“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ქცევის ახალი ნორმების ამოქმედება მედიის საქმიანობისა და თავისუფლების გამოხატვის გაუმართლებელ შეზღუდვას ემსახურება.
როგორც „ინტერპრენიუსთან“ საუბარში სიმონიშვილი განმარტავს, ამოქმედებულ ნორმებზე საუბრისას გასათვალისწინებელია, თუ რა კონტექსტის საფუძველზე მიიღეს ახალი წესები.
„შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა, რომ ევროპაში აპრობირებული პრაქტიკაა, როცა ჟურნალისტები შესაბ
სამწუხაროდ ქართული პოლიტიკა უკვე შოუს და სანახაობას დაემსგავსა რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იმყოფება ღრმა სახელისუფლებო კრიზისში და იმის მაგივრად, რომ ფიქრობდეს ხალხზე და გააჩნდეს პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ნაცმოძრაობასის ხელშეწყობით და დახმარებით ყურადღება გადააქვს ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე რაც საზოგადოებას არ აინტერესებს, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი შალვა კერესელიძე.
მისი თქმით, ძალაუფლების დაკარგვის შიშის სინდრომით შეპყრობილმა ხელისუფლებამ უკვე ისე
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1 030 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 133 190-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 245 ტანკს, 6 443 ჯავშანმანქანას, 2 232 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 294 საბრძოლო თვითმფრინავს და 284 ვერტმფრენს, 5 107 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 1 958 უპილოტო საფრენ აპ
1 თებერვალს Youtube-ზე, Cyber Kmara-ს არხზე გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინს ეკუთვნის. მედიასთან ზურაბ აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.
აბაშიძის განმარტებით, აღნიშნული საუბარი გასული წლის ივნისში შედგა და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც აბაშიძე განმარტავს, ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთზე სატრანსპორტო მ
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მედიასთან დაკავშირებული ახალი წესები, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის ინიციატივით შემუშავდა, არის ბევრად რბილი ვარიანტი და ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას.
მან შეფასებისას ასევე გამოიყენა ტერმინი „ჟურნალისტის მიერ რესპონდენტზე ადევნება” და აღნიშნა, რომ თუ ამის უფლება ჟურნალისტებს აღარ ექნებათ, ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე გ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას, აკრედიტებული ჟურნალისტების უფლებებსა და ვალდებულებებს.
აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია:
ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას;
საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამ
სამშაბათს, 7 თებერვალს, გამოქვეყნდება მწერალ სალმან რუშდის ახალი რომანი "გამარჯვების ქალაქი" - დაახლოებით ექვს თვეში მას მერე, რაც ნიუ-იორკის შტატში მყოფ მწერალს თავის ლექციაზე მამაკაცმა რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ეს თავდასხმა ფართოდ იქნა დაგმობილი, როგორც იერიში გამოხატვის თავისუფლებაზე.
თავდასხმის შედეგად 75 წლის რუშდიმ მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა, მძიმედ დაუზიანდა მარცხენა ხელი. თავდასხმა მოხდა სამ ათწლეულზე მეტი დროის გასვლის შემდეგ მას მერე, რაც ირანმა მუსლიმებს რუშდის მოკ
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა ანტირუსული განწყობების შექმნის მცდელობებს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი უწოდა.
,,აფხაზეთში ანტირუსული განწყობის გაღვივების მიზანმიმართული მცდელობები სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა.
მისი თქმით, დესტრუქციული და მტრულად განწყობილი ძალები გარედან ცდილობენ, გამოიყენონ, თითქოსდა, საზოგადოებაში არსებული ანტირუსული განწყობები და აფხაზეთ-რუსეთი
„კანონმდებლობის დარღვევაა, როდესაც საფინანსო ინსტიტუტი ვერ ახდენს გზავნილის საბოლოო მიმღების იდენტიფიცირებას,“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“, რუსეთის მოქალაქეების მიერ ფულადი გზავნილების საქართველოს მოქალაქეების გამოყენებით მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
„საქართველოში გვაქვს რუსეთის მოქალაქეების მიგრაციის დიდი რაოდენობა. რუსეთის 110 ათასზე მეტი მოქალაქეა ჩამოსული, ამას ვეძახ
რუსეთის ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე 5 თებერვლიდან ამოქმედებული ემბარგოს შედეგად რუსეთი წლიური თვალსაზრისით ექსპორტიდან, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალს დაკარგავს, ხოლო მარტში დოლარზე ეროვნული ვალუტის კურსის 71,5 რუბლამდე გაუფასურება არის მოსალოდნელი. ამის შესახებ Bloomberg Economics-ის ექსპერტების მონაცემებში არის ნათქვამი.
