კომპანია „ჩერნომორენერგომ“ ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი გამოაქვეყნა.
გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღე-ღამეში ხუთჯერ თითო საათით შეუწყდება, ნაწილს კი - ოთხჯერ.
მანამდე კომპანია „ჩერნომორენერგომ“ განაცხადა, რომ სატესტო რეჟიმში მუშაობისას, „«Ачгуара-ს" (აჩიგვარა) მაღალი გადამცემი ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე პრობლემები გამოვლინდა. შეზღუდვები აბონენტებს არსებული ხარვეზების სრულ აღმოფხვრამდე ექნებათ.
ოჩამჩირის რაიონში“Ачгуара-ს" (აჩი
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შესთავაზა, ხერსონის ოლქში ჯარები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაიყვანონ. ეს ნიშნავს ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და განკარგულება გასცა, ჯარები დნეპრის მეორე მხარეს გადაიყვანონ.
შოიგუსადმი თავის მოხსენებაში, რომელიც რუსეთის ტელევიზიით გადაიცა, სუროვიკინმა დაასახელა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფების მომა
ახლად აშენებული გაზსადენის ერთიანი გაზმომარაგების სისტემაში ჩართვის მიზნით, ხვალ, 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 11 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 56 (ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 1), ჩოლოყაშვილის III შეს.
დიდი ბრიტანეთი აძლიერებს უკრაინელ ჯარისკაცთა დახმარებას ზამთარში იმის ფონზე, რომ ახლოვდება საკვანძო მნიშვნელობის ბრძოლები ხერსონში და რუსეთის მობილიზებულ ჯარებს პრობლემები აქვთ ბრძოლის ველზე, განაცხადა 9 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
როგორც Reuters-ი იტყობინება, უოლესი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად აკვირდება უკრაინელ სამხედროთა წვრთნას სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქ ლიდში. ამასობაში დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას დამატებით
9 ნოემბერს დაიღუპა უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ სტრემოუსოვი. წინასწარი მონაცემებით ის ავტოავარიის მსხვერპლი გახდა, იტყობინება რუსეთის ხელისუფლება.
ჩინოვნიკის სიკვდილის შესახებ ერთ-ერთი პირველები იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო ჟურნალისტი სემიონ პეგოვი, ბლოგერი ბორის როჟინი და სახელმწიფო ტელეარხი RT.
რუსეთის ჯარების მიერ ხერსონის ოლქის ხელში ჩაგდების შემდეგ სტრემოუსოვი რუსეთის მთავარი სპიკერი იყო რეგიონში. ის ოფიციალურ პირთაგან პირველი იტყობინ
2023 წლის იანვრიდან ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს მედიკამენტებზე მაქსიმალური ფასის დადგენას და წლის ბოლომდე განსაზღვრავს ყველა წამლის ფასის ზედა ზღვარს. ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, მედიას ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწოდა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, რეფერენტული ფასის დაწესება დაახლოებით 40%-ით გააიაფებს მედიკამენტებს და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის. მინისტრის თქმითვე, ჯერ არ არის განსაზღვრული, რომელ ქვეყნებს აიღებს საქართვე
შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის.
“ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომ
ევროკომისია 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გამოყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მაკროსაფინანსო დახმარება შეღავათიანი კრედიტების სახით გამოიყოფა, რომელსაც უკრაინას რეგულარულდ, ნაწილ-ნაწილ გადასცემენ.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა დაწერა, რომ დაფინანსება მოხმარდება მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის აღდგენასა და ინსტიტუტების გაძლიერებას.
“ევროკავშირი
ხადას ხეობაში, სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური პენიტენციური დაწესებულებიდან „ინტერპრესნიუსს“ წერილს უგზავნის.
უვადო პატიმრობამისჯილი მწყემსი ციხეში ყოფნიდან 3 წლის შემდეგაც აცხადებს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. კობაური განმარტავს, რომ მოკლულ რაიან სმიტის დედასთან შეხვედრა აღარ სურს, ვინაიდან ამას ვერ ბედავს, თუმცა მზადაა, რაიან სმიტის ძმას ესაუბროს.
„3 წელია უკვე აქ ვზივარ და ძალიან ბევრი დრო მქონდა იმ ყველაფერზე მეფიქრა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა
რუსეთმა სავარაუდოდ დაკარგა ძირითადი საბრძოლო ტანკების ნახევარი და გახარჯა მაღალი სიზუსტის შეიარაღების დიდი ნაწილი, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში სამხედრო კამპანია კრემლის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი გახდა.
„პუტინმა წარუმატებლობა განიცადა. რუსეთი ამ ომიდან უფრო დასუსტებული გამოვა, ვიდრე მის დაწყებამდე იყო“, – აცხადებს კალი.
