მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს.
მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება.
"ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
„მარიტა მეფარიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა და სახელმწიფო ჯილდო მის ოჯახს გადაეცა.
„ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკ
მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს.
პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია.
პარლამ
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მედიკამენტების დეფიციტზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას დაუშვებელს უწოდებს და განმარტავს, რითაა გამოწვეული რიგი მედიკამენტის უკმარისობა.
როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროებით შექმნილი დეფიციტი დაკავშირებულია მწარმოებლების მხრიდან მოწოდების და ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ შეფერხებასთან.
მათივე თქმით, დაუშვებელია ფარმაცევტული ბაზრის ყველა მონაწილე იქნას დადანაშაულებული ისეთი ქმედების ჩადენაში, რომელიც ძირეულად ეწინააღმდეგება
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, წარმომადგენლობით ორგანოში წლის ანგარიშით წარსდგა.
ნოდარ შეროზიამ საკრებულოში თავისი საქმიანობის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან პროექტებსა თუ პროგრამებზე, რომელსაც მხარი დაუჭირა. საანგარიშო პერიოდში საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 183 ბრძანება, 118 განკარგულება და 54 დადგენილება იქნა მიღებული.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ააიპ „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრს“ შო
უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
„29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა.
ველით
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ არსებობს უკრაინაზე საჰაერო იერიშების განხორციელების საფრთხე და მოქალაქეები იღებენ გაფრთხილებას, რომ თავშესაფრებში გადავიდნენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის ოპერატიული სარდლობის, „სამხრეთის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც მედია წერს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
გავრცელებული ინფორმაციით,
რუსეთმა უკრაინის ქალაქების მასშტაბური სარაკეტო დაბომბვა დაიწყო, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით უტევს.
განცხადების თანახმად, ასევე მაღალია რუსეთის ტაქტიკური ავიაციის აქტიურობა. ნოკილაევის მუნიციპალური ხელმძღვანელების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო
მარნეულიდან და სხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები პოლიტიკურად ლურჯ ფერში გამოწყობილები, ზურაბიშვილს მიუგზავნეს და აძახებინეს: „მიშა არ შეიწყალო“, ადამიანები, რომლებიც პირჯვარს იწერდნენ კაბინეტში გამოკრული სააკაშვილის ფოტოს წინ, ამის მომსწრე მე თვითონ ვიყავი , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციას გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ,
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის ტრანსლაცია არ მიმდინარეობდა.
დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თანახმად, პრეზიდენტის გარდა გამოსვლას ესწრებოდა მთავრობა სრული შემადგენლობით, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, უცხოელი დიპლომატები, სამხედროები და გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრები.
გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა თავისუფალი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი გახდა და დაეხმარა დასავლეთს თავიდან აღმოეჩინა საკუთარი
ყველასთვის ნათელი გავხადეთ, რომ ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი უკრაინის გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “ევროპეისკაია პრავდა” ავრცელებს.
“წელს უკრაინისთვის ევროკავშირში შესვლის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. თუმცა ჩვენი მიღწევა არა მხოლოდ ამაშია. ეს მიღწევის მხოლოდ ნაწილია. უკრაინა დიდი ხანია იმსახურებს ამ სტატუსს. ჯერ კიდევ 20 წლის წინ ეს შეიძლებოდა
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა.
France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა.
ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყან
ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეორე ნახევარი საქართველო ყვირის - გაუმარჯოს ბიძინას! - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისში პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
გახარიას თქმით, 2023 წელი იქნება ისეთი ბრძოლების წელი, რომ ბევრი ადამიანის ღირსება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
„ორი ერთმანეთზე გადამტერებული კაცის ტყვეობაშია ყველა. ნახევარი საქართველო ყვირის - თავისუფლება მიშას! მეო
დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი მილიარდ 632 მილიონ ლარია, რაც ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღებ სესხთან ერთად, ჯამში, მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებები, ხოლო ჯანდაცვისა და
ერთი წელია, ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული მიშას ირგვლივ დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივე მხარეს აწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს მის რეზიდენციასთან გამართულ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ იდგნენ ადამიანები, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი და უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ.
„დღევანდ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 17:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
პრეზიდენტის რეზიდენციასთან 15:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შემდეგ აქციაზე განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მათთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეებმა რეზიდენციის შესასვლელთან გადაინაცვლეს. მათი ნაწილი რეზიდენციის ეზოში შევიდა, სადაც პრ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რეზიდენციის ეზოდან მიმართა.
„ძალიან მაინტერესებს, ჯერ მე მაქვს კითხვები – აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ურუმჩი-თბილისი -ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2023 წლის 25 მარტამდე კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შ
საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება.
როგოც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, 2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა, ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნესვიზი
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარდგენა.
„დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ, 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს
კოსოვოს ადმინისტრაციამ სერბეთთან დამაკავშირებელი ყველაზე დიდი სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტა. „როიტერის“ ინფორმაციით, „მერდარეს“ სასაზღვრო პუნქტი მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც გამშვებ ცენტრთან მიმავალი გზა სერბეთის მხარეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჩაკეტეს.
საპროტესტო აქციების გამო 10 დეკემბრის შემდეგ სერბეთის საზღვარზე კიდევ ორი გადასასვლელი დაიხურა. მხარეებს შორის მხოლოდ სამი შესასვლელი პუნქტი რჩება ღია. სერბებმა, გზის ბლოკირების მიზნით, სატვირთო მანქანები და ტრაქტორები გამოიყენეს კოსოვოს აღმოს
კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საუბარი, თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი, არ არის ნორმალური.
„წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რ
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ეფ-ეს-ბე) ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩეგემში უკრაინის მიერ დაფინანსებული ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა წარსულში ნასამართლევი რუსეთის ორი მოქალაქის ქმედებების შეჩერება შეძლო, რომლებიც უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და ამზადებდნენ ტერორისტულ აქტს ქალაქ ჩეგემში. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ისინი უკრაინაში