მათი ცნობით, ემბარგოს წინა დღეს ნავთობპროდუქტების ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში მაღალი რჩებოდა და დღეში, დაახლოებით, 0,6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ამდენად,
2022 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 281 741 849 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 129 720 204 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 152 021 644 ლარის მობილიზება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი წლიურად, 43,9%-ით ანუ 1,4-ჯერ არის გაზრდილი. 2021 წელს ბიუჯეტში სანქციებიდან 195 828 629 ლარის აკუმულირება მოხდა.
თურქეთში გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის გამო ჯეიჰანის ნავთობტერმინალმა ეპიცენტრის სიახლოვის გამო ოპერაციები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters გადამზიდავი სააგენტო Tribeca-ზე დაყრდნობით ავრცელებს
Tribeca-ს ცნობით, აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გაიმართება. განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის პორტები მიწისძვრის შედეგად დაზიანდა და მათ მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა. თუმცა Reuters-ი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის თურქული მონაკვეთის ოპერატორ BOTAS-ზე დაყრდნობით
საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 26%-ით გაიზარდა. თუ 2021 წელს ქვეყნიდან ჩრდილოეთში 171.995 მლნ დოლარის სასმელი გავიდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 217.402 მლნ დოლარამდე გაიზარდა. აღნიშნულ მაჩვენებელში დიდი წილი ცხადია, ნატურალურ ღვინოებზე მოდის, კერძოდ, შარშან რუსეთში 160.816 მლნ დოლარის (73 114 ტონა) ღვინო გავიტანეთ, 56.586 მლნ დოლარის (12 231 ტონა) კი სხვა სპირტიანი სასმელები.
მთლიანად კი 2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 251.593 მლნ დოლარი (106 584 ტონა), ს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის აპარატი ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
ბრძანება მედიასაშუალებების აკრედიტაციის თაობაზე, დეტალურად განსაზღვრავს აკრედიტაციის სახეებს, აკრედიტებული
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის სამიტზე მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკავშირის საბჭოს პრესსპიკერი ბარენდ ლეიტსი ავრცელებს.
„ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მიიწვია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პირადად მიიღოს მონაწილეობა ევროპული საბჭოს მომავალ სამიტში“, – წერს ლეიტსი.
ევროკავშირის სამიტი ბრიუსელში 9-10 თებერვალს არის დაგეგმილი.
1tv
რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში.
გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.
„ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხე
ქაჰრამანმარაშსა და მიმდებარე რაიონებში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე საერთაშორისო მედიის ინტერესის გათვალისწინებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჟურნალისტური საქმიანობის ვიზის მოთხოვნის შეჩერების შესახებ.
ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
„მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველმა ჟურნალისტებმა უნდა გააგზავნონ წერილი, ფოტოსურათი და პასპორტის ასლი
თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მოუწოდებს სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას დაუკავშირდნენ და მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.
როგორც გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა, საქართველოს პრაქტიკულად ყველა მოქალაქე, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ნაპოვნია. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილია საქართველოს ორი მოქალაქე.
„როგორც ამ წუთისთვის ცხადდება, 1700-ზე მეტია გარდაცვლილი, დაზიანებული უ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, სოხუმში უშიშროების სამსახურთან ჩატარებული თათბირის შემდეგ შემაჯამებელი განცახდება გააკეთა და ევროპულ ქვეყნებს მიმართა.
მისი თქმით, ,,მთელი მათი სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში“ დასავლეთის არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი, მაგრამ ,,აფხაზეთის რესპუბლიკა“ აიძულებს მათ, რომ პატივი სცენ და ანგარიში გაუწიონ.
,,ჩვენ ვიცით, დღეს როგორი შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება თბილისში, ევროპული ქ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 104 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 333,361 კუბური მეტრი მერქანი, მათ შორის, 11
გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გ
ჩეჩნეთის ეგრეთწოდებული ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, ,,დენაციფიკაციით“ პოლონეთსაც დაემუქრა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ „სატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაშია აუცილებელი.“
კადიროვმა გამოცემა Telegram- ს განუცხადა, რომ „პოლონეთი იარაღს აშშ-ს ემათხოვრება,“ რადგან საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის დახმარებას შეალია.
,,ახლა პოლონეთი დაბნეულია: რა მოხდება, თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი მორიგი ქვეყნის,,დენაციფიკაციას" და ,,დემილიტარიზ