Jump to content
Planeta.Ge

Blogs

ბექა ლილუაშვილი - ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით - ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი

ოლიგარქიის პრობლემას ვერც „ქართული ოცნების“ რედაქციით და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ რედაქციით გადავჭრით, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ორივეს თავისი ოლიგარქი თუ არაფორმალური მმართველი ჰყავს დასაცავი. „კანონი, რომელიც ფორმალურად ოთხი სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს ვინმეს მიენი

რუსეთში დააპატიმრეს გენერალური შტაბის პოლკოვნიკი, რომელმაც ქრთამად სარეცხი მანქანა მიიღო

მოსკოვის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ ქრთამის გამოძალვის მუხლით ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პოლკოვნიკ ივან მერტვიშჩევს. გამოძიების თანახმად, მან მოსკოვის სამხედრო კომისარს ქრთამის სახის სარეცხი მანქანა გამოსძალა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთში საშემოდგომო გაწვევის კამპანიის დაწყების შემდეგ, მერტვიშჩევი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაწვევაზე, მოსკოვის რამენსკის რაიონის კომისარიატის შემოწმებას გეგმავდა. შემოწმებამდე ერთი კვირით ადრე, მე

ბლინკენმა FIFA გააკრიტიკა მუქარისთვის, რომ ფეხბურთელები დაისჯებიან LGBTQ თემის მხარდამჭერი სამკლავურებისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 22 ნოემბერს გააკრიტიკა FIFA მუქარისთვის, რომ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მოთამაშეები ყვითელი ბარათით დაისჯებიან, თუკი ისინი ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერ სამკლავურებს გამოიყენებენ. თავის კატარელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა თქვა: „ყოველთვის შემაშფოთებელია,.. როცა გამოხატვის თავისუფლების რაიმე სახით შეზღუდვის მოწმენი ვხდებით.“ ორშაბათს არცერთ გუნდს არ გამოუყენებია LGBTQ თემის მხ

რუსეთის დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის დოკუმენტი დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებული აფხაზეთის 2022-2025 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობამ დოკუმენტი რატიფიკაციისთვის 10 ნოემბერს წარადგინა, მხარეებმა შეთანხმებას 4 აგვისტოს მოაწერეს ხელი. ის რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ფინანსური დახმარების საკითხებს არეგულირებს. შეთანხმების განხორციელება

თებერვლიდან 90%-ით შემცირდა რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი ჩრდილოეთ ევროპაში

Bloomberg-ის თანახმად, რუსული ნავთობის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების ძალაში შესვლამდე ორი კვირით ადრე, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, თებერვალთან შედარებით, 90 პროცენტით შემცირდა რუსეთიდან ექსპორტირებული ნავთობის მიწოდება. Bloomberg-ი წერს, რომ მისი მოცულობა დღეში მილიონ ორასი ათასი ბარელიდან 95 ათას ბარელამდე დავიდა. ქვეყნებმა, როგორებიცაა ლიტვა, საფრანგეთი და გერმანია, რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს რუსული ნავთობის იმპორტი. პოლონეთი მათ სექტემბერში შეუერთდა. ბალტიის პორტებში დატვირთული ნავთ

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს

მიუნხენის 2023 წლის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის წარმომადგენლები ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ კონფერენციის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰეუსგენმა „ტვიტერში“ დაწერა. მისი თქმით, ისინი პლატფორმას რუსულ პროპაგანდას არ დაუთმობენ. „რუსი მაღალჩინოსნები მიწვეული არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. მათ არ მივცემთ პლატფორმას მათი პროპაგანდისთვის“, – განაცხადა კრისტოფ ჰეუსგენმა. ამასთან, ჰეუსგენი აღნიშნავს, რომ სურთ, „განიხილონ რუსეთის მომავალი რუსულ ოპოზიციასთა

კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა - არგენტინა საუდის არაბეთთან დამარცხდა [ვიდეო]

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სათამაშო დღე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის არგენტინის ნაკრებისა და საუდის არაბეთის მატჩით გაიხსნა და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა – არგენტინამ 1:2 წააგო და მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყო.     სამხრეთამერიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გახსნა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ლიონელ მესის დარტყმული საუდელთა მეკარემ მოიგერია. არგენტინელებმა აქტიურობა განაგრძეს და მე-10 წუთზე გოლიც გაიტანეს – კუთხურის გა

ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედ

საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ აკონკრეტებენ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა ვენეციის კომისიაში

მმართველ უმრავლესობაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს გააგზავნიან თუ არა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში და ამ მხრივ, გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის რეკომენდაციას. შესაბამისი კითხვის პასუხად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტი უკრაინის პა

ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს

ტყეში სათბობი შეშის მოპოვება მოსახლეობამ შესაძლოა, 2026 წლამდე შეძლოს. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპორექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის თანახმად, ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად დასაშვები 2026 წლის 1 იანვრამდე იქნება. „პროექტით წარმოდგენილი ცვლილ

„კრიპტოს მიერ დენის არანორმალურად მაღალი მოხმარება აფხაზეთში და არამარტო - ხმას არავინ იღებს, რა გვენაღვლება“

„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია,“- ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადების საფუძველზე აცხადებს. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეფიციტის მთავარი მიზეზი, კრიპტომაინინგია. საზოგადოების აქცენტი კი, მეტი ჰესის მშენებლობაზე არასწორია. „რა უნდა ეშველოს ქვეყანას, სადაც ამდენი ლოგიკას აცდენილი ხალხი ცხოვრობს, არ ვიცი!  

მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა

მედიის ცნობით, „ასოშიეითიდ პრესმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი ჯეიმს ლაპორტა, რომელმაც პოლონეთში გასულ კვირას ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა. „ასოშიეითიდ პრესმა“ რაკეტის ჩამოვარდნიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ნატო-ს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსული წარმოშობის იყო, რაც მართალი არ აღმოჩნდა. მოგვიანებით, როგორც პოლონეთმა, ისე ევროკ

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - არსებობს მტკიცებულებები, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას ომის დანაშაულების სისტემატიური ჩადენა ახლავს თან - არსებული ვითარება „ახალი ნიურნბერგის მომენტია“

რუსები კლავენ, აწამებენ და იტაცებენ უკრაინელებს სისტემატიურად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა გლობალური სისხლის სამართლის საკითხებში ბეთ ვან შააკმა განაცხადა. „არსებობს მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინაში ახლავს სისტემური ომის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია ყველა რეგიონში, სადაც რუსული ძალები იყო განლაგებული“, - აღნიშნა ბეთ ვან შააკმა. მისი თქმით, გათავისუფლებული ტერიტორიებიდან მიღებული მტკიცებულებები „მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზ

კელი დეგნანი - დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნა ძალიან კარგი რჩევაა - ევროპის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება სასარგებლო იქნება მთავრობისა და პარლამენტისთვის

ვენეციის კომისიის სამართლის ექსპერტების დასკვნის მიღება ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იქნება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისთვის დეოლიგარქიზაციის კანონის დამტკიცებამდე, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა შეკითხვას, უნდა გადაიგზავნის თუ არა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, როგორც ეს საქართველოს მთავრობას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ურჩია. „რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი რჩევა, რომელიც მოდის საქართველ

მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევების ტესტირებით შეფასება - რას ითვალისწინებს NAEC-ის ახალი პროექტი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საზოგადეობას ცენტრის ახალი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ წარუდგინა. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში. ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის და

თბილისის მერია მეტროს სისტემის გაუმჯობესებისთვის საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს

თბილისის მერია მეტროს სადგურების მისადგომობის გასაზრდელად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. პროექტი აზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება და მისი ღირებულება 16 მილიონი დოლარია. პროექტი მოიცავს როგორც კვლევას და პროექტირებას, ასევე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მას იმედი აქვს, რომ კვლევისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯ

მედიის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინას უგზავნის მაღალტექნოლოგიური რაკეტის მეორე თაობის მოდელებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას უგზავნის ლაზერული დამიზნების სისტემის მქონე მაღალტექნოლოგიური რაკეტა Brimstone-ის მეორე თაობის მოდელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი წერს. ერთი რაკეტა Brimstone 2 დაახლოებით 175 ათასი გირვანქა სტერლინგი ღირს. ის ძირითადად, განკუთვნილია სახმელეთო სამიზნეების, მათ შორის დიდი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გასანადგურებლად და შეუძლია წინასწარ დაპროგრამებული სიიდან, მაღალი სიზუსტის რადარის მეშვეობით თავად აირჩიოს შესაფერისი სამიზნე ისე, რომ არ

კიევის უდიდეს მონასტერში "კონტრდაზვერვითი ღონისძიებები" მიმდინარეობს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს. უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს „კონტრდაზვერვით ღონისძიებებს სისტემური მუშაობის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის". უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, რუსეთის სამხედრო ა

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა საუბარი

მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ორი რეზოლუცია, რომლებშიც საუბარია საქართველოზე. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი მადრიდიდან იუწყება. შეკავებისა და თავდაცვის ინიციატივების შესახებ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ დაჟინებით მოუწოდებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, მოახდინონ დროული იმპლემენტაცია სპეციალურად მორგებული საჭიროებების პაკეტებისა, რომლებიც მიღებულია 2022 წლის სამიტზე ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის. რეზ

სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა თქვას, რომ საქართველო ტრიოს ნაწილია და არა მის გარეთ მყოფი, რომელიც შესაძლოა, მიმზიდველი იყოს რუსეთისთვის, რათა თავისი თამაში აწარმოოს

დღეს, ხვალ, ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო სტრატეგიული უნდა იყოს, ვიდრე ფორმალურ კრიტერიუმზე დაფუძნებული. დემოკრატიული რეფორმები გვერდით არ უნდა გადავდოთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ მომენტში მთავარია სტრატეგიული საკითხი და რუსეთისთვის საქართველოს შესახებ არასწორი გზავნილის მიცემის რისკები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. ევროკავშირის მიერ ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დასმულ კითხვაზე,

მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელი რეპორტიორის მტკიცებით, პირდაპირ ეთერში ჩართვისას გაძარცვეს

არგენტინული ტელეარხის Todo Noticias-ის რეპორტიორი დომენიკა მეცგერი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ, პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გაძარცვეს – ამის შესახებ Daily Mail იტყობინება. მეცგერს კატარი-ეკვადორის (0:2) მატჩის წინ, ჩართვა ჰქონდა დოჰას კორნიშის რაიონიდან. პირდაპირ ეთერში გულშემატკივრებთან ინტერვიუებს იწერდა, რა დროსაც მისი ჩანთიდან ფული და დოკუმენტები გაქრა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდობის მომენტი კადრებში არ მოხვდა, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ის გადაღების დროს გაძარცვეს.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა - უკრაინელი დეპუტატი

უკრაინის უმაღლესი რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატის ცნობით, მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გამოვიდა მოთხოვნით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი რუსი კრიმინალების დასასჯელად. ეგორ ჩერნევის ცნობით, ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა. „ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებას. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო ჩამდენები, არამედ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გადაეგზავნებ
×
×
  • შექმენი...