როგორც მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რუსეთის დანაკარგები უკრაინა
სამხედრო მოსამსახურე კურსკის ოლქიდან, რომელიც არმიაში გაიწვიეს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჰყვება რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე უკრაინის ლუგანსკის ოლქში. მობილიზებული პირის მშობლებთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა გამოცემა "Вёрстка-მ".
სამხედროს თქმით, მობილიზებულთა ჯგუფი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს საჭირო წვრთნისა და აღჭურვის გარეშე. ის ამბობს, რომ სამხედროებს შეიარაღება არ აქვთ, არტილერია არასწორი მიმართულებით ისვრის, იარაღი 1985 წელს არის გამოშვებული და ჯარისკაც
ნატოს მომავალი სამიტი, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ნატოელი მოკავშირეების ლიდერთა მონაწილეობით ლიეტუვაში გაიმართება. განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 9 ნოემბერს, იმ ფონზე, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ზრდის უსაფრთხოების თაობაზე შეშფოთებას ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში.
"ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვართ ყველაზე რთულ და წინასწარ განუსაზღვრელ ვითარებაში", - თქვა სტოლტენბერგმა და განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის წარმომადგენ
საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
"ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება.
"NCDC დაინტერესე
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა 8 ნოემბერს განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი ახლო მომავალში შეხვედრას გამართავენ და განიხილავენ შემოწმებების აღდგენის პერსპექტივას ახალი START-ის ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ბირთვული იარაღის შემცირებას ითვალისწინებს. შემოწმებები შეჩერდა მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ყოველდღიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, პრაისმა თქვა, რომ ორმხრივი საკონსულტაციო კომისია - ანუ მექანიზმი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბირთვული იარაღის კონტროლის ბოლო არსებული ხ
ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო -
ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფულს ითვისებდნენ, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის წევრებმა საქართველოს, ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ერთდროულად ჩაატარეს.
"ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებულია დანაშაულის ორგანიზატორთა გარკვეული ნაწილის მიმართ, საქართველოში დაკ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინის ამ ნაწილში მოწინააღმდეგე შეტევებს განაგრძობს ბახმუტის, ავდეევკის და ნოვოპავლოვკის მიმართულებებით.
უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განახორ
საქართველოს ისტორიაში არის მრავალი მაგალითი, როდესაც ქალებმა აჩვენეს მათი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი მიდის თამარ მეფემდე და ამ ქვეყნის მრავალ ბრძოლამდე, როდესაც ქალებმა არსებითი როლი შეასრულეს თავდაცვითი ძალისხმევის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ელჩის თქმით, საქართველოში მიმდინარე კონფერენცია – „ქალები საყოველთაო თავდაცვაში“ არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
„ეს კონფერენცია არის შესაძლებლობა, რ
უკრაინული მედია აშშ-ის კონგრესში რენდ პოლისა და ვიქტორია სპარცის მანდატების კვლავ მიღებაზე წერს. რესპუბლიკელმა რენდ პოლმა, რომელმაც მიმდინარე წელს უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება შეაფერხა, ხმების 61.4 პროცენტი მიიღო. დემოკრატ ჩარლზ ბუკერს კი 38.6 პროცენტი აქვს.
უკრაინული მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ კონგრესმენ რენდ პოლს რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა 2016 წელს „კრემლის აგენტი“ უწოდა, რადგან იგი ნატო-ში მონტენეგროს გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა. გარდა ამისა, 2018 წელს გავრცელდა ხმ
ევროკავშირმა როდესაც ცალსახად მოგვთხოვა და გვითხრა, რომ განსახორციელებელია დეოლიგარქიზაცია, არ შეიძლება გავიგოთ, რომ ამ მოთხოვნის ნაწილში რაიმე შეიცვალა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ევროკავშირმა არაერთხელ დააფიქსირა მკაფიო პოზიცია როგორც სისტემურ რეფორმებთან, ასევე სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ევ
პარალიზებულმა კაცმა, რომელსაც არც ლაპარაკი შეეძლო და არც ტექსტის აკრეფა, ნეიროპროთეზული მოწყობილობის საშუალებით ათასზე მეტი სიტყვის დაწერა შეძლო; მოწყობილობა მისი თავის ტვინის ტალღებს სრულ წინადადებებად თარგმნის.
კვლევის ავტორის, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, სინ მეცგერის განცხადებით, „ყველაფერი შესაძლებელია“ — ამ კაცის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა, რომელსაც ხშირად წერს.
შარშან ამავე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ტვინის იმპლანტს, სახელად
ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ კომპრომისული შესწორებებით მიღებული ანგარიშის შესახებ დასმულ კითხვაზე, ბრიტანეთის ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არ გაცნობია.
მარკ კლეიტონმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შეს
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „