. რუსეთში Facebook-ი დაიბლოკა – კრემლმა BBC და “რადიო თავისუფლებაც” შეზღუდადღეს, 09:22 418 რუსეთში საინფორმაციო შეზღუდვა გრძელდება, ქვეყანაში ნაწილობრივ დაბლოკილია ფეისბუკი, ასევე გამოცემა “მედუზა”, BBC-ის და “რადიო თავისუფლების” რუსული რედაქციები, ასევე Deutsche Welle.გასულ დღეებში მაუწყებლობა შეაჩერეს რადიოიარხმა “ეხო მასკვი” და ტელეკომპანია “დოჟდმა”.პროკურატურისა და “როსკომნადზორისგან” მედიასაშუალებების შეზღუდვის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ ისინი რუსეთის სახელისუფლებო მედიისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით. მედიასაშუალებებს დანაშაულად ჩაუთვალეს ის, რომ მათ რუსეთის სამხედრო აგრესია ომად მოიხსენიეს და არა როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რასაც მას რუსეთის ხელისუფლება უწოდებს. REZONANSI
  3. გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, დღეს რიგით 105-ე შეხვედრა გაიმართება.წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.განსახილველი საკითხები მოიცავს იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის. REZONANSI
  4. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა სულ მცირე სამჯერ ჩაიშალა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times-ი წერს.ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნეს ორი სხვადახვა ჯგუფი – დაქირავებულები მებრძოლები პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერიდან“ და ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.როგორც წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმმა კიევში დიდი მსხვერპლი განიცადა. ამასთან, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ, თუ რამდენად ზუსტად განჭვრიტეს უკრაინელებმა მათი ქმედებები.მათივე ინფორმაციით, შაბათს, კიევში გაანადგურეს ჩეჩენ დაქირავებულთა რაზმი, რომელიც ასევე ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა. REZONANSI
  5. პუტინი ანადგურებს მთელს ქვეყანას, ეს მასობრივი განადგურების ომია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-ის გადაცემაში განაცხადა.სალომე ზურაბიშვილს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხოლოდ უკრაინის ცალკეული რეგიონების აღებას ისახავს მიზნად.„ისე აღარ ჩანს, რომ პუტინი რამდენიმე რეგიონის აღებას ისახზავს მიზნად. ახლა როგორც ჩანს, ის მთელ ქვეყანას ანადგურებს. ეს რაღაცნაირად მასობრივი განადგურების ომია. მოვისმინე განცხდებები, რომ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვთ მიდის. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გეგმის მიხედვითაა. ის არ გეგმავდა უკრაინის მიერ გაწეულ წინააღმდეგობას. მას ჰქონდა მასობრივი თავდასხმა, რომელიც ძალიან ფსიქოლოგიური იყო მისი ძალებით, რომელიც გამოიყენეს ყველა მხრიდან და ეს არ მუშაობდა. რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით აქვს უპირატესობა, […] REZONANSI
  6. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ავრცელებს. ინსპექციის ცნობით, პერსონალი აკონტროლებს ელექტროსადგურების მდგომარეობას და უზრუნველყოფს მათ მუშაობას ტექნოლოგიური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში გვიან ღამით მიიტანეს. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. ამ დროისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ჩააქრეს. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან. სტატიის წყარო: ფორმულანიუსი The post ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსმა სამხედროებმა დაიკავეს appeared first on InterPost.ge. View the full article
  7. პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ და მიიწევენ გარლოვკისკენ. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სასიხარულო ამბავია. ჩვენი ქვედანაყოფების უმეტესობა პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი ერთ-ერთი ბრიგადა კი გარლოვკის გარეუბანში დაწინაურდა“, – განაცხადა ალექსი არესტოვიჩმა. რაც შეეხება უკრაინაში არსებულ ვითარებას, არესტოვიჩმა დასძინა, რომ შეჩერებულია რუსული ჯარების მოძრაობა ჩერნიგოვისა და სუმის მიმართულებით. როგორც პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რუსები აგრძელებენ ძალების კონცენტრირებას დედაქალაქზე შემდგომი თავდასხმებისთვის. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები საარტილერიო დარტყმებს აყენებენ. „ხარკოვში მტერი ქალაქს რამდენიმე რაკეტას და თვითმფრინავს ესვრის. „ამოცანაა ქალაქის ფსიქოლოგიურად გატეხა“, – აღნიშნა არესტოვიჩმა. წყარო: pia.ge The post „პირველად ომის შვიდი დღის განმავლობაში უკრაინული შენაერთები შეტევაზე გადავიდნენ“ appeared first on InterPost.ge. View the full article
  8. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამ ეტაპზე ხანძარი ლოკალიზებულია. უკრაინის მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ხანძრის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის “უმნიშვნელოვანესი” აღჭურვილობა არ დაზიანებულა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/vrtseldeba-kadrebi-rogor-dabombes-zaporozhies-atomuri-eleqtro.mp4 The post ვრცელდება კადრები, როგორ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – შეინიშნება თუ არა რადიაციის დონის ცვლილება აფეთქების შემდეგ? appeared first on InterPost.ge. View the full article
  9. თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლაპარაკებებში ესპანური კლუბის მფლობელი ხოსე ანტონიო კერეხეტა პირადადაა ჩართული. როგორც იცით, შენგელია ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა და მოსკოველებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა კალათბურთელმა რუსეთის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ტერიტორიაზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანა. ცსკა-ში აცხადებენ, რომ 30 წლის კალათბურთელს კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გაუწყვეტია და მან გუნდი პირადი მიზეზების გამო დროებით დატოვა. თორნიკე “ბასკონიას” ღირსებას 2014-2020 წლებში იცავდა. The post თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  10. ვიტალი კლიჩკოსთან მე მეგობრობა მაკავშირებს და, რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია, დღესაც ვესაუბრე - ამის შესახებ კახა კალაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. თბილისის მერმა განმარტა რა სთხოვა მას კიეველმა კოლეგამ და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებით არის დაკავებული. View the full article
  11. 25-27 მარტს თბილისის გრანდ სლემი უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ტურნირის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. გრანდ სლემზე 20-მდე ქვეყანა იყო დარეგისტრირებული, თუმცა ორგანიზატორების გათვლებით, ომის გამო ბევრმა მათგანმა, შესაძლოა, ჩამოსვლა ვერ მოახერხოს. ახალ თარიღად 3-5 ივნისი შეირჩა. The post ოფიციალურად: თბილისის გრანდ სლემი გადაიდო appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  12. დღეს ყაზანის “რუბინმა” რუსეთის თასზე “როტორი” 2-1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ძირითადში იყო, ყვითელი მიიღო და 76-ე წუთზე შეცვალეს. განაცხადში არ ყოფილა დანიელი შემტევი ანდრეს დრეიერი (რომლის სანაცვლოდ 2021 წლის აგვისტოში “რუბინმა” 7 მილიონი გადაიხადა – რედ) რამაც რუს ფანებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. “სად არის დრეიერი”? “დრეიერს ჩვენთან თამაში უკვე აღარ სურს”, “დრეიერს რა დაემართა?” და მსგავსი კომენტარები მრავლად იყო. გარდა დრეიერისა, ტელეგრამის ჯგუფებში აქტიურად იწერება, რომ წასვლა ხვისაც უნდა და მას ზურიკო დავითაშვილიც მიყვება. “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გუშინ განაცხადა, რომ დანიელს ტრავმა აქვს და ყაზანში იმყოფება, მიუხედავად ამისა, გუნდის ფანებში უკვე დიდი არეულობა და შიში შეინიშნება, რომ მალე ყველა ლეგიონერი წავა. გავრცელებული ინფორმაციით, 1 კვირაში რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს უფლება ექნებათ, კლუბებთან კონტრაქტი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ცალმხრივად გაწყვიტონ. არადა, უკვე 1 წელზე მეტია კვარაცხელიას 20 მილიონზე ნაკლებად არ ყიდიან. http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/03/eqwe.jpg The post რუსს ფანებში უკვე დიდი შიში და ქაოსია – “მას უკვე ჩვენთან თამაში აღარ სურს” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  13. თბილისს ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებული, კიევს კი მსოფლიო ჩემპიონი მერი ჰყავს. როგორც დღეს კალაძემ თქვა, მას ხშირი კონტაქტი აქვს კლიჩკოსთან და დღესაც ელაპარაკა. “ვიტალი კლიჩკოსთან მე მეგობრობა მაკავშირებს, დღესაც ვესაუბრე. მეუბნებოდა მიმდინარე მოვლენებზე, ჩვენ ჩვენი მხრიდან აღვუთქვით მხარდაჭერა, თხოვნა იყო თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს ჰუმანიტალური ტვირთები, რომლებიც იგზავნება საქართველოდან და გულწრფელად მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო. თხოვნაა, ისეთი ქალაქებისთვის მიგვეწოდებინა, ხარკოვი, მარიუპოლი, სადაც ყველა მეტად სჭირდებათ დახმარება”, – განაცხადა კალაძემ. გარდა ამისა, მერის განცხადებით, თბილისი მზადაა უკრაინელი ლტოვილები მიიღოს. The post “საუბარი მქონდა კლიჩკოსთან და თხოვნა იყო…” – კალაძე appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  14. 12 მარტს 7 რუსული ბანკი სვიფტიდან გაითიშება. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/12-marts-7-rusuli-banki-sviphtidan-gaithisheba-PalitraNews.ge_.mp4 The post 12 მარტს 7 რუსული ბანკი სვიფტიდან გაითიშება appeared first on InterPost.ge. View the full article
  15. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. “ჩვენი პაციენტების საყურადღებოდ და არა მარტო. ეს დიდი ამბავია! თურქეთიდან პრეპარატების იმპორტის დაშვებამ გამოიწვია ისეთი მნიშვნელოვანი ასთმის/ფქოდის სამკურნალო პრეპარატების ფასის ოთხჯერ შემცირება, როგორიცაა სიმბიკორტი/სერეტიდი. პ.ს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი. The post “ეს დიდი ამბავია!” – ბიძინა კულუმბეგოვი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს appeared first on InterPost.ge. View the full article
  16. (18+) უმძიმესი კადრები ხარკოვიდან – დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ადგილზე დაიღუპა სუსტი გულის ადამიანები ვიდეოს ნუ ნახავთ ! https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/18-umdzimesi-kadrebi-kharkovidan-dabombvis-shedegad-mshvido.mp4 The post (18+) უმძიმესი კადრები ხარკოვიდან – დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა ადგილზე დაიღუპა appeared first on InterPost.ge. View the full article
  17. „ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. View the full article
  18. ულამაზესი ირანელი მსახიობი სადაფ ტაჰერიანი, რომელმაც გაბედა და ჰიჯაბი მოიხსნა, სოცქსელებში სექსუალურ ფოტოებს აქვეყნებს. ის ამბობს, რომ ამას პროტესტის ნიშნად, იმ ირანული კანონების მიმართ დაუმორჩილებლობის გამოსახატად აკეთებს, რაც აიძულებს ქალებს ჰიჯაბი ატარონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. View the full article
  19. 'ევერტონის'' ფეხბურთელი უკრაინელი ვიტალი მიკოლენკო რუს ფეხბურთელ არტიომ ძიუბასა და მისი რუსი თანაგუნდელების მისამართით, უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციასთან დაკავშირებით წერს. View the full article
  20. გიორგი მამარდაშვილს “ბილბაოს” წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი მატჩი ჰქონდა და “ვალენსიათან” ერთად ფინალში გავიდა. ტრიბუნებიდან გადაღებული ვიდეო ერთ-ერთმა ფანმა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ გიორგი ქართველ გულშემატკივრებთან მიდის და გამარჯვებას ერთად აღნიშნავენ. The post “მამარდა გუნდს გამოეყო და ფანებთან მივიდა” – რა ვიდეოს აქვეყნებს “ვალენსიას” ფანი? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  21. “ვალენსიამ” ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ვალენსიამ” “ბილბაო” დაამარცხა და ფინალში გავიდა. ძალიან დამაჯერებელი იყო გიორგი მამარდაშვილი, რომლის შესახებ, “ვალენსიას” ფანების კომენტარი არ წყდება. “მამარდაშვილი ის მეკარეა, რომელიც უახლოესი 10 წელი არავინ უნდა შეცვალოს, თუნდაც რომ შეცდომები დაუშვას” “ცოტა მეტი ვისაუბროთ დონ გიორგი მამარდაშვილზე” “როგორი გრძნობაა როცა გოლკიპერი გყავს? მამარდაშვილი!” “დონ გიორგი მამარდაშვილი – მამა ხარ!” “კიდევ კარგი მამარდაშვილი, ხაუმე რომ გამოეყვანა ბორდალასს, წავაგებდით” “მხოლოდ 1 მილიონი. გესმით? მხოლოდ 1 მილიონი გადავიხადეთ მასში” “მამარდას დღეს 10-იანი” “დღეს ყველამ მაგრად ითამაშა, მაგრამ დონ გიორგი, ღმერთო ჩემო, საოცარი იყო” “ვფიქრობ, ბორდალასმა მამარდაშვილი სწორ დროს გამოიყვანა. მან გასახდელის სიტუაცია ყველაზე კარგად იცის. გიორგის ნდობა დაუბრუნდა და ეს მაფიქრებინებს, რომ მწვრთნელმა მასთან ბევრი იმუშავა. მამარდას შეუძლია მსოფლიო კლასის მეკარე გახდეს” იასპერ სილესენის დაბრუნების შემთხვევაშიც, მამარდას სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს. The post “დონ მამარდაშვილი – მამა ხარ!” – ესპანელი ფანები ქართველით გაგიჟებულები არიან appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  22. რუსეთში მომუშავე მამუკა ჯუღელი ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ილია ბერიაშვილის და სხვების აგენტია. რუსეთზე დაწესებული უდიდესი სანქციების შემდეგ ქვეყანას ლეგიონერები ტოვებენ, ხოლო, თვითონ რუსებმაც დაიწყეს მოთხოვნების გაჟღერება, რომ უცხოელებმა რუსეთი უნდა დატოვონ. ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელი გახდა, ჯუღელმა ან სხვა აგენტებმა ოდესმე ან მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოეთში მოთამაშეები წაიყვანონ, ხოლო, თუ ჩვენი ბიჭები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთს თავს გაცილებით მალე დააღწევენ, თან ისე, რომ ევროპის რომელიმე გუნდს მათში მილიონების გადახდა არ მოუწევთ. ძალიან სამწუხაროა, რომ “საბურთალოს” ძალიან ნიჭიერი ტალანტი ლუკა წულუკიძე “კალსრუეს” ნაცვლად 1 კვირის წინ “ურალში” აღმოჩნდა. მისი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. მართალია, ის ჯუღელს არ წაუყვანია, ირაკლი ლილუაშვილმა გადაიყვანა, მაგრამ მისი ტრანსფერი უკვე ძალიან დიდი შეცდომა გამოდგა. ასევე, უცნობია, რა ელის ფოთის “კოლხეთს”, რომელშიც ინვესტიცია ჯუღელის კომპანიას უნდა ჩაედო. ფაქტია, დასრულდა რუსეთში მეტი ანაზღაურების გამო ქართველი ფეხბურთელების გადინება. The post მამუკა ჯუღელს რუსეთში ქართველების წაყვანის ბიზნესი ენგრევა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article
  23. უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკა “ინ­სტაგ­რა­მის” გვერ­დზე ომის სი­სას­ტი­კის ამ­სახ­ველ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ეს კად­რე­ბი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა ნა­ხოს. “ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა უკ­რა­ი­ნა ახლა. ეს არის ვი­დეო, რო­მე­ლიც მთელ­მა მსოფ­ლი­ომ უნდა ნა­ხოს – ჩვენ ომში ვართ. პუ­ტი­ნის თავ­დას­ხმის გამო უკ­რა­ი­ნე­ლებს უწევთ შვი­ლე­ბი ყო­ველ ღამე სარ­და­ფებ­ში წა­იყ­ვა­ნონ. უკ­რა­ი­ნა მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა, ჩვენ ომის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ და ჩვენ პირ­ვე­ლე­ბი თავს არა­ვის ვეს­ხმით, თუმ­ცა არ ვა­პი­რებთ და­ნე­ბე­ბას. შე­ხე­დე, მსოფ­ლიო: ჩვენ თქვე­ნი ქვეყ­ნე­ბის მშვი­დო­ბის­თვი­საც ვიბ­რძვით“, – წერს ოლე­ნა ზე­ლენ­სკა. https://interpost.ge/wp-content/uploads/2022/03/ukraine.mp4 The post ”მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ეს ვიდეო…” – ნახეთ რა ვიდეოს აქვეყნებს ზელენსკის ცოლი appeared first on InterPost.ge. View the full article
×
×
  • შექმენი...